განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/863-19 (№041040919001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-–--- ი-–-- ძე ყ----–-–---–- - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: ქუთაისი, ს---–--------------------------;
ადვოკატი - მ----- წ---–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: შვილისა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, ს---–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბ-–--- ყ----–-–---–- შვილს ტ------- ყ----–-–---–- და მეუღლეს ლ------ ყ----–-–---–- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, 2019 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, იმავე მისამართზე ბ-–--- ყ----–-–---–-- დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, მივიდა ქუთაისში, ს---–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და კვლავ დაემუქრა შვილსა და მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით. ბ-–--- ყ----–-–---–-ს მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად ტ------- ყ----–-–---–- და ლ------ ყ----–-–---–- გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 1 სექტემბერს, გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომლითაც ბ-–--- ყ----–-–---–- აეკრძალა შვილთან ტ------- ყ----–-–---–---- და მეუღლესთან ლ------ ყ----–-–---–---- მიახლოება, ნებისმიერი სახით კომუნიკაცია. 2019 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე ბ-–--- ყ----–-–---–-- დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და მივიდა მსხვერპლების ტ------- ყ----–-–---–-სა და ლ------ ყ----–-–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, ქუთაისში, ს---–------------------------ში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (შეტყობინებები დანაშაულის შესახებ, ლ------ ყ----–-–---–-ს, ტ------- ყ----–-–---–-ს, კ------- კ-------- გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერები ბ-–--- ყ----–-–---–-ს მიმართ, ბ-–--- ყ----–-–---–-ს დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ბ-–--- ყ----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-–--- ყ----–-–---–-- ჩაიდინა შვილისა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-–--- ყ----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. კერძოდ: ბ-–--- ყ----–-–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არაა ნასამართლევი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, გასათვალისწინებელია აგრეთვე ბ-–--- ყ----–-–---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, კი ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ-–-- ყ----–-–---–- აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), რაც შეეხება ბ-–--- ყ----–-–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას, მან დანაშაულებრივი ქმედებები (მუქარა; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრების მიმართ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობისას მის მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად პირობითად ჩათვლა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი ვალდებულების დაკისრება, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-–--- ყ----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ბ-–--- ყ----–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბ-–--- ყ----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ბ-–--- ყ----–-–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
ბ-–--- ყ----–-–---–-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 სექტემბრიდან - 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ-–--- ყ----–-–---–- დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი. ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური