გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 170310019003154183
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 3/58-19 წ. 4 ნოემბერი, 2019 წ.
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე - ევ------------------ნ
წარმომადგენელი - მა-----------ძე
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ------–-----------------–----------------------------
წარმომადგენელი - ნე-–------------–---–ი
დავის საგანი - ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ევ------------------ნსა და გა-------–---ს შორის 2000 წლის 15 მარტს წ--–------------ს სასოფლო საბჭოს მიერ ქორწინების #4- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების აქტი აღიარებულ იქნეს კანონიერად.
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე ევ------------------ნი და გა-------–---ი დღემდე ერთად ცხოვრობენ, ერთობლივად ეწევიან საოჯახო მეურნეობას, ყავთ საერთო შვილები.
ევ------------------ნმა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მიზნით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ------–-----------------–---------------------------ს, თუმცა მიიღო უარი, იქედან გამომდინარე, რომ იგი ვერ მიიღებდა პირადობის ელექტრონულ მოწმობას მეუღლის გვარით, ვინაიდან ქორწინების აქტის ჩანაწერში #4- არ ფიქსირდება მექორწინეთა ხელმოწერა, შესაბამისად არ არის გამოხატული მექორწინეთა ნება. მოსარჩელე თვლის, რომ რეგისტრაციის მომენტში უფლებამოსილმა პირებმა დაუშვეს შეცდომა, რადგან მექორწინეთა ნება აშკარად იყო გამოხატული და მათ გადაეცათ კიდეც ქორწინების მოწმობა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე დღემდე ატარებს ქორწინებამდელ გვარს, მაშინ როდესაც ქორწინების შემდგომ მიიღო მეუღლის გვარი. შვილების დაბადების მოწმობაშიც დედის მონაცემში მოსარჩელე მეუღლის გვარით-ბ--–---ი ფიქსირდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე აღძრავს აღიარებით სარჩელს ქორწინების ფაქტის აღიარების მოთხოვნით, რათა მიეცეს მას კანონმდებლობით მინიჭებული მეუღლეთა უფლება-მოვალეობების რეალიზების შესაძლებლობა .
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ------–-----------------–----------------------------ს წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი.
შესაგებლის საფუძვლები:
სსგს თ------–----------------–----------------ს სამსახურის წარმომადგენელის შესაგებელით და თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ წ--–------------ს საკრებულოს მიერ 2000 წლის 15 მარტს, #4- აქტით ნამდვილადაა რეგისტრირებელი გა-------–---ის და ევ------------------ნის ქორწინების აქტი, რომლის პირველ ეგზემპლარში საცოლის ქორწინების შემდგომი გვარი - ბ--–--- ფიქსირდება, ქორწინებამდე - არ----------ნ, ხოლო მექორწინეთა ხელის მოწერის გრაფაში მექორწინეთა ხელისმოწერა არ ფიქსირდება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის #98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,ხოლო მეუღლის გვარის მიღების ან საკუთარ გვართან მეუღლის გვართან შეერთების, ასევე ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შემთხვევაში, გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა ქორწინების/განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი“.ხოლო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის #18 ბრძანების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქორწინების აქტის ჩანაწერი წაკითხული და ხელმოწერილი უნდა იქნეს დაქორწინების მსურველი თითოეული პირის და მოწმეთა მიერ პირადად.“ შესაბამისად, დღეის მდგომარეობით აღნიშნული სახით არსებული აქტი სამართლებრივად ვერ ჩაითვლება კანონიერად. ხოლო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ------–-----------------–---------------------------- მოკლებულია შესაძლებლობას აღიაროს გარკვეული სამართლებრივი გარემოებები ქორწინების აქტის დადასტურების გარეშე, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება სასამართლო ინიციატივას ექვემდებარება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გა-------–---მა და ევ------------------ნმა 2000 წლის 15 მარტს, წ--–------------ს სასოფლო საბჭოში დაარეგისტრირეს ქორწინება და აიღეს ქორწინების მოწმობა აქ №0------ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ცოლს მიეკუთვნა გვარი - ბ--–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა. (ს.ფ. 13-14)
3.1.2. 2019 წლის 21 მარტს მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ------–----------------------–--–--- საზოგადოებრივ ცენტრს მიმართა პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად მეუღლის გვარზე, მაგრამ აღნიშნულმა სამსახურმა უთხრა უარი 2019 წლის 17 აპრილის #------- გადაწყვეტილებით და განუმარტა, რომ მოსარჩელის სახელზე მონაცემთა ბაზაში დიგიტალიზებულია ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის ქორწინების სააქტო ჩანაწერის ( აქტი #4- შედგენილი 15.03.2000 წელს, წ--–------------ს საკრებულოს მიერ) პირველ ეგზემპლიარში საცოლის ქორწინების შემდგომი გვარი - ბ--–--- ფიქსირდება, მაგრამ არ ფიქსირდება მექორწინეთა ხელმოწერა, ხოლო აქტის მეორე ეგზემპლარი არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 17 აპრილის სსგს თ------–----------------–---------------ს სამსახურის #------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 41-4-)
3.1.3. ნუ-----------------–- ბ--–---ი, დაბადების აქტის ჩანაწერი #----ის თანახმად, დაიბადა 2010 წლის 02 სექტემბერს ქ---------ში, მშობლები: მამა- გა-------–---, დედა - ე-------ალიან. დაბადება რეგისტრირებულია ე---------------------------ს მმაჩ-ის ტერიტორიული განყოფილების მიერ, რაზედაც გაცემულია მოწმობა აა №-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16)
3.1.4. ჰ-------ს ბ--–---, დაბადების აქტის ჩანაწერი #------------ის თანახმად, დაიბადა 2001 წლის 3 მაისს ქ--–--–--ში, მშობლები: მამა- გა-------–---, დედა - ე-------ალიან. დაბადება რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წ--–--------------ის მიერ, რაზედაც გაცემულია მოწმობა ნ----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ევ------------------ნის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ------–-----------------–----------------------------ს წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაგებელით ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მათი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას, ამასთან აღიარებითი სარჩელი აღიძვრება მხოლოდ მაშინ, როცა მიკუთვნებითი სარჩელის გამოყენება არ არის შესაძლებელი. ყოველთვის, როცა მოსარჩელეს შეუძლია მიკუთვნებითი სარჩელით სარგებლობა, აღიარებითი სარჩელის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ იქნება ამ უკანასკნელით სამართლებრივად დაინტერესებული, რადგან მას შესაძლებლობა აქვს სარჩელის სხვა ფორმით უკეთესად მიაღწიოს მიზანს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ გა-------–---მა და ევ------------------ნმა 2000 წლის 15 მარტს, წ--–---------------------–---------ს სასოფლო საბჭოში დაარეგისტრირეს ქორწინება და აიღეს ქორწინების მოწმობა ნ----------
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - ქორწინების რეგისტრაციის შედეგად ევ------------------ნმა მიიღო მეუღლის გვარი- ბ--–---, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა).
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის და გა-------–---ს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია - ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის ნამდვილობის აღიარება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გა-------–---მა და ევ------------------ნმა 2000 წლის 15 მარტს, წ--–---------------------–---------ს სასოფლო საბჭოში დაარეგისტრირეს ქორწინება და აიღეს ქორწინების მოწმობა, რის საფუძველზე ევ------------------ნმა მიიღო მეუღლის გვარი - ბ--–--- და ამ გვარით ფიქსირდება ყველა იურიდიულ დოკუმენტებში.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია . გა-------–---სა და ევ------------------ნს შორის, 2000 წლის 15 მარტს, წ--–---------------------–---------ს სასოფლო საბჭოში ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების აქტში არ არის მოსარჩელისა და მესამე პირის ხელმოწერა, რადგან გამორჩენილი იქნა მექანიკურად, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არავის მხრიდან სადაოდ არ არის გამხდარი მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, აქედან გამომდინარე, იგი უნდა იქნას ცნობილი კანონიერად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ პრაქტიკულად ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ევ------------------ნს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 180-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მოსარჩელე ევ------------------ნის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ევ------------------ნსა (პ/ნ 5---------- ) და გ---------–---ს (პ/ნ 5----------) შორის 2000 წლის 15 მარტს, წ--–------------------------------ის სასოფლო საბჭოს მიერ ქორწინების #4- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების აქტი აღიარებულ იქნეს კანონიერად.
მოსარჩელე ევ------------------ნს (პ/ნ 5---------- ) დაუბრუნდეს მა-----------ძის (პ/ნ 3----------) მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება №6, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300083150).
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა