გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
820210118002744916
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210118002744916 (2-735/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.10.2019 წ. ქ. ბათუმი.

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - სს ”ლ--------------”

წარმომადგენელი - ან-----------ი

მოპასუხეები: გე----------ძე, ლ---- ბ-----ე, რ----- დი------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გე----- ბ-----ეს, რ----- დი------ესა და ლ---- ბ-----ეს ს/ს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 7 348.95 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3 381.68 ლარი, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 2 817.27 , ხოლო დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 1 150 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2014 წლის 30 იანვარს სს „ლ-------------სა“ და ბ-----ე გე-----ს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 4 120 ლარის ოდენობით, 2019 წლის 5 თებერვლამდე, წლიური 23% საპროცენტო სარგებლის გადახდით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმად, ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 116.14 ლარით. ხელშეკრულების 2.2.4 მუხლის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით.

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იმავე დღეს ს/ს „ლ-------------ს“, ლ---- ბ-----ესა და რ----- დი------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ბანკის წინაშე გე----- ბ-----ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამასთან, მათ პასუხისმგებლობის მაქსიმალური ფარგლები განისაზღვრა 13 937.37 ლარით.

მოსარჩელემ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გასცა სესხი, ხოლო მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. აღნიშნულზე, როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაეგზავნათ შეტყობინებები და ეთხოვათ ნებაყოფლობით შეესრულებინათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, 2018 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით გე----- ბ-----ის დავალიანება ს/ს „ლ--------------ს“ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7 348.95 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3 381.68 ლარი, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 2 817.27 ლარი, ხოლო დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 1 150 ლარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ს/ს „ლ-------------ს“ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით წარმოეშვა სასამართლოსათვის მიმართვის წინაპირობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით მოპასუხეები სარჩელის მოთხოვნას ნაწილობრივ ეთანხმებიან. ცნობენ სარჩელს ძირითადი დავალიანების ნაწილში. არ ეთანხმებიან სარგებელისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, მათი განმარტებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოწვეული იყო არა მათი არაკეთილსინდისიერებით, არამედ მძიმე ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 30 იანვარს სს „ლ-------------სა“ და ბ-----ე გე-----ს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბანკმა გასცა, ხოლო მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა 4 120 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 2019 წლის 5 თებერვლამდე ვადით, წლიური 23% პროცენტის გადახდით. ამასთან გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღისთვის, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ოდენობით. იმავდროულად, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლითაც განისაზღვრა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2----–-–-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება,-სესხის დაფარვის გრაფიკი

 

3.1.2. 2----–-–-------------- N--------------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკს, ლ---- ბ-----ესა და რ----- დი------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ამ უკანასკნელმა გე----- ბ-----ის საკრედიტო ვალდებულების შესრულებისათვის. ამასთან, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ორივე შემთხვევაში განისაზღვრა 13 937.37 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2----–-–-------------- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.3. ს/ს „ლ--------------ს“ მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გაიცა სესხის თანხა, ხოლო მსესხებელმა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი. შესაბამისად, როგორ მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაეგზავნათ შეტყობინებები, ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ ვადაგადაცილებული დავალიანება N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7 348.95 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 3 381.68 ლარი, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 2 817 .27 ლარი, ხოლო დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 1 150 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასესხო ამონაწერი, ცნობა დავალიანების შესახებ, შეტყობინებები და საფოსტო გზავნილები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.

მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1150 ლარი აშკარა შეუსაბამოა და არ არის ვალდებულების დარღვევის პროპორციული.

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რომელიც ვალდებულების დარღვევიდან დღემდე საკმაოდ მაღალია, თუმცა გათვალისწინებული იქნა მოპასუხეთა მდგომარეობა და პირგასამტეხლო იქნა დაკორექტირებული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას სასამართლო იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ ლ--------------ს “ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთანავე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის ხაზით მომსახურების, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, 2014 წლის 30 იანვარს სს „ლ-------------სა“ და ბ-----ე გე-----ს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბანკმა გასცა, ხოლო მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა 4 120 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 2019 წლის 5 თებერვლამდე ვადით, წლიური 23% პროცენტის გადახდით. ამასთან გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღისთვის, ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ოდენობით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლ----დ, ისე ნაწილობრივ.

სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, გე----- ბ-----ესთან ერთად ლ---- ბ-----ესა და რ----- დი------ის სოლიდარული ვალდებულება სს ''ლ--------------ს’’ წინაშე წარმოშობილია 2----–-–-------------- თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის და სარგებლის თანხა სრულად გადახდილი არ იქნა. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია რომ დარიხცული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლ----დ გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო (ჯარიმა) - 1150 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი, რომელიც სასამართლოს აზრით, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს იმ თანხის პროპორციული ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, რა ოდენობითაც სარჩელი ცნო მოპასუხემ.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 220.46 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 50 ლარი.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის - 3381.68 ლარის ნაწილში. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს (3381.68 ლარის 3%) 101.45 ლარი ლარი.

მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (რა ნაწილშიც არ ცნეს სარჩელი და დაეკისრათ) 89.01 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. დანარჩენი ბაჟის ნაწილი, )რა ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა) უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ლ--------------ს '' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გე----- ბ-----ეს, რ----- დი------ესა და ლ---- ბ-----ეს სს ,,ლ--------------ს '' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6348.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 3381.68 ლარს, სესხზე დარიცხული სარგებელი შეადგენს - 2817.27 ლარს, პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეადგენს - 150 ლარს;

 

3. გე----- ბ-----ეს, რ----- დი------ესა და ლ---- ბ-----ეს სს ,,ლ--------------ს '' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის თანხა 89.01 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს '' გადახდილი ბაჟის ნაწილი, რა ნაწილშიც მოსარჩელემ ცნო სარჩელი (3381.68 ლარის 3%) 101.45 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300733150. (სს,,ლ--------------“, საგადასახადო დავალება N----------- 30/10/2018.)

 

5. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე