გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3148830-2/518-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ქ------------–-----ე
მოპასუხე - ა--------ნ პ----------ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა--------ნ პ----------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს – 3200.54ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 1000 ლარი, პროცენტი – 638.82 ლარი, ჯარიმა – 1561.72 დოლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 27 ივლისს მსესხებელ ა--------ნ პ----------ზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 1000 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0%, ასევე სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველთვიურად 0,5%-ის ოდენობით. სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 50 ლარით, პერიოდულობა თვეში ეთხელ, ყოველი თვის 27 რიცხვში.
სესხის სახით 1000 ლარის გაცემა დასტურდება მსეხებლის საბანკო ანგარიშის ამონაწერით.
სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულად გაიცა კრედიტი. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინბეული პირობების დარღვევა. მსესხებელს 2018 წლის 16 აგვისტოს შემდეგ არ უწარმოებია სესხზე გადახდები, აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. დღეის მდგომარეობით მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და საკომისიოს დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალინების შესახებ მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.
სს "ს----------–--------ის საბანკო პროდუქტი "სმს სესხი/ვირტუალური სესხი წარმოადგენ იმ კრედიტის კატეგორიას რომელზედაც საკრედიტო დოკუმენტაცია არ ფორმდება ანუ ხელშეკრულება გრაფიკი და სხვა სახის მატერიალური დოკუმენტაცია ბანკს და მსესხებელს შორის არ ფორმდება. სს "ს----------–--------ი" ახორციელებს სატელეფონო შეტყობინების გაგზავნას მის ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან ტექსტით, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ სმს სესხის/ვირტუალური სესხს მომსახურებით, გარკვეული ლიმიტით და პირობებით, შეთავაზება ყველა მსესხებელთან ინდივიდუალურია. შეტყობინებასთან ერთად პოტენციურ მსესხებელს ეგზავნებათ სესხის აქტივაციის კოდი, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელი. სს "ს----------–--------ის" ნებისმიერ ბანკომატში და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში მსესხებელი უფლებამოსილია თანხა გაიტანოს იმავე ბანკომატიდან. "სმს სესხი”/ვირტუალური არის ერთ-ერთი მარტივი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც ს----------–--------მა შესთავაზა მის მომხმარებლებს და დღეის მდგომარეობითაც ასეულობით მოქალაქე მოიხმარს ზემოაღნიშნულ პროდუქტს.
სს "ს----------–--------ის" მიერ გაცემული "სმს სესხის'/ვირტუალური სესხის ორი კატეგორია არსებობს: პირველი - როდესაც მომხმარებელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობება მისთვის დამტკიცებული კრედიტის ოდენობის, პირობების და გამოყენების შესახებ; მეორე - როდესაც მომხმარებელი თავად გამოცხადდება ბანკის სერვის-ცენტრში (ნებისმიერ ფილიალში) და მოითხოვს სამომხმარებლო (არაუზრუნველყოფილი) სესხის გაცემას, ასეთ შემთხვევაში ივსება განაცხადი და სესხის გაცემის ტიპს თავად ირჩევს ბანკი, რაც ასევე მომხმარაბელთა მაქსიმალური კომფორტით არის განპირობებიული.
ა--------ნ პ----------მა ისარგებლა "სმს სესხის /ვირტუალური სესხის მეორე სქემით სქემით. სესხი გააქტიურდა ბანკომატის მეშვეობით და შესაბამისად რაიმე სახის დოკუმენტაცია არ არსებობს სასესხო ხელშეკრულების კუთხით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სესხის გაცემა დასტურდება საბანკო ანგარიშის ამონაწერით. სარჩელში მითითებულია, რომ ა--------ნ პოღოსინაზე გაცემული სესხის საპროცენტო სარგებელი ანუ ბანკის მიერ მისაღები პროცენტი შეადგენდა წლიურ 0 პროცენტს. მხარეთა მიერ კრეიდტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზრვრა 50 ლარით, პერიოდულობა თვეში ერთხელ ყოველი თვის 27 რიცხვში.
ის გარემოება, რომ ა--------ნ პ----------თან შეთანხმებული იქნა საკომისიოს ოდენობა დასტურდება მის მიერ წარმოებული გადახდებით, კერძოდ სარჩელს თან ერთვის პროგრამული გრაფიკის სესხი, სადაც მითითებულია სესხის გაცემის თარიღი, ოდენობა, გადახდის გრაფიკი თუ კონკრეტულად, რომელ რიცხვშიუნდა გადაეხადა მსესხებელს.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს (სასამართლოს მოვახსენებთ რომ პირგასამტეხლო და ჯარიმა ერთიდაიგივე ვალდებულებაა, ჯარიმა გამოიყენება არასამართლებრივი ტერმინოლოგიით, ხოლო პირგასამტეხლო გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით) პირგასამტეხლო არის სანქცია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. იმ კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რომლის კეთილსინდისიერად შესრულებაც იკისრეს ხელშეკრულების მხარეებმა მოცემულ შემთხვევაში ს----------–--------ის საბანკო მომსახურების პირობების 3.13.2.8 მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე , ვადაგადაცილებული თანხისთვის.
მიაჩნიათ, რომ სრულყოფილად გვაქვს განმარტებული ბანკის მიერ გაცემული სესხის შესახებ, მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებსა მხარეთა შორის არსებულ ვალდებულენით ურთიერთობებს.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულენისთვის მოპასუხე ა--------ნ პ----------ს სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 3200.54 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, სარგებელი(საკომისიო) - 638.82 ლარი და პირგასამტეხლო 1561.72 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა--------ნ პ----------მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს მხოლოდ სესხის ძირი თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 ივლისს სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ ა--------ნ პ----------ზე გაიცა სესხი 1000 ლარი, 12 თვის ვადით. კერიდიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა 50 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების პირობები;
- სესხის დაფარვის გარფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მოპასუხე ა--------ნ პ----------მა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების პირობები;
- სესხის დაფარვის გარფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების დავალიანება 2017 წლის 27 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ შეადგენს – 1638.82ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 1000ლარი ლარი, პროცენტი – 638.82 ლარი.
3.2.2. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 2017 წლის 27 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შესაბამისად მოპასუხეს არ უნდა დაკისროს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო მომსახურების პირობები;
- სესხის დაფარვის გარფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე ა--------ნ პ----------მა ცნო სარჩელი ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა--------ნ პ----------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და აურტუნ პ----------ს) შორის გაფორმებული 2017 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა--------ნ პ----------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 1000 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა.
დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს’’ და ა--------ნ პ----------ს შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება 2017 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, წერილობით არ დადებულა, შეთანხმება მოხდა ზეპირად. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;
სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს 2017 წლის 27 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, ა--------ნ პ----------სა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის 2017 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს ა--------ნ პ----------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 19.16 ლარის გადახდა. ასევე ს----------–--------ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30 ლარი, რადგან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,საქართველოს ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ა--------ნ პ----------ს სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისრს დავალიანების - 1638.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი - 638.82 ლარი.
2. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
3. მოპასუხე ა--------ნ პ----------ს სს ,,საქართველოს ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 19.16 ლარის გადახდა.
4. სს ,,ს----------–--------ის’’ დაუბრუნდეს 2019 წლის 13 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟდან 100 ლარიდან 30 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია