განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119002935126
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/135-19 21 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი
(გამოძიების N019170319001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა ჩულუხიძე
ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ------- ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ფრიდონ სიხუაშვილი
ბრალდებული: გ------- გ-------
მამის სახელი: ვაჟა
დაბადებული: 1-----–-–------------–ი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------–--------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
გ------- გ------ს ბრალად ედება რომ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.ბოლნისში, სულხან-საბას ორბელიანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარში“ ყოფნისას, ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლემა ა---- უ-------–--ემ სუპერმარკეტის კართან შენიშნა გ------- გ-------, რომელიც იდგა კარების შიგნითა მხარეს და მაღაზიაში მყოფ მოქალაქე ს--–---- ს---––--ეს არ აძლევდა მაღაზიიდან გასვლის საშუალებას. ა---- უ-------–--ემ მოუწოდა გ------- გ------ს, რომე დაეცვა წესრიგი და გაეტარებინა ს--–---- ს---––--ე, რაზეც გ-------ნ გ------მა უხეშად, აგრესიული ტონით მიმართა - ,,ვინ გეკითხებაო“. ა---- უ-------–--ემ კვლავ მოუწოდა გ------- გ------ს წესრიგის დაცვისაკენ, რის შემდეგაც, მაღაზიის გარეთ, გ------- გ------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა---- უ-------–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ როგორც პოლიციის თანამშრომელი, მაღაზია იქნებოდა თუ ქუჩა ყველგან მოუწოდებდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ. აღნიშნული სიტყვების გაგონებაზე გ------- გ------მა შეაგინა ა---- უ-------–--ეს დედის მისამართით, როგორც პოლიციელს თავს დაესხა მას, რა დროსაც რამდენჯერმე დარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა---- უ-------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
გ------- გ------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქ.ბოლნისში, სულხან-საბას ორბელიანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარში“ ყოფნისას, ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლემა ა---- უ-------–--ემ სუპერმარკეტის კართან შენიშნა გ------- გ-------, რომელიც იდგა კარების შიგნითა მხარეს და მაღაზიაში მყოფ მოქალაქე ს--–---- ს---––--ეს არ აძლევდა მაღაზიიდან გასვლის საშუალებას. ა---- უ-------–--ემ მოუწოდა გ------- გ------ს, რომ გაეტარებინა ს--–---- ს---––--ე, რაზეც გ------- გ------მა უხეშად, აგრესიული ტონით მიმართა - ,,ვინ გეკითხებაო“. ა---- უ-------–--ემ კვლავ მოუწოდა გ------- გ------ს მაღაზიიდან გაეშვა ს--–---- ს---––--ე, რის შემდეგაც, მაღაზიის გარეთ გაიყვანა გ------- გ-------, რა დროსაც გ------- გ------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა---- უ-------–--ეს, რამდენჯერმე დარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა---- უ-------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.1. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზრალებული ა---- უ-------–--ე. მან განმარტა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შსს ბოლნისის რაიონულ განყოფილებაში, საუბნო განყოფილების უფროსად. მოძრაობდა ავტომანქანა ,,შკოდით“, შეჩერდა მაღაზია ,,სპართან“. მაღაზიაში იყიდა პური და სალაროსთან ყოფნისას შენიშნა გ------- გ-------. მან აღნიშნა, რომ გ------- გ------- იდგა მაღაზიის კართან, შიგნითა მხარეს და არ ატარებდა მოქალაქეს. ა---- უგრეხლიძემ განმარტა, რადგან იყო პოლიციელი საჭიროდ ჩათვალა მოეწოდებინა გ------- გ-------სათვის გაეტარებინა გოგონა. გ------- გ------მა მას უპასუხა, რომ მას არავინ ეკითხებოდა და ფეხებზე ეკიდა. ა---- უ-------–--ემ განმარტა, რომ მან უთხრა გ------- გ------ს გასულიყვნენ გარეთ, მან კი უპასუხა, რომ ფეხებს ვერ მოჭამდა და შეაგინა. ა---- უ-------–--ემ განაცხადა, რომ მან გ------- გ------- მოატრიალა ხელით, მანაც მოკიდა ხელი. დაზარალებულის განმარტებით ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ მაღაზია ,,სპარის“ გარეთ და მათ გაშველებას შეეცადა დავით ბარტყულაშვილი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ. გ------- მას ეძიძგილავებოდა, აგინებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო ა---- უ-------–--ის სამუშაო ადგილის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით მათთან ასევე მივიდა ტაქსის მძღოლი შახმარი ყაველაშვილი, გ------- ბუბუტეიშვილი. ასევე შემთხვევის ადგილზე იყო ,,მერსედესის“ ავტომანქანაც, საიდანაც გადმოვიდა ახალგაზრდა, რომელსაც გ------- გ------- არ ატარებდა მოძრაობებით. ა---- უ-------–--ემ განმარტა, რომ მას გ------მა სახის არეში მარცხენა თვალში მარჯვენა ხელით ოთხჯერ-ხუთჯერ დაარტყა. შემოახია ჟილეტი, დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაზარალებულის განმარტებით გ------- გ------- იყო ნასვამი, ასევე მისთვის კარგად იყო ცნობილი მისი სამსახურის შესახებ, ფაქტის დროსაც განუმარტავდა, რომ იყო პოლიციელი და მიუხედავად ამისა მას აგინებდა გ. გ-------, როგორც პოლიციელს და შეურაცხყოფას აყენებდა მთელ სამართალდამცავ სისტემას. ფაქტის დასრულების შემდეგ, დაზარალებულის განმარტებით, გ. გ------- წავიდა სპორტსკოლის მიმართულებით. აღნიშნული ფაქტი აცნობა სამორიგეო ნაწილს, თავად კი წავიდა საავადმყოფოში. საავადმყოფოში დარჩენა მოუწია რამდენიმე დღე.
ა---- უ-------–--ემ დაადასტურა, რომ მან გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა ვიდეო კამერის ჩანაწერები. ჩანაწერზე ამოიცნო საკუთარი თავი, ტაქსის მძღოლი, გ------- გ-------.
სასამართლო სხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა ს--–---- ს---––--ე. მან განმარტა, რომ 2019 წლის 17 მარტს იმყოფებოდა მაღაზია ,,სპარში“, მიაკითხა მეგობარს. გამოსვლისას კართან იდგა გ------- გ-------, რომელიც მას არ ატარებდა, სიტყვიერად არ ესაუბრებოდა, თავის მოძრაობით ანიშნებდა. მოწმის განმარტებით გ-------ს ეს საქციელი მას არ მიუღია სერიოზულად, ეგონა გაატარებდა, არანაირი საფრთხე არ უგრძვნია. დაადასტურა, რომ გ------- გ------ს იცნობს, არის მისი მეგობარი. მან კაკო(ა----) უ-------–--ე დაინახა სალაროსთნ, რომელსაც ხელში ეჭირა პური. კ. უ-------–--ე მოვიდა მათთან, მისი მოსვლისას თავად გაიწია, ესმოდა ხმამაღალი საუბარი, შემდეგ გ------- და უ-------–--ე გავიდნენ გარეთ, თავადაც გამოვიდა და წავიდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი--- ს--------–მა განმარტა, რომ მუშაობს მაღაზია ,,სპარში“ კონსულტანტად. მან განაცხადა, რომ 2019 წლის 17 მარტს დაახლოებით საღამოს 08:30 წუთზე მაღაზიაში კართან იდგნენ გ------- გ------- და ს--–---- ს---––--ე. ა---- უ-------–--ე იდგა სალაროსთან და ხელში ეჭირა პური. გ------- გ------- არ უშვებდა ს--–----ს. ა---- უ-------–--ემ უთხრა გაეტარებინა, როგორც პოლიციელი უთითებდა დაეცვა წესრიგი. კონკრეტულად მოწმემ განმარტა, რომ მან ს--–----ს კითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ გ------- არ ატარებდა. ასევე განმარტა, რომ მას გ-------ს ხმა არ გაუდია, კონკრეტულად ,,არ გაგატარებო“ გ-------ს ს--–----სთვის არ უთქვამს. მაღაზია ,,სპარში“ რაიმე ინციდენტი არ მომხდარა. უ-------–--ემ გ------- გაიყვანა გარეთ, ს--–---- ს---––--ეც წავიდა. ი--- ს--------–მა განმარტა, რომ გარედან ისმოდა გინების ხმები, კონკრეტულად ვინ იგინებოდა და რა სიტყვებით არ გაუგია, ასევე დაინახა, რომ გ------- გ------მა რამოდენიმეჯერ დაარტყა ა---- უ-------–--ეს სახეში, დაინახა თუ როგორ ექაჩებოდნენ ერთმანეთს. დარტმა განხორციელდა მაღაზია ,,სპარის“ წინ, მანქანასთან. მოწმემ ასეგე განმარტა, რომ შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს, არ დაუნახავს, რადგან მაღაზიაში გააგრძელა საქმიანობა.
2019 წლის 18 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბოლნისსი სადღეღამისო სუპერმარკეტის ,,სპარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. საგამოძიებო მქომედება ჩატარდა გამომძიებელ კ--- კეხვიაშვილის მიერ 00:05 საათიდან 00:35 საათებს შორის პერიოდში. მაღაზიის კარი მდებარეობს სულხან-საბას ცენტრალურ ქუჩაზე, კარი არის მინის, გამჭირვალე, მაღზიაზე განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. სუპერმარკეტის მარცხენა მხარეს მდებარეობს აფთიაქი ,,იმპექსი“, საპირისპირო მხარეს ტანსაცმლის მაღაზია, აფთიაქი და სუპერმარკეტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართული აქვს ფოტოსურათები.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი კ--- რ-----–---–ი. მან განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა შახმარი ყაველაშვილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა ღამის საათებში, მოწმის დაკითხვა კი მოხდა დილით.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი თ--------------–ვილი. მან დაადასტურა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხა ს--–---- ს---––--ე, ამოიღო აფთიაქ ,,იმპექსის“ კამერები. საქმე ეხებოდა პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს, პოლიციელი იყო ა---- უ-------–--ე. მოწმის განმარტებით ა---- უ-------–--ე სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს დაახლოებით 10 წელია. ასევე განაცხადა, რომ ს--–---- ს---––--ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად ასახა გამოკითხვის ოქმში.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ნ----- ბ----ე. მან განაცხადა, რომ მუშაობს აფთიაქ ,,იმპექსში“. გამომძიებლის მიერ მოთხოვნილ იქნა ვიდეო ჩანაწერები, მან მოითხოვა მოსამართლის განჩინება, გამომძიებლის მიერ წარდგენილ იქნა განჩინება, რის საფუძველზე მან გამომძებელს დაათვალიერებინა ვიდეო ჩანაწერები. მანვე დაადასტურა, რომ აფთიაქის გვერდით მდებარეობს სასურსათო მაღაზია ,,სპარი“.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი გ------- მ-----–---–ი. მან განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აწარმოა გამოძიება, მას საქმე დაეწერა ელექტრონულად. გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ამოიღო ვიდეო ჩანაწერები. ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მასზე ამოიცნო ა---- უ-------–--ე, რადგან თავადაც იცნობს, რაც შეეხება გ------- გ------ს იგი მას არ იცნობდა და შესაბამისად მისი ამოცნობა კამერაზე ვერ შეძლო. ასევე განმარტა, რომ გამოძიების დაწყებისთანავე იმყოფებოდა საავადმყოფოში ა---- უ-------–--ესთან, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ შეძლო რადგან ექიმმა განუცხადა, რომ პაციენტის დაკითხვა არ იყო მიზნაშეწონილი.
სასამართლოს ასევე ჩვენება მისცა ბრალდებულმა გ------- გ------მა. მან განმარტა, რომ იმყოფებოდა მაღაზია ,,სპარში“, შეხვდა ს--–---- ს---––--ე, რომელიც გამოდიოდა გარეთ. უთხრა როგორ გალამაზებულხარო, მან კი უთხრა გაეტარებინა. ამ დროს მოშორებით იდგა ა---- უ-------–--ე, რომელმაც დაუძახა გაატარე ბიჭო გოგოო. მან კი უ-------–--ეს მიმართა, რომ მას არავინ ეკითხებოდა. ამის შემდეგ უ-------–--ემ მას მკლავში ხელი გაუყარა და გაიყვანა გარეთ, სადაც დაუწყო გინება. ხელს არ უშვებდა, ექაჩებოდა, ბრალდებულმა განმარტა, რომ აღნიშნული კარგად ჩანდა კამერებზეც. გ------- გ------მა განაცხადა, რომ იგი ცდილობდა გარიდებოდა, თუმცა კ. უ-------–--ე არ უშვებდა, გამოერიდა, შემდეგ უკნიდან მივიდა, ,,სპარის“ გვერდით გაიქცა, სადაც დაეწია, ხელი ჰკრა, წაიქცა, ამოიღო იარაღი, შემდეგ მათთან მივიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემოეხვია უ-------–--ეს, უთხრა რას აკეთებო. მან შეძლო გაქცევა და წავიდა სახლში. სახლიდან დარეკა გენინსპექციაში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სახლში, შემდეგ წავიდა მონასტერში, სადაც დაუკავშირდნენ მშობლები უთხრეს, რომ პოლიციას მასთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ჩამოვიდა, რათა გამოცხადებულიყო ადვოკატთან ერთად პოლიციაში. თუმცა იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გზაში დააკავეს. გ------- გ------მა ასევე განაცხადა, რომ მან იცოდა, რომ ა---- უ-------–--ე აღარ მუშაობდა პოლიციაში, აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა სატელევიზიო ეთერიდან.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა DVD დისკი. ვიდეოზე მითითებულია დრო 20:48 საათი, როდესაც იწყება ინციდენტი. ჩანს სამი ადამიანი, დაფიქსირებულია ფიზიკური ძალადობა, ერთი პიროვნება აწეული, მოქნეული ხელით თვის არეში ურტამს მეორეს, ინციდენტი ხდება ავტომანქანასთან, ასევე დაფიქსირებულია მეორე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც, პიროვნება გადმოდის ავტომანქანიდან და აშველებს მათ. ვიდეო ჩანაწერზე სახეების მკვეთარდ გარჩევა შეუძლებელია. ჩანს მხოლოდ ქმედებები.
2019 წლის 27 მარტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოკვლელვაზე წარმოდგენილ ა---- უ-------–--ის ჟილეტზე არსებული დაზიანებები გახევის, ნაკერის გარღვევის, ჯიბის ელვაშესაკრავის ქვედა მხარეს არსებული ლითონის შემზღუდველის ნაწილობრივი განცალკევების სახით ამოგლეჯივის შედეგად და მასზედ (შემზღუდველზე) არსებული დაზიანებები დეფორმაციის-გადაღუნვის სახით, ასევე დაზიანებები ელვაშესაკრავების ლითონოს კბილანების განცალკევების სახით ამოგლეჯვის შედეგად, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დაზიანებების წარმოქმნის დროის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არ არსებობის გამო.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი რ-------- ტ-------ი. მან დაადასტურა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები ასევე შესაძლებელია განვითრებულიყო მოქაჩვის დროსაც. ასევე გამოქაჩვა თავად მოხდა და გახია თუ სხვა საშუალებით, აღნიშნულს ექსპერტიზა ვერ გამორიცხავდა.
2019 წლის 12 აპრილის N349/ჰ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სს N019170319001 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებს, სახელწოდებით - ,,VTS-01-1.VOB”, ,,VTS-01-2.VOB” და ,,VTS-01-3.VOB” არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.
გამოკვლევაზე ელექტრონულად წარმოდგენილ ტექსტურ დოკუმენტებზე სახელწოდებით - ,,ა. უ-------–--ის ფოტო სურათი. pdf” და ,,გ. გ-------ს ფოტო სურათი. pdf“ არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N4 და N5) დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეო დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N6-7-8-9) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირების იერსახის გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოსახულებების შედარება, მათი იდენტიფიცირების მიზნით, გამოკვლელვაზე ელექტრონულად წარმოდგენილ ფოტოსურათებთან, ვერ მოხერხდა.
ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედქტორ Adobe Photoshop CS6-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილებების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი გ------- ხ------–ვილი. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, რომ წარმოდგენილ დისკებზე მონტაჟის ნიშნები არ დაფიქსირდა, ასევე ვერ დადგინდა აღნიშნულ ვიდეოზე ფიქსირდებოდნენ თუ არა ა---- უ-------–--ე და გ------- გ-------.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გ------- გახარიას 2019 წლის 26 მარტის ბრძანების საფუძველზე ა---- უ-------–--ე დაინიშნა გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს გამომძიებლად და გათავისუფლდა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის თანამდებობიდან.
3.2. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ გ------- გ------ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშრებით. აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ გ------- გ------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აფასებს დაზარალებულ ა---- უ-------–--ის, ს--–---- ს---––--ის, ი--- სიმონიანიცის ჩვენებებს, მათ ერთმანეთთან შესაბამისობას და საქმესთან რელევანტურობას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ გ------- გ-------სათვის ცნობილი იყო ა---- უ-------–--ის სამსახურეობრივი საქმიანობის შესახებ. ასევე სასამართლო აფასებს ა---- უ-------–--ის ქმედებას და გ------- გ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალის დასადატურებლად საჭიროდ მიიჩნევს შეაფასოს მისი ქმედება იყო თუ არა დაკავშირებული მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან. მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პოლიციელის ამჟამინდელ ან წარსულ საქმიანობასთან ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მაღაზია ,,სპარში“ გ------- გ------ს ხმა არ ამოუღია, ს--–---- ს---––--ისათვის უხეშად არ მიუმართავს, არ დაურღვევია საზოგადოებრივი წესრიგი. თავად ს--–---- ს---––--ე განმარტავს, რომ მას გ------- გ-------ს თავის გაქნევა, ნიშნად იმისა, რომ არ გაატარებდა არ მიუღია სერიოზულად და იფიქრა, რომ ხუმრობდა. მაღაზიის პერსონალის ყურადღება აღნიშნულ ფაქტს მიექცა მას შემდეგ, რაც მათ საუბარში ჩაერთო ა---- უ-------–--ე. ასევე დადგენილია, რომ ს--–---- ს---––--ეს დახმარება ა---- უ-------–--ისათვის არ უთხოვია. რაიმე ქმედება რითაც დადგინდებოდა, რომ გ------- გ------- მაღაზია ,,სპარში“ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად ა---- უ-------–--ის ქმედება არ იყო მიმართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, ანუ არ იყო დაკავშირებული სამსახურეობრივ საქმიანობასთან. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც უთითებს, რომ გ------- გ------- მას აგინებდა როგორც პოლიციელს, ასევე აგინებდა მთელ სისტემას. სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხა ი--- ს--------–ი. მან სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული განმარტება გინებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ესმოდა მხოლოდ ჩხუბის ხმა და რადგან იყო ჩხუბი ჩათვალა, რომ იქნებოდა გინება, რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, განაცხადა, რომ კონკრეტულად რა სიტყვებით მიმართავდა გ------- გ------- ა---- უ-------–--ეს მას არ გაუგია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში, თავდასხმა კი არის აგრესიული აქტი, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, როგორც მიმდინარე, ისე წარსულში არსებულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საჭიროა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ დამნაშავესა და პოტენციურ დაზარალებულ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის კავშირი. ასევე შესაძლებელია პოლიციელზე თავდასხმა განპირობებული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულებით, ზიზღით და სხვა. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოტივი უმეტესად შურისძიებაა, თუმცა არც სხვა მოტივის გამორიცხვა შეიძლება.
კონკრეტულ შემთხვევაში გ. გ------ს, რომელსაც ყურადღება გოგონასკენ ჰქონდა გადატანილი, მიმართა ა---- უ-------–--ემ. ასევე დადგენილია, რომ ს--–---- ს---––--ეს დახმარება ა---- უ-------–--ისათვის არ უთხოვია, ა---- უ-------–--ისათვის ასევე დახმარებისათვის არ მიუმართავთ იქ მყოფ სხვა პირებს. შესაბამისად მისი მიმართვა გ. გ-------ს მიერ აღქმულ იქნა შეურაცხყოფად, მის პირად ურთიერთობაში ჩარევად, რასაც მოჰყვა შემდგომ განვითარებული მოვლენები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გ.გ------- იმ დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ა---- უ-------–--ის მიმართვა მის მიერ შესაძლებელია სწორად ვერ ყოფილიყო აღქმული. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ გ------- გ------სა და ა---- უ-------–--ეს შორის კონფლიქტი მოხდა პირადი მოტივით და აღნიშნულს რაიმე კავშირი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ ჰქონია. გ. გ-------ს გაღიზიანება შესაძლებელია განვითარებულიყო ნებისმიერი პირის მისადმი მიმართვის დროსაც აღნიშნულ სიტუაციაში.
რაც შეეხება გ------- გ-------ს მხრიდან ა---- უ-------–--ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სასამართლო სრულად იზიარებს დაზარალებულ ა---- უ-------–--ის ჩვენებას გ------- გ-------ს მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ნაწილში, აღნიშნული შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერთან (ვიდეო ჩანაწერზე ბრალდებულმაც განმარტა, რომ მონაწილეთა შორის არის თავადაც) და ი--- ს--------–ის ჩვენებასთან.
3.3. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას გ------- გ------მა 4-5 ჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და ასევე განმარტა, რომ დარტყმების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ასევე მხარეთა შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ჟილეტი, რომელზეც წარმოქმნილი დაზიანებები ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
4. სამართლებრივი შეფასება.
4.1. . სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილია გ------- გ-------ს მიერ ა---- უ-------–--ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება კი გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. გ------- გ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ წარმოდგენილა.
5.2. გ------- გ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ წარმოდგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ადგილს, ქმედებაში გამოვლენილ ძალადობის ფორმებს და მიაჩნია, რომ გ------- გ------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, დანაშაულის ჩადენის მოტივს, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, მის ასაკს და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით. (საქართველოს სსკი-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).
სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- გ-------ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას და სასჯელი, რომელიც იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია დაზარალებულ ა---- უ-------–--ის ჟილეტი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს ა---- უ-------–--ეს, ხოლო DVD -დისკი უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ გ------- გ-------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- გ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით.
გ------- გ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 3 აპრილიდან.
გ------- გ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
ა---- უ-------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა---- უ-------–--ეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე