განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/953-18 (№041200818006)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: თ----------- კ------
მამის სახელი: ი-----
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქუთაისი, მ--–---–---–---------------;
ადვოკატი - კ------- კ---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
თ---------- კ------ სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა დას, ა-–--–- კ------ს. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ა-–--–- კ------მ ძმის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის 10 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქუთაისში, მ--–---–---–-------------ში მდებარე სახლში, თ---------- კ------მ იძალადა მამაზე, ი----- კ------ზე (მუჭი რამდენჯერმე დაარტყა სახეში), ძალადობის შედეგად ი----- კ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 20 აგვისტოს, მობილურ ტელეფონზე საუბრისას თ---------- კ------ დას, ა-–--–- კ------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება თ----------- კ------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ----------- კ------ს ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ლ---- შ--–---------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, სადაც მოქალაქე ა-–--–- კ------ ითხოვდა დახმარებას მასზედ, რომ მისი ძმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტს, კერძოდ კი ფიზიკურად ანგარიშსწორების მუქარას. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და უშუალოდ ლ---- შ--–---------- მიერ მოხდა დაზარალებულის დედის, გ---–----- კ------ს მოწმის სახით გამოკითხვა, დაზარალებულ ა-–--–- კ------ს გამოკითხვა, საქმეზე დანიშნული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ბრალდებულს გაეცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და გაეცვალა მტკიცებულებები.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–- ჯ--------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე მის მიერ განხორციელდა მხოლოდ ბრალდებულის დაკავება. 2018 წლის 5 სექტემბერს გამოცხადდნენ ქუთაისში, მ--–---–---–-------------ში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს ბრალდებული თ---------- კ------, რომელსაც დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავების ოქმი შედგენილ იქნა დაკავების ადგილზე, მ--–---–---–------------ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს მიმდებარედ და ბრალდებული თ---------- კ------ გადაყვანილ იქნა პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
დაზარალებულმა ი----- კ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
დაზარალებულმა ა-–--–- კ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.
მოწმე გ---–----- კ------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2018 წლის 20 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მასზედ, რომ ქ. ქუთაისში, ი. ჭ--------- გამზირზე, „მ---------–-------’’ ა-–--–- კ------ს ტელეფონის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ თ------ კ------მ და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2022530 თანახმად - 2018 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა ა-–--–- კ------ს შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ ძმა ემუქრება ცემით.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ა-–--–- კ------ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ა-–--–- კ------მ, თ---------- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------- ფ---–---–----.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–- ჯ--------- მიერ 2018 წლის 5 სექტემბერს, ქუთაისში, მ--–---–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე თ----------- კ------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი, მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თ----------- კ------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმის დასადასტურებლად, რომ 1) თ---------- კ------ სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა დას, ა-–--–- კ------ს; 2) 2018 წლის 10 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქუთაისში, მ--–---–---–-------------ში მდებარე სახლში, თ---------- კ------მ იძალადა მამაზე, ი----- კ------ზე (მუჭი რამდენჯერმე დაარტყა სახეში); 3) 2018 წლის 20 აგვისტოს, მობილურ ტელეფონზე საუბრისას თ---------- კ------ დას, ა-–--–- კ------ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით;
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თ----------- კ------ს ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულებმა ა-–--–- კ------მ და ი----- კ------მ, აგრეთვე მოწმე გ---–----- კ------მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე ლ---- შ--–---------- არ არის ფაქტის თვითმხილველი და ის ავრცელებს იმ პირებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელთაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმის ჩვენება საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ლ-–- ჯ---------, მის მიერ დაკავებული იქნა თ----------- კ------ ბრალდებულის სახით და რაიმე სხვა ინფრმაციას დანაშაულის შესახებ არ ფლობს.
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმის ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა. სასამართლო უთითებს, რომ მიუხედადავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად: ა-–--–- კ------მ, თ---------- კ------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, დასკვნის სრულად გაზიარების შემთხვევაშიც კი აღნიშნული არ არის საკმარისი თ----------- კ------ს ბრალეულობის დასადასტურებლად. ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც თ----------- კ------ს ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ----------- კ------ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ----------- კ------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც თ----------- კ------ წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----------- კ------ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-–--–- კ------ს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ი----- კ------ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
თ----------- კ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ----------- კ------ს მიმართ შეფარდებული გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, დადებული ყადაღა მოეხსნას თ-------- შ-----–--- (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, ი-----–--------------- (ყოფილი ფ-------------------) (საკადასტრო კოდი 0-----------).
გამართლებულ თ----------- კ------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური