გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040210019003139363
საქმე N 2/53-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ნანა ყვირილიანი
მოსარჩელე – ს--- ე---------–- ს------------------
წარმომადგენელი – მ-----–-----–---–---–-
მოპასუხე – შ------------------------
წარმომადგენელი – ვ----------------–---–-
დავის საგანი: ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.მოპასუხე შ-----------------------ს ს--- ე---------–- ს------------------ს სასარგებლოდ
დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით არსებული დავალიანების გადახდა მხარეებს შორის 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული N---------–-–-------–----------–------ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო 5 6--(ხ--------------------------–-------) ლარისა და 6-(ს----–---–-----) თ------ს ოდენობით ;
მოსარჩელის პოზიცია
სასარჩელო განცხადებით და დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, ს--- ე---------– ს------------------სა და შ------------------------ შორის, 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმდა ს----–-–------–----------–----------- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მოპასუხეს ( მიმწოდებელს) ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 15 ივნისამდე. 5--,4- კუბური მეტრი ხე-ტყის დამზადება უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, ხოლო დანარჩენი 5--.41 კუბური მეტრი ხე-ტყის დამზადება 2--- წლის 15 ივნისამდე. მომსახურება უნდა განხორციელებულიყო რ----ლ------- ქვემო ს-------- რეგიონში, საორიენტაციოდ 1---,8- კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის(წიფელი)დამზადების მომსახურების გაწევა. მთლიანი სახელშეკრულებო თანხა განისაზღვრა 7-----.6--- ( სამოცდაჩვიდმეტი ათას ორმოცდახ----- ლარი და 61,08 თ------) ლარით.
მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-5.1 პუნქტით და ხელშეკრულების დანართი N1-ის 1.5 პუნქტით გათვალისწინებული ვადები. დასამზადებელი (საორიენტაციოდ) 1---.8- კუბური მეტრი მერქნული რესურსიდან დამზადებულია და ს------------------ში ჩაბარებულია 2--- წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით 8--.7- კუბური მეტრი მერქნული რესურსი, აუთვისებელია 191.0-კუბური მეტრი მერქნული რესურსი, ამიტომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ვადები დარღვეულია, კერძოდ:
2--- წლის 01 იანვრამდე მიმწოდებელს უნდა დაემზადებინა 5--.4- კუბური მეტრი ხე-ტყე და დაამზადა 3--.1- კუბური მეტრი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 2--- წლის 01 იანვრიდან 2--- წლის 25 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 17- დღე.
მეორე ეტაპზე შესასრულებელი ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრიდან 15 ივნისამდე, რაც დარღვეული იქნა მიმწოდებლის მიერ, კერძოდ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5--.41 კუბური მეტრი მერქნული რესურსიდან დაამზადა 3--.0- კუბური მეტრი მერქნული რესურსი, 50 დღის დაგვიანებით.
2--- წლის 10 აგვისტოს საბოლოო დასკვნით შ-----------------------ის მიერ დამზადებულია ჯამში სულ 8--.7- კუბური მეტრი ხე-ტყე. ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 50 დღე.
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად - შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შუსრულებლობისათვის მიმწოდებელს დაეკისრა 5 6--.6- ( ხ----- ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და 6- თ------ ) ლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. რაც ეცნობა ს--- ე---------–- ს------------------ს 2--- წლის 0-------------------------- წერილით და ამავე წერილით განესაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ქვითრის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენის ვადა.
მიუხედავად წერილობით წარდგენილი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა დღემდე არ მომხდარა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც სარჩელშია მითითებული.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ---------------------- -ს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, სადაც სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობს ხელშეკრულება , რითაც განსაზღვრულია მხარეებს შორის არსებული პირობები.
ვინაიდან 2--- წლის 01 ნოემბრიდან ამინდის გაუარესების და დიდთოვლობის გამო ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც 2--- წლის 1--------------------- მის მიერ წერილით ეცნობა ს--- „ ე---------– ს------------------ს“ და ეთხოვა დამატებითი ვადა სამუშაოების განხორციელებისათვის. მაგრამ პასუხი არ მიუღია.
2--- წლის მაისის თვეში, წვიმიანობისგან გამოწვეული მეწყერის გამო ( ჩამოიქცა ხეობაში გამავალი გზა) შეუძლებელი გახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება, აღნიშნულზეც ასევე 2----–-–--------------------- წერილით მიმართა ს------------------ს და სთხოვა მიეცათ დამატებით გონივრული ვადა სამუშაოების დასრულებისათვის. მოსარჩელე მხარისაგან ეს მიწერილობაც დარჩა უპასუხოდ.
სამუშაოს გამხორციელების ორივე პერიოდში (2----2--- წწ) ადგილი ქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციას, რის გამოც მათგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით, დათქმულ ვადაში ვერ შესრულდა ხსენებული ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, იმ გარემოებებზე მითითებით, რაც შესაგებელშია აღნიშნული. დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუყონებლივ გაეცა პასუხი მის მიერ მიწერილ წერილებზე, რაც არ გაუკეთებია.ს------------------მაც კი ვერ შეძლო შესრულებული სამუშაოს შესახებ შუალედური აქტის შედგენა, იმის გამო, რომ გზა ჩაკეტილი იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვეთა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის, 2--- წლის 0- აგვისტოს გაფრმდა ს----–-–------–----------–------------ ხელშეკრულება, რომლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს), 2--- წლის 15 ივნისამდე უნდა განეხორციელებინა საორიენტაციოდ 1---.8- კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის (წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა. თანხა განისაზღვრა 7- 0-5 ( სამოცდაჩვიდმეტი ათას ორმოცდახ-----) ლარით და 61.0------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ. 3-19);
2.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.50-59);
3.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული N---- ს----–-–------–--------- შესახებ ხელშეკრულება და ტექნიკური დავალება.(ს.ფ.20-23);
4.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
5.მოპასუხის განმარტება (სხდომის ოქმი);
3.2.2. ს--- ე---------– ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული N---- ს----–-–------–--------- შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მომსახურება ( ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი I ეტაპზე შესასრულებელი ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 01 იანვრამდე, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5--.4- კუბური მეტრი მერქნული რესურსი დაამზადა 2--- წლის 25 ივნისს 17- დღის ვადაგადაცილებით..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.3-19 );
2.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.50-59);
3.. ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 13 ნოემბერს გაფორმებული დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი N----- (ს.ფ.24-25);
3.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 01 დეკემბერს გაფორმებული დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი N-----2(ს.ფ.26-27);.
4.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 0- მაისს გაფორმებული დასკვნა და მიღება ჩაბარების აქტი N-----3(ს.ფ.28-29);
5.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 24 მაისს გაფორმებული დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი N-----4(ს.ფ.30-31);
6.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 18 ივნისს გაფორმებული დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი N-----5(ს.ფ.32-33);
7.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 28 ივნისს გაფორმებული დასკვნა და მიღება_ჩაბარების აქტი N-----6(ს.ფ.34-35);
8..მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
3.2.3. ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული N---- ს----–-–------–-------- შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მომსახურება ( ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი მეორე ეტაპზე შესასრულებელი ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო 2--- წლის 15 ივნისამდე, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5--.41 კუბური მეტრი მერქნული რესურსიდან დაამზადა 3--.0- კუბური მეტრი მერქნული რესურსი, 50 დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ. 3-19);
2.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 13 ივნისს გაფორმებული დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი N------(ს.ფ.56-37);
3.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 10 აგვისტოს გაფორმებული საბოლოო დასკვნა და მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ.38-39);
4.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
3.2.4. შ-----------------------ს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1% ოდენობით. I ეტაპზე 17- დღის ვადაგადაცილებისათვის, 3--- ლარისა და 48 თ------ს ოდენობით, ხოლი II ეტაპზე 2--- წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 0- აგვისტოს მდგომარეობით 50 დღის ვადაგადაცილებისათვის , 17-1ლარისა და 19 თ------ს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.3-19);
2. ს--- ე---------–- ს------------------ს 2--- წლის 05 სექტემბრის N 0------- წერილი(ს.ფ.40);
3.მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი);
3.2.5.მოპასუხე შპს ,,------------------მა, 2--- წლის 01 ნოემბრიდან ამინდის გაუარესების და დიდთოვლობის გამო ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც 2--- წლის 1--------------------- წერილით, მათ მიერ ეცნობა ს--- „ ე---------– ს------------------ს“ და ეთხოვა დამატებითი ვადა სამუშაოების შესსრულებლად, რაზედაც -პასუხი არ მიუღია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.50-59);
3. 2--- წლის 1--------------------- წერილი(ს.ფ60-61.);
4.მოპასუხის განმარტება (სხდომის ოქმი);
3.2.6.მოპასუხე შპს ,,------------------მა, 2--- წლის მაისის თვეში წვიმიანობისგან გამოწვეული მეწყერის გამო( ჩამოიქცა ხეობაში გამავალი გზა, რამაც შეუძლებელი გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება), 2----–-–--------------------- წერილით მივმართა ს------------------ს სამუშაოების დასრულებისათვის დამატებით გონივრული ვადის მისაცემად, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.50-59);
2. 2--- წლის 08 ი---------------–-----–ი(ს.ფ.62-63);
3.ფოტომასალა (ს.ფ.6--71);
4.ცნობა გ-------------------–----------------(ს.ფ.64);
5.მოპასუხის განმარტება (სხდომის ოქმი);
3.2.6.მოპასუხე შპს ,,------------------ის, მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე. ხელშეკრულების 14.1 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი“ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემწყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდენმიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.
ხელშეკრულების 14.2 მუხლით, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წეერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწოლილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით, აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.50-59);
2.ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული N---- ს----–-–------–--------- შესახებ ხელშეკრულება და ტექნიკური დავალება.(ს.ფ.20-23);
3.2--- წლის 1--------------------- წერილი (ს.ფ.60-61);
4. 2--- წლის 08 ი---------------–-----–ი(ს.ფ.62-63);
5.ფოტომასალა (ს.ფ.6--71);
6.ცნობა გ-------------------–----------------(ს.ფ.64);
7.მოპასუხის განმარტება (სხდომის ოქმი);
სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს, მოსარჩელე ითხოვს სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილებას, მოპასუხე კი არ სცნობს სარჩელს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ.
მოსარჩელემ, უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).
დადგენილია და დავასა და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ს----–-–------–--------- შესახებ ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა შუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.
პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით განსაზღვრისას მოპასუხე მხარისაგან საერთოდ იგნორირებული იქნა ს----–-–------–----------------------- რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომლითაც ,, ...შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან პროპორციულობის(თანაზომიერების) პრინციპი და ს----–-–------–--------- შესახებ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, გაითვალისწინონ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია ობიექტურ რისკებთან,....შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის უნდა განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არა უმეტეს 20%-ს ოდენობით...ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს), შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლოა განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 0.02 %-ს ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ხელშეკრულებით განსაზღვრული, მხარეთა შორის შეთახმებული პორგასამტეხლოს საპროცენტო ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ს--- ე---------– ს------------------სა და შ------------------------ შორის 2--- წლის 0- ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც იმთავითვე იყო არაგონივრული, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს ამავე ხელშეკრულეების დათქმა ფორს-მაჟორული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანშეწონილობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს, მის დამოკიდებულებას საქმესთან, რამდენად გულდასმით და პატიოსნად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინეულ ვადებულებას. დასახელებული პირობების გათვალისწინებით სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხე მხარისათვის ჩათვალოს კანონშეუსაბამოდ.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული და უნდა არსებობდეს მხარისათვის მისი დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის, ფორს მაჟორული სიტუაციის შექმნის შემდგომ მოპასუხის ქმედების და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრება არ არის გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელზე მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-401, მუხლები;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: სარჩელისა აღძვრის უფლება და სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამდენად, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, ს--- ე---------–- ს------------------სა და შ-----------------------ს შორის, 2--- წლის 0- აგვისტოს გაფრმდა ს----–-–------–----------–------------ ხელშეკრულება, რომლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, მოპასუხეს (მიმწოდებელს), 2--- წლის 15 ივნისამდე უნდა განეხორციელებინა 1---.8- კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის (წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა. თანხით განისაზღვრა 7- 0-5 ( სამოცდაჩვიდმეტი ათას ორმოცდახუთი) ლარი და 61.08 თ------.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მტკიცების ტვირთი კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიღება წარმოებს ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის სახით. აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით, კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების მხოლოდ დადებითი დასკვნის საფუძველზე.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე ფორს-მაჟორული სიტუაციის შექმდნამდე ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროსა და ვადაში ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
ხელშეკრულების 10.1 მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ(ხელშემშლელ გარემოებებში არ ითვლება წვიმა, ქარი, თოვლი და ა.შ. ) გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
განსახილველ საქმეზე კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება არ წარმოადგენდა უბრალოდ წვიმას, ქარსა და თოვლს, არამედ გამოიწვია ტყეკაფთან მისასვლელი გზის ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენა მოპასუხე მხარისაგან მცდელობის მიუხედავად ოპერატიულად ვერ განხორციელდა.
ხელშეკრულების 11.1 მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლიო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 %-ს ოდენობით.
ხელშეკრულების 14.1 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი“ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდენმიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა.
ხელშეკრულების 14.2 მუხლით, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წეერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწოლილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით, აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2--- წლის 18 დეკემბრის N----- მიწერილობით, ს--- ,,ე---------–- ს------------------ს“ უფროსისადმი დგინდება, რომ მოსარჩელე უწყებას დეტალურად მოხსენდა იმ ფაქტორების შესახებ, რაც აღებული ვალდებულების ხელისშემშლელ გარემოებას წარმოადგენდა, ამავე წერილში ხაზგასმულია, რომ შპს ,,----------------- ყოველმხრივ ეცადა აღნიშნული ვითარებიდან გამოსავლის პოვნას და დამოუკიდებლად დაიწყო ალტერნატიული მეთოდების გამოყენება ტყე-კაფამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახით, ამავე წერილში ითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე დამატებითი ვადის გამოყოფა. მოსარჩელე მხარისაგან რაიმე პასუხი ამ ინფორმაციასა და თხოვნაზე მოპასუხეს არ მიუღია.
2--- წლის 8 ივლისს, N----- წერილით, ,,პ----------------’ - მა კვლავ მიმართა ს--- ,,ე---------–- ს------------------ს“ თავმჯდომარეს შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე სამუშაოთა წარმოების შეფერხების გამო, გადაუღებელი წვიმებისაგან წამოსული მეწყრებისა და ხეობაში გამავალი გზის მონაკვეთის მონგრევის შედეგად და ითხოვა დამატებითი ვადის დაწესება,. რაც უპასუხოდ და დარჩა.
მოსარჩელე მხარემ, ს--- ე---------–მა ს------------------მ, მხოლოდ 2--- წლის 05 სექტემბრის N 0------- წერილით აცნობა მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ვადაგადაცილების გამო და არც მასში გაუკეთებია განმარტება წინამორბედ, მოპასუხის მიერ გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით.
ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე მხარეს არც სარჩელში მიუთითებია და არც მის წარმომადგენელს განუმარტავს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციასთან დაკავშირებიოთ წერილობითი ინფორმაციის მიწოდებისა და დამატებითი ვადის დადგენის თაობაზე, შეგნებულად აუარა გვერდი მოპასუხის მცდელობას, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სამუშაოთა შეფერხების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და დამატებითი ვადის დადგენის მოთხოვნაზე.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ს----------–-----------------–---------------–------------------------------------------------------------–------------- მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს გაცემული N-------- პასუხი მის მოთხოვნაზე ნალექების რაოდენობის შესახებ ლენტეხის ტერიტორიაზე სადავო დროის განმავლობაში, რაზედაც უპასუხეს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, დაბა მესტიის მეტეოროლოგური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით კი 2--- წლის 1 ნოემბრიდან, 30 ნოემბრისა და 2--- წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით აღინიშნებოდა ნალექი.
6.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მოპასუხე მხარისათვის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლების თაობაზე და სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას რომ მის მიერ ხალშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული სიტუაციით(დიდთოვლობა, უხვი ნალექის გამო შექმნილი ღვარცოფები და მეწყრული მოვლენები), რის თაობაზეც ორივე შემთხვევაში ინფორმირებული იყო მოსარჩელე მხარე. რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს, რომ მოპასუხე მხარის წერრილებში მითითებული გარემოება სამუშაოთა წარმოების შეფერხებასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამებოდა, არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით.
არც ის დაუსაბუთებია, რატომ არ შედგა შუალედური აქტი და ხომ არ იყო ამის გამომწვევი მიზეზი მოპასუხის მიერ აღნიშნული სტიქიური მოვლენები, რამაც საკომუნიკაციო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
სასამართლომ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ვადაში შესრულება და შეფერხება არ მომხდარა ფორს-მაჟორული მოვლენების გამო.
მოსარჩელე მხარის მიერ ცალმხრივად და მის სასარგებლოდაა შეფასებული ხელშეკრულების პირობები. მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ შპს ,,------------------ს მხრივ, ხელეკრულების პირობების შესაბამისად, მუდმივად ინფორმირებული იყო მოსარჩელე მხარე იმ მიზეზების თაობაზე, რაც შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, მაგრამ ამავე ხელშეკრულეის პირობების დარღვევით, მისგან ინფორმაცია არ მიღებულა. შესაბამისად, არც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არსებობდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის ინკვიზიციური დამოკიდებულება მოპასუხე მხარისადმი, იმ პირობებში, როცა მოპასუხე კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას მოსარჩელესთან ს----–-–------–--------- შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არის თავსებადი კანონის მოთხოვნასთან. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე იჩენს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების კუთხით, მასთან თანამშრომლობა არ გაგრძელდებოდა.
მოპასუხე მხარისაგან მოსარჩელე მხარეს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საბოლოოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ, მოპასუხე მხარისაგან ფორს-მაჟორული სიტუაციის შექმნასთან დაკავშირებით წერილობით ინფორმაციაზე პასუხის გაუცემლობა, მოპასუხე მხარისაგან ჩაითვალა თანხმობად ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე სამუშაოთა წარმოების გაგრძელების შესახებ და მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელე მხარისაგან ინფორმაციის მიწოდება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოსარჩელის მიერ საქმის სასამართლო განხილვისათვის გადახდილი ბაჟი დარჩება სახელმწიფოს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.არ დაკმაყოფილდეს გ-------- დ-–---------------–------------------------------- ს--- ,,ე---------–- ს------------------“-ს სარჩელი მოპასუხე შ-------------------------სათვის, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამატეხლოს, 5----------------------------–-------) ლარისა და 6-(ს----–---–-----) თ------ს, ს--- ,,ე---------–- ს------------------“-ს სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.
2.მოსარჩელეს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი