განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/3323-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ლ-----–----–---–-ძის
ბრალდებულ თ--------------–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-----------------–-----------–--ის (პ/№2----------) - დაბადებულის 1----–-–----------ს; რეგისტრირებულის ლ---------------------------–-------ი და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–-----–-----–-------------ში - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“პუნქით წარდგენილი ბრალდების გამო (ოთხი ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
თ--------------–--ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 06 ივნისს, დილის საათებში ქ.თბილისში, ფ---------------------ში მდებარე სს „გ---ა“-ს საწყობის მუშა - თ--------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამავე საწყობში შენახულ, 170 (ას სამოცდაათი) ლარად ღირებულ მედიკამენტ „ქსარელტოს“ 2 (ორი) ცალ კოლოფს, რომელიც შეინახა კუთვნილ „ჰონდას“ მარკის ავტომობილში, რათა შემდგომში მოეხდინა მედიკამენტების გაყიდვა. თ--------------–--ის ქმედების შედეგად სს „გ---ა“-ს მიადგა 340 (სამას ორმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ--------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
თ--------------–--ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 09 ივნისს ქ.თბილისში, ფ---------------------ში მდებარე სს „გ---ა“-ს საწყობის მუშა-თ--------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამავე საწყობში შენახულ, 170 (ას სამოცდაათი) ლარად ღირებულ მედიკამენტ „ქსარელტოს“ 1 (ერთ) ცალ კოლოფს, რომელიც შეინახა კუთვნილ „ჰონდას“ მარკის ავტომობილში, რათა შემდგომში მოეხდინა მედიკამენტების გაყიდვა.
ამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ--------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
თ--------------–--ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 10 ივნისს ქ.თბილისში, ფ---------------------ში მდებარე სს „გ---ა“-ს საწყობის მუშა - თ--------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამავე საწყობში შენახულ, 170 (ას სამოცდაათი) ლარად ღირებულ მედიკამენტ „ქსარელტოს“ 2 (ორი) ცალ კოლოფს, რომელიც შეინახა კუთვნილ „ჰონდას“ მარკის ავტომობილში, რათა შემდგომში მოეხდინა მედიკამენტების გაყიდვა. თ--------------–--ის ქმედების შედეგად სს „გ---ა“-ს მიადგა 340 (სამას ორმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ--------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
თ--------------–--ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის მაისის თვეში და ივნისის თვის დასაწყისში ქ.თბილისში, ფ---------------------ში მდებარე სს „გ---ა“-ს საწყობის მუშა - თ--------------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ამავე საწყობში შენახულ, 128 (ას ოცდარვა) ლარად ღირებულ მედიკამენტ „ქსარელტოს“ (10 გრამიანი) 4 (ოთხი) ცალ კოლოფს, რომლებიც გაყიდა ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა N7-ში მდებარე აფთიაქში. თ--------------–--ის ქმედების შედეგად სს „გ---ა“-ს მიადგა 512 (ხუთას თორმეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ--------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (განცხადება დანაშაულის შესახებ, პატაკი, ასევე მოწმეების: ლ------------–---–ის, კ----------–-–---–ის, ბ-----–--–--ას, ვ-----–--------–---–-ას, ლ---------------ას, შ-----------ის და თვით ბრალდებულ თ--------------–--ის გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაცია, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა თ--------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია. გასათვალისწინებელია ასევე, რომ მან სრულად აუნაზღაურა დაზარალებულს მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

თ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით , რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს დანარჩენი. საბოლოოდ, თ--------------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს სამი წელი.
თ--------------–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 10 ივნისიდან - 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი თ--------------–--ის ყოვა-ქცევაზე დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულები:
ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული 5 კოლოფი მედიკამენტი, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. დავით გურამიშვილის N19 ბ-ში, პოლიციის ადმინისტრაციული შენობის უკან დალუქულ მდგომარეობაში გაჩერებული ავტომობილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. თევდორე მღვდლის ქუჩა N7-ში ამოღებული 4 კოლოფი მედიკამენტი, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ფეიქრების ქუჩა N14 ა-ში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები და ასევე ავტომობილის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სს „გ---ა“-ს ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ინფორმაცია ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი