განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003252198
საქმე N1-1069/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.11. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოლ-----------–--ლი
ბრალდებული: თა-----------–--თ (TA----------T)
მამის სახელი: თ--–-ფ
დაბადებული: 1--0--1--- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ. ხი-–--–---–----------------------
ადვოკატი - მა-–----------ძე
თარჯიმანი - ინ---------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12- -ლი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.2019 წლის 09 აგვისტოს, 11 აგვისტოს და 14 აგვისტოს, ქ. ბათუმში, თა-----------–--თმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სისტემატურად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრის - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნუ----------------–ის მიმართ, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ:
2019 წლის 09 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, შ. ხი-–--–---–------------, ბ-------ში, თა-----------–--თმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავში ხელის დარტყმით, ასევე 2019 წლის 11 აგვისტოს დილის საათებში, ქ. ბათუმში, შ. ხი-–--–---–------------, ბ-------ში, თა-----------–--თმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარცხენა ფეხის არეში ხელის დარტყმით და 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, შ. ხი-–--–---–------------ში მდებარე რესტორან ,,ჯე----ში“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თა-----------–--თმა თმის მოქაჩვით, ხელების მაჯებზე მოჭერით, თავის ოჯახის წევრს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნუ----------------–ის მიმართ, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვლისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (არსებითი სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა თა-----------–--თმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 09 აგვისტოს, 11 აგვისტოს და 14 აგვისტოს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნუ----------------–ს; თან განმარტა, რომ ერთად ცხოვრობენ და კონფლიქტი მათ შორის აღარ ხდება;
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 პრიმა მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატურ ძალადობას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.6. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ თანერ აქბულუთი და ნურანა იბრაჰიმლი არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწევიან არიან საოჯახო მეურნეობას.
2.7. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ თა-----------–--თის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ნათ--------------------------–--ის გამოკითხვის ოქმი, სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თა-----------–--თმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
2.8. 14.0--2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, შ. ხი-–--–---–------------ში ნურანა იბრაჰიმლის არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფმა მეუღლემ თა-----------–--თმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა ( იხ. ს.ფ 40-43)
2.9. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 11.09.2019 წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით თა-----------–--ქს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრვი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.1-- სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 18.09.2019 წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ნუ----------------–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრვი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია თა-----------–--თის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თა-----------–--თს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თა-----------–--თმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12- ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; ის ინანიებს ჩადენილს; დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასამართლო ჩადენილი დანაშაულის და ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება გაგრძელდეს საზოგადოებისაგან; ამასთან სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მისი ქცევის გაკონტროლებას საამისოდ უფლებამოსილი უწყების მხრიდან, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს მომავალში ოჯახის წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობის შემთხვევები;
5.6. საბოლოო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ თა-----------–--თი 2019 წლის 08 აგვისტოს გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 08 აგვისტოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ჯარიმის თანხა დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის;
5.7. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, თა-----------–--თის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული შერიგებულია დაზარალებულთან, არარეგისტრირებულ ქორწინებაშიმყოფ მეუღლესთან, მას პრეტენზია საქმეზე გამოძების მიმდინარეობის პერიოდშიც არ ჰქონდა, დღეის მდგომარეობით კვლავ ერთად აგრძელებენ ცხოვრებას, - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის 12-ე ნაწილის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი დანაწესის მხედველობაში მიღებით, რაც ჩათვლილი იქნება პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და თა-----------–--თის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ასევე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაუმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული თა-----------–--თ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 -ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ თა-----------–--თს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1 000 ( ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ თა-----------–--თის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
პირობით მსჯავრდებულის თა-----------–--თის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული მაშა დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, კანონით დადგენილი წესით განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება - 112-ის ოპერატიული მართვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდედ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე