გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
010310018002274862
კატეგორია
დავის ტიპი
პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #3/30-18წ(010310018002274862)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე ზ----------------

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი (არ გამოცხდდა)

დავის საგანი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დების - ე-----------------------–---------–-----–----------------------------–--------------------------------------------------------------- პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

 

მოსარჩელის ზ----------------- განმარტებით სოფრომაძეების ოჯახი გადასახლებული იყო საქართველოდან ყაზახეთში სსრკ მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 31 ივლისის #6279 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებდნენ აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1956 წლიდან. (იხ. სასარჩელო განცხადება.)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2019 წლის 21 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი), ხოლო საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. (იხ. შესაგებელი)

3. ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1998 წლის 31 ივლისის #7/6/1-ა-413 გაცემული ცნობის თანახმად დადგენილია, რომ 10 სულიანი ოჯახი ს-------------------------–-----–-) მამა, დედა და რვა დედმამიშვილი 1944 წლის 31 ივლისის სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის #6279 დადგენილების საფუძველზე გადასახლებულნი იყვნენ ყაზახეთში და იმყოფებოდნენ იქ აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1956 წლამდე. მათ შორის იყვნენ ეთერი ემრუდის ასული აბდულოღლი დაბ. 1944 წელს, ბედრი ემრუდის ასული აბდულოღლი დაბ. 1925 წელს, მურად ემრუდის ძე აბდულოღლი დაბ. 1927 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას. (იხ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული 1998 წლის 31 ივლისის #7/6/1-ა-413 ცნობა)

 

3.1.2. მოსარჩელე ზ---------------- არის ა.წ. გარდაცვლილი ე-----------------------–---------–-----–----------------------------–--------------------------------------------------------------- დედმამიშვილი - ძმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას. (იხ. დაბადების და გარდაცვალების მოწმობის ასლები)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მოსარჩელის სარჩელი, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ მოცემული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

;საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ; საქართველოს კანონით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ 1997 წლის 11 დეკემბრის #1160 კანონის მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს. ამავე კანონის მეორე ნაწილისა ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ამავე კანონის მეორე მუხლის თანახმად პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების ხელყოფა, ჯამრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა გადასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩამბა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის თანახმად პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა; ა) პირი რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია. ბ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები) მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში სპეციალური დასახლების ადგილას.

 

6.2. ;საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ; საქართველოს მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის; ა) ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა. კონტრრევოლუციური და მმართველობის წესის წინააღმდეგ სსრ კავშირისთვის საშიში სხვა დანაშაული. ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანხმად კი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებული იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სსრკ-ის დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ამ ამ სტრუქტურების მხარდაჭერას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება "UGE-JUGE"-ს, "DXR"-ს, "EYRDL-YRDL"-ს, "VU<"-ს, "RU<"-ს, "VDL"-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

 

6.3. ზემოთ ხსენებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და ის დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად კი განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი მემკვიდრე, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი განცხადება პოლიტიკური რეპრესის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ამ კანონით და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად კი განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

6.4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან გამომდინარე საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1998 წლის 31 ივლისის #7/6/1-ა-413 გაცემული ცნობის თანახმად დადგენილია, რომ 10 სულიანი ოჯახი ს-------------------------–-----–-) მამა, დედა და რვა დედმამიშვილი 1944 წლის 31 ივლისის სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის #6279 დადგენილების საფუძველზე გადასახლებულნი იყვნენ ყაზახეთში და იმყოფებოდნენ იქ აღრიცხვაზე სპეცკომრნდატურაში 1956 წლამდე. მათ შორის იყვნენ ეთერი ემრუდის ასული აბდულოღლი დაბ. 1944 წელს, ბედრი ემრუდის ასული აბდულოღლი დაბ. 1925 წელს, მურად ემრუდის ძე აბდულოღლი დაბ. 1927 წელს. (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1-3.1.2. პუნქტები)

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს ”საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (2011 წლის 19 აპრილი №4562–Iს) მე-2 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნული კანონი ამოქმედდა 2011 წლის 18 მაისს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ზ----------------ს სასამართლოსთვის უნდა მიემართა 2012 წლის 18 მაისამდე, შესაბამისად, მან გაუშვა სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან სარჩელი აღძრულია 2018 წლის 26 იანვარს.

 

6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი დასახელებუსლი პირების პოლიტიკურ რეპერსიის მსხვერპლად აღიარებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: `სახელმწიფო ბაჟის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ;უ; ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს კანონის ;საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ; კანონის მე-7 მუხლის მესამე ნაწილისა, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე