გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/18205-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე ქ. თბ--–----------–----–--------------ა
წარმომადგენელი თა--------–------ე
მოპასუხე შპს „გრ----------ი +“
წარმომადგენელი უშ------------ე
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „გრ---------ი+“-ს ქ. თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 6 552 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
ქ. თბ--–----------–----–--------------ას და შპს „გრ---------ი+“-ს შორის 20---–-–-----------–ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03---------- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 20------- ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გ------------------------------–---–-ს ქუჩის დამაკავშირებელი ჭ-----------------------–--–--- არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურება. ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 3-----------ის ჩათვლით. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო არსებული მცენარეების 100%-იანი გახარება მოვლა-პატრონობის პერიოდში (გარდა მიზანმიმართული მექანიკური დაზიანებისა და ქურდობის ფატებისა) და ამავე პერიოდში გამხმარი მცენარეების ჩანაცვლება ახლით.
ქ. თბ--–----------–----–--------------ის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1-------------ის წერილით მოპასუხეს დაევალა 5-- ხე-მცენარისა და 1--- ბუჩქოვანი მცენარის ჩანაცვლება 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. ამავე სამსახურის 2018 წლის 2-----------ის წერილით დაზუსტდა ხე-მცენარეების და ბუჩქოვანი მცენარეების რაოდენობები, კერძოდ ხე-მცენარეების რაოდენობამ შეადგინა 4-- ცალი, ხოლო ბუჩქოვანი მცენარეების 9--. ამასთან ჩანაცვლების ვადამ გადაიწია 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
2019 წლის 2-----------–ის აქტით დასტურდება, რომ მცენარეების ჩანაცვლება ნაცვლად 2018 წლის 28 დეკემბრისა განხორციელდა 2019 წლის 23 თებერვალს - 57 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%, რაც შეადგენს 6---- ლარს. წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად დარიცხული პირგასამტეხლო გადახდილი არ არის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შედეგ გარემოებებზე მითითებით:
სარჩელის მიხედვით, ჩასანაცვლებელმა მცენარეებმა შეადგინა ჯამში 13-- მცენარე, რომლის ოდენობა რის საფუძველზე დადგინდა მოპასუხისთვის გაურკვეველია.
მოსარჩელის 2018 წლის 1-------------ის წერილის საპასუხოდ, მოპასუხის 2018 წლის 2-------------ის წერილი, სადაც მოთხოვნილია ჩასანაცვლებელი მცენარეების დასახელება, მოსარჩელემ გაიზიარა, რასაც მოწმობს 2-----------ის წერილის შინაარსი და ჩანაცვლების ვადის (2---------------–--–-----------------ი) ცვლილება. ამასთანავე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არავეგეტაციურ პერიოდში მცენარეთა დარგვა იმთავითვე დაკავშირებულია მათი განუვითარებლობის მაღალ ალბათობასთან. ნერგების ცივ პერიოდში დარგვას მაღალი ალბათობით შეეძლო გამოეწვია შემსყიდველის ქონებრივი დანაკლისი. ასეთ პერიოდში შემსყიდველმა 2018 წლის 2-----------ის წერილით მოითხოვა 2 დღეში 9-- ბუჩქოვანი და 4-- ახალგაზრდა ხე-მცენარის ჩანაცვლება. ცხადია 13-- მცენარის დარგვისთვის 2 დღე არის არაგონივრული ვადა.
2019 წლის 3---------ს შეთანხმების აქტის გაფორმების გზით ცვლილება შევიდა 20---–-–-----------–ის ხელშეკრულებაში, რომლითაც გაიზარდა მოქმედების ვადა, მარტოოდენ მცენარეების დამატებით დასარგავად. იმ შემთხვევაში, თუკი მიმწოდებელი იქნებოდა ინფორმირებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, იგი არ დადებდა ასეთ გარიგებას. უფრო მეტიც, აქტში აღნიშნულია, რომ მისი დადების მოტივი „არსებული საჭიროებაა“, რომელიც მეტი არაფერია თუ არა დარგვის პერიოდის მისადაგება ვეგეტაციურ პერიოდთან.
ამდენად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების წარმოშობის წინაპირობები დავის ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი სასამართლო შესაგებელს მიიჩნევს დაუსაბუთებლად, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბ--–----------–----–--------------ას და შპს „გრ---------ი+“-ს შორის 20---–-–-----------–ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03---------- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 20------- ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გ------------------------------–---–-ს ქუჩის დამაკავშირებელი ჭ-----------------------–--–--- არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურება.
ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 3-----------ის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის, დანართი #2-ით განსაზღვრული სამუშაო საათების და მორწყვისთვის განსაზღვრული დროის შუალედების დაცვით. ნერგების მიწოდება-დარგვა ხორციელდებოდა ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. (3.2.2 პუნქტი)
3.1.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის (მათ შორის შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში) მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.
3.1.3. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პიროების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა. (11.1 პუნქტი)
3.1.4. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო არსებული მცენარეების 100%-იანი გახარება მოვლა-პატრონობის პერიოდში (გარდა მიზანმიმართული მექანიკური დაზიანებისა და ქურდობის ფატებისა) და ამავე პერიოდში გამხმარი მცენარეების ჩანაცვლება ახლით.
ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 20---–-–------------ის ჩათვლით. (2.5 პუნქტი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 17-22)
- დანართი #1-6 (ს.ფ 23-32)
3.1.5. 2017 წლის 1---------რს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით ცვლილება შევიდა 20---–-–-----------–ის ხელშეკრულების 2.3 პუნქტში და მომსახურების ღირებულება გაიზარდა 20 471.33 ლარით და ნაცვლად 209 423.52 ლარისა განისაზღვრა 229 894.85 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება (ს.ფ 33)
3.1.6. 2018 წლის 1--------–-ს შეთანხმებით, ცვლილება შევიდა 20---–-–-----------–ის ხელშეკრულების 6.1. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენელების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქ. თბ--–----------–----–--------------ის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება (ს.ფ 34)
3.1.7. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 1-------------ის წერილის მიხედვით, 20---–-–-----------–ის ხელშეკრულების შესაბამისად ჩასანაცვლებელი იყო 5-- ხე და 1--- ბუჩქი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს 2018 წლის 5--------------------------ის ჩათვლით უნდა განეხორციელებინა დანაკლისი მცენარეების 100%-იანი ჩანაცვლება განხორციელებული ინსპექტირების აქტისა და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 1-------------ის წერილი (ს.ფ.36)
3.1.8. 2018 წლის 1-------------ის საპასუხოდ, 2018 წლის 2-------------ის წერილით მოპასუხემ მზადყოფნა გამოთქვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა იქვე მიუთითეს, რომ მათი წერილიდან არ დგინდებოდა კონკრეტულად რომელი დასახელების მცენარის და ბუჩქების ჩანაცვლებას ითხოვდა შემსყიდველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 2-------------ის წერილი (ს.ფ.88)
3.1.9. 2018 წლის 2-----------ის წერილით, მიმწოდებელს განემარტა, რომ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, მისი ვალდებულებაა მოვლა-პატრონობისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაცვა და შენარჩუნება, რაც მოიცავს როგორც გამხმარი ნერგების ჩანაცვლებას ასევე სხვა მიზეზით გარემოდან ამოღებული ნერგების ჩანაცვლებას, გარდა მიზანმიმართული დაზიანებისა და ქურდობის ფაქტებისა, რომელთა შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემსყიდველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღწერის აქტის საფუძველზე მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა დანაკლისი მცენარეების 9-- ბუჩქოვანი და 4-- ახალგაზრდა ხე-მცენარის ჩანაცვლება, არსებული ტეროტორიის შესაბამისი მცენარეების სახეობებით.
მიმწოდებელს დარგვისა და ჩანაცვლების სამუშაოები უნდა შეესრულებინა 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 2-----------ის წერილი (ს.ფ. 37)
3.1.10. 2019 წლის 3---------ს შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც „არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“ შეტანილი იქნა ცვლილება ხელშეკრულების 2.5 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 30 კალენდარული დღით და გაგრძელდა 20---–-–-----------ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–------------ის შეთანხმება (ს.ფ 35)
3.1.11. 2019 წლის 2------------–ს მხარეებს შორის შედგა აქტი, რომლის მიხედვით მოპასუხემ 20---–-–-----------–ს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 1-----------–------------------–-ს ჩათვლით ჩაანაცვლა 4-- ხე და 9-- ბუჩქი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 2-----------–ის აქტი (ს.ფ 39)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 1 მარტის წერილში შემსყიდველი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილით მიმწოდებელს დაევალა 5-- ხე-მცენარის და 1--- ბუჩქოვანი მცენარის ჩანაცვლება. 2018 წლის 2-----------ის წერილით დაზუსტდა და ჩასანაცვლებელი ხე-მცენარეების რაოდენობამ შეადგინა 4--, ხოლო ბუჩქოვანი მცენარეების რაოდენობამ 9--. ჩანაცვლების ვადამ გადაიწვია 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა იგი განხორციელდა 2019 წლის 23 თებერვალს. რაც დასტურდება 2019 წლის 2-----------–ის აქტით.
ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (57 დღე) ხელშეკრულების ღირებულების 0.05%, ჯამში 6552 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 1 მარტის წერილი (ს.ფ. 40)
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულება.
ირკვევა, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2018 წლის 2------------დან. მისი განმარტებით, მხარეებს შორის ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 20---–-–------------ის ორმხრივი შეთანხმებით გაგრძელდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე მხარე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ 20---–-–------------ის შეთანხმების მოტივი სხვა არაფერია თუ არა დარგვის პერიოდის მისადაგება ვეგეტაციურ პერიოდთან. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ 2018 წლის 1-------------ის წერილში კონკრეტულად არ იყო დასახელებული რომელი მცენარეების ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო, რაც შემდგომში დაზუსტდა 2018 წლის 2-----------ის წერილით.
სასამართლოს დასკვნით განსახილველი სამოქალაქო საქმის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია გონივრულად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით დადგენილ ფარგლებში განიმარტოს 20---–-–------------ის შეთანხმების მოტივი და მიზანი.
ამ მიზნით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლს, რომლის დანაწესით თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სწორედ სასამართლო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ჩაერიოს კონკრეტულ ურთიერთობაში და მხარეებს განუსაზღვროს სამართლიანი და თანასწორი პირობები. აღნიშნულ ურთიერთობაში ჩარევა უნდა იყოს სოციალურად სამართლიანი და დაბალანსებული. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. ამდენად, კერძო სამართლებრივი ხასიათის ქონებრივი ურთიერთობა მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს იურიდიულ თანასწორობას სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტებს შორის.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლს, რომლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ზოგადად ხელშეკრულება შესრულებაზეა ორიენტირებული აქტია, რაც ხაზს უსვამს მისი ქმედითობის საჭიროებას, შესაბამისად, მას ქმედითობის ელემენტი რომ არ დაეკარგოს ხელშეკრულების პირობები, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპების საფუძველზე უნდა განიმარტოს.
დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი კომუნიკაცია მცენარეების მოვლა-პატრონობისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაცვა და შენარჩუნების თაობაზე.
2018 წლის 1-------------ის წერილის მიხედვით, 20---–-–-----------–ის ხელშეკრულების შესაბამისად ჩასანაცვლებელი იყო 5-- ხე და 1--- ბუჩქი. ხოლო ამავე წლის 2-----------ის წერილით საბოლოოდ დაზუსტდა და ჩასანაცვლებელი ხე-მცენარეების რაოდენობამ შეადგინა 1--- ცალი მცენარე. მოპასუხეს აღნიშნულის შესასრულებლად განესაზღვრა ვადა 201--–-–-----------------დე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს სამუშაოების შესრულების ვადა არ გადაუცილებია და შესაბამისად, ვალდებულებაც არ დაურღვევია. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს ქმნის საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოება, სახელდობრ: 2019 წლის 3---------ს შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც „არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“ შეტანილი იქნა ცვლილება ხელშეკრულების 2.5 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 30 კალენდარული დღით და გაგრძელდა 20---–-–-----------ის ჩათვლით.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ხე-მცენარეების დარგვა დამატებითი შეთანხმების გაფორმებამდე უნდა განხორციელებულიყო ზამთრის პერიოდში. მოპასუხის განმარტებით, არავეგეტაციურ პერიოდში მცენარეთა დარგვა იმთავითვე დაკავშირებული იყო მათი განუვითარებლობის მაღალ ალბათობასთან. ნერგების ცივ პერიოდში დარგვას მაღალი ალბათობით შეეძლო გამოეწვია შემსყიდველის ქონებრივი დანაკლისი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებითი შეთანხმების მიზანს წარმოადგენდა სწორედ არავეგეტაციურ პერიოდში მცენარეების დარგვის შედეგად წარმოშობილი ზიანის თავიდან არიდება და შეთანხმებაში გაწერილი ტერმინი „არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“ სწორედაც, რომ პირდაპირ დაკავშირებული იყო ვეგეტაციური (წელიწადის დრო, როდესაც მცენარე აქტიურად ავლენს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს - იზრდება და ვითარდება) პერიოდის დადგომასთან.
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რაც ასახულია 102-ე მუხლში, რომლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მეტიც, მან სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რა მიზანს ემსახურებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდა, თუ არა შესასრულებელი სამუშაოების მიღება. აღსანიშნავი ისიც, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, შემსყიდველს რაიმე სახის შენიშვნა სამუშაოს მიწოდების ვადებთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით არ დაუფიქსირებია. მან ხელმოწერით დაადასტურა სამუშაოების დადგენილ ვადაში სრულყოფილად შესრულება და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდგომ დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე აღძრულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილზეც, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.
სასამართლოს მოსაზრებით, 20---–-–------------ის შეთანხმებით განსაზღვრული მხარეთა რეალური ურთიერთ ვალდებულებანი უნდა განისაზღვროს და განიმარტოს არა მხოლოდ გარიგების ტექსტის სიტყვასიტყვითი ანალიზის არამედ საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ყველა გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად. ამგვარი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთანხმებით განსაზღვრულ ხელშეკრულების მოქმედების ვადების გაზრდის მთავარ საფუძველს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულება. მართალია ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 3-----------ის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის, დანართი #2-ით განსაზღვრული სამუშაო საათების და მორწყვისთვის განსაზღვრული დროის შუალედების დაცვით. თუმცა ზემოაღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივად ანალიზის საფუძველზე, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 20---–-–------------ის შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების შესრულების ვადა სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისად ვეგეტაციური პერიოდის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული (3.2.1. პუნქტი) მომსახურების ვადისა (2018 წლის 3------------ი) და 2-----------ის წერილით განსაზღვრული ვადისა (2------------ი), მხარეები რეალურად შეთანხმდნენ მომსახურების გაწევის ვადის გაგრძელებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებული შეთანხმების ტექსტის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ტექსტის გონივრულად განმარტების პრინციპს, რომელიც გადმოცემულია სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლში.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, შპს“გრ---------ი+“-ის მიერ სამუშაოები შესრულდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში. სასამართლოს ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთან არ შეუწყვეტია ხელშეკრულება და არ მომხდარა უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ჩამორთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 52-ე, 115-ე, 325-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „გრ---------ი +“-ის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.2.1. პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 3-----------ის ჩათვლით, რომლის ამოწურვის შემდგომ 2019 წლის 3---------ს შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც „არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“ შეტანილი იქნა ცვლილება ხელშეკრულების 2.5 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 30 კალენდარული დღით და გაგრძელდა 20---–-–-----------ის ჩათვლით.
2019 წლის 2------------–ს მხარეებს შორის შედგა აქტი, რომლის მიხედვით მოპასუხემ 20---–-–-----------–ს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 1-----------–------------------–-ს ჩათვლით ჩაანაცვლა 4-- ხე და 9-- ბუჩქი. აღსანიშნავია, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, შემსყიდველს რაიმე სახის შენიშვნა სამუშაოს მიწოდების ვადებთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით არ დაუფიქსირებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „გრ---------ი+“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. ხოლო პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს - 6552 ლარის დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სარჩელის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ქ. თბ--–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი