განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100119003038049
N1/168-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
20 ნოემბერი 2019 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–-----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გ------------–---–ი
ბრალდებული: პ----- ხ--–-–---–ი
მამის სახელი: ნ-----–-----
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ.თელავი, შ-----------------–ის გამზ. N90, ბინა N5
მცხოვრები: ქ.თელავი, შ-----------------–ის გამზ. N66, ბინა N2
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ცივი იარაღის ტარების ეპიზოდი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი პ----- ხ--–-–---–ი 2019 წლის 28 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თელავში, რ---------–ის ქუჩაზე შარვლის ჯიბით ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი:
2. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პ----- ხ--–-–---–ი, 2019 წლის მარტის თვიდან სხვადასხვა დროს მათივე საცხოვრებელ სახლში, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ა-–--–--- ჯ------ს, აგინებდა მას უცენზურო სიტყვებით და გამოხატავდა აგრესიას მის მიმართ, რის შედეგადაც ა-–--–--- ჯ------ განიცდიდა ტანჯვას.
შემაკავებელი ორდერის დარღვევის ეპიზოდი:
3. 2019 წლის 27 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თელავში, რ---------–ის ქუჩაზე, 66-ე კორპუსი, ბინა N2-ში მცხოვრებ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პ----- ხ--–-–---–ს, მათივე საცხოვრებელ სახლში შეკამათება მოუხდა დედასთან, ა-–--–--- ჯ------სთან, რა დროსაც ეჩხუბა მას და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ--------------------–--ს თანამშრომლებმა 2019 წლის 27 მაისს პ----- ხ--–-–---–ის მიმართ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც პ----- ხ--–-–---–ს აეკრძალა ა-–--–--- ჯ------სთან მიახლოება 30 დღის განმავლობაში.
4. მიუხედავად აკრძალვისა, 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პ----- ხ--–-–---–ი მისული იყო მათივე საცხოვრებელ სახლთან, დედასთან - ა-–--–--- ჯ------სთან, აგრესიულად მოითხოვდა მისგან კარების გაღებას და კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მუქარის ეპიზოდი:
5. 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პ----- ხ--–-–---–ი მათივე საცხოვრებელ სახლთან, დედას - ა-–--–--- ჯ------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა-–--–--- ჯ------მ იცოდა რა, რომ პ----- ხ--–-–---–ი ატარებდა დანას, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ხ--–-–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
8. პ----- ხ--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
9. პ----- ხ--–-–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
10. პ----- ხ--–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. სასამართლოს ბრალდებულ პ----- ხ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
13. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ პ----- ხ--–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს სასჯელი - რომლის სახე და ოდენობაც ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
14. პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.
15. პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათი.
16. პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.
17. პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით პ----- ხ--–-–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვით და საბოლოოდ, პ----- ხ--–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.
20. პ----- ხ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან 2019 წლის 28 მაისიდან.
21. ნივთიერი მტკიცებულებები - დანა, რაც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის კ--------------------–--ს საგამოძიებო განყოფილებაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
22. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
23. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური