გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1178-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე- სს ,,ლ-------------ი’’
მოსარჩელის წარმომადგენელი- თ--------------–---–ი
მოპასუხეები- ნ-----------ე, ს---------------–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ-----------ეს და ს---------------–ს სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროთ სესხზე №0002/2013/16859 - 12341.16 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 10456.56 ლარი, პროცენტი - 927.98 ლარი და ჯარიმა - 956.62 ლარი.
2. ნ-----------ეს სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე №428910 - 2087.72 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1587.72 ლარი და ჯარიმა 500 ლარი.
3. ნ-----------ეს სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე №711197173906000 - 1473 ლარის გადახდა, საიდანაც 1473 ლარის არის ძირი თანხა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
2013 წლის 17 ოქტომბერს სს ”ლ-------------ს” და ნ-----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2013/16859, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 14700 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 18.50%-ის ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება გაფორმდა 60 თვის ვადით.
2013 წლის 17 ოქტომბერს სს ”ლ-------------სა” და ს---------------–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/16859-1, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 22 799.92 ლარი.
2014 წლის 07 ივნისს სს ”ლ-------------სა” და მოქალაქე ნ-----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №A9682/948, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1590.75 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ხელშეკრულება გაფორმდა 12 თვის ვადით.
ნ-----------ე სარგებლობდა სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით №711197173906000, რომელზეც ათვისებულმა და დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 1473 ლარი.
მსესხებელმა სს ”ლ-------------ის” მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში სესხზე №0002/2013/16859 2014 წლის 12 აგვისტოდან, სესხზე №MC428910 2014 წლის 25 ივლისიდან, ხოლო სესხზე №711197173906000 2015 წლის 03 აპრილიდან.
მსესხებლის დავალიანება შეადგენს სესხზე №0002/2013/16859- 12341.16 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 10456.56 ლარი, პროცენტი - 927.98 ლარი, ჯარიმა 956.62 ლარი. სესხზე №428910 - 6066.96 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1587.72 ლარი, ჯარიმა - 4479.24 ლარი. ხოლო სესხზე №711197173906000- 1473 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1473 ლარი.
2018 წლის 25 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს "ლ-------------ის“ წარმომადგენელმა თ--------------–---–მა და მოითხოვა სარჩელის ნაწილობრივ გახმობა, კერძოდ მეორე სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე ნ-----------ეს სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ N428910 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 2087.72 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 1587.72 ლარი, ჯარიმა 500 ლარი; მესამე სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე ნ-----------ეს სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ N711197173906000 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1473 ლარის გადახდა; 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.
2019 წლის 14 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა თათია ზირაქაშვილმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს:
ნ-----------ეს და ს---------------–ს სს ”ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროთ სესხზე №0002/2013/16859 - 11534.54 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 10456.56 ლარი, პროცენტი - 927.98 ლარი და ჯარიმა -150 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ-----------ემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე სრულად დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.
მოპასუხე ს---------------–ს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 17 ოქტომბერს სს ”ლ-------------ს” და ნ-----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2013/16859, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 14700 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 18.50%-ის ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება გაფორმდა 60 თვის ვადით.
მტკიცებულება: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2013/16859, მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 17 ოქტომბერს სს ”ლ-------------სა” და ს---------------–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №0002/2013/16859-1, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 22 799.92 ლარი. მტკიცებულება: სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება 3.1.3. 2014 წლის 12 აგვისტოს შემდეგ მოპასუხეების ნ-----------ის და ს---------------–ის მიერ აღარ მომხდარა სესხის დაფარვა. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, საგადახდო ისტორია 3.1.4. 2016 წლის 06 ივლისის მდგომარეობით, ნ-----------ეს და ს---------------–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად ეკისრებათ დავალიანება 12341.16 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 10456.56 ლარი, პროცენტი - 927.98 ლარი და ჯარიმა- 956.62 ლარი. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, ცნობა დავალიანების შესახებ
3. 2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom mopasuxეებmა mosarCelis mimarT nakisri valdebulebebi ar Seasrulეს, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ლ-------------ს” და ნ-----------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად სს ,,ლ-------------ს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. 6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 6.3 ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ.შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. 6.4. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, როგორც ხელშეკრულების ასევე კანონის შესაბამისად სს ,,ლ-------------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის დაკისრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 17 ოქტომბერს ს---------------–სა და სს ,,ლ-------------ს'' შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდების პასუხიმგებლობის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 22 799.92 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლ-------------ის” მოთხოვნა ს---------------–ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოპასუხე ნ-----------ემ სარჩელი ცნო სრულად, ხოლო მოპასუხე ს---------------–ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს” უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 478 ლარიდან 198.16 ლარი, ხოლო მოპასუხე ს---------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 173.02 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს “ლ-------------ი“-ს სარჩელი მოპასუხეების ნ-----------ის და ს---------------–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს ნ-----------ეს და ს---------------–ს სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ სესხზე N0002/2013/16859 - 11534.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 10456.56 ლარი, პროცენტი - 927.98 ლარი და პირგასამტეხლო 150 ლარი.
3. მოპასუხე ს---------------–ს სს "ლ-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 173.02 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. მოსარჩელე სს "ლ-------------ს" უკან დაუბრუნდეს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, 2016 წლის 13 ივლისს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 478 ლარიდან 198.16 ლარი, საგადახდო დავალება №5116406490.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი