გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3190-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ა----------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - მ--------------–--ე, ხ----------------–ი, თ----------–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა----------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით მ–----ის რაიონში, სოფელ გ-–----ში, მდებარე უძრავ ნივთზე მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი 2016 წლის 9 თებერვლის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მ--------------–--ის წარმომადგენელი დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და დამატებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის შესაბამისად.
3.2. ხ----------------–ისა და თ----------–----ის პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით უცნობია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 1992 წლის 20 აგვისტოს №253 მიღება-ჩაბარების აქტით, გ-–----ის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 23 მარტის №1 დადგენილების №1 ოქმის საფუძველზე, მ------- შ--–--ს ასული ხ-----–--ეს საკუთრებაში გადაეცა სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართის მიწის ნაკვეთი №25, საიდანაც ნამყენი იყო 0--- ჰა, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართი 0--- ჰა. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 0--- ჰა მიწის ნაკვეთს მარცხენა მხრიდან ემიჯნებოდა ნ. ფ-–---–-----ის საკუთრება და მარჯვენა მხრიდან - ა. ყ----------–---–ის საკუთრება.
2010 წლის 30 დეკემბერს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით განისაზღვრა 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სასაზღვრო წერტილები და დაფიქსირდა, რომ მას ესაზღვრებოდა ერთის მხრივ ა. ყ----------–---–ის საკუთრება და მეორეს მხრივ ფ-–---–-----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
მ--------------–--ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2010 წლის 30 დეკემბერს წარდგენილი №8----------- განცხადებით, აზომვითი ნახაზისა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოითხოვა რეფორმით მიღებულ, სოფელ გ-–----ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა მ--------------–--ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, №7-.13.28.2-- საკადასტრო ერთეულთან გადაფარვა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.
მ--------------–--ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილებით დავალებული აზომვითი ნახაზი და ელ.ვერსია წარადგინა 2016 წლის 6 იანვარს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადაწყვეტილებით, 1992 წლის 20 აგვისტოს №253 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №7-.13.28.2-- საკუთრების უფლებით აღირიცხა მ--------------–--ის სახელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდით №7-.13.28.2-- მოსაზღვრეებად რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთები: საკადასტრო კოდით №7-.13.28.2--, მესაკუთრე ა---------– ყ----------–---–ი და საკადასტრო კოდით №7-.13.28.2--, მესაკუთრეები: ა----- ა----–---–ი, გიული კობაიძე და ვახტანგ ა----–---–ი. ამასთან, მოგვიანებით, №7-.13.28.2-- საკადასტრო ერთეულის დაყოფის შედეგად მიღებულ იქნა უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: №7-.13.28.6-- და 7-.13.28.6--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1992 წლის 20 აგვისტოს №253 მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, ს.ფ. 154-155);
- 2010 წლის 30 დეკემბრის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I, ს.ფ. 156-157);
- მ--------------–--ის 2010 წლის 30 დეკემბრის განცხადების მიღების ბარათი და განცხადება (ტ. I, ს.ფ. 149-150, 152);
- „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 159);
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი (ტ. I, ს.ფ. 160);
- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 161-162);
- 2011 წლის 6 იანვრის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I, ს.ფ. 164-165);
- „სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------06 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 166);
- „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №8------------07 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 167);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 იანვრის №1---- წერილი (ტ. I, ს.ფ. 17-18);
- საკადასტრო გეგმა, მომზადების თარიღი: 10.01.2011წ. (ტ. I, ს.ფ. 168);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13.01.2011წ. (ტ. I, ს.ფ. 169-170);
4.2. მ--------------–--ემ 2015 წლის 12 ოქტომბრის №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუზველზე, მოითხოვა №7-.13.28.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კერძოდ, აზომვითი ნახაზის თანახმად, მ--------------–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ესაზღვრებოდა №7-.13.28.2-- საკადასტრო ერთეული, მესაკუთრე ა---------– ყ----------–---–ი, №7-.13.28.6-- საკადასტრო ერთეული, მესაკუთრე ა----- ა----–---–ი და გზა, უნდა დაყოფილიყო 600 კვ.მ. და 1900 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №8------------09 გადაწყვეტილებით №7-.13.28.2-- საკადასტრო ერთეულის დაყოფა განხორციელდა იპოთეკარის მაია ბურჯალიანის თანხმობით, შემდეგ საკადასტრო ერთეულებად: №7-.13.28.7-- (600 კვ.მ.) და №7-.13.28.7-- (1900 კვ.მ.).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 184-185);
- მ--------------–--ის 2015 წლის 12 ოქტომბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 187);
- 2015 წლის 23 სექტემბრის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I. ს.ფ. 188-189);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.02.2011წ. (ტ. I, ს.ფ. 182-183);
- 2015 წლის 13 ოქტომბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 195);
- „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №8------------05 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 199-200);
- 2015 წლის 19 ოქტომბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 203);
- „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 ოქტომბრის №8------------09 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 208);
- საკადასტრო აზომვითი ნახაზები, მომზადების თარიღი: 22.10.2015წ. (ტ. I, ს.ფ. 209, 212);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.10.2015წ. (ტ. I. ს.ფ. 210-211, 213-214);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 იანვრის №1---- წერილი (ტ. I, ს.ფ. 17-18);
4.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილებით, მ--------------–--ესა და ხ----------------–ს შორის 2015 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე, №7-.13.28.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ხ----------------–ის სახელზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით, მ--------------–--ესა და თ----------–----ეს შორის 2016 წლის 11 თებერვალს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე №7-.13.28.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა თ----------–----ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 247);
- 2015 წლის 26 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 244-245);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29.10.2015წ. (ტ. I. ს.ფ. 248-249);
- „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. I. ს.ფ. 237);
- 2016 წლის 11 თებერვლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 234-235);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.02.2016წ. (ტ. I. ს.ფ. 238-239);
4.4. 1992 წლის 20 აგვისტოს №4-- მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ გ-–----ის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 23 მარტის №1 დადგენილების №1 ოქმის საფუძველზე, ა---- ა---------–ის ძე ყ----------–---–ს საკუთრებაში გადაეცა სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართის მიწის ნაკვეთი №26, ნამყენი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 0--- ჰა მიწის ნაკვეთს მარცხენა მხრიდან ემიჯნებოდა მ. ხ-----–--ის საკუთრება, მარჯვენა მხრიდან - ვახ. ა----–---–ის საკუთრება და ზედა მხრიდან - გზა.
1992 წლის 20 აგვისტოს №4-- მიღება-ჩაბარების აქტისა და გ-–----ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 3 ნოემბრის №6-- ცნობის საფუძველზე, მ–----ის რაიონში, სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართობის მქონე უძრავი ნივთი, დაუზუსტებელი მონაცემებით, №7-.13.90.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ა----------------–---–ის სახელზე. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები (მიწის ნაკვეთის საზღვრები და ადგილმდებარეობა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემის მიხედვით, ფართობი, კონფიგურაცია და სხვა) არ დარეგისტრირდა და დაუდგენელი იყო მისი ადგილმდებარეობა.
საკადასტრო გეგმის თანახმად, №7-.13.90.1-- საკადასტრო ერთეულს ზედა მხრიდან (ა-ბ) ესაზღვრებოდა გზა, მარჯვენა მხრიდან (ბ-გ) - გ. ა----–---–ის საკუთრება, ქვედა მხრიდან (გ-დ) გზა და მარცხენა მხრიდან (დ-ა) მ. ხ-----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 იანვრის №1---- წერილი (ტ. I, ს.ფ. 17-18);
- 1992 წლის 20 აგვისტოს №4-- მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, ს.ფ. 100);
- გ-–----ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 3 ნოემბრის №6-- ცნობა (ტ. I, ს.ფ. 103);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 03.11.2006წ. (ტ. I, ს.ფ. 105-106);
- საკადასტრო გეგმა, მომზადების თარიღი: 27.11.2006წ. (ტ. I, ს.ფ. 24);
4.5. ა----------------–---–მა 2016 წლის 9 თებერვალს №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, მოითხოვა მ–----აში, სოფელ გ-–----ში მდებარე, №7-.13.28.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა ა----------------–---–ის 2016 წლის 9 თებერვლის განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან საკადასტრო აზომვით ნახაზზე არ ფიქსირდებოდა ამზომველის ბეჭედი და მეზობელი მიწის ნაკვეთები, ამასთან, დაზიანებული იყო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსია. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენა.
ა----------------–---–მა კორექტირებული აზომვითი ნახაზი ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა 2016 წლის 18 თებერვალს. ამზომველის ბეჭდით დამოწმებული აზომვითი ნახაზის თანახმად, 2512 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა №7-.13.28.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ა----- ა----–---–ის საკუთრება, დასავლეთით - №7-.13.28.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ა---------– ყ----------–---–ის საკუთრება, ჩრდილოეთით და სამხრეთით - გზა.
დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე დაფიქსირდა №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემთან გადაფარვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილებით ა----------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი და შემოვლის ფურცელი (ტ. I, ს.ფ. 107-109);
- ა----------------–---–ის 2016 წლის 9 თებერვლის განცხადება (ტ. I,ს.ფ. 110);
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I.ს.ფ. 111-112);
- „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 თებერვლის №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. I.ს.ფ. 114-115);
- განცხადების მიღების ბარათი და შემოვლის ფურცელი (ტ. I.ს.ფ. 117-119);
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ტ. I, ს.ფ. 120-121);
- „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების განახლების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილება (ტ. I.ს.ფ. 122);
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი (ტ. I.ს.ფ. 128);
- „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილება (ტ. I.ს.ფ. 123);
4.6. ა----------------–---–ის წარმომადგენელმა ნ-------------ემ 2016 წლის 10 მარტს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №4------- ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა როგორც №7-.13.28.7--, №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-3 საკადასტრო ერთეულებზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა----------------–---–ის სახელზე არსებულ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №5---- გადაწყვეტილებით ა----------------–---–ის წარმომადგენელს ნ-------------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 10 მარტის №4------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, №7-.13.28.7--, №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-3 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების/უფლებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მითითებული საკითხი იყო სასამართლოს განსჯადი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №5---- გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული ა----------------–---–ის წარმომადგენელის ნ-------------ის 2016 წლის 10 მარტის №4------- ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილებით ა----------------–---–ის წარმომადგენელს ნ-------------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 10 მარტის №4------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებით გადაფარვა დაფიქსირდა რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან (საკადასტრო კოდებით: №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7--), რომლებზეც კანონით დადგენილი წესით მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა----------------–---–ის წარმომადგენელის ნ-------------ის 2016 წლის 10 მარტის №4------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. I. ს.ფ. 125-126);
- „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №5---- გადაწყვეტილება (ტ. I.ს.ფ. 143-144);
- „ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №5---- გადაწყვეტილება (ტ. I.ს.ფ. 141-142);
- „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილება (ტ. I.ს.ფ. 145-148);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადწყვეტილება, „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილება და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც განხორციელდება ა----------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით მ–----ის რაიონში, სოფელ გ-–----ში, მდებარე უძრავ ნივთზე მ–----ის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი 2016 წლის 9 თებერვლის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაცია.
6.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის (2011 წლის 13 იანვრის მდგომარეობით) შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. მსგავსი შინაარსის მატარებელია მითითებული ნორმა 2016 წლის თებერვალ-მარტში მოქმედი რედაქციით, კერძოდ, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი” ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს. შესაბამისად, ,,რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები”, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ორი სარეგისტრაციო წარმოება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მ--------------–--ის 2010 წლის 30 დეკემბრის №8----------- და ა----------------–---–ის 2016 წლის 9 თებერვლის №892016067418 სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--------------–--ემ 2010 წლის 30 დეკემბრის №8----------- განცხადებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და 1992 წლის 20 აგვისტოს №253 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 იანვრის №8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება/გადაფარვა №7-.13.28.2-- საკადასტრო ერთეულთან, რომელიც წარმოადგენდა ა---------– ყ----------–---–ის საკუთრებას და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რაც შესრულდა 2011 წლის 6 იანვარს. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადაწყვეტილებით, 1992 წლის 20 აგვისტოს №253 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქ. თბილისში, სოფელ გ-–----ში მდებარე 2500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №7-.13.28.2-- საკუთრების უფლებით აღირიცხა მ--------------–--ის სახელზე. ამასთან, მოგვიანებით მითითებული უძრავი ქონება დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა: №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-- საკადასტრო ერთეულებად და ამავე დროს ორივე მათგანი გასხვისდა მესამე პირებზე, კერძოდ, №7-.13.28.7-- საკადასტრო ერთეული დავის განხილვის დროისათვის წარმოადგენს ხ----------------–ის საკუთრებას, ხოლო №7-.13.28.7-- საკადასტრო ერთეული - თ----------–----ის საკუთრებას.
ასევე, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 1992 წლის 20 აგვისტოს №4-- მიღება-ჩაბარების აქტით, გ-–----ის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 23 მარტის №1 დადგენილების №1 ოქმის საფუძველზე, ა---- ა---------–ის ძე ყ----------–---–ს საკუთრებაში გადაეცა სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართის მიწის ნაკვეთი №26, ნამყენი. მითითებული უძრავი ქონება, დაუზუსტებელი სახით ა----------------–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა №7-.13.90.1-- საკადასტრო კოდით, 2006 წლის 6 ნოემბერს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----------------–---–მა, საკუთრებაში არსებული №7-.13.28.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დაზუსტების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა 2016 წლის 9 თებერვლის №892016067418 განცხადებით და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე დაფიქსირდა №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემთან გადაფარვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილებით ა----------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე.
ამდენად, მ--------------–--ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოგვიანებით დაიყო №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-- საკადასტრო ერთეულებად, მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2011 წელს. ამასთან, მოსარჩელის საკუთრება დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებული იყო 2006 წლის მდგომარეობით და მან დაზუსტების მიზნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს 2016 წელს, თუმცა №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-- საკადასტრო ერთეულებთან ზედდების გამო, უარი ეთქვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის პირველ რიგში უნდა შეფასდეს მ--------------–--ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარმოშობდა თუ არა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას და არსებობდა თუ არა დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. დავის გადაწყვეტისას მოქმედი რედაქციით იგივე ნორმა ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მართალია, ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს აკისრია ვალდებულება თავისი ქმედებით კონკრეტული პირის მიერ უფლების რეალიზებისას სხვა პირის უფლებები და ინტერესები არ შელახოს, თუმცა მოგვიანებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს იმპერატიულად დაეკისრა ვალდებულება მიღებული გადაწყვეტილებით არ დაუშვას მესამე პირის ინტერესის შეზღუდვა, ხოლო ასეთის არსებობის პირობებში, სათანადოდ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
6.3. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო პირველ რიგში შეეხება მ--------------–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას და მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია №7-.13.28.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემთან ზედდებას იმ დროს, როდესაც ამ უკანასკნელი საკადასტრო ერთეულის დაზუსტებისას გამოვლინდა ამ მიწის ნაკვეთების (ს/კ №7-.13.28.2-- - მ--------------–--ის საკუთრება და ს/კ №7-.13.28.1-- - ა----------------–---–ის საკუთრება) გადაფარვა.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ №7-.13.28.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (მ--------------–--ის კუთვნილი) უძრავი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1992 წლის 20 აგვისტოს №253 მიღება-ჩაბარების აქტი. ამ უკანასკნელით, გ-–----ის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 23 მარტის №1 დადგენილების №1 ოქმის საფუძველზე, მ------- შ--–--ს ასულ ხ-----–--ეს საკუთრებაში გადაეცა სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართის მიწის ნაკვეთი №25, საიდანაც ნამყენი იყო 0--- ჰა, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართი 0--- ჰა. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 0--- ჰა მიწის ნაკვეთს მარცხენა მხრიდან ემიჯნებოდა ნ. ფ-–---–-----ის საკუთრება და მარჯვენა მხრიდან - ა. ყ----------–---–ის საკუთრება.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ №7-.13.28.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (ა----------------–---–ის კუთვნილი) უძრავი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1992 წლის 20 აგვისტოს №4-- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, გ-–----ის მოსახლეობის საერთო კრების 1992 წლის 23 მარტის №1 დადგენილების №1 ოქმის საფუძველზე ა---- ა---------–ის ძე ყ----------–---–ს საკუთრებაში გადაეცა სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართის მიწის ნაკვეთი №26, ნამყენი. ამასთან, 0--- ჰა მიწის ნაკვეთს მარცხენა მხრიდან ემიჯნებოდა მ. ხ-----–--ის საკუთრება, მარჯვენა მხრიდან - ვახ. ა----–---–ის საკუთრება და ზედა მხრიდან - გზა.
ასევე, დადგენილია, რომ 1992 წლის 20 აგვისტოს №4-- მიღება-ჩაბარების აქტისა და გ-–----ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 3 ნოემბრის №6-- ცნობის საფუძველზე, მ–----ის რაიონში, სოფელ გ-–----ში მდებარე 0--- ჰა ფართობის მქონე უძრავი ნივთი, დაუზუსტებელი მონაცემებით, №7-.13.90.1-- საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ა----------------–---–ის სახელზე. ამასთან, 2006 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო გეგმის მიხედვით, №7-.13.90.1-- საკადასტრო ერთეულს ზედა მხრიდან (ა-ბ) ესაზღვრებოდა გზა, მარჯვენა მხრიდან (ბ-გ) - გ. ა----–---–ის საკუთრება, ქვედა მხრიდან (გ-დ) გზა და მარცხენა მხრიდან (დ-ა) მ. ხ-----–--ე.
ამდენად, გარდა იმისა, რომ ორივე მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც დაფიქსირებული იყო მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, მოსარჩელემ სადავო რეგისტრაციამდე რამდენიმე წლით ადრე აღრიცხა თავისი საკუთრების უფლება, რასთან დაკავშირებითაც მომზადდა საკადასტრო გეგმა. ამ უკანასკნელში კი დაფიქსირდა მიწის ნაკვეთის ოთხივე მხარეს არსებული უძრავი ქონება, მესაკუთრეებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში (2011 წლის იანვრის მდგომარეობით) მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ „ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს თვითმმართველობის ორგანოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელ ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. პალატა თვლის, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.“
მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.“ ამასთან, „საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაძლებლად მიიჩნევს და ფაქტიურად ეთანხმება სარეგისტრაციო მონაცემის შეუსაბამობას, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. სადავო სამართალურთიერთობის ასეთი გადაწყვეტით ხ. მ-ის სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იქნება, რაც მესაკუთრის უფლებებიდან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, ის ერთის მხრივ აღიარებს მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი კუთვნილებას ფორმალურად (ე.ი. ეთანხმება რეესტრის ჩანაწერს), ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებით გამორიცხავს, ფაქტობრივად უარყოფს საკუთრებას, ვინაიდან არც სასამართლო და არც საჯარო რეესტრის სამსახური არ უთითებს ხ. მ-ის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები არ დაადგინა სრულყოფილად და ამასთან, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოეკვლია მ--------------–--ის საკუთრების რეგისტრაციისას ადგილი ხომ არ ჰქონდა რეგისტრაციის გამომრიცხავ გარემოებებს, მათ შორის, სხვა პირის საკუთრებაში არსებული ფართის/უძრავი ქონების გადაფარვას, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრება არ იყო დაზუსტებული სახით რეგისტრირებული, არ გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულოს მისი ვალდებულება საქმის გარემოებების - დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის რეალურის საზღვრების სათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ ელექტრონულ ნახაზის მეშვეობით რეგისტრაციის გადამოწმება არ გულისხმობს მის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა ყოველმხრივი, სრულყოფილ გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას.
ამდენად, მითითებული გარემოებები სრულყოფილად რომ ყოფილიყო გამოკვლეული და სწორად განსაზღვრულიყო მ--------------–--ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შესაბამისობა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, თავიდან იქნებოდა აცილებული ორი სხვადასხვა რეგისტრირებული საკუთრების ობიექტის ზედდება. შესაბამისად, გაურკვეველია როგორი იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ამ და სხვა მტკიცებულებების შეფასება/მოპოვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობებში, რის აუცილებლობასაც ადგენს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც 53-ე და 96-ე მუხლებით ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და ფაქტის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
6.4. რაც შეეხება „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----------------–---–მა 2016 წლის 9 თებერვლის №8----------- განცხადებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მ–----აში, სოფელ გ-–----ში მდებარე, №7-.13.28.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
ა----------------–---–ის მიერ წარდგენილი, ამზომველის ბეჭდით დამოწმებული აზომვითი ნახაზის თანახმად, 2512 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა 7-.13.28.6-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ა----- ა----–---–ის საკუთრება, დასავლეთით - 7-.13.28.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ა---------– ყ----------–---–ის საკუთრება, ჩრდილოეთით და სამხრეთით - გზა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილებით ა----------------–---–ს უარი ეთქვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე დაფიქსირდა №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მონაცემთან გადაფარვა.
დადგენილია, რომ ა----------------–---–ის წარმომადგენელმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილებით ა----------------–---–ის წარმომადგენელს ნ-------------ეს უარი ეთქვა 2016 წლის 10 მარტის №4------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებით გადაფარვა დაფიქსირდა რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან (საკადასტრო კოდებით: №7-.13.28.7-- და №7-.13.28.7--), რომლებზეც კანონით დადგენილი წესით მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა, თუმცა წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებით გადაფარვა დაფიქსირდა მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული განმტკიცებულია უშუალოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“, „ვ1“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები
ამდენად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოვიდა რეგისტრირებულ მონაცემებთან, რომელთა მიმართ მოქმედებდა უტყუარობის პრეზუმფცია. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონშესაბამისად მიიღო რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
მითითებული კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მ--------------–--ის 2010 წლის 30 დეკემბრის №8----------- განცხადებით დაწყებული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, სრულყოფილად არ შეისწავლა საკითხი წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ამასთან, ვინაიდან „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №8------------06 გადაწყვეტილებასა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 მარტის №6---- გადაწყვეტილებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი მითითებულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-10 მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა---- ყ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 იანვრის №8------------07 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოემა;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი