გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/76-2019
130310019003154084
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 219 წელი ხ-–----ი
შესავალი ნაწილი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
მოსარჩელე - ვ----– მ---------–ი
წარმომადგენელი - მ--------ი
მოპასუხე - სსიპ ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N3 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - ნ-----–------–ი, ა-----------ე
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ ვ----– მ---------–მა 1993 წელს დაამთავრა ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლის 9 კლასი და მასზე გაიცა არასრული საშუალო განათლების მოწმობა.
მოსარჩელის პოზიცია:
ვ----– მ---------–ი 1984 წელს ჩაირიცხა დაბა ს------ის N 1 საჯარო სკოლაში - დაამთავრა 4 კლასი 1988-1989 სასწავლო წელს. 1989 წლიდან სწავლა განაგრძო ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლაში. 1993 წლის 26 ივნისს მის სახელზე გაიცა არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა.
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საჯარო სკოლას; მოითხოვა, დაედასტურებინათ, რომ სწავლობდა ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლაში და რომ 1993 წლს დაამთავრა მე-9 კლასი.
იმის გამო, რომ 2000 წელს სკოლაში გაჩნდა ხანძარი და განადგურდა დოკუმენტაცია, სკოლის ადმინისტრაციამ ვერ გასცა შესაბამისი ცნობა.
2019 წლის 25 მარტს ვ----– მ---------–მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 26 მარტის N 355419 და N 353631 წერილებით დასტურდება, რომ ხანძრის გამო სკოლის დოკუმენტაცია განადგურებულია.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2019 წლის 05 აპრილის N 60/79/გ გადაწყვეტილებით ვ----– მ---------–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე უთითებს, რომ საზღვარგარეთ აპირებს გასვლას და ესაჭიროება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; არასრული საშუალო განათლების მოწმობა 1993 წელს გაიცა მის სახელზე, მაგრამ მოწმობას გარკვევით არ ემჩნება რეკვიზიტი, რის გამოც ექმნება პრობლემა - ვერ სარგებლობს მითითებული მოწმობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საჯარო სკოლამ შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ვინაიდან ხანძრის სშედეგად განადგურდა სკოლაში დაცული ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა ვ----– მ---------–ის მიერ დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლის მეცხრე კლასის დამთავრების ფაქტს.
3. მე-3 პირის პოზიცია
საქმეში მესამე პირი არ ჩართულა
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ვ----– მ---------–ი 1984-1985 სასწავლო წელს ჩაირიცხა დაბა ს------ის N 1 საშუალო სკოლაში და დაამთავრა 4 კლასი 1988-1989 სასწავლო წელს. 1989 წლიდან სწავლა განაგრძო ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლაში და 1993 წლის 26 ივნისს მის სახელზე გაიცა არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ 15; 22, მოწმეთა ახსნა-განმარტება).
4.2. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საჯარო სკოლას და მოითხოვა დაედასტურებინათ, რომ 1993 წლს დაამთავრა ცხრა კლასი და რომ, ნამდვილად სწავლობდა ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლაში. ვინაიდან, სკოლაში გაჩნდა ხანძარი და განადგურდა დოკუმენტაცია, სკოლის ადმინისტრაციამ ვერ გასცა შესაბამისი ცნობა ( ს.ფ. 17).
4.3. დადგენილია, რომ 1996 წელს ვ----– მ---------–მა დაამთავრა დაბა ს------ის N14 პროფტექნიკური სასწავლებლის სრული კურსი. 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, ასევე 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
4.4. 2019 წლის 25 მარტს ვ----– მ---------–მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 26 მარტის N 355419 და N 353631 წერილებით დასტურდება, რომ 2001 წლის თებერვალში ხანძრის გამო სკოლის დოკუმენტაცია განადგურებულია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხ-–----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 05 აპრილის N 60/79/გ გადაწყვეტილებით ვ----– მ---------–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 19-20).
4.5. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების ზოგადი განათლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 05 სექტემბრის წერილით ვ----– მ---------–ს ეცნობა, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად პირს სააგენტოში შეუძლია წარადგინოს სასამართლო გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ.
4.6. მოწმეებმა თამარ ჯობაძემ და მარიამ ჯობაძემ, რომლებიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან, სასამართლოს განუმარტეს, რომ ვ----– მ---------–ი ნამდვილად სწავლობდა ს------ის მესამე საშუალო სკოლაში - სხვადასხვა დროს სხვადასხვა საგანს პირადად ასწავლიდნენ ვ----– მ---------–ს, რომელმაც დაამთავრა სკოლოს ცხრა კლასი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ვ----– მ---------–ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის წესით“
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. იმავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ფაქტი.
7.3. როგორც სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ვ----– მ---------–მა დაამთავრა ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლის ცხრა სკლასი და მის სახელზე გაიცა არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ვ----– მ---------–ის მოთხოვნის საფუძველზე სკოლამ ვერ გასცა შესაბამისი დუბლიკატი, ვინაიდნა ხანძრის შედეგად დაიწვა სკოლაში დაცული ყველა საჭირო დოკუმენტი, რის გამოც იგი ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის დადგენას სასამართლოს მიერ. ამდენად, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და აღიარებულ იქნეს ვ----– მ---------–ის მიერ ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლის ცხრა სკლასის დამთავრების ფაქტი. ის გარემოება, რომ ვ----– მეტრეებელმა ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ პროფესიულ-ტექნიკურ სასაწავლებელში, ხოლო შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მეტად დამაჯერებელს ხდის მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან ნამდვილად დაამთავრა დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლის ცხრა კლასი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ----– მ---------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ ვ----– მ---------–მა (პ/ნ 5----------, დაბადებული 197- წლის 2--------) 1992-93 სასწავლო წელს დაამთავრა ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N 3 საშუალო სკოლის ცხრა კლასი და 1993 წლის 26 ივნისს მასზე გაიცა არასრული საშუალო განათლების მოწმობა (ატესტატი) A № 077296.
3. მოპასუხე სსიპ ლ----------------------–----ს ხ-–----ის მუნიციპალიტეტის დაბა ს------ის N3 საჯარო სკოლას, მოსარჩელე ვ----– მ---------–ს (პ/ნ 5----------) სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება, გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ქ. ხ-–----ი, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი