გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
080210019003093156
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019003093156

#2/1725-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.10.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ნ-----–-----------ე;

მოპასუხე - შპს „ქ--------–----------–---------„წარმომადგენელი- კ----------–-–---–ი;

დავის საგანი - საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალდებულება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს შპს „ქ--------–----------–---------„-ს ნ-----–-----------ის სახელზე გასცეს ქ. ქუთაისში, ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე საოჯახო საფლავის პასპორტი;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ნ-----–-----------ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ნ----------------------ში. 1993 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე ხ-------------ე, იგი დაჯილდოვებული იყო ვახტანგ გორგასალის მეორე ხარისხის ორდერით. ხ-------------ე 1973 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----–-----------ესთან. ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე აქვს საოჯახო საფლავი, სადაც 1993 წლის 7 მარტს დაკრძალულ იქნა მეუღლე ხ---------------------------ე. სასაფლაო შემოსაზღვრული იყო, იდგა ქვა ეპიტაფიის სურათით და წარწერით, ასევე კარადები სურათებით. 2004 წელს ხ-------------ე გადაასვენეს ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–-, შესაბამისად გადატანილ იქნა საფლავის ქვაც. სასაფლაო დარჩა ცარიელი და დარჩა მოსარჩელის მფლობელობაში. ნ-----–-----------ე დღემდე უვლის სასაფლაოს დედამთილთან - ც-–-------------ესთან ერთად. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს, სასაფლაოზე დღემდე არის ხ-------------ის სურათები. ც-–-------------ემ განცხადებით მიმართა შპს "ქ--------–----------–---------"-ს საფლავის პასპორტის გაცემის მოთხოვნით, აღნიშნული განცხადების პასუხად შპს "ქ--------–----------–---------"-ის 2019 წლის 23 მაისის # 84 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ აუცილებელია მოხდეს საფლავში დაკრძალულ პირთა იდენტიფიცირება, აგრეთვე ჭირისუფლის ნათესაური კავშირის დადგენა საფლავში დაკრძალულ პირებთან და შესაბამისად საფლავის მფლობელის იდენტიფიცირება. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---------„-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საფლავის პასპორტი გაიცემა საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, ჭირისუფლის განცხადებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ხდება საფლავის მფლობელის იდენტიფიცირება, რადგან არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის ერთადერთი ჭირისუფალი და მითითებული საფლავის მფლობელი. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 1993 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა ხ---------------------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა;

 

3.1.2. ნ-----–-----------ე არის ხ-------------ის მეუღლე; 2004 წლის 18 ოქტომბერს ნ-----–-----------ემ სამკვიდრო მოწმობით მიიღო ხ-------------ის სამკვიდრო ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა;

-სამკვიდრო მოწმობა;

 

3.1.3. დადგენილია, რომ ხ---------------------------ე 2004 წელს გადასვენებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–- (ე–----).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ცნობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2019 წლის 23 მაისს შპს „ქ--------–----------–---------„-ის დირექტორმა უარი უთხრა ც-–-------------ეს ნ-----–-----------ის სახელზე ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე განთავსებული საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.05.2019წ შპს „ქ--------–----------–---------„-ის წერილი;

3.2.2. ნ-----–-----------ეს განცხადების საფუძველზე შედგა საფლავის სქემატური ნახაზი საფლავზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაზე, რომლის თანახმად, სადავო საფლავის ადგილის მომიჯნავედ დაკრძალული არიან „მარუაშვილი„, „ბობოხიძე„, „ფიფია„.;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–-----------ის განაცხადი ნებართვაზე;

- საფლავის სქემატური ნახაზი;

 

3.2.3. მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი კონკრეტული საფლავის მფლობელის ვინაობა. მოპასუხის განმარტებით აღნიშნულ საფლავზე პრეტენზიით შპს „ქ--------–----------–---------„-სთვის არავის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალული იყო ხ-------------ე, რომელიც 2004 წელს გადასვენებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–-. სასაფლაო ამჟამად ცარიელია, არის შემოსაზღვრული, ადგილზე დღემდე არის ხ-------------ის ფოტოები, მოსარჩელე დედამთილთან - ც-–-------------ესთან ერთად უვლის სასაფლაოს. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს და არც რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ აღნიშნულ საფლავთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმე გ--–--–----ის, მ------------–---–ის და ც-–-------------ის ჩვენებები (იხ. 30.10.2019 წ. სხდომის ოქმი);

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელემ თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, რომ ქ. ქუთაისში, ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალული იყო მეუღლე ხ-------------ე, რომელიც 2004 წელს გადასვენებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–-. სასაფლაო ამჟამად ცარიელია, არის შემოსაზღვრული, ადგილზე დღემდე არის ხ-------------ის ფოტოები, მოსარჩელე დედამთილთან - ც-–-------------ესთან ერთად უვლის სასაფლაოს. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს და არც რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ აღნიშნულ საფლავთან დაკავშირებით. მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები გ--–--–----ე, ც-–-------------ე და მ------------–---–ი, რომლებმაც დადასტურეს, რომ ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალული იყო ხ-------------ე, ამჟამად საფლავი ცარიელია, აღნიშნულ საფლავს ნ-----–-----------ე უვლის.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად რიგი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით და ამ გარემოებათა დადასტურება სხვა მტკიცებულებებით არ დაიშვება. დასახელებულ შემთხვევაში მოწმის განმარტება წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილად ჩაითვლება, რომ ქუთაისში, ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე ნამდვილად იყო დაკრძალულია ნ-----–-----------ის მეუღლე ხ-------------ე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #141 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული დანაწესი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

 

დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, რადგანაც მოსარჩელე მოითხოვს აღიარებული იქნას, რომ მისი ოჯახის წევრი - მეუღლე ხ-------------ე 1993 წელს დაკრძალულ იქნა ავტოქარხნის სასაფლაოზე. 2004 წელს ხ-------------ე გადასვენებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი დ--–-. ამ ტიპის სარჩელები თავისი შინაარსით განეკუთვნებიან აღიარებით სარჩელებს და მათზე ვერცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის აღიარებული იქნას, რომ ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალული იყო მისი მეუღლე ხ-------------ე, რომელიც 2004 წელს გადასვენებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–-, მსგავსი აღირების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იქნება მასზე გაცეს საოჯახო პასპორტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავის ინტერესს სხვა გზით ვერ მიაღწევს;

 

მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სასაფლაოზე დაკრძალული იყო ხ-------------ე, რომელიც 2004 წელს გადასვენებულ იქნა ბაღდათის რაიონის სოფელ დ--–-. სასაფლაო ამჟამად ცარიელია, არის შემოსაზღვრული, ადგილზე დღემდე არის ხ-------------ის ფოტოები, მოსარჩელე დედამთილთან - ც-–-------------ესთან ერთად უვლის სასაფლაოს. სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვის დროს უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრის საფლავი არსებობდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც პასპორტის გაცემას მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტის დადგენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

 

6.2. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაობის გახსნის წესებს განსაზღვრავს- ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #141 დადგენილება. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო საფლავი არის- დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალად. აღნიშნული წესის 2.1. მუხლის „ც„ პუნქტის თანახმად, საფლავის პასპორტი-არის მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობას და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად, (რომლის თანახმად საფლავი სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა).

 

,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობების შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე, მმართველის მიერ. ამავე წესის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს.

 

ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის 4.1. მუხლის თანახმად, სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენს შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’’.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისში, ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოს, სადაც 1993 წლის 07 მარტიდან 2004 წლამდე დაკრძალული იყო ნ-----–-----------ის მეუღლე ხ-------------ე, დღემდე უვლის და პატრონობს მოსარჩელე ნ-----–-----------ე. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს. ყოველივე აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ-----–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ქ--------–----------–---------„-ს დაევალოს გასცეს, ნ-----–-----------ის სახელზე (პ/ნ 6----------) ავტოქარხნის საქალაქო სასაფლაოზე (სადაც დაკრძალული იყო 1993 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი ხ-------------ე) საოჯახო საფლავის პასპორტი.

 

3. შპს „ქ--------–----------–---------„-ს - ნ-----–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე