გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210118002771597
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/36593-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - მ----- შ-------ი

წარმომადგენელი - მ--- უ-------–---–ი

 

მოპასუხე - ხ------- შ---------

წარმომადგენელი - ლ--–- ა--–---ე

 

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ხ------- შ---------ს მ----- შ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ქ.თბილისში, ვ----------- დასახლება, I-------, I-----------–ი, კორპუსი 10, N2-- ბინაში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 17 040 ლარის ანაზღაურება.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე უთითებს, რომ 1989 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ვ----------- დასახლება, I-------, I-----------–ი, კორპუსი 10, N2-- ბინაში, მაგრამ რეგისტრირებულია ქ. თბილისში, წ---–-----ის ქ. მე-4 შესახვევი, კორპუსი N--, ბინა N---ში. ქ. თბილისში, ვ----------- დასახლება, I-------, I-----------–ი, კორპუსი 10-ში მდებარე N2-- ბინა თანასაკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხებოდა მოსარჩელის მამის - შ----- შ---–---ის, მისი ძმის - მ------- შ---–---ისა და ამ უკანასკნელის მეუღლის - მ----- შ---–---ის სახელზე. ასევე, ქ.თბილისში, წ---–-----ის ქ. მე-4 შესახვევი, კორპუსი N--, ბინა N---ში მდებარე ბინის თანამესკუთრეები არიან შ----- შ---–---ი და მ------- შ---–---ი. რეალურად შ----- შ---–---ის ოჯახის წევრები - მოსარჩელე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობენ ვ----------ში არსებულ ბინაში, ხოლო რეგისტრირებული კი არიან წ---–-----ის ქუჩაზე მდებარე ბინაში. შ----- შ---–---ის ძმის - მ------- შ---–---ის ოჯახი კი ფაქტობრივად ცხოვრობს წ---–-----ის ქუჩაზე მდებარე ბინაში და რეგისტრირებულები არიან ვ----------ში მდებარე ბინაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისმა მამა და ბიძამ, როგორც ძმებმა, მოლაპარაკების გზით გაინაწილეს თავისი წილი ბინა, კერძოდ, ისინი დარჩნენ იმ საცხოვრებელ ბინებში, სადაც რეალურად ცხოვრობდნენ. შ----- შ---–---ს მეუღლესთან ა--------- შ---–---თან შეწყვეტილი აქვს რეგისტრირებული ქორწინება და ის ბინაში მრავალი წელია აღარ ცხოვრობს. შ----- შ---–---ს მოსარჩელის გარდა ჰყავს კიდევ ორი ქალიშვილი ხ------- შ--------- და ნაზი შ---–---ი, რომლებსაც დაქორწინების შემდეგ მამის სახლში აღარ უცხოვრიათ, ხოლო ბინაში საცხოვრებლად დარჩა მხოლოდ მოსარჩელე თავისი ოჯახით, რომელმაც სრულად გაპარტახებული ბინა კეთილმოაწყო, ჩაატარა საკმაოდ ძვირად ღირებული სარემონტო სამუშოები და ეს ყველაფერი იმ იმედით, რომ შ----- შ---–---ი დაპირდა სახლის ჩუქებას. 2018 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელეს სახლში ესტუმრა მისი და - ხ------- შ---------, რომელმაც მას მოსთხოვა ბინის გამოთავისუფლება, რადგან მამისგან, შ----- შ---–---ისგან 2018 წლის 14 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული უძრავი ქონება დარეგისტრირებული ჰქონდა თავის სახელზე საჯარო რეესტრში. ორივე ბინის ყველა მესაკუთრისთვის ცნობილი იყო, რომ ვ----------ში რეგისტრირებული უძრავი ქონება საბოლოოდ უნდა გადასცემოდა მოსაჩელეს, სამაგიეროდ, მ------- შ---–---სა და მ----- შ---–---ს უნდა დარჩენოდათ საკუთრებაში წ---–-----ის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება, მაგრამ მ------- შ---–---მა და მ----- შ---–---მა შ----- შ---–---თან შეთახმებით ბინა აჩუქეს ხ------- შ---------ს.

 

მხარის განმარტებით, ამ ქმედებით მოსაჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რომ არაფერი ითქვას მორალურ ზიანზე, რადგან მოსარჩელე მის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მიაჩნდა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენდა, ჩაატარა საკმაოდ ძვირადღირებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, რაც აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 17040 ლარად.

 

როგორც თავად მხარე უთითებს, მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ იგი სახლში ატარებდა სარემონტო სამუშაოებს, მან დროებით სამუშაოების დასრულებამდე მამა - შ----- შ---–---ი თავის სახლში წაიყვანა მოსავლ--–-დ, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი. სწორედ ამ პერიოდში ხშირად ეკონტაქტებოდა და არკვევდა სამუშაოების დასრულების პერიოდს, ხოლო როდესაც სარემონტო სამუშაოები თითქმის დასასრულს მიუახლოვდა, მიაკითხა სახლში და სთხოვა მისი გამოთავისუფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ, დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით, მას დაასრულებინა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რითაც გაიზარდა ბინის საბაზრო ღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვა მოსარჩელეს, რომ დაეცალა ბინა. იმის გათვალისწინებით, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოიმატა ბინის ღირებულებამ, აღნიშნული ქმედებით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ამასთან, მოპასუხემ მის სახელზე არსებული ბინა იპოთეკით დატვირთა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელ ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, ხოლო უძრავ ქონებაზე კი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე, ამჟამად ითხოვს სწორედ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების მოპასუხეზე დაკისრებას, რის გამოც მომართა სასამართლოს (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ხ------- შ---------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სარემონტო სამუშაოების ნაწილი შესრულებულია მისი მამის - შ----- შ---–---ის მიერ, რაც შეეხება სააბაზანოსა და საპირფარეშოს რემონტს, მოსაჩელემ რემონტი გააკეთა თვითნებურად, მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მესაკუთრის პოზიცია ბინის ხ------- შ---------სთვის ჩუქების თაობაზე. რაც შეეხება მოსარჩელის და მოპასუხის მამას - შ----- შ---–---ს, ის ამ დროს ავადმყოფობდა და სახლიდან ჰყავდათ გაგდებული, მაშინაც და ეხლაც ის ცხოვრობს მოპასუხესთან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო 300 ლარის ნაწილში. ამასთან მიუთითა, რომ სააბაზანოს რემონტის ხარჯებზე რისკი თავად მოსარჩელემ გაწია, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ უკვე მის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება და მაინც განახორციელა რემონტი, ხოლო რაც შეეხება აბაზანის ინვენტარს, რისი მოხსნაც იყო შესაძლებელი, შეეძლო მოეხსნა და წაეღო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უძრავი ნივთი მდებარე - ქ. თბილისი, ვ----------- დასახლება, მე-3 მ/რ, კვარტალი 2, კორპუსი N-- (ს/კ N0----------------------) რეგისტრირებულია ხ------- შ---------ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 14/11/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჩუქების ხელშეკრულება (ტ.1., ს.ფ. 25-26)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 33-34)

 

3.2. ინდივიდუალური აუდიტორის თ----- კ------ის 2018 წლის 17 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ----------- მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი 10-ში მდებარე ბინა N2---ში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 17040 ლარი, მათ შორის ოთახების მიხედვით:

ლოჯია:

იატაკის მოჭიმვა, ბეტონი-132 ლარი;

შრომის ხარჯი - 60 ლარი;

ლამინატი - 330 ლარი;

შრომის ხარჯი - 100 ლარი;

მეტალო 4 ფანჯარა და 1 კარი - 1500 ლარი;

შპალერი - 108 ლარი;

წებო - 15 ლარი;

ჭერი - შეთეთრებული, წყალ-ემაულსია - 60 ლარი;

შრომის ხარჯი - 200 ლარი;

ტრანსპორტი - 50 ლარი;

სამზარეულო:

შპალერი - 90 ლარი;

ჭერი -შეთეთრებული-წყალ-ემულსია - 60 ლარი;

მეტალოფანჯარა ორფრთიანი - 600 ლარი;

იატაჯის მოჭიმვა -120 ლარი;

მეტლახი - 220 ლარი;

წებო ცემენტი - 30 ლარი;

წყლის გაყვანილობა - 500 ლარი;

შრომის ხარჯი - 350 ლარი;

ტრანსპორტი - 50 ლარი;

ზალა:

ფანჯარა სამფრთიანი - 900 ლარი;

შპალერი - 280 ლარი;

წებო - 35 ლარი;

ლამინატი - 770 ლარი;

შრომის ხარჯი - 500 ლარი;

ტრანპორტი - 50 ლარი;

საძინებელი:

შპალერი - 144 ლარი;

ლამინატი - 490 ლარი;

ჭერი შეთეთრებული-წყალ-ემულსია - 60 ლარი;

მეტალო კარი ორი ფანჯრით - 900 ლარი;

შრომის ხარჯი - 200 ლარი;

ტრანსპორტი - 50 ლარი;

აივნის ფილები: - 60 ლარი;

მოჭიმვა, ბეტონი - 60 ლარი;

წებო-ცემენტი - 15 ლარი;

შრომის ხარჯი - 50 ლარი;

ტრანსპორტი - 10 ლარი;

აბაზანა:

კარი მეტალო - 350 ლარი;

ჭერი შეკიდული - 160 ლარი;

კაფელი - 891 ლარი;

მეტლახი - 240 ლარი;

ბლოკი - 50 ლარი;

აგური - 37.50 ლარი;

ქვიშა - 200 ლარი;

ცემენტი - 180 ლარი;

წებო-ცემენტი - 210 ლარი;

კუთხე ალუმინის - 96 ლარი;

შრომის ხარჯი - 2000 ლარი;

წყლის გაყვანილობა - 500 ლარი;

ტრანსპორტი - 100 ლარი;

ნიჟარა ხელსაბანით - 500 ლარი;

ვინტილიატორი - 40 ლარი;

ონკანი - 120 ლარი;

ნათურა - 36 ლარი;

შემოსასვლელი:

იატაკის მოჭიმვა - 120 ლარი;

მეტლახი - 180 ლარი;

წებო-ცემენტი - 30 ლარი;

შპალერი - 105 ლარი;

წებო - 15 ლარი;

ჭერი-წყალ-ემულსია - 60 ლარი;

შრომის ხარჯი - 250 ლარი;

შემოსასვლელის რკინის კარი - 700 ლარი;

წყლის გამათბობელი გაზის - 300 ლარი;

ელექტროგაყვანილობა - 120 ლარი;

საძინებლის 2 მეტალოფანჯარა - 300 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტორული დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 19-22)

 

3.3. უდავო გარემოებაა, რომ მხარეები არიან და-ძმანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 35)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მოწმეთა ჩვენება

 

3.4. უდავო გარემოებაა, რომ 1989 წლიდან 2018 წლის ნოემბრამდე სადავო ქონებაში ცხოვრობდნენ მოსარჩელე ოჯახთან და მამასთან - შ----- შ---–---თან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ჩვენება

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. წარმოდგენილი ცნობის თანახმად, შ----- შ---–---ი (მოსარჩელისა და მოპასუხის მამა) 2011 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 18 იანვრის მდგომარეობით მუშაობდა შპს „ჯ--------------–----–---–--------ში“ მძღოლის თანამდებობაზე.

 

შ----- შ---–---ს ჰქონდა ყოველთვიური შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 18 იანვრის ცნობა (ტ.1, ს.ფ. 81)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ.1., ს.ფ. 140-200; ტ.2, ს.ფ. 1-53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მოწმეთა ჩვენება

 

4.2. საქმეზე წარმოდგენილი ცნობებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ----- შ-------ი და მისი მეუღლე - მ------- ჯ-----ი, მუშაობენ შპს „თ---–---------------ში“ და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 18 იანვრის ცნობა (ტ.1, ს.ფ. 81)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ.1., ს.ფ. 140-200; ტ.2, ს.ფ. 1-53)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ფოტომასალით (ტ.2, ს.ფ. 54-60), ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სადავო საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები.

 

4.4. საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 11 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებას (ტ.1., ს.ფ. 36-43), ასევე შ----- შ---–---ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (ტ.1, ს.ფ. 73-77) შემხებლობა არ აქვს დავის საგანთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ იგი სამართლებრივად არ შეფასდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ----- შ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 991-ე, 987-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დააბრუნოს მას მიღებული.

 

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

 

ამასთან ამავე მუხლის მეორე ნაწილით, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვისი ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1989 წლიდან მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობდა ქ. თბილისში, ვ----------- მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი 10-ში მდებარე ბინა N2-- და მის გაუმჯობესებაზე გასწია ხარჯები. 2018 წლის 14 ნოემბრიდან კი უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინაზე საკუთრება ეკუთვნის ხ------- შ---------ს.

 

ასევე დადგენილია, რომ მ----- შ-------ის მიერ ქ. თბილისში, ვ----------- მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი 10-ში მდებარე ბინა N2---ში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 17040 ლარი, საიდანაც სასამართლომ მოსარჩელის მიერ განხორციელებულად მიიჩნია 13861 ლარის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ----------- მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი 10-ში მდებარე ბინა N2---ში ჩატარებულია ის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მოცემულია აუდიტორულ დასკვნაში (ტ.1, ს.ფ. 19-22). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა, შესაბამისად, სასამართლო სწორედ მითითებული დასკვნიდან მოახდენს დაანგარიშებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ - 3000 ლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმის სახით დაკითხულ შ----- შ---–---ის ჩვენებაზე, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ მის შვილს - მ----- შ-------სა და რძალს, მასთან ერთად ცხოვრება არ უნდათ, რასაც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე გარშემომყოფებთან. მართალია, შ----- შ---–---ი თავდაპირველად ვაჟთან ერთად ცხოვრობდა ბინაში, მაგრამ ბინის ქალიშვილისთვის ჩუქება და მასთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მისმა რძალმა დაარტყა მის ქალიშვილსა და უთხრა, რომ აღარ მისულიყო მათთან ბინაში. აღნიშნული ქმედება კი შ----- შ---–---ისთვის მიუღებელი იყო, რადგან არავის ჰქონდა უფლება შვილისთვის მამასთან მისვლა დაეშალა. მართალია ფეხი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ ყავარჯნებით წავიდა საჯარო რეესტრში და ბინა გადაუფორმა ქალიშვილს - ხ------- შ---------ს. აღნიშნულის თაობაზე ვაჟისთვის, მ----- შ-------ისთვის არ უთქვავს, რადგან ის ისედაც გაიგებდა საჯარო რეესტრიდან წერილი რომ მიუვიდოდა. მ----- შ-------ს ბინა თავისი ეგონა, რადგან მამაც მასთან ერთად ცხოვრობდა და მისთვის არავის უთქვავს, რომ ბინა მისი არ იყო და ხ------- შ---------ს ეკუთვნოდა. ეს მოხდა 2018 წლის ნოემბრის თვეში და ამავე პერიოდში მოსარჩელე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა სააბაზანოში.

 

მოწმის განმარტებით, ბინაში რემონტი დიდი ხნის გაკეთებული იყო. შ----- შ---–---მა 1992 წელს გააკეთა რემონტი და მის შემდგომ 2013 წლამდე ბინის რემონტი აღარ გაკეთებულა. 2013 წელს შ----- შ---–---მა შვილთან, მ----- შ-------თან ერთად ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და თანხა თანაბრად გადაინაწილეს. შეცვალეს ხის კარ-ფანჯარა. შ----- შ---–---მა შვილს განუცხადა, რომ იმ საძინებლებში, რომლებიც დაკეტილი იყო და თავად არ სარგებლობდა, რემონტის თანხას არ მისცევდა.

 

მოწმის განმარტებით, ბინაში ხის ფანჯრები შეცვალეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით, დააგეს მეტლახი და ლამინატი. თანაბრად გადაინაწილეს ლოჯში, შესავლელში, მისაღებში და სამზარეულოში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯები. მუშებს მოურიგდა მოსარჩელე. შ----- შ---–---ის განმარტებით, დახარჯული თანხა თანაბრად გადაინაწილა მ----- შ-------თან. მოსარჩელემ შეუკვეთა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, მოიყვანა მუშები და გააკეთა. შესავლელში გაკეთდა მეტლახი, რადგან დაზიანებული იყო ძველი მეტლახი. შესავლელი დაახლოებით 25 კვ.მ. არის ფართით. საზარეულოში და მომატებულ ლოჯში დააგეს მეტლახი.

 

შ----- შ---–---ის განმარტებით, 2002 წელს მოსარჩელე მ----- შ-------მა დაამზადებინა და შეცვალა შესავლელის რკინის კარი. ოთახების კარებები არ შეუცვლიათ. ისევ ძველი კარებებია. შპალერი გაკეთებული იყო 1992 წელს და უკვე მოძველებული იყო, ამიტომ რაღაც ნაწილი შეცვალა მოსარჩელემ, თუმცა მისი ღირებულება მოწმემ არც იცის და არც თანხა მიუცია შვილისთვის. აბაზანაში განხორციელებული რემონტის ღირებულების დაფარვაში შ----- შ---–---ი მოსარჩელეს არ დახმარებია. იქ რა სარემონტო სამუშაოები ჩაატარა მოსარჩელემ, მოწმისთვის ცნობილი არ არის, რადგან მას უკვე ამ პერიოდში ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ცხოვრობდა ქალიშვილთან.

 

შ----- შ---–---ი ბინაში ბოლოს იყო 2018 წლის ნოემბერში. მაშინ მ----- შ-------ს ახალი დაწყებული ჰქონდა სარემონტო სამუშაოები. გამოცვალა-სანტექნიკა, კერძოდ, დაამონტაჟა ახალი მილები. შ----- შ---–---ს მილების ღირებულება არ გადაუხდია, მხოლოდ მეტლახის თანხის ნაწილი აანაზღაურა. ამ თანხაში შედიოდა ხელოსნის ანაზღაურებაც. ორი საძინებელი ოთახი ისე გაარემონტა მოსარჩლემ, რომ შ----- შ---–---ს თანხის ანაზღაურებაში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმისთვის არ არის ცნობილი კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატარა მოსარჩელემ, თუმცა იცის, რომ ფანჯრები შეცვალეს. ასევე იცის, რომ შეცვალეს შპალერი. სააბაზანოს აქსესუარები ან შეკიდული ჭერი შ----- შ---–---ს არ შეუძენია, არც მისი ღირებულება არ გადაუხდია და რა გაკეთდა არ იცის.

 

მოწმე შ----- შ---–---ის განმარტებით, მოსარჩელე მ----- შ-------ი სარემონტო სამუშაოებს ანხორციელებდა ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა დროს, რადგან 2013 წელს გაკეთებული რემონტი დაძველდა და რაღაცეების გაეკეთება იყო საჭირო. შ----- შ---–---ს და მ----- შ-------ს აღნიშნული რემონტი ერთად არ გაუკეთებიათ.

 

შ----- შ---–---ის განმარტებით, ის ხარჯი, რაც მოსარჩელემ თავად გასწია რემონტზე, ასევე მუშების დაქირავებისვის გაწეული ხარჯი, რომელიც მხოლოდ მან გადაიხადა, უნდა აუნაზღაურდეს მ----- შ-------ს და მას ეკუთვნის. რაც შეეხება ბინის ქალიშვილისთვის ჩუქებას, გადაწყვეტილება თავად მიიღო და ნათესავები მის გადაწყვეტილებებში არ ჩარეულან.

 

სასამართლომ სწორედ მითითებული მოწმის - შ----- შ---–---ის ჩვენებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ამ უკანასკნელმა დაადასტურა და მიუთითა მოსარჩელის მიერ სამშენებლო-სარეონტო სამუშაოების ხარჯის გაწევის თაობაზე, საიდანაც იგი მხოლოდ ნაწილში იღებდა მონაწილეობას. აღიშნულიდან გამომდინარე იმ ხარჯების ნაწილი, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაშია მითითებული, ნაწილი უნდა ჩაითვალოს შ----- შ---–---ის მიერ გაწეულ ხარჯებად, ხოლო ნაწილი კი - მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯებად, კერძოდ:

 

ლოჯია:

იატაკის მოჭიმვა, ბეტონი-132 ლარი;

შრომის ხარჯი - 60 ლარი;

ლამინატი - 330 ლარი;

შრომის ხარჯი - 100 ლარი;

მეტალო 4 ფანჯარა და 1 კარი - 1500 ლარი;

სამზარეულო:

მეტალოფანჯარა ორფრთიანი - 600 ლარი;

იატაჯის მოჭიმვა -120 ლარი;

მეტლახი - 220 ლარი;

წებო ცემენტი - 30 ლარი;

შრომის ხარჯი - 350 ლარი;

ტრანსპორტი - 50 ლარი;

ზალა:

ფანჯარა სამფრთიანი - 900 ლარი;

ლამინატი - 770 ლარი;

შრომის ხარჯი - 500 ლარი;

ტრანპორტი - 50 ლარი;

აივნის ფილები: - 60 ლარი;

მოჭიმვა, ბეტონი - 60 ლარი;

წებო-ცემენტი - 15 ლარი;

შრომის ხარჯი - 50 ლარი;

ტრანსპორტი - 10 ლარი;

შემოსასვლელი:

იატაკის მოჭიმვა - 120 ლარი;

მეტლახი - 180 ლარი;

წებო-ცემენტი - 30 ლარი;

ელექტროგაყვანილობა - 120 ლარი;

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სარემონტო სამუშაოების ნახევარში მონაწილეობას იღებდა შ----- შ---–---ი, შესაბამისად, დარჩენილი ხარჯის მეორე ნახევარი მ----- შ-------ის მიერ არის გაწეული, რაც შეადგენს 6357 ლარის ნახევარს ანუ 3178,50 ლარს. ადენად, აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ გაწეულ ხარჯად უნდა იქნეს მიჩნეული და რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება დანარჩენი სარემონტო სამუშაოების ღირებულებას (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-22) - აღნიშნული ხარჯები გაღებული იქნა მხოლოდ მოსარჩელის მიერ, რაც ჯამურად შეადგენს 10682,5 ლარს და რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ----- შ-------ის მიერ მოპასუხე ხ------- შ---------ს კუთვნილ ბინაში განხორციელებულია სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც შეადგენს ჯამურად 13861 ლარს, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სწორედ აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციის საფუძველზე მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყო დაედასტურებინა ხარჯების გაწევისა და მისი ოდენობის ფაქტი, აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გაებათილებინა სათანადო მტკიცებულებებით სარემონტო სამუშაოებისა და მისი ღირებულების ოდენობა, ხ------- შ---------მ ვერ გააბათილა მისი გამდიდრების არსებობის ფაქტი, რაც უფლებას ანიჭებს მ----- შ-------ს მოითხოვოს ნივთზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ----- შ-------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 512 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ასევე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად.:

 

მოსარჩელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოპასუხის მიერ აღიარებული 3000 ლარის 3%-ის 90 ლარის ნახევარი, რაც შეადგენს 45 ლარს, ხოლო დარჩენილი 45 ლარის ½ წილის - 22,50 ლარის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 22,50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დარჩეს დარჩენილი თანხა - 422 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 512 ლარიდან 325,83 ლარი, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის პროპორციულად.

 

მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ხ------- შ---------ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ვ----------ი, მ/რ III, კვარტალი II, კორპუსი 10, ს.კ N0----------------------.- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- შ-------ის სარჩელი ხ------- შ---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე ხ------- შ---------ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელე მ----- შ-------ის (პ/ნ N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ქ. თბილისში, ვ----------- დასახლება, I-------, I-----------–ი, კორპუსი 10, N2-- ბინაში ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების ნაწილის - 13861 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელე მ----- შ-------ს დაუბრუნდეს მის მიერ 18/12/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 512 ლარიდან 45 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 467 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე ხ------- შ---------ს მოსარჩელე მ----- შ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 22,50 ლარისა და 325,83 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე ხ------- შ---------ს მოსარჩელე მ----- შ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელის მიერ 18/12/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ხ------- შ---------ს (პ/ნ N0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ვ----------ი, მ/რ III, კვარტალი II, კორპუსი 10, ს.კ N0----------------------.- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე