განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100119003105413
N 1/193-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---------–-----ი, ქე---------–----ე, შო---------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ირ---–ი რო------ის ძე ბო------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------ს , საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–---------------------). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა -შეფარდებული.
ადვოკატი: - ზურაბ ბეგიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის N 2 დანართის ცხრილით გათვალისწინმებული ჩამონათვალის "ნარკოტიკული საშუალებები" 92 -ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის პერიოდში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ირ---–-----------–---–მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
2019 წლის 05 ივნისს თ--–---------------------------------–-----–ი ჩატარებული ირ---–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მცენარეული მასა.
ქიმიური ექსპერტიზის N168/სქ დასკვნის თანახმად ირ---–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ "მარიხუანა"-ს საერთო წონით - 94,49 გრამს.
1.2 2019 წლის პერიოდში ირ---–-----------–---–მა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში , მდებარე - ქ. თ--–----------------------ში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2019 წლის 05 ივნისს ჩატარებული ირ---–-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის შედეგად, შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ექვსი ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის N168/სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკშემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით - 284,36 გრამს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის პერიოდში გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ირ---–-----------–---–მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
2019 წლის 05 ივნისს თ--–---------------------------------–-----–ი ჩატარებული ირ---–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მცენარეული მასა.
ქიმიური ექსპერტიზის N168/სქ დასკვნის თანახმად ირ---–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ "მარიხუანა"-ს, საერთო წონით - 94,49 გრამს.
2.2 2019 წლის პერიოდში ირ---–-----------–---–მა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში , მდებარე ქ. თ--–----------------------ში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2019 წლის 05 ივნისს ჩატარებული ირ---–-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის შედეგად შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ექვსი ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის N168/სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკშემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით - 284,36 გრამს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ირ---–-----------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - ზუ--------–--–---–ის, და----------------ის, ნი----------–-–---–ის, კო--------------ას, ზა----–--–--ის, ვლ------------–------იას, გრ-------------–---------ის, ზა--------------–---–ის და და-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ირ---–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ჩხრეკის ოქმები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე, იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ირ---–-----------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-.2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით კრიმინალიზებული და დასჯადია მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებისა და ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი, რაც რეგულირდება საქართველოს კანონით ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”. დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე გულისხმობს პირის განზრახვას. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება განზრახ ქმედებაში -ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა გულისხმობს უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას,მათ შორის, შენახვა შეიძლება ნარკოტიკული საშუალების თან ტარებით. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების საგანია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის დანართი N2- ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის 92-ე გრაფის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა 70 გრამიდან 500 გრამის ჩათვლით, ითვლება დიდ ოდენობად.
4.2 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დიდი ოდენობით.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებისა და ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი, რაც რეგულირდება საქართველოს კანონით ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”. დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვაში, მის მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხოლო მოყვანა და კულტივირება გამოიხატება აღნიშნული მცენარის მოვლაში - გაზრდის მიზნით, კერძოდ: მორწყვა, სასუქის გამოყენება, გაშენება, დამუშავებაში და ა.შ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების საგანია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ამავე კანონის დანართი N1-ის პირველი სიის 82-ე გრაფით განსაზღვრულია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება - კანაფი (კანაფი (Cannabis)− მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებით და ნაყოფით (ფოთლებისა და თესლების გარდა, რომელთაც თან არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების ფისი).
ამავე კანონის დანართი N2- ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის 73-ე გრაფის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი 140 გრამზე მეტი 750 გრამის ჩათვლით, ითვლება დიდ ოდენობად.
4.3. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - მოწმეების ზუ--------–--–---–ის, და----------------ის, ნი----------–-–---–ის, კო--------------ას, ზა----–--–--ის, ვლ------------–------იას, გრ-------------–---------ის, ზა--------------–---–ის და და-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ირ---–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ჩხრეკის ოქმები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით - უტყუარად დასტურდება განაჩენის 2.1-.2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ქმედებების შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
5.3 ირ---–-----------–---–ის მიმართ თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ირ---–-----------–---–ის აღიარებას, იმ გარემოებას, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს ხდის უდაოდ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, პირის კანონთან კონფლიქტში ყოფნას და მისი ქცევის ისტორიას, ასევე, იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი ამ დანაშაულისათვის ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–-----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა. სასამართლო ჯარიმის განსაზღვრისას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ექვსმაგ ოდენობაზე ნაკლები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას, კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ირ---–-----------–---–ის აღარებას და იმ გარემოებას, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს ხდის უდაოდ, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ასევე, ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახეს, ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებების ხასიათს, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელი უალტერნატივოდ ითვალისწინებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სანქციას - თავისუფლების აღკვეთას და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოცემულ ვითარებაში მას სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი სასჯელი ან თუნდაც მსუბუქი სასჯელი დაუნიშნოს, ასევე, პირის აღიარებას, ქმედების ხასიათსა და საშიშროებას, ნარკოტიკული საშუალების სახეობას, და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ირ---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ირ---–-----------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
5.5. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების შესახებ, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და განმარტავს: აღნიშნული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად (რაზედაც მიუთითა დაცვის მხარემ), ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა, მითითებული ნორმის თანახმად, ასევე კუმულაციურად უნდა არსებობდეს ის შემთხვევა, რომ აღიარების გარდა, ბრალდებულს არ უნდა წაასწრონ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების შესაბამისი წინაპირობები.
5.6. ასევე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–-----------–---–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები -
- 6 (ექვსი) -ძირი ნარკოტიკშემცველი კანაფის მცენარე, (დალუქული პაკეტში: FCI 438704 , საერთო წონა - 284,36 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 281,36 გრ.), გამომშრალი მარიხუანა და მცენარეული მასის ნარევი (დალუქული პაკეტში: FCD850819, გამომშრალი მარიხუანას საერთო წონა - 94,38 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 94,28გრ, მცენარეული მასის საერთო წონა - 0,27 გრ, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 0,17 გრ), რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ირ---–-----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ირ---–-----------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ირ---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით
4.გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით ირ---–-----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და ირ---–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2019 წლის 27 ივნისიდან.
5.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ირ---–-----------–---–ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ირ---–-----------–---–ს აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
7..სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- 6 (ექვსი) -ძირი ნარკოტიკშემცველი კანაფის მცენარე, (დალუქული პაკეტში: FCI 438704 , საერთო წონა - 284,36 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 281,36 გრ.), გამომშრალი მარიხუანა და მცენარეული მასის ნარევი (დალუქული პაკეტში: FCD850819, გამომშრალი მარიხუანას საერთო წონა - 94,38 გრამი, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 94,28 გრ, მცენარეული მასის საერთო წონა - 0,27 გრ, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი წონით 0,17 გრ), რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ კაპანაძე