განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3161-18
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------------------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ-----------------------–--------–----–-----------------------------------------–-.
ადვოკატი - ი-----–-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის მაისიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, შ------------------------------------ (-------------- საწყობის უფროსმა გ------------------, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მასზე განპიროვნებული კომპანიის კუთვნილ საწყობში შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში შესანახად არსებული, შ--------------------------------------- (-------------- კუთვნილი 297 291.51 ლარის ღირებულების 31 925 კ----------
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა გ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ----------------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ა-–------------------–---–-ს, მ-----–---------–---–-ს, პ--------------–---–-ს, ბ--------------ს, გ----------------–-ს, გ-------------–--ს, ბ------–---–------ს, თ---------------–----ს გამოკითხვის ოქმებს, გ----------- შრომით ხელშეკრულებას, სასაწყობე ფართის ქირავნობის ხელშეკრულებებს, შპ--------------------------------------დან და შ-----------------------------------დან ამოღებულ დოკუმენტაციას, ინვენტარიზაციის აქტებს, საბაჟო დეკლარაციებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, გასავლის ზედდებულებს, საწყობის გასავლის უწყისებს, სასაქონლო ზედნადებებს, 23.05.2018 წლის თემატური რევიზიის აქტს, დათვალიერების ოქმებს თანდართულ ინფორმაციასთან ერთად და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ გ----------------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ გ------------------, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპ--------------------------------------ს კუთვნილი 297 291.51 ლარის ღირებულების 31 925 კ---------- აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 297 291.51 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
3.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მითვისების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გ----------------ი იყო შ------------------------------------ საწყობის უფროსი და მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინაარმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპ--------------------------------------ს კუთვნილი 297 291.51 ლარის ღირებულების 31 925 კ----------
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
3.6. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------------------ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა, ითვალისწინებს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ და მიაჩნია, რომ მას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი.
5.4. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გ----------------ს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. მითითებული ნორმის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სასჯელის განსაზღვრის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს ზემოთმითითებულ ნორმაში ასახულ გარემოებათა ერთობლიობა. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების ერთობლიობა, რის გამოც სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულს სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით; მასვე, 1(ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 8--ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ერთი ცალი დისკი მოთავსებული კონვერტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
2. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
3. გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან.
4. გ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით ბრალდებულ გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 15000(თხუთმეტი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ვ-–------------------- (---------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ----------------------------–-----–--------------------- დაზუსტებული ფართი 8-07.0----------------- ფართი 36.00 კვ.მ, საკადასტრო კ---------.----1.--2.0--0--- იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;
6. ნივთიერი მტკიცებულება:
- ერთი ცალი დისკი მოთავსებული კონვერტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი