გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/8384-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - ჯ--- მ---------ე
მოპასუხე - ი.მ. ნ------- მ------–-–---–ი
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი.მ. ნ------- მ------–-–---–ს სს „თ--–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3079.59 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, სს "ს----------–--------ი"-ს წარმომადგენელმა 2016 წლის 07 ოქტომბერს სს"თ--–--ს" მიმართა #2------- წერილით, რომლის მიხედვითაც ითხოვა 3------ აბონენტად რეგისტრაცია და დარეგისტრირების შემდგომ №3------ აბონენტის მრიცხველის გათიშვა და ჩართვა მხოლოდ სს "ს----------–--------ი"-ს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წერილს დაურთო საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, რ---------–-- გამზირი, №---ში მდებარე ფართი №1- იმყოფება „ს----------–--------ის“ საკუთრებაში.
2016 წლის 26 ოქტომბერს განხორციელდა №3------ აბონენტის ცვლილება და ი.მ. ნ------- მ------–-–---–ის ნაცვლად დარეგისტრირდა სს "ს----------–--------ი". აღნიშნულის შემდეგ ი.მ. ნ------- მ------–-–---–მა მიმართა სემეკ-ს. 2016 წლის 10 ნოემბერს სემეკ-მა №6---------------- წერილით მომართა სს "თ--–--ს". წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, რ---------–-- გამზირი №---ში ფუნქციონერებს რესტორანი "ხ-----––------ი" (აბონენტის №3------). აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თობაზე, ასევე შსს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №0---------- (ყალბი სოლიდარული თავდებობის წერილობითი განცხადების დამზადება და გამოყენება) საქმეზე, თუმცა უძრავი ქონების მესაკუთრის, სს "ს----------–--------ი"-ს მოთხოვნით აღნიშნულ კომერციულ ობიექტს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის აღსრულების განხორციელებამდე ქ. თბილისში, რ---------–-- გამზირი №---ში მდებარე რესტორანს –"ხ-----––------ს" არ ეზღუდება უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება, მოითხოვა ერთი დღის ვადაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-10 მუხლით გათვალისწინებული დეპოზიტისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით. სს"თ--–--მა" სემეკ-ის წერილის მიხედვით ი.მ. ნ------- მ------–-–---–ს განუსაზღვრა დეპოზიტი და აღუდგინა №3------ სააბონენტო ბარათზე ელექტროენერგიის მიწოდება.
მოპასუხე ნ------- მ------–-–---–მა ისევ მიმართა სემეკ-ს დეპოზიტის გაუქმების მოთხოვნით. სემეკ-ის პასუხის მიხედვით, 2017 წლის 17 იანვრს სემეკ-თან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან ნ------- მ------–-–---–ს გაეგზავნა წერილი, რომლითაც განემარტა, რომ კომპანია უფლებამოსილი იყო განახორციელებინა №3------ აბონენტზე დეპოზიტის დარიცხვა. სს "თ--–--ი" და მოპასუხე ი.მ. ნ------- მ------–-–---–ი იმყოფებიან ერთმანეთთან ფაქტობრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სს "თ--–--ი" ელექტროენერგიით ამარაგებდა აბონენტს №3------, შესაბამისად, აბონენტი ვალდებული იყო გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
მოსარჩელსი წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 3079.59 (სამიათასსამოცდაცხრამეტი ლარი და 50 თეთრი) ლარის ოდენობით. დავალიანება დაგროვებულია მრიცხველზე ერთიანი დარიცხვით და არასრულყოფილი გადახდებით. მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, აბონენტს №3------ ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის 19 მარტს, ხოლო დღეის მდგომარეობით კი აბონენტი გათიშულია ქსელიდან და არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ აბონენტისათვის ცნობილია დავალიანების წარმოშობის საფუძვლების თაობაზე, იგი არ ახორციელებს მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვას (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ი.მ. ნ------- მ------–-–---–მა შესაგებლით ნაწილობრივ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ სს ,,ს----------–--------მა“ 2016 წლის 07 ოქტომბერს უკანონოდ მოითხოვა №3------ აბონენტად რეგისტრაცია და შემდგომ №3------ აბონენტის მრიცხველის გათიშვა, ვინაიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა ნივთის მფლობელობაზე და გამოძიება სს ,,ს----------–--------ის’’ თანამშრომელთა მიერ ყალბი დოკუმენტრის დამზადება გამოყენებით აღნიშნული ქონების მითვისების შესაძლო ფაქტზე. სს ,,თ--–--ისთვის’’ ასევე ცნობილი იყო მიმდინარე დავის თაობაზე.
შესაგებლის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში სს ,,თ--–--მა’’ მოპასუხეს გაუთიშა ელექტროენერგიის მიწოდება, სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნის საფუძველზე. დავალიანების დაფარვის შემდგომ მოპასუხეს მოსთხოვა ან მესაკუთრის თანხმობა ან სამართლებრივი დავის დოკუმენტის წარდგენა. ნ------- მ------–-–---–მა მიიტანა ცნობა შსს ძველი თბილისის მე-7 განყოფილებიდან, რის შემდეგაც აღუდგინეს ელექტროენერგიის მიწოდება. ასე, რომ 2016 წლის 07 ოქტომბრის მოთხოვნაზე ჯერ უნდა შეესწავლათ საკითხი და შემდგომ ემოქმედათ. მოსარჩელე ფაქტობრივად აღიარებს, რომ არ შეისწავლა ბანკის მოთხოვნა და მხოლოდ სემეკის მოთხოვნის საფუძველზე აღმოფხვრა მოპასუხის საწინააღმდეგო უკანონო ქმედება. მოპასუხის განმარტებით მის ბარათზე 2016 წლის ოქტომბრიდან დავალინება ირიცხება საგადასახადო კოდექსის დარღვევით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი არ სცნობდა სარჩელს, რადგან იგი არ იყო ის სუბიექტი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მოთხოვნა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ ი.მ. ნ------- მ------–-–---–ი 2016 წლის 26 ოქტომბრამდე წარმოადგენდა სს "თ--–--ის" N3------ აბონენტს.
2016 წლის 26 ოქტომბერს განხორციელდა N3------ აბონენტის ცვლილება და ი.მ. ნ------- მ------–-–---–ის ნაცვლად აბონენტად დარეგისტრირდა სს ,,ს----------–--------ი’’, რომელიც ამჟამადაც აბონენტად არის რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N3------ აბონენტის ცვლილების ისტორიის ამონაწერი (ს.ფ. 29)
- 2009 წლის 29 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 31-32)
- სს ,,ს----------–--------ის’’ N2------- მიმართვა სს ,,თ--–--ს’’ (ს.ფ. 30)
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 20-28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. უდავო გარემოებაა, რომ სს ,,ს----------–--------ი’’-ს კუთვნილ ფართში განთავსებულია და ფუნქციონირებს რესტორანი ,,ხ-----––------ი’’, (აბონენტის ნომრით 3------), რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი მოპასუხეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია აბონეტების თაობაზე (ს.ფ. 33-34)
- სემეკ-ის #6---------------- წერილი (ს.ფ. 37-38)
- სს ,,ს----------–--------ის’’ N2------- მიმართვა სს ,,თ--–--ს’’ (ს.ფ. 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.3. უდავო გარემოებაა, რომ ქ. თბილისში, რ---------–-- გამზ. N37-ში მდებარე N1- ფართთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თობაზე, ასევე შსს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი სოლიდარული თავდებობის წერილობითი განცხადების დამზადება და გამოყენების ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სემეკ-ის #6---------------- წერილი (ს.ფ. 37-38)
- სს ,,ს----------–--------ის’’ N2------- მიმართვა სს ,,თ--–--ს’’ (ს.ფ. 30)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N406527 წერილი (ს.ფ. 135)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.4. უძრავი ქონების მესაკუთრის სს"ს----------–--------ი"-ს მოთხოვნით აღნიშნულ კომერციულ ობიექტს შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა მოპასუხე ნ------- მ------–-–---–მა განცხადებით მიმართა სემეკ-ს და მოითხოვა მის კუთვნილ, ქ. თბილისში, რ---------–-- გამზ. N37-ში მდებარე N1- სადავო ფართში, სადაც ფუნქციონირებს რესტორანი ,,ხ-----––------ი’’, სასამართლო განხილვის დასრულებამდე მომხდარიყო ელექტროენერგიის აღდგენა.
სემეკმა 2016 წლის 10 ნოემბერს წერილით მიმართა სს ,,თ--–--ს’’ და მოითხოვა ერთი დღის ვადაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-10 მუხლით გათვალისწინებული დეპოზიტისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით.
მოსარჩელის მიერ სადავო ფართში განხორციელდა ელექტროენერგიის მიწოდება.
2017 წლის 17 იანვრს სემეკ-თან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილის მიხედვით კი, კომპანია უფლებამოსილი იყო განახორციელებინა N3------ აბონენტზე დეპოზიტის დარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ------- მ------–-–---–ის განცხადება (ს.ფ. 142)
- სემეკ-ის #6---------------- წერილი (ს.ფ. 37-38)
- 17.01.2017 წლის სემეკ-ის #97 წერილი (ს.ფ. 39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.5. უდავო გარემოებაა, რომ აბონენტს #3------ ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის 19 მარტს, ხოლო ბოლო მოხმარება კი უფიქსირდება 2018 წლის 31 ივლისს. დღეის მდგომარეობით აბონენტი გათიშულია ქსელიდან და არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სემეკ-ის #6---------------- წერილი (ს.ფ. 37-38)
- #3------ აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 20-28)
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ნ------- მ------–-–---–ი არის სს „თ--–--ის“ აბონენტი.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ--–--ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე, 487-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართის მესაკუთრედ და აბონენტად რეგისტირებულია სს ,,ს----------–--------ი’’, ხოლო მასში ფუნქციონირებს შპს „ხ-----––------ი’’, დარიცხული და მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება კი უნდა დაეკისროს მოპასუხე ნ------- მ------–-–---–ს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილიო ნ------- მ------–-–---–ის განცხადებებით დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართი საკუთრებაში არ აქვს მოპასუხეს, სწორედ ეს უკანასკნელია დაინტერესებული იყო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენით, რაც განხორციელა კიდეც. ნ------- მ------–-–---–ი ყველა ოფიციალურ წერილში უთითებს, რომ სწორედ მის სახელზეა აბონენტის ნომერი, კერძოდ:
2016 წლის 31 ოქტომბრის განცხადებაში (ს.ფ. 142) დაფიქსირებულია შემდეგი:
„ს/ს „თ--–--მა“ ს/ს „ს----------–--------ის“ განცხადების საფუძველზე შემიწყვიტა ელ. ენერგიის მოწოდება... ს/ს „ს----------–--------ისთვის“ ცნობილია, რომ ჩემი კუთვნილი ქონება, რომელიც მდებარეობს რ---------–-- N37-ში და ფუნქციონირებს რესტორანი „ხ-----––------ი“ მითვისებულია უკანონოდ... ვერ ახდენს ჩემს გამოსახლებას... გთხოვთ, დაიცვათ ჩემი კანონიერი უფლებები და გამოიძიების ეტაპამდე და სასამართლო განხილვამდე აღმიდგინოთ ჩემი უფლებები.“
მითითებული განცხადება წარდგენილია მოქალაქე ნ------- მ------–-–---–ის მიერ და არა როგორც შპს „ხ-----––------ის“ წარმომადგენლის მიერ.
2016 წლის 01 ნოემბრის განცხადებაში (ს.ფ. 136) მითითებულია შემდეგი - „ელექტრო ენერგიის გათიშვა გამოიწვევს ჩემთვის მატერიალურ ზიანს, გაფუჭდება მალფუჭებადი პროდუქტები. იმედი მაქვს ... ჩემს მიმართ არ მოხდება კანონიერი უფლებების დარღვევა“.
აღნიშნული წერილი სს „თ--–--ში“ შეტანილია ნ------- მ------–-–---–ის მიერ და არა მისი, როგორც შპს „ხ-----––------ის“ წარმომადგენლის მიერ.
2016 წლის 13 იანვრის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებაში (ს.ფ. 137) კი მითითებულია შედეგი:
„ვარ თ--–--ის აბონენტი 3------ (კომერციული) ი/მ ნ------- მ------–-–---–ი. „თ--–--ის“ მთაწმინდა-კრწანისის ბიზნესცენტრიდან მიღებული მაქვს სადეპოზიტო დავალიანება 1107 ლარი, როგორც ცუდი გადამხდელის დამატებითი გადასახადი. ... გთხოვთ, გულისყურით მოეპყრათ ჩემს განცხადებას და მომიხსნათ სადეპოზიტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.“
აღნიშნული წერილი ასევე წარდგენილი იქნა მოქალაქე ნ------- მ------–-–---–ის მიერ და არა მისი, როგორც შპს „ხინკალცენტის“ წარმომადგენლის მიერ.
2016 წლის 15 იანვრის წერილში (ს.ფ. 138-139) მითითებულია, რომ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) მოქალაქე ნ------- მ------–-–---–მა (აბ. N3------) მომართა განცხადებით, რომელშიც იგი მოითხოვს დეპოზიტზე თანხის დარიცხვის გაუქმებას.“
აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილია 2016 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული შპს „ხ-----––------ის“ მიერ განუსაზღვრელი ვადით გაცემული რწმუნებულება ნ------- მ------–-–---–ის სახელზე (ს.ფ. 143), თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ------- მ------–-–---–ს, როგორც ფიზიკურ პირს არ შეეძლო ან/და ეკრძალებდა რაიმე სახის განაცხადის გაკეთება თავისი სახელით.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიუხედავად შპს „ხ-----––------ის“ მიერ გაცემული მინდობილობისა, მოპასუხე სწორედ თავისი სახელით, როგორც ფიზიკური პირი, ისე ახდენს სუბიექტებთან ურთიერთობას, მათ შორის, სს „თ--–--თან“ელექტროენერგიის მიწოდებისა თუ აბონენტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამდენად, ნ------- მ------–-–---–მა თავისი ქმედებებით, ასევე ოფიციალური წერილობითი მიმართვებით თავად აღიარა აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი, როგორც აბონენტი, მოსარჩელესთან - სს „თ--–--თან“ შევიდა ურთიერთობაში ელექტროენერგიის მიღების ნაწილში, რამაც შედეგად უკვე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დააყენა დღის წესრიგში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ ვის საკუთრებაშია უძრავი ქონება და ოფიციალურად სს „თ--–--ის“ ბაზაში ვინ არის აბონენტად რეგისტრირებული (ს/ს „ს----------–--------ი“) სწორედ მოპასუხემ, თავისი ქმედებით დაადასტურა და მათ შორის, საქარტველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) დაუდასტურა, რომ რეალურად მის ინეტერესებზე გადიოდა ოფიციალურად რეგისტრირებული აბონენტის ს/ს „ს----------–--------ის“ ქმდების შედეგად შეწყვეტილი ელექტრო ენერგიის არ მიღება და სწორედ ეს გარემოება გახდა საფუძველი უკვე 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა, სადაც კომისიის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებამდე ქ.თბილისში, რ---------–-- გამზ. N37-ში მდებარე რესტორანს აღუდგინა ელექტროენერგიის მიწოდება.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ფაქტიურ აბონენტად დადასტურდა ნ------- მ------–-–---–ი, ხოლო შპს „ხ-----––------ი“ კი არის ის პირი, რომელიც მოიხმარდა ელექტროენერგიას. იმის გათვალისწინებით, რომ სს „თ--–--თან“ ურთიერთობაში შედიოდა ფიზიკური პირი ნ------- მ------–-–---–ი და არა ნ------- მ------–-–---–ი, როგორც შპს-ს წარმომადგენელი, მოსარჩელე სწორედ ამ უკანასკნელთან შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში კომისიის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს „ხ-----––------ის“ სახელშეკრულებო ურთიერთობა ს/ს „თ--–--თან“, რადგან მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარება მოცემულ შემთხვევაში არ ქმნის ასეთ წინაპირობას. ნ------- მ------–-–---–ს კი უტოვებს უფლებას რეგრესის წესით სწორედ შპს-გან მოახდინოს მის მიერ, როგორც აბონენტის მიერ, ს/ს „თ--–--ისთვის“ გადახდილი თანხების ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.
იმის გათვალისწინებით, რომ ნ------- მ------–-–---–ი აბონენტად ყოფნის ფაქტი დადასტურდა სასამართლოს მიერ, შესაბამისად, მითითებული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიაც სწორედ მოპასუხის მიერ უნდა იქნეს გადახდილი.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოპასუხეს დავალიანების ოდენობის ნაწილში შედავება არ განუხორციელებია, ამასთან, სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როგორც დავალიანების არსებობა, ასევე მისი ოდენობა, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ------- მ------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ--–--ი“-ს (ს/კ N2--------) სარჩელი მოპასუხე ნ------- მ------–-–---–ის (პ/ნ N0----------) მიმართ დავალიანების დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე ნ------- მ------–-–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს „თ--–--ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს არსებული დავალიანების 3079,59 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე სს „თ--–--ი“-ს (ს/კ N2--------) მიერ 4/8/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ნ------- მ------–-–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე სს „თ--–--ი“-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე