განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
820100119003210956
დავის ტიპი
112
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003210956 (№1-224/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14.11.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - და------------–---–ი

 

ბრალდებული - ელ------------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173070218003 საქმე

 

ბრალდებულ ელ------------ის მიმართ

მამის სახელი: ჯა-----–ი

დაბადებული: 2--------- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო;

პირადი ნომერი: 61---------;

განათლება: არ-------–---------–--ი;

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი ზედა თხ--–-----

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 09:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხ--–----ში, ელ------------ემ თავისსივე საძინებელ ოთახში, მშობიარობის შემდეგ უმალვე, რაც გამოიხატა კისრის ორგანოებზე დაწოლაში, განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე.

 

2.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. ელ------------ე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ელ------------ის ბრალეულობას, კერძოდ, პაციენტის საავადმყოფოში შეყვანის დოკუმენტაცია, შეტყობინება საავადმყოფოში შეყვანის თაობაზე, მოწმეები: თი-----------ის, ნა-------------ის, სა------------ის, ნა-----------ის, და--------------–--ის, ირ--------------ს, გი-----------–---–---–ის, თა---------–----ის, ელ---------------ს, სა-–---------------–---–ის, ნა---------------ის, სო--------------–---–ის, ნა-------------–---–ის, მა----------------–ი, ხა------------------ის, შა--–----------–--ის, ემ------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თი-----------ესთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ელ------------ესთან, ამოღების ოქმები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური, გენეტიკური, სერელოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე და გამოკითხვის ოქმი და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ელ------------ემ ჩაიდინა ახალშობილის განზრახ მკვლელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ელ------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. ელ------------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

9.ელ------------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

10. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების ხასიათის შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელ------------ეს, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ელ------------ე არ იყო ნასამართლევი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცების სახით არსებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ელ------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ ელ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

3. საქმეზე დართული ავადმყოფობის ისტორია დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, ხოლო მობილური ტელეფონი და პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით - დაუბრინდეს მესაკუთრეს.

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე