გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
240210017002140299
კატეგორია
დავის ტიპი
-
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017002140299

№ 2/343-2015; №2/811-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------

წარმომადგენელი - ო----- ია–----–---–-

წარმომადგენელი - ც---- მა----–---–-

მოპასუხე - შპს ,,ლ-----“ (ს/კ 2--------) (დირექტორი ავ--------– კ------)

წარმომადგენელი-მ----- მი--–----–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ლ-----“-სათვის საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს სასარგებლოდ 11 128,62 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, 2010 წლის 11 მარტს, საქართველოს ფინანსთა სა-----------ს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------სა და სს ”ე------- XXI-ის” გაკოტრების მმართველს შორის, ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურნეო ქონება, მათ შორის, დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაათი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარი, რომელიც ასევე მოიცავდა შპს ,,ლ-----.“-ის დავალიანებას 11 128,62 ლარის ოდენობით. სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს ”ე------- XXI”. შპს ,,ლ-----.“-ს დავალიანება წარმოეშვა სს ,,საქართველოს გაერთიანებული ადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ სენაკის ფილიალის მიერ, 2005-2007 წლებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად. ვინაიდან, მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური გადახდილი არ ყოფილა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების - 11 128,62 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს "ლ-----"-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ელექტროენერგიის მოხმარების დავალიანება ენერგოკომპანიის მიმართ და შესაბამისად, საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს არ გააჩნია, ვინაიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოპასუხე ვერ იფუნქციონირებდა და კომპანიის მიერ მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდა, რასაც ადგილი არ ქონია. ამასთან, მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------სათვის 2010 წლის 11 მარტიდან ცნობილი იყო მოპასუხის ვალდებულების (ასეთი არსებობის შემთხვევაში) შესახებ, თუმცა მან სარჩელი სასამართლოში აღძრა 2015 წლის 5 ოქტომბერს, მოთხოვნის უფლების რეალიზაციის ვადის დარღვევით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს 2007 წლის 10 ოქტომბრის 01-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რი-------“-ს, სს ,,გ----------ბის კასკადის’’, სს ,,ლა-------------’’, სს ,,ძე------–-----’’, სს ,,შა---------’’, შპს ,,აწ-----’’, სს ,,საქართველოს გაერთიანებულიო სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის’’, შპს ,,აჭ-----------------------ს’’ ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ,,ე------- XXI’’, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოს სამართალმემკვიდრეს. დასახელებული სუბიექტების შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ 21)

 

3.1.2. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სა-----------ს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------სა და სს ”ე------- XXI-ს” გაკოტრების მმართველს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12-ე პრიმა მუხლის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და დებიტორული დავალიანებები.

 

ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 11 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს სს ”ე------- XXI”-მ გადასცა კომერციული სუბიექტებიდან ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება 207 382 136 ლარის მოცულობით, რომელიც დასტურდება აუდიტორულ-საკონსულტაციო ფირმა შპს „რო-----“ მიერ, 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული სს ”ე------- XXI”-ს დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნით.

 

ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მიღებული აქვს მოპასუხის შპს ,,ლ-----“ მიმართ დავალიანების მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 11 128,62 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ 24-25)

- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 25-26)

- 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა (ს.ფ 27-30)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ აბონენტის დავალიანება დაგროვდა 2005 წლის 01 დეკემბრიდან მოყოლებული და 2007 წლის 29 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 11 128,62 ლარს, შესაბამისად სს ,,ე------- XXI”-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოცემული პერიოდიდან. ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელე ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს წარმოეშვა 2010 წლის 11 მარტს, თუმცა მხოლოდ 2015 წლის 05 ოქტომბერს მომართა სასამართლოს შპს ,,ლ-----“-სათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ლ-----“-ს აბონენტის ბარათი, ქვითარი და ბილინგის ამონაწერი (იხ. ს. ფ. 16-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ლ-----“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 207, 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 128-130-ე, 144-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მუხლი.

- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი “

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ფომინი მოლდოვას წინააღმდეგ’’ აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში ,,Suominen v. Finland ‘’ §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.

 

შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარი არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.( საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას, თუმცა სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მოპასუხეს ელექტროე------- მიეწოდა, თუმცა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელემ მისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მომართა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისმენს რა მხარეთა პოზიციებს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, განსაზღვრავს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგებს აკისრებს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" ელექტროე-------ს აწვდიდა შპს ,,ლ-----“, ხოლო მოპასუხეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები და ამტკიცოს, რომ მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს, და რომ, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,ლ-----“ და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას" სენაკის ფილიალს შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას ამ სახის ურთიერთობაში წარმოადგენს აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. აბონენტს კი ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------მ დავალიანების წარმოშობის პერიოდად მიუთითა 2005-2007 წლები, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით, ქვითრით და ბილინგის ამონაწერით. მხარეთა განმარტებით უდავოა და დადგენილია, რომ შპს ლ----- მიეწოდებოდა ელექტროე-------.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხეს, იმის დასადასტურებლად, რომ მას სრულად აქვს გადახდილი 2005-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2005 წლის 01 დეკემბრიდან - 2007 წლის 29 ივნისამდე პერიოდში მოპასუხემ მოიხმარა 11 128,62 ლარის ღირებულების ელექტროე------- და თანხა არ გადაუხდია.

 

2007 წლის 30 მაისამდე სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის “ მიხედვით.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისა და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა გაფორმებულიყო შედარების აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენდა და მომხმარებელს წარუდგენდა ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავდა ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი“.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებელი ვალდებული იყო ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას“ წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

6.5. სსიპ „საწარმოთა მართვის “ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რი-------ს“, სს „გ----------ბის კასკადის“, სს „ლა-------------“, სს „ძე------–-----“, სს „შა---------“, შპს „აწ-----“, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა“ და შპს „აჭ-----------------------ს“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ე------- XXI“-ე, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია. შესაბამისად სს ,,ე------- XXI”-ის მიმართ, რომელიც შეიქმნა სსიპ ,,საწარმოთა მართვის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხე შპს ლ----- გააჩნდა დავალიანება 2005 წლის 01 დეკემბრიდან - 2007 წლის 29 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 11 128,62 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სა-----------ს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკური გა------------ სა-----------სა და, მეორე მხრივ, სს „ე------- XXI“ -ის გაკოტრების მმართველს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდა კრედიტორისათვის, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. 2010 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, სს „ე------- XXI“-ს და მეორე მხრივ, საქართველოს ფინანსთა სა-----------ს შემოსავლების სამსახურს (კრედიტორი) და საქართველოს ეკონომიკური გა------------ სა-----------ს (ქონების მიმღები) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, მიმღებს გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის შპს ,,ლ-----“ დავალიანება 11 128,62 ლარის ოდენობით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების შეძენის შესახებ წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო.

 

მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.

 

როგორც აღინიშნა მოსარჩელე საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება, რადგან ახალი მფლობელის ხელში მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ჰქონდა ძველ მფლობელს. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, მაგრამ იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე ანუ ხანგრძლივი დროის გასვლამ განსაზღვრული სახით გავლენა მოახდინა პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის შპს ,,ლ-----“-ს მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე ირიცხება 2005 წლის 01 დეკემბრიდან - 2007 წლის 29 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 11 128,62 ლარის დავალიანება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული.

 

საქმეზე თანდართული ბრუნვის ისტორიის თანახმად, მოპასუხე მხარეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა უნდა ეწარმოებინა ყოველ მომდევნო თვეში.

 

6.8. მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ზემოთ აღინიშნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს, დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა, ამასთან, ამგვარი მითითების მიმართ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან თავისი ინიციატივით ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარეთა უფლებები, მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპები.

 

გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე. ანუ მხარე უფლებამოსილია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებაზე, მიუთითოს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მითითება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ არსებობდა საპატიო მიზეზი, რომლის გამოც ეს გარემოება მითითებული ვერ იქნა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

 

მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე (შესაგებელშივე) მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადგენილია, რომ შპს „ლ-----.“-სა და ელექტროენერგიის მიმწოდებელ ენერგოკომპანიას შორის არსებული გარიგების თანახმად, მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულებას შეადგენდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება, რასაც მოპასუხე ახდენდა ყოველ თვეში ერთხელ. დადგენილია, რომ სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას“ და მის სამართალმემკვიდრეს სს „ე------- XXI-ს“ შპს „ლ-----.“-ს მიმართ მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში არ დაუყენებიათ. რაც შეეხება მოსარჩელე საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს, მისთვის მოპასუხის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნის საფუძვლის არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა 2010 წლის 11 მარტიდან, თუმცა მოსარჩელემ სასამართლოს მომართა 2015 წლის 05 ოქტომბერს, ე.ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

ვინაიდან კანონით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა, რაც გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას სახეზე არ გვაქვს, ხანდაზმულობის ვადა აითვლება მოსარჩელის უფლებათა დარღვევის მომენტიდან - 2005-2007 წლების შესაბამისი თვეებიდან, როცა ენერგოკომპანიას უნდა მიეღო და ვერ მიღო მიწოდებული ელექტროენერგიის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დასაცავად სასამართლოს მომართა 2015 წლის 5 ოქტომბერს, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ცალსახად ხანდაზმულია, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა----------- ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ეკ----------- და მდ------- გა------------ სა-----------ს სარჩელი შპს ,,ლ-----“ (ს/კ 2--------) მიმართ, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია