გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2124-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ც------------
წარმომადგენელი - ნ------------–-
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება, ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ც------------ აღდგენილ იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მ--------------–----------–---–----–----------–----–-------------------–------–---–---------–---- თანამდებობაზე;
1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს ც------------ს სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანებით უკანონოდ და უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. მისი განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სამუშაო სტაჟისა და ტესტირებისას მიღებული მაღალი ქულების უგულებელყოფით. მოპასუხემ არ გამოიკვლია ჰქონდა თუ არა მას სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ ც------------ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული იყო 2003 წლის 2 სექტემბრიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 აგვისტოს №4--- ბრძანებით, 2015 წლის 1 სექტემბრიდან ც------------ გადაყვანილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–----------–-------–--------–---–----------------–---–------–---–---------–---- თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 32-46).
3.2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--- განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები განსაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 1 თებერვლის №772 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანების დანართი №2-ის ამონაწერით დგინდება, რომ ს--–---–----------------–--- ჩამოყალიბდა 14 საშტატო ერთეულით, მათ შორის იყო გ---------–-------------------–------------------------------------------–----------–---–---------–--------–------------------------------------------–------------------–--------–------------------------------------------–------
პენიტენციურ დეპარტამენტში ს--–---–------------------–--------------------–---- და პენიტენციურ დაწესებულებებში ს--–---–---------–---- შტატი განისაზღვრა 124 ერთეულით, მათ შორის, ს--–---–------------------–--------------------–--–- - 8 შტატი და პენიტენციურ დაწესებულებებში - 116 შტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--- განკარგულება, დანართი №1-ით (ს.ფ. 47-56);
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 122);
- ამონაწერები სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანების დანართი №2-დან (ს.ფ. 123, 144-145).
3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–--------–---–----------------–--------–---–---------–--- - ც------------ 2019 წლის 10 იანვარს გაფრთხილებულ იქნა 2019 წლის 15 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შტატების მოსალოდნელი შემცირებიდან გამომდინარე, სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/ დათხოვნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 10 იანვრის გაფრთხილება (ს.ფ. 29).
3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–--------–---–----------–---- ც------------მ გაიარა ტესტირება. ტესტირებისას მან მიიღო: ქართულში მაქსიმალური 80 ქულიდან 55 ქულა, უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 29 ქულა და პროფესიულში მაქსიმუმი 30 ქულიდან 16 ქულა.
ამავე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2019 წლის 30 იანვარს, 31 იანვარს და 01 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ს--–---–------------------–--------------------–---- და პენიტენციური დაწესებულებების ს--–---–----------------–---- მოსამსახურეებთან, პენიტენციური დაწესებულებების ს--------------------------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--------–---–--------–-------------------–--------- გაიმართა გასაუბრება.
კომისიის თავმჯდომარემ ს--–---–------------------–--------------------–-------------------------------------–--------------–----------–-------–----------–---–----------------–------ ყველა მოსამსახურეს განუმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ს--–---–------------------–--------------------–------------–----------–-------–----------–---–----------------–----- და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მ--------------–----------–---–----–----------–----–--------------------, შემდეგი ახალი საშტატო ერთეულებით (განსხვავებული უფლება-მოვალეობებით): უფროსი, უფროსის მოადგილე, ს--–---–---------–----------------–----. ამასთან, განემარტათ მ--------------–----------–---–----–----------–----–--------------------ს ძირითადი ამოცანები: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე ს--–---–----------------–---- მოსამსახურეებთან, პენიტენციური დაწესებულებების სექტორისა და ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--------–---–--------–-------------------–-----ს გასაუბრების მსვლელობისას დაუსვეს შემდეგი ერთგვაროვანი კითხვები: რა არის ს--–---–----ი სამუშაო, რა ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს ს--–---–---------–--- და რა სერვისს უნდა აწვდიდეს; ვინ არის მათი ბენეფიციარი; სად ხედავს თავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში და თუ წარმოუდგენია თავი მ--------------–----------–---–----–----------–----–--- დეპარტამენტის ს--–---–---- მუშაკად.
გასაუბრების ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ს--–---–---------–---- ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება, ასევე, პრაქტიკიდან კონკრეტული საქმის მასალების დასახელება გაუჭირდათ მოსამსახურეთა ნაწილს, მათ შორის, №----------–----------–-------–---- ს--–---–----------------–---- ს--–---–---- მუშაკს ც------------ს. მან კომისიის წინაშე თავი ვერ წარმოაჩინა და გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დაწესებულებაში ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტესტირების შედეგი (ს.ფ. 140);
- ამონაწერი სპეციალური კომისიის 2019 წლის 01 თებერვლის გასაუბრების ოქმიდან (ს.ფ. 141-143).
3.4. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ოქტომბრის №1--- განკარგულება. ამავე განკარგულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა განესაზღვრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, დანართი №1-ის შესაბამისად, 2019 წლის 15 თებერვლიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანება და დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, დანართი №1-ის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანების დანართი №1-ის ამონაწერით დგინდება, რომ მ--------------–----------–---–----–----------–----–-------------------- ჩამოყალიბდა დეპარტამენტის უფროსის 1 შტატით (თანამდებობრივი სარგო 3 800 ლარი), დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 600 ლარი), ს--–---–---------–---- 90 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 300 ლარი) და ფსიქოლოგის 40 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულება, დანართი №1-ით (ს.ფ. 57-65);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანება და ამონაწერი დანართი №1-დან (ს.ფ. 124-125).
3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–---- ს--–---–----------------–---- ს--–---–---- მუშაკი ც------------ გათავისუფლდა სამსახურიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება (ს.ფ. 12).
3.6. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის დასრულების დროისათვის მ--------------–----------–---–----–----------–----–--- დეპარტამენტში იყო ს--–---–---------–---- 90 საშტატო ერთეული. აქედან 77 საშტატო ერთეული იყო შევსებული, ხოლო 13 საშტატო ერთეული იყო ვაკანტური. რეორგანიზაციის შემდეგომ, მ--------------–----------–---–----–----------–----–--- დეპარტამენტში ს--–---–---- მუშაკთა საშტატო ერთეულის რაოდენობა არ შეცვლილა.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 1 აპრილის და 2019 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, გამოცხადებული იყო კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მ--------------–----------–---–----–----------–----–--------------------ს ს--–---–---------–---- (შემთხვევის მმართველი, სარეაბილიტაციო მომსახურების მიმწოდებელი, შემთხვევის ადმინისტრატორი) თანამდებობებზე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 4 სექტემბრის №0-------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 168);
- ინფორმაცია ელექტრონული ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 159-162);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ც------------ს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე, უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ც------------ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ც------------ დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის №----------–----------–-------–--------–---–----------------–--------–---–---------–---ს თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული საკანონმდებლო აქტით დადგენილი რეგულაციები.
6.3. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულებაზე. დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სამსახურს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანებით, ამავე სამსახურის №----------–----------–-------–--------–---–----------------–--------–---–---------–--- ც------------ გათავისუფლდა სამსახურიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილი/ გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ცვლილება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება და/ან გაუქმება, წარმოადგენს მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. აქედან გამომდინარე, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თუ არა იმ საშტატო ერთეულის შემცირებას/გაუქმებას, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პენიტენციურ დეპარტამენტში ს--–---–------------------–--------------------–---- და პენიტენციურ დაწესებულებებში ს--–---–---------–---- შტატი განისაზღვრა 124 ერთეულით, მათ შორის, ს--–---–------------------–--------------------–--–- - 8 შტატი და პენიტენციურ დაწესებულებებში - 116 შტატი. ამასთან, №----------–----- დაწესებულებაში ს--–---–----------------–--- ჩამოყალიბდა 14 საშტატო ერთეულით, მათ შორის იყო გ---------–-------------------–------------------------------------------–----------–---–---------–--------–------------------------------------------–------------------–--------–------------------------------------------–------
ასევე დადგენილია, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ს--–---–------------------–--------------------–------------–----------–-------–----------–---–----------------–----- და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მ--------------–----------–---–----–----------–----–--------------------. ამასთან, ახლადშექმნილ დეპარტამენტში განისაზღვრა დეპარტამენტის უფროსის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 800 ლარი), დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 1 შტატი (თანამდებობრივი სარგო 3 600 ლარი), ს--–---–---------–---- 90 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1 300 ლარი) და ფსიქოლოგის 40 შტატი (თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი).
ამდენად, რეორგანიზაციამდე სპეციალურ პენიტენციურ დეპარტამენტში განსაზღვრული ს--–---–---------–---- 116 შტატი გადანაწილებული იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ცვლილების შედეგად კი ერთიანად განისაზღვრა ს--–---–---------–---- საშტატო რაოდენობა და მათმა რიცხვმა შეადგინა 90. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ჰქონდა დაკავებული, მთლიანად არ გაუქმებულა, საშტატო ერთეულთა რაოდენობა შემცირდა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2019 წლის 30 იანვარს, 31 იანვარს და 01 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეულ მოსამსახურეებთან, მათ შორის, ს--–---–------------------–--------------------–---- და პენიტენციურ დაწესებულებების ს--–---–----ი განყოფილებების ს--–---–---- მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან გამართული გასაუბრების ოქმზე. მასში აღნიშნულია, რომ კომისიის თავმჯდომარემ ს--–---–------------------–--------------------–-------------------------------------–--------------–----------–-------–----------–---–----------------–------ ყველა მოსამსახურეს განუმარტა, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანების შესაბამისად, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ს--–---–------------------–--------------------–------------–----------–-------–----------–---–----------------–----- და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - მ--------------–----------–---–----–----------–----–--------------------, შემდეგი ახალი საშტატო ერთეულებით (განსხვავებული უფლება-მოვალეობებით): უფროსი, უფროსის მოადგილე, ს--–---–---------–----------------–----. ამასთან, განემარტათ მ--------------–----------–---–----–----------–----–--------------------ს ძირითადი ამოცანები: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ზრუნვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №----------–----------–-------–---- დებულების მე-12 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ს--–---–----------------–---- ფუნქციები, კერძოდ: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლო ნათესავის მიღება და მათთვის საჭირო/მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება; დ) ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე შენახვა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვა; ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება; ზ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოს--–---–----ი დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობისთვის ხელშეწყობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას ს--–---–----ი განყოფილებების ლიკვიდაციასა და ერთიანი ცენტრალიზებული სახით სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად მოსარჩელის ავტომატურად სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა საჯარო დაწესებულების სტრუქტურა, თუმცა გაუქმებული სტრუქტურული ერთეულების მსგავსი ფუნქციებით ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული, რაოდენობრივად შემცირებული საშტატო ერთეულებით. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მან გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა ახლადშექმნილ სტრუქტურულ ერთეულში არსებული მსგავსი ფუნქციების მქონე თანამდებობაზე, თუ რატომ არ იყო ც------------ს დასაქმების შესაძლებლობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციის შემდეგ 13 საშტატო ერთეული დარჩა ვაკანტური სახით.
სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების შედეგსა და სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმზე მოპასუხის მითითებას, ვინაიდან მასზე საუბარი არ არის გასაჩივრებულ ბრძანებაში. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აღნიშნული გახდა საფუძველი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება წინაწარ განესაზღვრა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდებოდა ამ პირთა შეფასება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სპეციალური კომისიის გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იმ გარემოებას, რომ ოქმში მითითებულ კითხვებზე ც------------ს პასუხების გაცემა და ფუნქცია-მოვალეობების ჩამოყალიბება გაუჭირდა ანდა მან ვერ წარმოაჩინა თავი კომისიის წინაშე. სასამართლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ გასაუბრების პროცესი არის შეფასებითი და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ხსენებული გასაუბრების ოქმით არ დასტურდება კონკრეტულად დასმული კითხვების შინაარსი ან/და მოსარჩელის მხრიდან მათზე გაცემული პასუხები, ისევე როგორც ტესტირების შედეგებით ახალ საშტატო ერთეულთან არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო დასაქმებული პირების შეფასების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა და გასაუბრების პროცესის ობიექტურად წარმართვის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზების პირობებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება, ც------------ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან იგი მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება, ც------------ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც იგი აღდგენილ იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მ--------------–----------–---–----–----------–----–-------------------–------–---–---------–---- თანამდებობაზე.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ასევე დასაბუთებულია მხარის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ც------------ს გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანება და ამავე დროს, საჯარო დაწესებულებას დაევალა მისი კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური მოიცავს ხელფასის ისეთ განაკვეთებს, რომლის მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არ არის დამოკიდებული შრომის შედეგებზე, სხვა ფაქტორებზე. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ც------------ს სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 22 თებერვლის №8-- ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ც------------ აღდგენილ იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მ--------------–----------–---–----–----------–----–-------------------–------–---–---------–---- თანამდებობაზე;
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს ც------------ს სასარგებლოდ სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელო) ანაზღაურება;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე