გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
080210118002583632
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002583632

საქმე №2/2684-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ნათია ხუნწარია

მოსარჩელე - მ-------- ც---–---ე

წარმომადგენელი - ე-----ი ტ--–----ე

მოპასუხე - ე------ი ფ---–---–---ი

წარმომადგენელი - ს------- ც------

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე ე------ ფ---–---–---იდან მის უკანონო მფლობელობაში არსებული ავტომანქანა BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ. და დაუბრუნდეს მოსარჩელე მ-------- ც---–---ეს.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 19 აპრილს ქ.თბილისში შპს ,,მისო ევროკრედიტი’’-საგან შეისყიდა ავტომანქანა ბმვ545. რომლის რეგისტრაცია მოახდინა 21.04.2018წ. და იმავე დღეს გადავიდა მის მფლობელობაში. ავტომანქანის ყიდვისა და შეკეთებისათვის სულ გადაიხადა 8100 ლარი. ვინაიდან მას არ აქვს მართვის მოწმობა, მინდობილობით მანქანა გადასცა თავის დას თ----- ც---–---ეს მისმა მეგობარმა ე------ ხ-------ემ (შეცვლილი გვარით-ფ---–---–---ი) ორი დღით სთხოვა ავტომანქნა, რაზეც დასთანხმდა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ მან არ დაუბრუნა ის და სთხოვა, რომ სჭირდებოდა ლომბარდში ჩასადებად, რადგან სურდა თანხის აღება, რაზეც მოსარჩელემ მას უარი განუცხადა.

ავტომანქანა წარმოადგენს მის საკუთრებას, მაგრამ დღემდე იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და არ ეძლევა საკუთარი ნივთის გამოყენების შესაძლებლობა. შედეგი ვერ გამოიღო ვერც პოლიციისთვის მიმართვამ.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით. საქმეში წარმოდგენილი 2 ტექპასპორტი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ დაკარგა პასპორტი, რაც მიუთითებს მოპასუხის გამიზნულ ქმედებაზე, რის გამოც იგი იძულებული იყო აეღო მეორე მოწმობა. ამასთან არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. მოპასუხეს კი შეგებებული სარჩელიც არ აღუძრავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. არ დაეთანხმა არცერთ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითა, რომ მანქანის შეძენა არ მომხდარა შპს მისო ,,ევროკრედიტისაგან’’, არამედ ქ.თბილისში ,,დაშლილებში’’, ელიავას ბაზრობაზე თ---------- მ---------–ისგან 2018 წლის 18 აპრილს, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო ავტომანქანის ნაწილები შეძენილი იქნა მოპასუხის მიერ ელიავას ბაზრობაზე, რასაც დაუდასტურებენ მოწმეები. ამიტომ გაურკვეველია, თუ როგორ მოახერხა მოსარჩელემ ავტომანქანის შეძენა ,,ევროკრედიტისგან’’. სადავო ავტომანქანა არის გაუმართავ მდგომარეობაში, არაა ვარგისი გამოსაყენებლად და ამჟამად დაშლილია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.2. სადავო ნივთი ამჟამად იმყოფება მოპასუხესთან.

 

მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები.

 

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. შსს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს 19/04/2018წ., მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ, შპს ,,მისო ევროკრედიტმა’’ და მ-------- ც---–---ემ, რომელმაც მ-------- ც---–---ეზე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ. რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელმოწერებით და ბეჭდით. მათვე მოითხოვეს აღნიშნული ავტომანქანის რეგისტრაციაში გატარება.

 

მტკიცებულება:

-ერთობლივი განცხადება (ს/ფ 24 ),-რეგისტრაციის მოწმობა (ს/ფ 101).

 

3.2.2. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 09.07.2018წ. #49/7/1/-01615326 ცნობის თანახმად, მოქ. მ-------- ც---–---ე, დაბადებული 3---------წ. ქ. ზ----------ში, საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას: ავტომანქანა BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ. და ის რეგისტრირებულია მ-------- ც---–---ის სახელზე, უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.

 

მტკიცებულება: ცნობა (ს/ფ 25).

 

3.2.3. საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი #1-ის მიხედვით 2018 წლის 18 აპრილს ი/მ თ---------- მ---------–მა მიჰყიდა ჩამოწერილი ავტომანქანის ბმვ545-ის ძარა მ-------- ც---–---ეს, რომელმაც მასში გადაიხადა 600 ლარი.

 

მტკიცებულება:

-მიღება -ჩაბარების აქტი #1 (ს/ფ 143),-გადახდის ქვითარი (ს/ფ143 )

 

3.2.4. დადგენილია, რომ ე------ ხ-------ემ შეიცვალა გვარი და ამჟამად არის ე------ ფ---–---–---ი.

 

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.5. 11.05.2018წ. მოხდა ზეპირი გასაუბრება მ-------- ც---–---ესთან შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელთან რ----- ნ--------ესთან, სადაც მ-------- ც---–---ის მიერ დადასტურებულია ავტომანქანის შეძენის და ე------ ხ-------ისათვის თხოვების ფაქტი. ხოლო როდესაც მან უარი განუცხადა ე------ ფ---–---–---ს ამ ავტომანქანის ლომბარდში ,,ჩადებაზე’’, ამ უკანასკნელმა აღარ დაუბრუნა ავტომანქანა და იმყოფება მის მფლობელობაში.

 

მტკიცებულება:

-ზეპირი გასაუბრების ოქმი (ს/ფ 106-107),-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.6. ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნის თანახმად, მ-------- ც---–---ის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანა შეფასებულია 8100 ლარად, ხოლო ავტომანქანის მეორადი ნაწილები-ძრავი, წინა და უკანა ფარები, 4 დისკი საბურავებით, ელგაყვანილობა, სიჩქარის გადაცემათა კოლოფი- 4820 ლარად (ცდომილებით +-8%).

 

მტკიცებულება: აუდიტის დასკვნა; შეფასების აქტი (ს/ფ , 32-33).

 

3.2.7. 2018 წლის 21 აპრილს გაცემული მინდობილობის საფუძველზე მ-------- ც---–---ემ აღნიშნული კუთვნილი ავტომანქანა მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა მის დას, თ----- ც---–---ეს.

 

მტკიცებულება:

 

-მინდობილობა (ს/ფ 37).

 

3.2.8. მოწმე თ----- ც---–---ემ განმარტა, რომ მ-------- ც---–---ე არის მისი ძმა, ხოლო მოპასუხეს არ იცნობს. 2018 წლის 19 აპრილს ძმამ უთხრა, ავტომანქანის შეძენის თაობაზე, 8100 ლარად, ლომბარდიდან, როგორც ახსოვს, ,,ევროკრედიტიდან’’. ვინაიდან ძმას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ამიტომ მინდობილობით გადასცა მას. 22 აპრილს კი მ--------მა უთხრა, რომ მეგობარს სურდა ამ მანქანის ჩალომბარდება, რაზეც უარი უთხრა, თუმცა 24 აპრილს მას მანქანა უკვე წაყვანილი ჰყავდა და აღარ აბრუნებდა. რის გამოც მიმართეს პოლიციას დახმარებისთვის. მანქანის შესაძენი ფულიც ექნებოდა, რადგან მ--------ი მუშაობდა ,,ფეროში’’, თავადაც ეხმარებოდა მატერიალურად.

 

3.2.9. მოწმის სახით დაკითხულმა მ--–----ი ც---–---ემ განმარტა, რომ 2018 წლის აპრილში (რიცხვი ზუსტად არ ახსოვს)დაუკავშირდა მ-------- ც---–---ე და სთხოვა ავტომანქანის შეფასება, რომლის ყიდვასაც აპირებდა, სავარაუდოდ ,,ელიავას ბაზრობაზე’’. შავი ფერის ბმვ იყო, არც თუ კარგ მდგომარეობაში. 20 აპრილს ნახა ზ----------ში უკვე ავტომანქანა მ--------ის ეზოში და გაუკვირდა, ასე მალე როგორ შეაკეთეს. მისთვის ცნობილია, რომ ეს ავტომანქანა იყიდა მ--------მა და 8000 ლარამდე გადაიხადა, ხოლო ვისგან შეიძინა, არ იცის.

 

3.2.10. მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- გ-----–--ემ განმარტა, რომ მ-------- ც---–---ე იყო მისი თავდები და ჰკითხა, რომ მანქანის ყიდვაში ეს ხელს ხომ არ შეუშლიდა. შემდეგ გაიგო, რომ იყიდა ავტომანქანა და მიულოცა კიდეც, შავი ბმვ, გადაიხადა 8000 ლარამდე. ამჟამად სადაა ავტომანქანა არ იცის, თუმცა გაიგო, რომ ვიღაცას უნათხოვრა და აღარ უბრუნებს, ამ პიროვნებას ბანკთან ჰქონია პრობლემები.

 

3.2.11. მოწმის სახით დაკითხულმა პ---–- ჟ----–---–--ემ განმარტა, რომ ხელოსნად მუშაობს ელიავას ბაზრობაზე, ე------იმ იყიდა მანქანის კუზაო და ააწყო, რადგან ბანკთან ჰქონდა მას პრობლემა, ამიტომ გააფორმა მ-------- ც---–---ეზე. ერთ კვირაში შეაკეთეს მანქანა. თუმცა მანქანის ,,კუზაოს’’ საყიდლად არ გაყოლია, ევაკუატორით მიუყვანა, მან გაუკეთა ელექტრობა და დანარჩენი სხვებმა. მალე გაიგო, რომ ე------ის ეს მანქანა დაუმტვრევია.

 

3.2.12. მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ტ--–----ემ განმარტა, რომ არის ე------ ფ---–---–---ის მეუღლე. ავტომანქანა მათ შეიძინეს, თუმცა, რადგან ვალის გამო ქონება დაყადაღებული ჰქონდათ, ვერ გაიფორმეს თავიანთ სახელზე, ამიტომ გააგზავნეს მ--------ის მონაცემები, ნომრები თავად აიღეს, 380 ლარი გადაიხადა ე------იმ. ძარაში 600 ლარი გადაიხადეს. 18 თუ 19 აპრილი იყო, ინათხოვრეს რაღაც ნაწილები, რომ მოეხდინათ ავტომანქანის გაფორმება. შემდეგ მის მეუღლეს ავარია მოუხდა და დაემტვრა ეს მანქანა, რომელიც შეკეთებას აღარ ექვემდებარება. რაღაც ნაწილები განლაგებულია ე------ის სამსახურში, ,,ელიავას ბაზრობაზე’’.

 

(იხ. 2019 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ )

 

3.2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მან შეიძინა სადავო ავტომანქანა და გადაიხადა კიდეც მისი ღირებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება (ხელშეკრულება, ქვითარი და ა.შ.) მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ-------- ც---–---ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ავტომანქანა, გადაიხადა 8100 ლარი და მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, სადავო ავტომანქანა საკუთარ სახელზე დაერეგისტრირებინა, ხოლო ეს ფაქტი მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------- ც---–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე-148-ე, 168-ე, 178-ე, 170-172-ე, 477-ე 186-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147- ე მუხლის თანახმად, ქონება ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. 148-ე მუხლის შესაბამისად ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთი მოძრავი ნივთია.

 

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ შპს ,,მისო ევროკრედიტმა’’ მ-------- ც---–---ეზე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ., მოსარჩელემ მას გადაუხადა შეთანხმებული საფასური (თანხა) და ავტომანქანის რეგისტრაცია მოხდა კიდეც შსს მომსახურების სააგენტოს მიერ მ-------- ც---–---ის სახელზე.

 

6.2. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (სუსგ ას-262-253-2012, 25.06.12წ.).

 

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ავტომობილის მესაკუთრედ, სსკ-ის 158-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არ ივარაუდება, ამიტომ უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის განხორციელებული მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი) გათვალისწინებული წინაპირობები. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ასეთი საფუძველიც არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

დადგენილია, რომ სადავო ნივთი 2018 წლის აპრილის ბოლო რიცხვებიდან აღარ იმყოფება მესაკუთრის მფლობელობაში და ივარაუდება, რომ იგი ამ პერიოდიდან იმყოფება მოპასუხესთან.

 

გაზიარებული ვერ იქნება მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ მან ავტომანქანის ნაწილები შეიძინა და ააწყო ავტომანქანა, რადგან ნაწილის შეძენა, არ ნიშნავს, რომ ეს ნაწილი წარმოადგენს სწორედ სადავო ავტომობილის ნაწილს. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ავტომანქანის საფასურის გადახდა და მითითებული ნივთის ყიდვა, შესაბამისად, მოპასუხეს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარად დგინდება, რომ სადავო მოძრავი ნივთი შეძენილია 8100 ლარად მ-------- ც---–---ის მიერ, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და ირიცხება მის სახელზე, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს, სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 243 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის, ადვოკატის მომსახურების - 324 ლარის და სსიპ მომსახურების სააგენტოში გადახდილი 6 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე------ი ფ---–---–---ს აეკრძალა ავტომანქანით BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ. მოძრაობა, მისი სხვა პირისათვის გადაცემა, რაიმე სამართლებრივი სახით დატვირთვა და მისი ნაწილებად დაშლა-გაყიდვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 259 1 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------- ც---–---ის (წარმომადგენელი ე-----ი ტ--–----ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოთხოვილ იქნეს ე------ი ფ---–---–---ის უკანონო მფლობელობაში არსებული ავტომანქანა BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერიW----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ. და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს მ-------- ც---–---ეს;

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისთვის სასამართლო ხარჯის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 243 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის, ადვოკატის მომსახურების - 324 ლარის და სსიპ მომსახურების სააგენტოში გადახდილი - 6 ლარის ანაზღაურება;

 

4. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე------ი ფ---–---–---ს აეკრძალა ავტომანქანით BMW SEDANI 545, სანომრე ნიშანი V------, გამოშვების წელი 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა D--------, გაცემული 21.04.2018წ. მოძრაობა, მისი სხვა პირისათვის გადაცემა, რაიმე სამართლებრივი სახით დატვირთვა და მისი ნაწილებად დაშლა-გაყიდვა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე