გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.06.2019
საქმის ნომერი
330310019002861007
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002861007

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელეები - ნ------–-----–-–---–ი, ლ-----–-----–-–---–ი, ს----–-–-----–-–---–ი, ვ--–-------–-----–-–---–ი

წარმომადგენლები - მ---------------ე, ბ-----–----------–-–---–ი

 

მოპასუხე - ვაკის რაიონის გამგეობა

წარმომადგენელი - შო-------------–--–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს ვაკის რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადგინდება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში - საარქივო ცნობაში მითითებული 0,20 ჰა მიწის ფართიდან 763 კვ/მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის ს/კ №0---------------, დ----–-----–---------–---–-------------–-----–-------------–---–----------) იდენტურობა, შ-----------–-----“ მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთთან.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, დ----–-----–----------–---–---------- (ყოფ. ჯ-----–---–----------) არსებული 763 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, ნ------–-----–-–---–მა 21.03.2018წ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (განცხ. №------------). სააგენტომ, მიიჩნია რა, რომ საჭირო იყო საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება საარქივო ცნობაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან, წერილით მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას (№1-----; 19.04.2018). მოსარჩელეები უთითებენ, რომ ,,სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ვაკის რაიონის გამგეობამ თავის 23.04.2018წ. №-------------- წერილში მიუთითა, რომ ნ------–-----–-–---–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტსა და შ-----------–-----“ მიერ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამგეობას არ ჰყავს - გეოდეზიისა და კართოგრაფიის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაკვალვას.

 

მოსარჩელეთა გამარტეით, ვაკის რაიონის გამგეობას მათაც მიმართეს ასეთივე მოთხოვნით, წარუდგინეს მოწმეთა განცხადება-თანხმობები და მოითხოვეს შ-----------–-----’’ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული, დ----–-----–----------–---–-----------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 763 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება უფლების დამდგენ დოკუმენტებში - საარქივო ცნობაში (#A--------------; 23.08.2017; 1966 - 1967 წლების ჩანაწერები) მითითებულ მიწის ნაკვეთებთან. მიწის იდენტიფიცირების შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვაკის გამგეობამ 02.11.2018წ. №-------------- გადაწყვეტილებით ამჯერად უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თითქოს მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ საკუთრების უფლებით ფლობდნენ 0,20 ჰა ფართის მქონე ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს, მდებარე, დ----–-----–----------–---–-------------–------------------------------------------------–-.

 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მიწის იდენტიფიცირების შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვაკის გამგეობის 02/11/2018წ. №-------------- უარი უგულებელყოფს მათ ლეგიტიმურ მოლოდინს საკუთრების უფლების დაცვაზე და ეწინააღმდეგება მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნას, რადგან თვითნებურად ადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იმგვარი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, რომლითაც თითქოს დამატებით უნდა დადგინდეს, რომ განმცხადებლები მთლიანობაში საკუთრების უფლებით ფლობდნენ 0,20 ჰა ფართის მქონე ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს - ჯ-----–---–-------------–- (ს/კ №0---------------) და კ-----------------–-. ადმინისტრაციულ ორგანოს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია აღნიშნული გარემოების დასადგენად: საარქივო ცნობაში გარკვევით არის მითითებული, რომ მოსარჩელეთა კომლს თავდაპირველად მიწერილი ჰქონდა 0.13ჰა მიწა. მოგვიანებით, მიწის ფართის კვლავ მიწერის შედეგად, ჯამური ფართი გახდა 0.20ჰა, რაც მიუთითებს ორი სხვადასხვა ნაკვეთის არსებობაზე, რადგან გასული საუკუნის 60-იან წლებში მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული 0,13ჰა მიწის ფართობი არ გაუზრდია სახელმწიფოს. ასევე წარდგენილი აქვთ, მოწმეთა ჩვენებები და მიწაზე გადასახადის გადახდის ქვითრები 0.20ჰა-ზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვენ მის ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 1999 წლის 22 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობისა და ამავე დროს გაცემული საკურების უფლების მოწმობის თანახმად, 1981 წლის 22 ოქტომბერს გარდაცვლილი ლ-----------------–-----–----- სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეებად ცნობილნი იქნენ: მ------–----------–-------–--–-----–-–---–-----------–---–----------–-----–-–---–--------–---–----------–-----–-–---–------–--------–----------–-----–-–---–---------------------------–-----–---------–-----–-, კ-----------------–- მდებარე, ლ-----------------–-----–----- კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1/2 წილზე. მთელი საცხოვრებელი ბინის დახასიათება: ლიტერი ,,ა’’ - ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით. საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - 3, საცხოვრებელი ფართი - 60.76 კვ.მ., სასარგებლო ფართი - 60.76 კვ.მ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 1237 კვ.მ., სამეურნეო ფართი - 82.39 კვ.მ., განაშენების ფართი შენობების ქვეშ - 125 კვ.მ. საინვენტარიზაციო ღირებულება - 1568 ლარი.

 

3.1.2. ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის დ----–-----ის გამგეობის 2004 წლის 04 ივნისის №04.29/17 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა მოქ. მ---------------------–-------– და ვ--–-------–-----–-–---–ების თხოვნა და კანონიერად ჩაითვალა დ----–-----ში, კ-----------------–- მდებარე, მათ სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის უკანონო ნაწილი. კერძოდ, ლიტ. ,,ა’’ - სარდაფის სართული - სათავსო №1 – 9.60 კვ.მ., სათავსო №2 – 15.00 კვ.მ., სათავსო №3 - 15.00 კვ.მ., სათავსო №4 - 9.00 კვ.მ., სათავსო №5 - 17.02 კვ.მ., სათავსო №6 - 17.02 კვ.მ., სათავსო №8 - 68.8 კვ.მ.; 1-ლი სართული - ოთახი №3 - 22.56 კვ.მ., ოთახი №4 - 22.56 კვ.მ., ოთახი №5 - 22.56 კვ.მ., სათავსო №1 – 15.5 კვ.მ., სათავსო №2 – 15.5 კვ.მ., სათავსო №3 - 24.8 კვ.მ., სათავსო №9 – 17.00 კვ.მ., სათავსო №10 – 17.00 კვ.მ., სართულზე ასასვლელი გარე კიბე ზომით 1,2მ x 2.0მ-ზე ბაქნით - 1.2მ x 3.0მ-ზე. სხვენის სართული ზომით 14.0 x 15.0მ-ზე. ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობა ზომით 3.25მ. x 7.2მ-ზე H=2.6მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1999 წლის 22 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 98);

- 1999 წლის 22 სექტემბრის საკურების უფლების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 99);

- ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის დ----–-----ის გამგეობის 2004 წლის 04 ივნისის №04.29/17 დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 100)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 23 აგვისტოს №A-------------- საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ სო----–-–------- 1961-1967 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, ს------–-–-----–- არსებული კომლის უფროსად ჩაწერილი ლ--------–------------------–-----–----. 1961-1963 წლების საკომლო წიგნის თანახმად კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–------–-----------------------------------------–-----–------------–----------–--------–---–---–----–-----–--------–------–-----------–---–----–-----–----------–---–-----------–---–-).1964-1966 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–------–----------------- (ოჯახის უფროსი), შ-----–------------–----------–--------–- (ცოლი), შ-----–----------–---–--------- (შვილი). 1967 წლის საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–------–----------------- (ოჯახის უფროსი), შ-----–----------------–--------–- (ცოლი). ამავე ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აშენებული 1918 წელს და მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1961-1965 წლების ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 0,13 ჰექტარს, 1966-1967 წლების ჩანაწერებით - 0,20 ჰექტარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 23 აგვისტოს №A-------------- საარქივო ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 88).

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 21 მარტის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ებმა, როგორც მ------–-----–-----–-–---–-- პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს ამ უკანასკნელის დანაშთი სამკვიდრო ქონება, კერძოდ: 1/3 ნაწილი მიიღო ვ--–-------–-----–-–---–მა (შვილი), 1/3 ნაწილი მიიღო ს----–-–-----–-–---–მა (შვილი), ხოლო 1/3 ნაწილი თანაბარწილად მიიღეს ლ---- და ნ------–-----–-–---–ებმა (შვილიშვილები).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ-------–--–---------–------- კ-----------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2014 წლის 29 დეკემბრიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ების სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1237.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; 0---------------; 0---------------; 0---------------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 და №3, საერთო ფართით 436.94 კვ.მ. (მათ შორის I სართული 201.65 კვ.მ., II სართული 235.29 კვ.მ.) და №2.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 21 მარტის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 82-86);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08.12.2017 (ტომი 1, ს.ფ. 182-183).

 

3.1.6. 2018 წლის 21 მარტს ნ------–-----–-–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ----–---------------–---–-------------ი.

 

3.1.7. 2018 წლის 19 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №1----- წერილით მიმართა ვაკის გამგეობას, რომელსაც გადაუგზავნა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და სთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

 

3.1.8. ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 23 აპრილის №-------------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ნ------–-----–-–---–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტსა და შ-----------–-----’’ მიერ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან გამგეობას არ ჰყავდა გეოდეზიისა და კართოგრაფიის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაკვალვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ------–-----–-–---–ის 2018 წლის 21 მარტის №------------ სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 80-81);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 აპრილის №1----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 71);

- ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 23 აპრილის №-------------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 105).

 

3.1.9. 2018 წლის 01 ნოემბერს ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ების წარმომადგენელმა ბ-----–----------–-–---–მა №----------------- განცხადებით მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას და მოითხოვა შ-----------–-----’’ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული, დ----–-----–----------–---–-----------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 763 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება, უფლების დამდგენ დოკუმენტებში - საარქივო ცნობაში (№A--------------; 23.08.2017; 1966 - 1967 წლების ჩანაწერები) მითითებულ მიწის ნაკვეთებთან. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა: ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 23 აპრილის №-------------- წერილი, მოწმეთა განცხადება-თანხმობები, შ-----------–-----’’ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და რწმუნებულება.

 

3.1.10. ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილებით ბ-----–----------–-–---–ს ეცნობა, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ჯ-----–---–-------------–- (ს/კ: №0---------------, ამჟამად ჯ-----–---–----------) მდებარე მიწის რეგისტრაციას, იდენტიფიცირება/დადასტურება ვერ მოხდებოდა წარდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით, ვინაიდან მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ჯამში საკუთრების უფლებით ფლობდნენ 0,20 ჰა ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს, მდებარე: დ----–-----ში, ჯ-----–---–-------------–- (ს/კ: №0---------------) და კ-----------------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ების წარმომადგენლის ბ-----–----------–-–---–ის 2018 წლის 01 ნოემბრის №----------------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 106-108);

- ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 121-122).

 

3.1.11. საქმეში წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ნ--------------------------------, როგორც სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები (მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით, მდებარობს მათ მიწის ნაკვეთებს შორის) ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეთა მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი, შ-----------–-----’’ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აბსოლუტურად იდენტურია ნაკვეთის ადგილმდებარეობის.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია მეზობლების - გ--–------–---–--- და რ----------–---–-- ნოტარიულად დამოწმებული განცხადება-თანხმობა, რომლითაც აღნიშნული პირები ადასტურებენ მოსარჩელეების მხრიდან 2000 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. მათივე განმარტებით, ეს ნაკვეთები მოსარჩელეებმა მიიღეს მშობლებისგან - ლ---- და მ------–-----–-----–----------- (–-----–-–---–---------, რომლებიც თავის მხრივ, ასევე ფლობდნენ ამ მიწის ნაკვეთებს და იხდიდნენ გადასახადებს. მეზობლები უთითებენ, რომ ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ებს ეკუთვნით ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 2000 კვ.მ.-ს შეადგენს. აქედან 1237 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია №0---------------, მდებარეობს რ----------–---–-- ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) მომიჯნავედ და გ--–------–---–-- ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) მეზობლად. ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი, ფართით 763 კვ.მ. (ს/კ: №0---------------) მდებარეობს ნ--------------- (ს/კ: №01--------------) და ჯ----------ის (ს/კ: №0---------------) ნაკვეთებს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ---------------ა და ჯ----------ის 2018 წლის 04 ივნისის განცხადება-თანხმობა (ტომი 1, ს.ფ. 17);

- გ--–------–---–--- და რ----------–---–-- განცხადება-თანხმობა (ტომი 1, ს.ფ. 18);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------–-----–-–---–ის, ლ-----–-----–-–---–ის, ს----–-–-----–-–---–ისა და ვ--–-------–-----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 01 ნოემბერს ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ების წარმომადგენელმა ბ-----–----------–-–---–მა №----------------- განცხადებით მიმართა ვაკის რაიონის გამგეობას და მოითხოვა შ-----------–-----’’ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული, დ----–-----–----------–---–-----------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 763 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება, უფლების დამდგენ დოკუმენტებში - საარქივო ცნობაში (№A--------------; 23.08.2017; 1966 - 1967 წლების ჩანაწერები) მითითებულ მიწის ნაკვეთებთან. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა: ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 23 აპრილის №-------------- წერილი, მოწმეთა განცხადება-თანხმობები, შ-----------–-----’’ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და რწმუნებულება.

 

ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილებით კი ბ-----–----------–-–---–ს ეცნობა, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ჯ-----–---–-------------–- (ს/კ: №0---------------, ამჟამად ჯ-----–---–----------) მდებარე მიწის რეგისტრაციას, იდენტიფიცირება/დადასტურება ვერ მოხდებოდა წარდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით, ვინაიდან მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ჯამში საკუთრების უფლებით ფლობდნენ 0,20 ჰა ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს, მდებარე: დ----–-----ში, ჯ-----–---–-------------–- (ს/კ: №0---------------) და კ-----------------–-.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ-უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნა შემოწმებული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 23 აგვისტოს №A-------------- საარქივო ცნობით ირკვევა, რომ თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ სო----–-–------- 1961-1967 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, ს------–-–-----–- არსებული კომლის უფროსად ჩაწერილი ლ--------–------------------–-----–----. 1961-1963 წლების საკომლო წიგნის თანახმად კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–------–-----------------------------------------–-----–------------–----------–--------–---–---–----–-----–--------–------–-----------–---–----–-----–----------–---–-----------–---–-).1964-1966 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–------–----------------- (ოჯახის უფროსი), შ-----–------------–----------–--------–- (ცოლი), შ-----–----------–---–--------- (შვილი). 1967 წლის საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–------–----------------- (ოჯახის უფროსი), შ-----–----------------–--------–- (ცოლი). ამავე ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი აშენებული 1918 წელს და მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1961-1965 წლების ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 0,13 ჰექტარს, 1966-1967 წლების ჩანაწერებით - 0,20 ჰექტარს.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია შ-----------–-----’’ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც ასახულია, დ----–-----–----------–---–-----------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 763 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში არსებულ ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, რომლის თანახმად, ნ--------------------------------, როგორც სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები (მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით, მდებარობს მათ მიწის ნაკვეთებს შორის) ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეთა მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი, შ-----------–-----’’ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აბსოლუტურად იდენტურია ნაკვეთის ადგილმდებარეობის. მეზობლების - გ--–------–---–--- და რ----------–---–-- ნოტარიულად დამოწმებული განცხადება-თანხმობით კი, აღნიშნული პირები ადასტურებენ მოსარჩელეების მხრიდან 2000 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. მათივე განმარტებით, ეს ნაკვეთები მოსარჩელეებმა მიიღეს მშობლებისგან - ლ---- და მ------–-----–-----–----------- (–-----–-–---–---------, რომლებიც თავის მხრივ, ასევე ფლობდნენ ამ მიწის ნაკვეთებს და იხდიდნენ გადასახადებს. მეზობლები უთითებენ, რომ ნ--------–-----------– და ვ--–-------–-----–-–---–ებს ეკუთვნით ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 2000 კვ.მ.-ს შეადგენს. აქედან 1237 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია №0---------------, მდებარეობს რ----------–---–-- ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) მომიჯნავედ და გ--–------–---–-- ნაკვეთის (ს/კ: №0---------------) მეზობლად. ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი, ფართით 763 კვ.მ. (ს/კ: №0---------------) მდებარეობს ნ--------------- (ს/კ: №01--------------) და ჯ----------ის (ს/კ: №0---------------) ნაკვეთებს შორის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ ვაკის რაიონის გამგეობაში წარდგენილ იქნა ზემოაღნიშნული ყველა მტკიცებულება, თუმცა გამგეობამ, ისე, რომ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველგვარი ადმინისტრაციული წარმოების გარეშე, სადავო 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ჯ-----–---–-------------–- (ს/კ: №0---------------, ამჟამად ჯ-----–---–----------) მდებარე მიწის რეგისტრაციას, იდენტიფიცირება/დადასტურება ვერ მოხდებოდა წარდგენილი დოკუმენტაციის მეშვეობით, ვინაიდან მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის არ იქნა წარდგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ჯამში საკუთრების უფლებით ფლობდნენ 0,20 ჰა ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთს, მდებარე: დ----–-----ში, ჯ-----–---–-------------–- (ს/კ: №0---------------) და კ-----------------–-, ხოლო მითითება იმაზე, კონკრეტულად რა დოკუმენტის წარდგენას სთხოვდა ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებულ მხარეს, არ გაუკეთებია.

 

აღნიშნული საბოლოო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ არ იქნა ჩატარებული, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში ურითერთშეჯერების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, ჩაატაროს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერება და მათი მესაკუთრეების გამოკითხვა, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მასვე უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, მოპასუხეს - ვაკის რაიონის გამგეობას, მოსარჩელეების - ნ------–-----–-–---–ის, ლ-----–-----–-–---–ის, ს----–-–-----–-–---–ისა და ვ--–-------–-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 (ოთხასი) ლარის გადახდა მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------–-----–-–---–ის, ლ-----–-----–-–---–ის, ს----–-–-----–-–---–ისა და ვ--–-------–-----–-–---–ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ვაკის რაიონის გამგეობის 2018 წლის 02 ნოემბრის №-------------- გადაწყვეტილება და მასვე დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ვაკის რაიონის გამგეობას მოსარჩელეების - ნ------–-----–-–---–ის, ლ-----–-----–-–---–ის, ს----–-–-----–-–---–ისა და ვ--–-------–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 400 (ოთხასი) ლარის გადახდა, მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე- №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი