გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.11.2019
საქმის ნომერი
190210019003129955
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1419-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს------ა კოლეგია

მოსამართლე - მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი

 

მოსარჩელე - ს--- ს----------–----–--------------------------------------------------------

წარმომადგენელი - ჯ--- მ----–----–--ე

 

მოპასუხე - შ-- „ე-–---–--ა“

წარმომადგენელი - მ----- ბ-------ა

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 შ-- „ე-–---–-ა“-ს მ------------ის ს---------ს სასარგებლოს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა -230 226,30(ორასოცდაათი ათას ორასოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, ასევე მ------------ის ს---------ს მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები.

 

სარჩელის საფუძვლები:

ს--- საქართველოს შ-- მ------------ის ს---------ს და შ-- „ე-–---–-ა“-ს შორის 2018 წლის 21 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება #--- საქართველოს შ-----ნ ს------ა ს-------------------------–-------–-–--------------------- უნიფორმის შესყიდვაზე ღირებულებით 511 614.00(ხუთას თერთმეტი ათას ექვსასთოთხმეტი) ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის (7-8 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის) მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30, ხოლო საქონლის ნაწილის (1-6 და 9-12 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის)- 90 კალენდარულ დღეში, ანუ 2018 წლის 21 ივლისის და 19 სექტემბრის ჩათვლით. 2019 წლის 22 იანვრის შეთანხმების ოქმი #--თ ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშორებით. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა, მათ შორის საქონლის მიწოდების ვადები, დარჩა უცვლელი. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გათვალისწინებული შესყიდვის საქონლის მიწოდება სრულად დასრულდა 2019 წლის 17 მაისს, კერძოდ კი: 7-8 პოზიციით გათვალისწინებული შესყიდვის საქონლის- 2018 წლის 26 დეკემბერს (ნაცვლად 2018 წლის 21 ივლისისა. ვადაგაცილება: 22 ივლისიდან 26 დეკემბრის ჩათვლით-158 დღე); 1-6 და 9-12 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის- 2019წლის 17 მაისს, ნაცვლად 2018 წლის 19 სექტემბერსა, ვადაგადაცილება: 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით-142 დღე, ანუ სულ ჯამში 300(სამასი) კალენდარული დღის დაგვიანებით (158+142=300 დღე).

მითითებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის. მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მომწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად მომწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15 %-ის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 230 226.30(ორასოცდაათი ათას ორასოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარს, კერძოდ:511 614.00 *0.15% * 300 =230 226,30 ლარი.

მ------------ის ს---------ს 2019 წლის 29 მაისის #------- წერილით შ-- „ე-–---–--ა“-ს მოეთხოვა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თუმცა მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება არ განხორციელებულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შ-- „ე-–---–--ა“- ს დაეკისროს 230 226,30 (ორასოცდაათი ათას ორასოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა, მ------------ის ს---------ს სასარგებლოდ.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. ს--- საქართველოს შ-- მ------------ის ს---------სა და შ-- „ე-–---–--ა“-ს შორის 2018 წლის 21 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება #--- საქართველოს შ-----ნ ს------ა ს-------------------------–-------–-–--------------------- უნიფორმის შესყიდვაზე ღირებულებით 511 614.00 ( ხუთას თერთმეტი ათას ექვსასთოთხმეტი ) ლარი. 2019 წლის 22 იანვრის შეთანხმებით ოქმით #--ით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირები. ხელშეკრულების ყველა პირობა დარჩა უცვლელი.

მტკიცებულება: ა. 2018 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებაა #---

ბ.2019 წლის 22 იანვრის შეთანხმების ოქმი #-

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. მიმწოდებლის მიერ 7-8 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30, ხოლო საქონლის ნაწილის 1-6 და 9-12 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის- 90 კალენდარულ დღეში, ანუ 2018 წლის 21 ივლისის და 19 სექტემბრის ჩათვლით.აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის საქონლის მოწოდება დასრულდა 2019 17 მაისს (7-8 პოზიციით გათვალისწინებული საქონლის- 2018 წლის 26 დეკემბერს, 1-6 და 9-12 პოზიციით გათალისწინებული საქონლის -2019 წლის 17 მაისს).

მტკიცებულება: ა. 2018 წლის 21 ივნისის ხელშეკრულება #----ის დანართი #-

ბ. მიღება- ჩაბარების აქტები.

 

2.2.2 შ-- „ე-–---–-ა“-ზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 230 226,30 (ორასოცდაათი ათას ორასოცდაექვსი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი.

მტკიცებულება: დაანგარიშების ფურცელი.

 

2.2.3 ს--- საქართველოს შ-----ნ ს------ა ს------------ს მ------------ის ს---------ს მხრიდან მოეთხოვა მოვალეს ვალდებულების შესრულება, თუმცა მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება არ განხორციელდა.

მტკიცებულება: მ------------ის ს---------ს 2019 წლის 29 მაისის #-3---- წერილი.

3.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 230 226.30 ლარის დაკისრების თაობაზე. პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად არის დაანგარიშებული და მითითებული 230 226.30 ლარი, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიწოდებულ იქნა რა ეტაპობრივად, მიწოდების ვადის დარღვევა უნდა გამოითვალოს თითოეული საქონლის მიმართ ინდივიდუალურად და არა ერთობლივად, როგორც ამას მოსარჩელე მიიიჩნევს, ასევე უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების მიზნით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე მიიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. ცალკეულ შემთხვევაში მიწოდების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, კერძოდ, იმპორტის დროს შესყიდული მასალის დაგვიანებით ან წუნით მოწოდების გამო .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ს--- ს----------–----–--------------------------------------------------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- ,,ე-–---–--ას”-ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შესრულებულა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასგანასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).“ (საქმე №ას-459-438-2015)

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, (მხარეებს შორის 2018 წლის 21 ივნისს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, 9.3 პუნქტი) რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის სასამართლოს მართლზომიერად მიაჩნია.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.“ (საქმე N2ბ/3112-14).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე (511 614,00 ლარი) პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთი, არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო ამ შემთხვევაშიც მოიშველიებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებას, კერძოდ :

 

უზენაესმა სასამართლომ საქმეზე # ას-1451-1371-2017 მიუთითა, რომ ''პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.''

 

რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითითებულ გარემოებას, იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად არის დაანგარიშებული და მითითებული 230 226.30 ლარი ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიწოდებულ იქნა რა ეტაპობრივად, მიწოდების ვადის დარღვევა უნდა გამოითვალოს თითოეული საქონლის მიმართ ინდივიდუალურად და არა ერთობლივად, სასამართლო აღინიშნავს, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმ სამუშაოს მოცულობის დადგენა, თუ რა ოდენობა არ იქნა შესრულებული მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულების პირობებით ასევე არ არის დაკონკრეტებული თუ რა ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრება მხარეს ხელშეკრულების ამა თუ იმ მოცულობით შეუსრულებლობისას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შ-- "ე-–---–--ა"-ს მიერ ხელშეკრულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის ფაქტი, რომლის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით სრულად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.15% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 230 226.30 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის გადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება შესრულდა დაგვიანებით, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მხრიდან სარჩელზე სრულად არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, მისი ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახამად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ს--- საქართველოს შ-----ნ ს------ა ს------------ს მ------------ის ს---------ს სარჩელი მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს მიმართ ფულადი ვალდებულების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს (ს/ნ---------) ს--- საქართველოს შ-----ნ ს------ა ს------------ს მ------------ის ს---------ს სასარგებლოდ 2018 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების N--- საფუძველზე დაეკისროს 230226.30 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე შ-- „ე-–---–--ა“-ს დაეკისროს ს--- საქართველოს შ-----ნ ს------ა ს------------ს მ------------ის ს---------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მამუკა ნოზაძე