განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2019
საქმის ნომერი
010100119002984244
დავის ტიპი
353
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N01-1-0119002984244

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - პაატა ც-–--–--ე

 

ბრალდებული - გი-----ი ა-----ე

ადვოკატი - პა-----------ე

 

ბრალდებული - ი-----–ი ც-–--–--ე

ადვოკატი - მე----–------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი-----ი ა-----ე

მამის სახელი: რ---ო

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგო----ეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6---------6

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ქო----–---ი, სოფელი ხ--–----ნი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

3531 მუხლის მე-2 ნაწილი

 

ბრალდებული: ი-----–ი ც-–--–--ე

მამის სახელი: დ--------ი

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგო----ეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6---------1

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ქო----–---ი, სოფელი ა--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

3531 მუხლის მე-2 ნაწილი

დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 2- მარტი, 00:1- საათი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 2- მარტს, ღამის საათებში, ქ. ქო----–---ში, თა----------ს სა------ო N4-ში მდებარე რესტორან ,,კ-------ო’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გი-----ი ა-----ემ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქო----–---ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის ირ---–--–------–---–ის მიმართ, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ადმინისტრაციულსამართლებრივი რეაგირება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ, განახორციელა თავდასხმა სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა ქვის თავში ჩარტყმით, ასევე ხელის სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, რითაც ხელყო ირ---–--–------–---–ის ჯანმრთელობა და მას ასევე დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა.

 

2. 2019 წლის 2- მარტს, ღამის საათებში, ქ. ქო----–---ში, თა----------ს სა------ო N4-ში მდებარე რესტორან ,,კ-------ო’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–ი ც-–--–--ემ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქო----–---ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის მა-------------–-–---–ის მიმართ, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ადმინისტრაციულსამართლებრივი რეაგირება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ, განახორციელა თავდასხმა სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა ხელის სახის და გულმკერდის არეში დარტყმებით, ასევე მარცხენა ხელზე კბენაში, რითაც ხელყო მა-------------–-–---–ის ჯანმრთელობა და მას ასევე დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2019 წლის 2- მარტს, ღამის საათებში, ქ. ქო----–---ში, თა----------ს სა------ო N4-ში მდებარე რესტორან ,,კ-------ო’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გი-----ი ა-----ემ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იქვე მყოფ პოლიციელს - ირ---–--–------–---–ს, რომელმაც ორგანიზება გაუწია ურთიერდაპირისპირებული მოქალაქეების მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთას, გაუწია წინააღმდეგობა ძალადობით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

4. 2019 წლის 2- მარტს, ღამის საათებში, ქ. ქო----–---ში, თა----------ს სა------ო N4-ში მდებარე რესტორან ,,კ-------ო’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ი-----–ი ც-–--–--ემ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იქვე მყოფ პოლიციელს - მა-------------–-–---–ს, რომელიც სხვა პოლიციელებთან ერთად ურთიერდაპირისპირებული მოქალაქეების მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთაში იღებდა მონაწილეობას, გაუწია წინააღმდეგობა ძალადობით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით:

 

5. შეტყობინების რეგისტრაციის N775377 თანახმად, პოლიციელმა სუ-–---------ძემ ელსმენის საშუალებით განახორციელა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქო----–---ში, თა----------ს ქუჩაზე განთავსებულ რესტორან "კ-------ო"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს, რა დროსაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა პოლიციელებს - ირ---–--–------–---–ს და მა-------------–-–---–ს.

 

6. იმავე პოლიციელ სუ-–---------ძის უნომრო და უთარიღო პატაკის მიხედვით, იგივე ფაქტის აღწერისას ეს უკანასკნელი პოლიციელებზე - ირ---–--–------–---–ზე და მა-------------–-–---–ზე თავდამსხმელებს მოიხსენიებს კვლავ - "ორ ახალგაზრდა მამაკაცს".

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სუ-–---------ძემ აღნიშნა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რესტორან ,,კ-------ო“-ს მიმდებარედ ადგილი ქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სადაც მან დაინახა, რომ მისთვის კარგად ნაცნობმა ი-----–ი ც-–--–--ემ მოულოდნელად თავს დაესხა მა-------------–-–---–ს, თავისა და სახის არეში მიაყენა რამდენიმე დარტყმა, რომელსაც ეცვა პოლიციის ფორმა, რომელიც ი-----–ი ც-–--–--ის მიერ იქნა შემოხეული. ამავე დროს ირ---–--–------–---–ს მისთვის კარგად ნაცნობმა გი-----ი ა-----ემ მარჯვენა ხელით თავის არეში მიაყენა დარტყმა, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც ნივთი სავარაუდოდ ქვა. რომლის შედეგად ირ---–--–------–---–ს წამოუვიდა სისხლი, ამის შემდეგ გი-----ი ა-----ემ კვლავ მიაყენა გი-----ი შ------–---–ს სახისა და გულმკერდის არეში რამდენიმე დარტყმა და ასევე შემოახია ფორმის ჟილეტი. შემდეგ მან აღნიშნა, რომ მათ მიერ მოხდა ი-----–ი ც-–--–--ის დაკავება, ხოლო გი-----ი ა-----ემ შეძლო გაქცევა და მიმალვა.

 

8. 2019 წლის 2- მარტის დაკავების ოქმის თანახმად, ქ. ქო----–---ში, თა----------ს სა------ო N38-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელმა ჯუ-----------------იძემ მოახდინა ბრალდებულის სახით ი-----–ი ც-–--–--ის დაკავება, ხოლო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

 

9. მოწმე ჯუ-----------------იძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა თანამშრომლების მიერ მათი გამოძახების შემდეგ. შემთხვევის ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 5 წუთის ან უფრო ნაკლები დროის შემდეგ დაინახა, რომ ერთერთმა მოქალაქემ, რომელსაც მანამდე იცნობდა გვარით, პოლიციელებს - ირ---–--–------–---–ს და მა-------------–-–---–ს დაესხა თავს, ირ---–--–------–---–ს თავში ჩაარტყა და შემოახია ჟილეტი, ხოლო მეორე ი-----–ი ც-–--–--ე, რომელსაც კარგად იცნობდა თავს დაესხა მა-------------–-–---–ს. მოწმემ განმარტა, რომ მან და მისმა თანამშრომელმა გე-–-----------ემ დააკავეს ი-----–ი ც-–--–--ე და წაიყვანეს განყოფილებაში.

 

1-. ქო----–---ის ჰოსიპიტალის მიმღებ განყოფილებაში შედგენილი 2019 წლის 2- მარტის დათვალიერების შესახებ ოქმის და ფოტოსურათის თანახმად, ირ---–--–------–---–ს თავზე გააჩნია ღია ჭრილობა, სისხლით დასვრილია მთლიანად თავის და სახის ზედაპირი.

 

11. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002897319 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო ს--უთის და პირადი შემოწმების (2-.03.2019 წ) მონაცემებით, ირ---–--–------–---–ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა, ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

12. მოწმე ირ---–--–------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2019 წლის 26 მარტს, პოლიციის თანამშრომლებმა რადიო გადამცემით ითხოვეს დახმარება და გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ირ---–--–------–---–ი ესაუბრებოდა პოლიციელს - მა-------------–-–---–ს და მოულოდნელად მათ თავს დაესხა ორი პიროვნება. პირადად მას გი-----ი ა-----ემ ჩაარტყა თავში ქვა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, წამოუვიდა ცხვირიდან და თავიდან სისხლი, ასევე შემოახია სამსახურებრივი პერანგი. ირ---–--–------–---–მა ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ მას გი-----ი ა-----ის ხელში დარტმის დროს ქვა არ დაუნახია, მაგრამ როცა დაარტყა, ქვა შემდეგ ძირს დავარდა, რა დროსაც დაინახა.

 

მოწმემ ადვოკატის შეკითხვაზე ასევე განმარტა, რომ როცა გი-----ი ა-----ე მას ურტყამდა, წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ ქონდა, თუმცა ხედავდა, როგორ ურტყამდა ი-----–ი ც-–--–--ე მა-------------–-–---–ს.

 

13. ქო----–---ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში შედგენილი 2019 წლის 2- მარტის დათვალიერების შესახებ ოქმის და ფოტოსურათის თანახმად, მა-------------–-–---–ს მარცხენა ყურზე და კისრის მიდამოში გააჩნია მოწითალო ფერის ლაქა, ხოლო ხელის მტევანზე მოწითალო ფერის წერტილები.

 

14. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002896919 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების (2-.03.2019 წ) მონაცემებით, მა-------------–-–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

წარმოდგენილ სამედიცინო ს--უთში მითითებულ ნაკბენ ჭრილობას მარცხენა მტევნის არეში და ექსკორიაციებს კისრის არეში ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირადი შემოწმებისას მა-------------–-–---–ს ჭრილობა და ექსკორიაციები არ აღენიშნებოდა.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა-------------–-–---–ის ჩვენების ანალიზის თანახმად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელთა ჯგუფმა რაციით აცნობა, რომ სჭირდებოდათ დახმარება და მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები და ჩხუბობდნენ. იქ მყოფმა პოლიციელებმა მოახდინეს ადმინისტრაციული წესით მათი ნაწილის დაკავება. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ მა-------------–-–---–ი ელაპარაკებოდა პოლიციელს - ირ---–--–------–---–ს, რა დროსაც თავს დაესხა ი-----–ი ც-–--–--ე, რომელიც ურტყამდა სახისა და გულმკერდის არეში. მისი გადმოცემით ის არის ნაოპერაციები გულზე, რის გამოც დაკარგა წინააღმდეგობის გაწევის უნარი რამოდენიმე წუთით. ამ დროს მან დაინახა ირ---–--–------–---–ი, რომელსაც თავს დაესხა გი-----ი ა-----ე, რომელმაც თავში ჩაარტყა რაღაც საგანი, ის უტყამდა სახეშიც და შემდეგ გაიქცა, ხოლო იქ მყოფმა პოლიციელებმა მოახერხეს ი-----–ი ც-–--–--ის დაკავება.

 

16. 2019 წლის 2- მარტის (1242 -1330 საათი) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამოძიებისათვის საინტერესო ნივთი ნაპოვნი არ ყოფილა.

 

17. ქო----–---ის რაიონულ სამმართველოში შედგენილი 2019 წლის 2- მარტის (1215 -1335 საათი) ამოღების ოქმის თანახმად, (შემთხევიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ) პოლიციელ ირ---–--–------–---–ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული ჟილეტი.

 

18. ქო----–---ის რაიონულ სამმართველოში შედგენილი 2019 წლის 2- მარტის (131- -1325 საათი) ამოღების ოქმის თანახმად, (შემთხევიდან დაახლოებით 13 საათის შემდეგ) პოლიციელ მა-------------–-–---–ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული პერანგი და ჯემპრი.

 

19. 2019 წლის 15 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N370/ტრ დასკვნის თანახმად, ამოღებულ პოლიციელთა კუთვნილ ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

 

20. 2019 წლის 29 მარტს საადვოკატო ბიუროში სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა გი-----ი ა-----ე ბრალდებულის სახით, რომელიც პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე გათავისუფლდა დაკავებიდან, რადგან დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობას უწევდა და ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–ი და------ის ჩვენების ანალიზის თანახმად, დაინახა ი-----–ი ც-–--–--ისა და გი-----ი ა-----ის მიერ დაზარალებულებზე თავდასხმის ფაქტი. იგი ადასტურებს ირ---–--–------–---–ის დაზიანებას, კერძოდ ,,სისხლი მოსდიოდა თავიდან“. შედგენილი აქვს ი-----–ი ქა-----ძის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. არ ახსოვს საიდან მოვიდა გი-----ი ა-----ე, მაგრამ ახსოვს მისი შ------–---–ზე თავდასხმის მომენტი. მოწმეს ასევე არ ახსოვს რა ეცვა გი-----ი ა-----ეს თუმცა, დაინახა რომ თავდასხმის შემდეგ გაიქცა ქო----–---ის სადგურის მიმართულებით. მან ასევე დაინახა, რომ გი-----ი ა-----ეს მარჯვენა ხელში ეჭირა ქვა. ი-----–ი და------ემ განმარტა, რომ გი-----ი ა-----ე გვერდით მარჯვენა მხრიდან მივიდა დაზარალებულთან და ჩაარტყა ქვა თავში, შუბლის ზემოთა ნაწილში. ასევე ადასტურებს, რომ ორივე ხელით დაუწყო ხელების დარტყმა, რომელსაც შემოეხა ჟილეტი, თუმცა არ შეუმჩნევია ფეხის დარტყმის მომენტი და არც ირ---–--–------–---–ი არ დაუნახავს წაქცეული. მოწმეს ასევე არ დაუნახავს სად წაიღო საგანი, ქვა გი-----ი ა-----ემ. მოწმეს არ დაუთვალიერებია ირ---–--–------–---–ის ჟილეტი და არ უნახავს სად იყო გახეული იგი. ადვოკატ მე----–------ძის კითხვაზე მოწმემ სასამართლოს მოახსენა, რომ ი-----–ი ც-–--–--ე წინა მხრიდან მივიდა მა-------------–-–---–თან და თავს დაესხა მა-------------–-–---–ს. მოწმემ დაადასტურა, რომ დაკავებისას ი-----–ი ც-–--–--ე უწევდა პოლიციელებს წინააღმდეგობას. ასევე მოწმემ განმარტა, რომ მა-------------–-–---–ის მაისური საყელოზე იყო გახეული.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯო-----------–--–-ილის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივიდა სამსახურებრივი ავტომანქანით პოლიციელების მიერ გამოძახების შემდეგ და მონაწილეობა მიიღო ს--ა და------ის დაკავებაში. მოწმემ სასამართლოს მოახსენა, რომ ადგილზე დაინახა ბრალდებულები ი-----–ი ც-–--–--ე და გი-----ი ა-----ე, თუმცა მისი იქ ყოფნის დროს ბრალდებულების მიერ არანაირი თავდასხმა არ ყოფილა პოლიციელებზე.

 

23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუ--–----------–---–ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივიდა თანამშრომლების გამოძახების შემდეგ, სადაც მათ მიერ მოხდა რამდენიმე პიროვნების ადმინისტრაციული წესით დაკავება, ხოლო ირ---–--–------–---–სა და მა-------------–-–---–ზე თავდასხმის შესახებ, მისთვის ცნობილი გახდა სამსახურში მისვლის შემდეგ, თანამშრომლების მიერ მათთვის რადიო გადამცემით შეტყობინების საშუალებით.

 

24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბე--–-------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დახმარების მიზნით მოხდა მისი გამოძახება და მივიდა შემთხვევის ადგილზე. სადაც განახორციელა ი-----–ი ქა-----ძის ადმინისტრაციული წესით დაკავება, რაც შეეხება ირ---–--–------–---–ს და მა-------------–-–---–ს მათი დაზიანების შესახებ ცნობილი გახდა შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ.

 

25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ავ--------–-----------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივიდა თანამშრომლების მიერ მისი გამოძახების შემდეგ, სადაც იყო ჩხუბი, რა დროსაც ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და წაიყვანეს განყოფილებაში, რაც შეეხება ირ---–--–------–---–ისა და მა-------------–-–---–ის დაზიანების ფაქტის შესახებ გაიგო რაციის საშუალებით, მათი შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ.

 

26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ემ------------აძის ჩვენების ანალიზის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივიდა თანამშრომლების მიერ, დახმარების მიზნით მათი გამოძახების შემდეგ, სადაც დახვდა 50-მდე მოქალაქე, რომლებით ჩხუბობდნენ, რა დროსაც მოახდინეს რამდენიმე მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ირ---–--–------–---–ისა და მა-------------–-–---–ის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არ არის.

 

2-. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კა---------–--იძის ჩვენების ანალიზის თანახმად, იგი მუშაობს რესტორან ,,დავით“-ში და ფაქტთან დაკავშირებით ახსოვს, რომ შემთხვევის დღეს შემოესმა ხმაური, როდესაც გარეთ გავიდა ნახა, რომ იყო ახალგაზრდების ხელჩართული ჩხუბი. დაინახა, რომ პოლიციელ ირ---–--–------–---–ს რომელსაც მანამდეც იცნობდა, შუბლზე მოსდიოდა სისხლი. რაც შეეხება მა-------------–-–---–ზე ახსოვს ის, რომ ალევინებდნენ წყალს და აკანკალებდა ნერვიულობისგან.

 

28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნუ---------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, იგი მუშაობს დაცვის სამსახურ "დელტა"-ში. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ დახვდა პოლიციელები და რამდენიმე პიროვნება, მათ შორის იყო შეხლა შემოხლა. ის აღნიშნავს, რომ მან დაინახა როგორ აიღო გი-----ი ა-----ემ რაღაც საგანი და თავში ჩაარტყა ორჯერ ირ---–--–------–---–ს, რომელსაც სისხლი მოდიოდა და ჩაიკეცა. ასევე დაინახა ი-----–ი ც-–--–--ეც, რომელმაც უკბინა მა-------------–-–---–ს ხელზე და მიაყენა შეურაცყოფა. მოწმემ ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 1--20 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა და აკონტროლებდა მიმდებარე ტერიტორიას.

 

29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გე-–-----------ის ჩვენების ანალიზის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რაციით მოხდა თანამშრომლების გამოძახება დახმარების მიზნით, შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ დაინახა, მოულოდნელად როგორ დაესხენ თავს ირ---–--–------–---–სა და მა-------------–-–---–ს გი-----ი ა-----ე და ი-----–ი ც-–--–--ე, რომლებსაც მანამდე იცნობდა. დაინახა როგორ დაარტყა მიპარებით თავში და შემდეგ როგორ ურტყამდა ხელს გი-----ი ა-----ე ირ---–--–------–---–ს და როგორ შემოახია მოკლე მკლავიანი სამსახურის პიჯაკი. ასევე 5-1- მეტრის დაშორებით დაინახა მა-------------–-–---–იც, რომელსაც ურტყამდა ი-----–ი ც-–--–--ე, რომელიც გაქცევის შემდეგ დააკავეს და გადაიყვანეს სამმართველოში. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ გი-----ი ა-----ეს იცნობდა მანამდეც, რომელიც ადრე ბიჭებს ყავდათ მიყვანილი შემოწმების დროს, ასევე ქო----–---შიც ყავს ნანახი და პირადად მასაც გადაუმოწმებია. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ გი-----ი ა-----ეს ხელში ეჭირა ფილა თუ ქვა, რომელიც უკნიდან ჩაარტყა თავში და წამოუვიდა ირ---–--–------–---–ს სისხლი, შემდეგ სახეში და გვერდშიც დაარტყა და გაიქცა იქიდან.

 

30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თე---------------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, მან დაინახა თუ როგორ ურტყამდნენ პოლიციელებს მა-------------–-–---–ს და ირ---–--–------–---–ს. შემდეგ მისი მანქანით გაყვა საავადმყოფოში რადგან მეგობრობს ამ პოლიციელებთან. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შემდეგ შემთხვევის კადრები პოლიციაშიც აქვს ნანახი.

 

31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა--------ძის ჩვენების ანალიზის თანახმად, იგი მუშაობს რესტორან ,,კ-------ო''-ში. შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ საღამოს 11 საათისთვის შემოესმა გინების და შეურაცხყოფის ხმა. როცა გაიხედა გარეთ ნახა, რომ 30-40 ახალგაზრდა ჩხუბობდა, ვინ ვის ცემდა არ იცის. მოგვიანებით წავიდა სახლში და მეორე დღეს გაიგო, რომ ირ---–--–------–---–ს დაარტყეს ქვა.

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბა----------–--აძის ჩვენების ანალიზის თანახმად, შემთხვევის დღეს იყო რესტორან "დავით"-ში. სიგარეტის მოსაწევად გამოსვლისას შელაპარაკება მოუხდა მისთვის უცხო პირებთან. მოგვიანებით მოვიდა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აკავებდნენ მ-----ა და------ეს. ბა----------–--აძე მივიდა პოლიციელ ირ---–--–------–---–თან, რომელსაც მანამდე იცნობდა და თხოვა, რომ ნასვამები იყვნენ და გაეშვათ. თუმცა ირ---–--–------–---–ი მიუბრუნდა მას შეაგინა, შეაფურთხა და იქ მყოფ თანამშრომლებს მოუწოდა, რომ დაეკავებინათ ყველა. დაკავებული ბა----------–--აძე მანქანაში ჩასვეს, სადაც ასევე იყო ი-----–ი ც-–--–--ეც. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, ი-----–ი ც-–--–--ეს განუცხადეს, რომ თავისუფალი იყო და რამდენიმე წუთში გაუშვებდნენ, თუმცა 1- წუთის შემდეგ შევიდა თანამშრომელი და უთხრა ი-----–ი ც-–--–--ეს, რომ სისხლის სამართალში იყო მიცემული და ვერ გაუშვებდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათი წამოსვლის დროს გი-----ი ა-----ე იყო შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის შეკითხვაზე ბა----------–--აძემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე ი-----–ი ც-–--–--ესთან ერთად იყო და იგი პოლიციის თანამშრომელს თავს რომ დასხმოდა დაინახავდა.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ო---- და------ის ჩვენების ანალიზის თანახმად, რესტორან "დავითი"-დან გამოსულებს მოუვიდათ კამათი მათთვის უცნობ პირებთან, რომლებიც იგინებოდნენ და იყო ქაოსი. შემთხვევის ადგილზე იყო პოლიციელი ირ---–--–------–---–იც, რომელიც მისი მეზობელია. ამ უკანასკნელმა მას ხელი მოკიდა და ჩასვა მანქანაში. მოწმემ განმარტა, რომ მისი წამოსვლის დროს გი-----ი ა-----ე იყო რესტორან ,,კ-------ო''-ში, ცეკვავდა. მოწმემ ადვოკატის შეკითხვაზე სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ბოლოს ის მანქანა გავიდა, რომლითაც ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მას არ უნახია, რომ პოლიციის თანამშრომელს ვინმე თავს დასხმოდა. ო---- და------ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე ირ---–--–------–---–ს ეცვა ჯინსის შარვალი და შავი მაისური.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----ა და------ის, ალ-----------------ძის, ს--ა და------ის და ლ-–--------ის ჩვენებების ანალიზის თანახმად, ბრალდებულებს - ი-----–ი ც-–--–--ეს და გი-----ი ა-----ეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცყოფა პოლიციელებისთვის არ მიუყენებია.

 

35. ბრალდებულმა გი-----ი ა-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კატეგორიულად უარყო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტი.

 

36. ბრალდებულმა ი-----–ი ც-–--–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 26 მარტს იმყოფებოდა მეგობრის - ს--ა და------ის დაბადების დღეზე. რესტორნიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ დაინახა, რომ პოლიციის მუშაკები იჭერდნენ მ-----ა და------ეს, რა დროსაც იკითხა მიზეზი. იქ მყოფმა პოლიციელმა ირ---–--–------–---–მა თქვა ესეც დაიჭირეთო, დაიჭირეს და წაიყვანეს განყოფილებაში. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ის არ იცნობს მა-------------–-–---–ს, რაც შეეხება ამ უკანასკნელის დაზარალების შესახებ განყოფილებაში მისვლის შემდეგ გაიგო. ბრალდებულმა ასევე დააზუსტა, რომ მისი დაკავების დროს ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც მას იჭერდა ხელი ჰკრა, თუმცა ის არ ყოფილა მა-------------–-–---–ი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

37. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულია პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

38. პირის ქმედების ხსენებული მუხლით მსჯავრდებისთვის აუცილებელია შემდეგი ნიშნების ერთობლივად არსებობა; 1) პირი თავს ესხმის პოლიციელს; 2) ხელყოფს მის ჯანმრთელობას და 3) თავდასხმა გამოწვეულია სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

39. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დაცული ძირითადი ინტერესი სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესია, ხოლო დამატებითი პოლიციელის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, რაც სასამართლოს შეფასებით ყოველ კონკრეტულ საქმეზე ცალკე უნდა დადგინდეს, ამასთან ქმედების ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ განზრახ, აუცილებელია მოტივის გარკვევა და შემოწმება არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.

 

40. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კრიმინალიზებულია და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით, ან ძალადობის მუქარით გაწეულ ისეთ წინააღმდეგობაზე, რომელსაც აქვს მუხლის დისპოზიციით პირდაპირ გაწერილი რამდენიმე შესაძლო მიზანი:

 

1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა;

2. პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა;

3. აშკარა უკანონო ქმედებისათვის პოლიციელის იძულება.

 

41. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია პირის პირადი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება.

 

42. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულ(ებ)ის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

43. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

44. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის სა--როა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/200-) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/0 -, § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრ---უმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/1-/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

45. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დას--უთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრ---უმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუს--უთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

46. სასამართლო მხარეებს ასევე განუმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

47. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

48. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს ს--ოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

49. ბრალდებისა და დაცვის მხარეს მიეცათ შესაძლებლობა სასამართლო სხდომაზე წარმოედგინათ და დაეკითხათ მოწმეები; ნათელია, რომ პროკურორის მხრიდან წარმოდგენილი მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიციის მუშაკები იყვნენ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები - ბრალდებულთა მეგობრები და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები.

 

50. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ პოლიციის მუშაკთა მხრიდან ჩარევამდე ათეულობით ადამიანი ჩართული იყო კონფლიქტში, მათ შორის ბრალდებული და მისი მეგობრების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო დაკითხულ მოწმეთა ჩვენების თანახმად ვიდეოკამერა იყო, არცერთმა მხარემ იგი არ მოიპოვა. ვიდეოჩანაწერი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა მხარეთა მოწმეების ჩვენებების სანდოობის შესაფასებლად. მაგალითად, სასამართლოს ნაკლებად სანდოდ მიაჩნია პოლიციელ სუ-–---------ძის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რადგან პატაკის შედგენისას და შეტყობინების განხორციელებისას ერთხელაც არ უხსენებია ბრალდებულები, ხოლო გამოკითხვა-დაკითხვისას კი ი-----–ი ც-–--–--ეს და გი-----ი ა-----ეს "მისთვის კარგად ნაცნობებად მოიხსენიებს". ბრალდების მხარის პოლიციელ მოწმეთა სანდოობაზე სასამართლოს ასევე ეჭვს უჩენს ის ფაქტი, რომ ბრალდებულ გი-----ი ა-----ის დაკავებას ხელმძღვანელობდა დაზარალებული ირ---–--–------–---–ი, რამაც გამოიწვია კიდეც კანონის დარღვევა და დაკავებული ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება მოხდა.

 

51. სასამართლო არ გამორიცხავს და დადასტურებულად მიაჩნია ბრალდებულთა მხრიდან პოლიციის თანამშრომლებისთვის გარკვეული სახის შეწინააღმდეგება, თუმცა ხაზს უსვამს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ ი-----–ი ც-–--–--ე და გი-----ი ა-----ე თავს დაესხნენ ორ პოლიციელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა ქმედებები ინდივიდუალურად უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები იყო და არა თავდასხმა მათი ჯანმრთელობის დასაზიანებლად.

 

52. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში, მაგალითად პოლიციის მუშაკი და სხვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებებში: ა) პოლიციის მუშაკის ამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე ბ) აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზომიერი ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ნორმალური საქმიანობის პირობების შექმნას.

 

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში, კანონიერი საფუძვლით დაკავებისას გაქცევის ცდაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით და სხვა. ხელისუფლების წარმომადგენლის აშკარა უკანონო მოქმედებისათვის იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, მასზე აქტიურ ზემოქმედებაში აშკარად უკანონო მოქმედების შესასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში ძალადობაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. მუქარა უნდა ისეთი, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს მისი განხორციელების რეალური შიშის საფუძველი გაუჩნდეს;

 

მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს შეძლო თუ არა დამნაშავემ პოლიციის მუშაკისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტა ან შეცვლა, ანდა აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება.

 

სუბიექტურ მხრივ მისი მიზანია ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ან შეაწყვეტინოს მას თავისი საქმიანობა ამ მიმართებით, ან შეაცვლევინოს ეს საქმიანობა. ამდენად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. ქმედების მოტივი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, კერძოდ ხულიგნური ქვენაგრძნობა, ანგარება, პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანი და სხვა, რაც კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ინდივიდუალურად - ი-----–ი ც-–--–--ის მხრიდან მა-------------–-–---–ის, ხოლო გი-----ი ა-----ის მხრიდან ირ---–--–------–---–ის - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით; კერძოდ, დაზარალებულების ჩვენებებით, სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის მყარი საფუძველი არ არსებობს.

 

53. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

54. სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვედრა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება - საქმე №438აპ-16)

 

55. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე: არ არსებობს კანონიერი და დას--უთებული საფუძველი საიმისოდ, რომ ი-----–ი ც-–--–--ე და გი-----ი ა-----ე უდანაშაულონი არიან. სასამართლოს მოსაზრებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ბრალდებულებმა დროის სხვადასხვა ინტერვალში ჩაიდინეს ერთმანეთთან შეუთანხმებლად ინდივიდუაურად სხვადასხვა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება რელევანტური საფუძველი ამ ფაქტის მიმართ გონივრული ეჭვის არსებობისთვის, რადგან გამოკვლეული და წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაული.

 

56. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ გი-----ი ა-----ემ და ი-----–ი ც-–--–--ემ, მათ მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს - არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

57. გი-----ი ა-----ეს და ი-----–ი ც-–--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დას--უთება:

 

58. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა გა------ობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შეს--ამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულების მიმართ შემამსუბუქებელი და დადამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს--ამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შეს--ამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

59. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი-----ი ა-----ეს და ი-----–ი ც-–--–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შეს--ამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი-----ი ა-----ის და ი-----–ი ც-–--–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-7-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ გი-----ი ა-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გი-----ი ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 50 (ორმოცდაათი) ლარით და ს--ოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.950 (სამიათას ცხრაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ბრალდებულ ი-----–ი ც-–--–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული ი-----–ი ც-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 3.500 (სამიათას ხუთასი) ლარით და ს--ოლოოდ, ი-----–ი ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სამსახურებრივი პერანგი, ჯემპრი და ჟილეტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, ხოლო სისხლის ნიმუში განადგურდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი