განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
საქმე #1/131-19წ. 12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - დახურული
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–- მ-------ე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ---- ქ-----–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბ.1-.1-.2--- წელს, პ/ნ 1---------- ბ---------ში, მცხ. ბ---------ი ს-----ის ქ.N2--;
ადვოკატი - ო----- გ------–--ე;
კანონიერი წარმომადგენელი - მ------ ჯ-----–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტით (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,გ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 23 აპრილის ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ქ-----–---–ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა 1. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. (2019 წლის 27 იანვრის ეპიზ).
კერძოდ, 2019 წლის 27 იანვარს, ლ---- ქ-----–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გ------- ფ-------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც გ------- ფ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტით.
2. არასრულწლოვანმა ლ---- ქ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. (2019 წლის 23 აპრილის ეპიზ).
კერძოდ, არასრულწლოვანი ლ---- ქ-----–---–ი მსჯავრებულია 2----–-–------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო 2018 წლის 04 ოქტომბერს კი იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. 2019 წლის 23 აპრილს, ქ. ბ---------ში, მ------ის ქ. N5-ში მდებარე ჩიხში მდგარ მ------ გ------–-–---–ის მფლბელობაში არსებულ ,,ჰ-------- ე-–-------”-ს მოდელის ავტომანქანიდან, სახელმწიფო M--------, არასრულწლოვანი ლ---- ქ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ------ გ------–-–---–ის კუთვნილ ,,Samsung galaxy grand prime pro”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, იმეი კოდით 35711-/09/6-----/9, რითაც დაზარალებულს მიაყენა 220 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,გ" პუნქტით.
სასამართლომ დაადგინა:
ლ---- ქ-----–---–ი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შესაძლო ჩადენაში, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მოწმე ა-–---------- მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის მიკრო მეწარმე, აქვს მცირე ბიზნესი, კერძოდ, ბ---------ში აქირავებს სათამაშო მანქანებს. მას საქმიანობაში ეხმარება გ------- ფ-------ე - მისი ოჯახის ახლობელია და ამ პერიოდში მასთან სახლში ცხოვრობდა. თუ ვინმეს გ------- ფ-------ესთან დაკავშირება სურდა მას ურეკავდნენ ტელეფონზე და გ------- ფ-------ე მისი ტელეფონით სარგებლობდა.
ერთ საღამოს, მიმდინარე წლის დაახლოებით 27 ან 30 იანვარს, მას დაურეკეს ტელეფონზე. ვინაიდან ,,ბ--–---ის" სიხშირე ცუდად იჭერდა გ------- ფ-------ე გავიდა მისგან მოშორებით, დაახლოებით 30 მეტრით. როდესაც დაბრუნდა, ჩვეულებრივთან შედარებით ოდნავ აღელვებული იყო.
როდესაც მან მიზეზი ჰკითხა, გ------- ფ-------ემ განუმარტა, რომ დაურეკა ლ---- ქ-----–---–მა და ბ---------ის სასაფლაოზე შეხვედრა სთხოვა, ვინაიდან ლ---- ქ-----–---–ს მასთან საუბარი სურდა თუ რატომ აღარ იყვნენ ერთად ერთ ბანდაში - ერთად რატომ აღარ სჩადიოდნენ კრიმინალურ საქმიანობას თუ არ დაბრუნდებოდა მოკლავდა, დანით აჩეხავდა. გ------- ფ-------ე განმარტავდა, რომ მას შეხვედრა არ სურდა და ამის გამო ლ---- ქ-----–---–ი მას ემუქრებოდა. გ------- ფ-------ემ მას აღნიშნულთან დაკავშირებით რჩევა სთხოვა და მანაც შესთავაზა, მასთან შეხვედრაზე არ წასულიყო და მშობლებისა და ახლობლებისთვის შეეტყობინებინა ამის შესახებ, თუმცა გ------- ფ-------ეს არავისთვის უთქვამს ამის შესახებ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან თავად ჰკითხა გ------- ფ-------ეს მომხდარის შესახებ უთხრა თუ არა ვინმეს, რაზეც გ------- ფ-------ემ მას განუმარტა, რომ არავისთან უთქვამს მომხდარის შესახებ, რადგან არც არავინ დამუქრებია. ამაზე მან უსაყვედურა კიდეც, თუ არაფერი მომხდარა, თავიდანვე რატომ ატეხა ასეთი ამბავი.
დაზარალებულის გ------- ფ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ლ---- ქ-----–---–ს. აქვთ ახლო მეგობრული და ნათესავური ურთიერთობა. წარსულში ერთად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას (ქურდობას). ლ---- ქ-----–---–ი ასევე არის დედამისის მაზლი. შემთხვევის დროს იგი მუშაობდა ბ---------ში ა-–---------- მ-----–-–---–თან. ვინაიდან, მას ტელეფონი არ აქვს, ლ---- ქ-----–---–ი მას დაუკავშირდა ა-–---------- მ-----–-–---–ის ნომერზე. მათ უთანხმოება ჰქონდათ თანხასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მან დაუკითხავად აიღო ლ---- ქ-----–---–ის კუთვნილი ფული-50 ევრო.
ტელეფონზე საუბრისას ლ---- ქ-----–---–ი ნერვიულობდა, იყო აგრესიული, იგინებოდა და მას ეუბნებოდა, რომ თუ თანხას არ დააბრუნებდა მათ შორის უთანხმოება იქნებოდა, ამას შესაძლოა ცუდი შედეგიც კი მოჰყოლოდა და შესაძლოა ამის გამო მათ ეჩხუბათ კიდეც. ლ---- ქ-----–---–მა შესახვედრად და სასაუბროდ ის დაიბარა ბ---------ის სასაფლაოზე. ლ---- ქ-----–---–ი მას ასევე სთავაზობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, რაზეც ის არ დაეთანხმა.
მოწმეს არ ახსოვს ტელეფონზე საუბრისას მას ლ---- ქ-----–---–ი დაემუქრა თუ არა დანით აჩეხვით. ზუსტად არ ახსოვს თუ რა უთხრა ლ---- ქ-----–---–მა. ამ სატელეფონო საუბრის შესახებ იგი ესაუბრა მ--- ი-----ეს, რომელსაც შეხვდა ბ---------ის პრობაციის ბიუროში. ამ დროს ის იმყოფებოდა დედასთან ქ------- კ-------ესთან ერთად. მას არ უთხოვნია მ--- ი-----ისთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე რეაგირების მოხდენა, ვინაიდან არ სურდა პრობლემების შექმნა ლ---- ქ-----–---–ისთვის, თუმცა მ--- ი-----ემ თვისი ინიციატივით, მისგან დაუკითხავად დარეკა 112-ზე. მას პოლიციაში დარეკვის სურვილი არ გასჩენია, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრის დღესვე დარეკავდა პოლიციაში.
გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს, რომ ჩვენებაში ყველაფერი სწორადაა ასახული გარდა დანასთან დაკავშირებული ინფორმაციისა. მას დანა და მოკვლის მუქარა არ უხსენებია ჩვენების მიცემისას.
აღნიშნულის შემდეგ ის და ლ---- ქ-----–---–ი შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაფერი მშვიდობიანად გაარკვიეს ერთმანეთში.
მას ლ---- ქ-----–---–ის საუბარი რეალურად არც აღუქვამს და მუქარის რეალურად განხორციელების შიში არ გასჩენია. მისი თქმით, ის კარგად იცნობს ლ---- ქ-----–---–ს და ის არ იყო მაგის გამკეთებელი მუქარის რეალურად განმახორციელებელი.
ლ---- ქ-----–---–ის მხრიდან მისი მოკვლის მუქარა არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა დაჭრისა და დანით დაჩეხვის მუქარა, ხოლო ძვლების დამტვრევასა და ხეზე ჩამოკიდების მუქარა იყო, რაც მას რეალურად არ აღუქვია.
მოწმე ხ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის პირადად იცნობს გ------- ფ-------ეს. 2019 წლის იანვრის თვეში, ის არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა გ------- ფ-------ის დაკითხვას ბ---------ის პოლიციის განყოფილებაში. გ------- ფ-------ეს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს დაკითხვისას კანონიერ წარმომადგენლად მისი მონაწილეობის გამო.
მოწმის განმარტებით გამოკითხვისას გ------- ფ-------ე ამბობდა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა ლ---- ქ-----–---–ი, მისი დამსაქმებლის ტელეფონის ნომერზე და დაჯგუფებიდან გასვლის შემთხვევაში ემუქრებოდა დანით აჩეხვით, მოკვლით და ითხოვდა მასთან შეხვედრას ამ ყველაფრის გასარკვევად. გ------- ფ-------ე განმარტავდა, რომ მას ამის გამო შეეშინდა.
გ------- ფ-------ეს გამომძიებელმა წაუკითხა მისი ჩვენება, სადაც ყველაფერი სრულად იყო ასახული. გ------- ფ-------ე გაეცნო მის მიერ მიცემულ ჩვენებას და მისი სისწორე ხელის მოწერით დაადასტურა.
მოწმე ქ------- კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დედამთილთან - ნ---- ქ-----–---–თან და შვილებთან ერთად. გ------- ფ-------ე მისი უფროსი შვილია, რომელიც თვითდასაქმებულია და ფულს გამოიმუშავებს ტვირთის დაცლით. იგი ასევე იცნობს ლ---- ქ-----–---–საც და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ლ---- ქ-----–---–ი და გ------- ფ-------ე ბავშვობიდან მეგობრობენ და ასევე წარსულშიც ერთად სჩადიოდნენ დანაშაულს.
მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს გ------- ფ-------ე მუშაობდა ბ---------ში ა-–---------- მ-----–-–---–თან. მას არ ჰქონდა საკუთარი ტელეფონი და ა-–---------- მ-----–-–---–ის ნომერზე უკავშირდებოდნენ მას. იანვრის თვეში ლ---- ქ-----–---–ს და გ------- ფ-------ეს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ და იკამათეს რაღაცაზე. ამ დროს ის იმყოფებოდა სახლში, მეორე სართულზე, პატარა შვილთან ერთად, ხოლო ლ---- ქ-----–---–ი და ნ---- ქ-----–---–ი ერთად იმყოფებოდნენ სახლის პირველ სართულზე. მას ესმოდა მათი საუბრის ხმა - ყვირილი, თუმცა მუქარა არ გაუგონია. ლ---- ქ-----–---–ი და გ------- ფ-------ე ერთმანეთს რაღაცას სთხოვდნენ. ამ საუბრის შემდეგ ისინი შეხვდნენ კიდევაც ერთმანეთს და ჩვეულებრივად გააგრძელეს ურთიერთობა.
გ------- ფ-------ე პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება. მოწმე ტელეფონით დაუკავშირდა მ--- ი-----ეს და მას სთხოვა დახმარება ლ---- ქ-----–---–სა და გ------- ფ-------ეს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებაში. მას არ უთქვამს მ--- ი-----ისთვის, რომ ლ---- ქ-----–---–ი გ------- ფ-------ეს ემუქრებოდა. მან მხოლოდ უთხრა, რომ მათ საუბარი ჰქონდათ და იკამათეს.
მოწმის განმარტებით, სოციალური მუშაკისთვის მ--- ი-----ისთვის არაფერი უთქვამს მუქარის შესახებ. ესაუბრა ზოგადად, რომ მათ შორის ურთიერთობა ამის გამო უფრო არ გართულებულიყო, ვინაიდან მათი ყვირილი სერიოზულად აღიქვა. ამის შემდეგ მ--- ი-----ე თავად გაესაუბრა გ------- ფ-------ეს. მას თვითონ არც მ--- ი-----ისთვის და არც პოლიციის თანამშრომლებისთვის არ უთქვამს რაიმე, მუქარის შესახებ.
მოწმე მ--- ი-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილია გ------- ფ-------ისგან, ქ------- კ-------ისგან და ა-–---------- მ-----–-–---–ისგან.
მოწმის განმარტებით, იგი მუშაობს ბ---------ის პრობაციის ბიუროში. არასრულწლოვნები გ------- ფ-------ე და ლ---- ქ-----–---–ი იმყოფებიან აღრიცხვაზე პრობაციის ბიუროში და ყოველ სამშაბათს ცხადდებოდნენ ბიუროში. ვინაიდან ისინი ერთი ოჯახის წევრებიც იყვნენ და ლ---- ქ-----–---–ის დედაც პრობაციონერია, მას აქტიური კონტაქტი ჰქონდა მათთან.
გ------- ფ-------ემ დაარღვია მისთვის დადგენილი, პრობაციის ბიუროში გამოცხადების რეჟიმი. ვინაიდან მას ტელეფონი არ ჰქონდა, მოწმემ მის ახლობლებს მიმართა მასთან დასაკავშირებლად, რათა რეჟიმის დარღვევის მიზეზი დაედგინა. გ------- ფ-------ის დედამ მას მისცა გ------- ფ-------ის დამსაქმებლის ა-–---------- მ-----–-–---–ის ნომერი. იანვრის ბოლო დღეები იყო, იგი დაუკავშირდა გ------- ფ-------ეს და გარკვეული საკითხების გასარკვევად და ინფორმაციის გადასაცემად მშობელთან ერთად დაიბარა პრობაციის ბიუროში. დილით გ------- ფ-------ე და ა-–---------- მ-----–-–---–ი ერთად მივიდნენ პრობაციის ბიუროში.
იგი მათ შეხვდა პრობაციის ოფიცერთან ერთად. აღნიშნული გადაცდომის გამო გ------- ფ-------ემ მიიღო წერილობითი გაფრთხილება. ამ დროს გაჟღერდა, რომ არასრულწლოვნებს გ------- ფ-------ეს და ლ---- ქ-----–---–ს შორის იყო დაპირისპირება. მისი ინფორმაციით ლ---- ქ-----–---–ს და გ------- ფ-------ეს ხშირად უჩხუბიათ თუმცა მალევე შერიგებულან. მაგრამ ეს შემთხვევა უფრო სერიოზული იყო რადგან სხეულის დაზიანებას ეხებოდა. მოწმე მომხდარის შესახებ უშუალოდ გ------- ფ-------ესაც გაესაუბრა. გ------- ფ-------ე აღნიშნავდა, რომ მას მართლაც ჰქონდა ლ---- ქ-----–---–ის ფული აღებული და როცა ექნებოდა დაუბრუნებდა. გარდა ამისა ლ---- ქ-----–---–თან შესახვედრად სასაფლაოზეც იყო ასული, თუმცა ის იქ არ დახვდა. გარდა ამისა ლ---- ქ-----–---–ი მას ასევე დაემუქრა დანით. საუბრისას, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით გ------- ფ-------ე არასერიოზულად აღიქვამდა ლ----ს სიტყვებს და ამბობდა, რომ ვიცნობ ლ----ს და არაფრის მქნელი ეგ არ არისო.
მოგვიანებით როგორც ა-–---------- მ-----–-–---–ი აღნიშნავდა, ლ---- ქ-----–---–ი მასაც ურეკავდა ტელეფონზე და გ------- ფ-------ისგან ითხოვდა ფულს, 50 ევროს. ამის გამო ლ---- ქ-----–---–ი ტელეფონზე ურეკავდა ემუქრებოდა გ------- ფ-------ეს და ისიც შესაბამის პასუხს უბრუნებდა.
როგორც მას ა-–---------- მ-----–-–---–მა უთხრა, ლ---- ქ-----–---–ი გ------- ფ-------ეს ემუქრებოდა დანით აჩეხვით და სასაფლაოზე იბარებდა შესახვედრად. აღნიშნული მან სერიოზულ ამბად ჩათვალა და მომხდარის შესახებ განაცხადა ,,112“-ში.
ლ---- ქ-----–---–ის პიროვნების დახასიათებისას ოჯახის წევრების გადმოცემით, მას უამრავი დაავადება აქვს გადატანილი, აქვს გულის პრობლემები, ეს ყველაფერი იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, მას სჭირდება გამაყუჩებლები, ხდება ადვილად აღგზნებადი, ამ დროს ხდება აგრესიული და ხშირად დედამისისთვისც კი დაუყვირია, თუმცა როდესაც ტკივილი გაუვლის თავის საქციელს ნანობს ხოლმე. იგი ასევე გაესაუბრა ლ---- ქ-----–---–საც, რომელმაც დაადასტურა გ------- ფ-------ესთან არსებული უთანხმოების ფაქტი და განმარტა, რომ გ------- ფ-------ეც დაემუქრა მას.
მოწმე ნ---- ქ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---- ქ-----–---–ი არის მისი შვილი, ხოლო გ------- ფ-------ე არის მისი უფროსი შვილის შვილობილი. გ------- ფ-------ეს და ლ---- ქ-----–---–ს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ვინაიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ მის საცხოვრებელ სახლში. ასევე წარსულში ერთად სჩადიოდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ლ---- ქ-----–---–მა მისი მობილურიდან დაურეკა გ------- ფ-------ეს ბ---------ში მისი დამსაქმებლის ა-–---------- მ-----–-–---–ის ტელეფონის ნომერზე და მოსთხოვა ფ-------ის მიერ მოპარული თანხის უკან დაბრუნება. ამის გამო გ------- ფ-------ე უხეშად ესაუბრებოდა და დაემუქრა ლ---- ქ-----–---–ს ,,ძვლებს დაგიმტვრევ, სადაც გნახავ, ტყეში ხეზე ჩამოგკიდებ ფეხებით, სახეში გირტყამ“, ლ---- ქ-----–---–მაც უთხრა, რომ ,,შენ თუ ძალით მომერევი, მეც ხელში რაც მომხვდება იმით მოგერევიო“. ამ საუბრის დროს ლ---- ქ-----–---–ი იყო სახლში, ისიც მასთან ერთად იყო ოთახში დაახლოებით ერთ მეტრში და ესმოდა მათი საუბარი, ვინაიდან ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე იყო ჩართული. სავარაუდოდ ლ---- ქ-----–---–ს შეეშინდა გ------- ფ-------ის მიერ ნათქვამი სიტყვების შემდეგ, ვინაიდან თავის ოთახში აღარ წასულა დასაძინებლად და მის ოთახში დაიძინა.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მას ესაუბრა პრობაციის სამსახურის თანამშრომელი მ--- ი-----ე, რომელმაც ურჩია, რომ ლ---- ქ-----–---–ს გ------- ფ-------ესთან ურთიერთობა არ ჰქონოდა. როგორც მ--- ი-----ემ განაცხადა, იგი აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრა გ------- ფ-------ესაც, რომელმაც დაადასტურა რომ თავადაც დაემუქრა ლ---- ქ-----–---–ს.
მოწმე ი---- ე-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სოციალური მუშაკი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არაერთხელ ჰქონია შეხება ლ---- ქ-----–---–თან და გ------- ფ-------ესთან, ვინაიდან, ორივე არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში არაერთხელ ყოფილა.
ჩვენების მიცემისას ლ---- ქ-----–---–ი განმარტავდა, რომ მან დაკარგა 50 ევრო. მოგვიანებით გაარკვია, რომ აღნიშნული თანხა გ------- ფ-------ეს ჰქონდა მისგან აღებული. ამის გამო მათ უთანხმოება ჰქონდათ. ლ---- ქ-----–---–ი განმარტავდა, რომ მას და გ------- ფ-------ეს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც გ------- ფ-------ე მას დაემუქრა, საპასუხოდ თავადაც დაემუქრა გ------- ფ-------ეს და უთხრა, რომ შენ თუ ძალით, მომერევი მაშინ მე მომიწევს, რომ ,,რამის“ გამოყენებით მოგერიო. მუქარა იყო ორმხრივი. იგი გაეცნო ლ---- ქ-----–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას და მისი სისწორე დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით. ასევე მოიქცა ლ---- ქ-----–---–იც.
ბრალდებულის ლ---- ქ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს გ------- ფ-------ეს, დღესაც აქვთ ახლო-მეგობრული ურთიერთობა. წარსულში ერთად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.
2019 წლის იანვრის თვეში გ------- ფ-------ე სამუშაოდ იმყოფებოდა ბ---------ში- ა-–---------- მ-----–-–---–თან. მის ტელეფონზე დაუკავშირდა გ------- ფ-------ეს. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა დედა - ნ---- ქ-----–---–ი. გ------- ფ-------ეს სთხოვდა 50 ევროს, რომელიც გ------- ფ-------ემ მისგან დაუკითხავად აიღო.
გ------- ფ-------ე მას აგრესიულად ესაუბრებოდა და ფულის დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. მან შესთავაზა გ------- ფ-------ეს მასთან სახლში ასვლა და აღნიშნული პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება ვინაიდან მეგობრები იყვნენ. გ------- ფ-------ემ მას განუცხადა, რომ სადაც შეხვდებოდა ხეზე ჩამოკიდებდა და ფეხებს მოამტვრევდა ამის გამო მას შეეშინდა. ამის პასუხად მან უთხრა, რომ ,,შენ თუ ძალით მომერევი, მე სხვა რამით მოგერევი “. არ დაუკონკრეტებია სხვა რამეში რას გულისხმობდა.
ამით მან საუბარი დაასრულა და ტელეფონი გათიშა. საუბრისას მას სასაფლაოზე შეხვედრა ან დანით დაჭრა საერთოდ არ უხსენებია. დანას საერთოდ არ ატარებს და არც გ------- ფ-------ის თანდასწრებით ჰქონია როდისმე. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ის და გ------- ფ-------ე შეხვდნენ ერთმანეთს, მშვიდობიანად მოაგვარეს მათ შორის არსებული უთანხმოება და ერთად იქეიფეს კიდეც.
საქმეში არსებული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დგინდება, რომ ლ---- ქ-----–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით.
2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ გ------- ფ-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ლ---- ქ-----–---–ი (დაბ.1-.1-.2--- წ) ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
რაც შეეხება ქურდობის 2019 წლის 23 აპრილის ეპიზოდს ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ქურდობის ეპიზოდში, (დაზარალებულის მ------ გ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, არასრულწლოვანი მოწმეების: გ------- ფ-------ის, თ-------ე ფ-------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე ნ-----–---- ყ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, არასრულწლოვან ლ---- ქ-----–---–ის პირადი აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ნივთმტკიცება ,,Samsung galaxy grand prime pro’’-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, იმეი კოდით 35711-/09/6-----/9 და ტელეფონის ყუთი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მობილური ტელეფონის ყუთის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი არასრულწლოვან ლ---- ქ-----–---–თან, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2019 წლის 24 აპრილის N8--- დასკვნა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენი არასრულწლოვან ლ---- ქ-----–---–ის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენი არასრულწლოვან ლ---- ქ-----–---–ის მიმართ) და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით ლ---- ქ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 2 (წელი) და 8 (რვა) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით ლ---- ქ-----–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 8 თვე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და მე-3 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით (ორი ეპიზოდი), 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ,, პუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით ლ---- ქ-----–---–ს განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ლ---- ქ-----–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,გ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2019 წლის 23 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს მუქარა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლ სტანდარტად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ლ---- ქ-----–---–ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ლ---- ქ-----–---–მა არასრულწლოვანი გ------- ფ-------ის მიმართ განახორციელა მუქარა, ხოლო გ------- ფ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის დროს მოწმეებმა მიუთითეს ისეთ გარემოებებზე, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა ბრალდებულის ქმედებისათვის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას. სასამართლო შეაფასებს ნეიტრალური მოწმეების ა-–---------- მ-----–-–---–ისა და მ--- ი-----ის ჩვენებებს. მოწმე ა-–---------- მ-----–-–---–ი ერთის მხრივ ადასტურებს, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ესთან საუბრის შემდეგ იყო აღელვებული და მან კონფლიქტისა და შესაძლო მუქარის შესახებ მიუთითა, მაგრამ ამასთანავე განმარტა, რომ მოგვიანებით, როდესაც დაინტერესდა ლ---- ქ-----–---–ის მუქარას რაიმე რეაგირება თუ მოჰყვა მისი მხრიდან, გ------- ფ-------ემ მას განუმარტა, რომ არავისთვის უთქვამს მომხდარის შესახებ, რადგან არც არაფერი მომხდარა. ასევე, მ--- ი-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გაარკვია, რომ ლ---- ქ-----–---–სა და გ------- ფ-------ეს ჰქონდათ უთანხმოება და გ------- ფ-------ე ლ---- ქ-----–---–ის მხრიდან მუქარაზე მიუთითებდა, კერძოდ ეუბნებოდა, რომ დანით აჩეხავდა და იბარებდა ბ---------ის სასაფლაოზე. ამასთანავე მ--- ი-----ის განმარტებით, გ------- ფ-------ე მასთან საუბარში განმარტავდა, რომ ლ---- ქ-----–---–ი არაფრის ჩამდენი არ იყო, უფრო მეტიც იგი მივიდა სასაფლაოზე და იქ არავინ დახვდა. ეს გარემოებები გამორიცხავენ ბრალდებულის მიერ გ------- ფ-------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს, ამასთან, ასეთი შინაარსის ტექსტი, რომც ეთქვა გ------- ფ-------ისათვის ლ---- ქ-----–---–ს, მისი განმარტება სასამართლო სხდომაზე და მ--- ი-----ისათვის მიუთითებს, რომ მას არ გასჩენია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას ლ---- ქ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, ხოლო მიღებული ინფორმაცია გამორიცხავს ლ---- ქ-----–---–ისათვის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ლ---- ქ-----–---–ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში (მუქარის ეპიზოდში) უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება ქურდობის ეპიზოდს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა ლ---- ქ-----–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,გ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2019 წლის 23 აპრილის ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
ლ---- ქ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის არასრულწლოვანება და ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს წარსულში ანალოგიური დანაშაულებისათვის არაერთხელ ნასამართლობის ფაქტს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით ლ---- ქ-----–---–ის ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და მე-3 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით (ორი ეპიზოდი), 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ,, პუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი და 8 თვე.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის ასაკს. განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
სასჯელის დანიშვნისას კანონთან კომფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, ლ---- ქ-----–---–ის ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გათვალისწინებით საჭიროა მასთან მუშაობა გააგრძელოს ფსიქოლოგმა (საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრმა) განცდილი ძალადობისა და დაბალი თვითშეფასების, ემოციების და ქცევის რეგულირების გამო. დახმარებას საჭიროებს მისი აკადემიური განათლებაც, რათა მან მიიღოს სავალდებულო საბაზისო განათლება. გაუჩნდეს სწავლის მოტივაცია, მნიშვნელვანია, არასრულწლოვანს გაეწიოს პროფესიული დახმარება მისი ინტერესების გათვალისწინებით, რათა მან შესძლოს თავისუფალი დროის ეფექტურად ორგანიზება. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთან მუშაობა დანაშაულის გაცნობიერების კუთხით. არასრულწლოვანთან მუშაობის პროცესში, მნიშვნელოვანია მის კანონიერ წარმომადგენელთან დედასთან მუშაობაც, რათა მან შესძლოს შვილთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება და მისი ქცევის მართვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლის ამასთან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ლ---- ქ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით - მინიმალური ოდენობით, რომელიც იქნება 1/3-ით შემცირებული. დანიშნულმა სასჯელმა კი უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულებები - საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ,,Samsung galaxy grand prime pro”-ის ფირმის, შავი ფერის მობილურ ტელეფონი, იმეი კოდით 35711-/09/6-----/9, და მ------ გ------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ტელეფონის ყუთი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.1. ლ---- ქ-----–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი).
1.2. ლ---- ქ-----–---–ი (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,გ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ლ---- ქ-----–---–ს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ---- ქ-----–---–ს 1/3 შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ლ---- ქ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი.
3. ლ---- ქ-----–---–ს (პ/ნ 1----------) საბოლოდ დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 12 ნოემბრიდან.
4.ლ---- ქ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს;
5. ნივთიერი მტკიცებულებები - საქმეზე ამოღებული ერთი ცალი ,,Samsung galaxy grand prime pro”-ის ფირმის, შავი ფერის მობილურ ტელეფონი, იმეი კოდით 35711-/09/6-----/9, და მ------ გ------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი ტელეფონის ყუთი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი