გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1180-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
0- ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე: რ-----ი დ------ე
წარმომადგენელი: ხ----- ხ------–---–ი
მოპასუხე: თ----ა ც-------–---–ი
წარმომადგენელი: ნ-----–---------–---–ი, ე---------ვა
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლოს ნაწილში და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 0.1%-ისა შეამციროს იგი 0.0-%-მდე
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 8 275 ლარი შემცდირდეს 827 ლარამდე
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით რ-----ი დ------ესა და მოპასუხე თ----ა ც-------–---–ს შორის 2--- წლის 26 იანვარს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1--------. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გ----------------–----–----------------–-----–-----------------------------------------ი 72.3---------------------------------------- ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელემ სესხად აიღო მოპასუხისგან 25 000 ლარი 3%-იანი ყოველთვიური სარგებლით. ხელშეკრულება გაიცა ექვსი თვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%. მოსარჩელემ სამი თვის სარგებელი გადაიხადა სესხის აღებისთანავე. მოულოდნელად მოსარჩელე ავად გახდა და მკურნალობის ხარჯები იმდენად დიდი იყო მოსარჩელემ ვერ შეძლო სესხის ძირითადი ნაწილის, ვალდებულებ ის დათქმულ დროს შესრულება.
მოპასუხის მხრიდან ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელით კერძო აღმასრულებლის მეშვეობით დაიწყო სააღსრულებო წარმოება #1---------------, მოსარჩელის იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელის შესაბამისად მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენს 34845 ლარს, რომლიდანაც ძირი თანხაა 25 000 ლარი, სამი თვის ყოველთვიური სარგებელი 2250 ლარი, მიუღებელი თანხის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 25 ლარი ვალდებულების შეუსრულებლობიდან 2018 წლის 27 ივლისიდან სააღსრულებო წარმოების დაწყების ეტაპზე შეადგენდა 7595 ლარი, რომელიც გრძელდებოდა და დღეის მდგომარეობით გასულია 331 დღე და პირგასამტეხლო შეადგენს 8275 ლარს. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო კიდევ უფრო უმძიმებს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებას, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 0.1 % -დან 0.0-%-მდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კანონმდებლობამ მხოლოდ გამონაკლისის სახით დაუშვა სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლო ჩარევის შესაძლებლობა, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით შემცირებისას, იგი კარგავს თავის დანიშნულებას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ახდენს კრედიტით დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო დისკრეცია ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვას. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ბრალეული უმოქმედობის გამო მოპასუხე ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და იხდის არა მხოლოდ ბანკის მიერ დადგენილ პროცენტს, არამედ ბინის ქირას. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა დააზუსტეს შესაგებელი და თანხმობა განაცხადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პროცენტის განახევრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 26 იანვარს სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1-------- მასზედ, რომ თ----ა ც-------–---–მა რ-----ი დ------ეს ასესხა 25 000 ლარი, 6 თვის ვადით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 26 ივლისი, სესხზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრა 3%-ით, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%. იპთეკის უფლებით დაიტვირთა რ----- დ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გ-----------------------------–------–--------------------, საკადასტრო კოდი 8-.0-.0-.3--.0-.5--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 26 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 21-26)
3.1.2. 2--- წლის 17 მაისს ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, სადაც კრედიტორია თ----ა ც-------–---–ი, ხოლო მოვალე რ-----ი დ------ე, სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2--- წლის 17 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 25 000 ლარი, სამი თვის მიუღებელი სარგებელი 2250 ლარი, 2--- წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაემატა პირგასამტეხლო - 0.1%. იპოთეკის საგნის აღსრულება განისაზღვრა აუქციონის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 17 მაისს ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1-------- (ს.ფ 27-28)
3.1.3. კერძო აღმასრულებელ ერეკლე ღვინიანიძის №--------- წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე რ-----ი დ------ეს მიეცა შვიდი დღე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადასახდელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კერძო აღმასრულებელის 2--- წლის 22 მაისის №--------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 29-31)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე. 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ 2--- წლის 26 იანვარს სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #1-------- მასზედ, რომ თ----ა ც-------–---–მა რ-----ი დ------ეს ასესხა 25 000 ლარი, 6 თვის ვადით, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 26 ივლისი, სესხზე დარიცხული სარგებელი განისაზღვრა 3%-ით, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%. იპთეკის უფლებით დაიტვირთა რ----- დ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გ-----------------------------–------–--------------------, საკადასტრო კოდი 8-.0-.0-.3--.0-.5--. 2--- წლის 17 მაისს ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, სადაც კრედიტორია თ----ა ც-------–---–ი, ხოლო მოვალე რ-----ი დ------ე, სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2--- წლის 17 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 25 000 ლარი, სამი თვის მიუღებელი სარგებელი 2250 ლარი, 2--- წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაემატა პირგასამტეხლო - 0.1%. იპოთეკის საგნის აღსრულება განისაზღვრა აუქციონის გზით. კერძო აღმასრულებელ ერეკლე ღვინიანიძის №--------- წინადადებებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე რ-----ი დ------ეს მიეცა შვიდი დღე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადასახდელად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ 2--- წლის 17 მაისს №1-------- სააღსრულებო ფურცლით მოვალის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა - 0.1%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-7 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-30--20-7) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.
განსახილველ შემთხვევაში რ-----ი დ------ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა სადაო არ არის
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-8-4-20-6) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასმატეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალია და გადაჭარბებული პასუხიმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესს დააკმაყოფილებს და მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.
დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისათვის სასამართლო მნიშვნელოვან გარემოებად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით რ-----ი დ------ის მიმართ მოთხოვნილია 34 845 ლარი, საიდანაც სესხის ძირი არის 25 000 ლარი, სამი თვის სარგებელი 3%- 2250 ლარი, (სამი თვის სარგებელი წინასწარ იქნა გადახდილი მოსარჩელის მიერ რაც ასახულია იპოთეკის ხელშეკრულებაში), ხოლო სხვაობა აღმასრულებლის წინადადებით განსაზღვრულ თანხასა და ძირითად თანხას შორის სარგებლით არის 7595 ლარი- რაც დაკისრებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, რაც ძირითადი თანხის თითქმის ერთმესამედის ტოლია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მხარეს ეკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში, პირგასამტეხლოს 0.1% დაკისრებით კი შესაძლებელია ვალაუვალი გახდეს მოსარჩელე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არათანაზომიერად მაღალია, რაც პირგასამტეხლოს 0.01% მდე შემცირების საფუძველს იძლევა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით რ-----ი დ------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელად.
9. საპროცესო ხარჯები
9.1. სასამართლო საპროცესო ხარჯების განაწილებისას მხედველობაში იღებს, რომ მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე თანხმობა განაცხადა პირგასამტეხლოს განახევრების ნაწილში და შესაბამისად მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ნახევარი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე რ-----ი დ------ის სარჩელი თ----ა ც-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) და მერვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა: 17.05.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის სახით: 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი, სამი თვის მიუღებელი სარგებელი: 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი, ასევე 2--- (ორი ათას თვრამეტი) წლის 27 (ოცდაშვიდი) ივლისიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, და სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული სანოტარო მომსახურების ხარჯი: 120 (ასოცი) ლარი".
3. რ-----ი დ------ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოხდეს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითთითებული პროცენტის(0.0-%) გადაანგარიშებით.
4. თ----ა ც-------–---–ს მოპასუხე რ-----ი დ------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 112 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე რ-----ი დ------ეს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2--- წლის 25 ივნისს გადახდილი (საგადასახადო დავალება N 20675615) სახელმწიფო ბაჟიდან 224 ლარიდან 112 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22.
6. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 26 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს მ----- დ--------–---–ის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის შედეგად დაწყებული სააღსრულებო წარმოება N A1--------------- უძრავ ნივთზე მდებარე გ----------------–----–----------------–-----–-------------------- (საკუთრება ფართი 72.35 კვ.მ) საკადასტრო კოდი N8-.0-.3--.0-.5-- სასამართლო დავის დამთავრებამდე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე