განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2019
საქმის ნომერი
020100118002630063
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002630063 (1/473-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

07.11.2019 წელი ქ. ზუ------ი

ზუ------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

ბრალდების მხარე პროკურორი მა-------------ე

დაცვის მხარე

1. ბრალდებული ეკ----------------–-ა -პ/ნ 19--------4, დაბ. 29.11.1--2 წ, მისამართი ზუ------ის რაიონის სო----–---------–უ

ადვოკატი იოსებ ჯანაშია

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

2.ბრალდებული მა----------–--ა - პ/ნ 19--------9, დაბ. 20.06.1--7, მისამართი ზუ------ის რაიონის სო----–---------–უ

ადვოკატი იოსებ ჯანაშია

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

 

1.1. ბრალდებულ ეკ----------------–-ას მიმართ:

17.07.2018 წ. დაახლოებით 12:30 სთ-ზე, ქ. ზუ------ში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მყოფმა ეკ----------------–-ამ დას - ფატ----------–იას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელი კისერზე, რის შემდგომაც წვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა. ამ მოქმედებების შედეგად ფატ----------–იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.1.2. ეკ----------------–-ასთვის ბრალად წარდგენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი პუნქტით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს-ოს ზუ------ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მომართვით (ს.ფ. 1--, ტ.1), ფატ----------–იას (პ/ნ 19001039317) და ეკ----------------–-ას დაბადების აქტის ჩანაწერების ასლებით (ს.ფ. 1---199, ტ.1) ფატ----------–იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), ეკ----------------–-ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), მა----------–--ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), ალ---------–-იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), ეგ-----------–---–---–ის (12.12.2018 წ სხდომის ოქმი) ჩვენებებით დადგენილია რომ ეკ----------------–-ა და ფატ----------–ია დები - შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრები არიან.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

ფატ----------–იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), ეკ----------------–-ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), მა----------–--ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), ალ---------–-იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), ეგ-----------–---–---–ის (12.12.2018 წ სხდომის ოქმი), არასრულწლოვან მა------------–-ას (29.10.2019 წ სხდომის ოქმი) კა---------------ას (24.10.2018 წ სხდომის ოქმი), ნი-----------–--ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნატ--–-------ვას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ჩვენებებით სამეგრელო ზემო სვანეთის სალქო პროკურორისადმი ფატ----------–იას მიმართვით (ს.ფ.161, ტ.1) დადგენილია რომ დებს შორის კონფლიქტი და დაძაბული ვითარებაა, რადგან ფატ----------–ია ეკატერინე გა--–--ას და მისი ოჯახის წევრების (მა----------–--ას და ალ---------–-იას) მიმართ სხვადასხვა ფორმით უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ აუმხედრეს შვილი - მა------------–-ა, რომელიც არასრულწლოვანია და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით მინდობით აღზრდაშია.

 

ეკ----------------–-ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), მა----------–--ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), ალ---------–-იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), კა---------------ას (24.10.2018 წ სხდომის ოქმი), ნი-----------–--ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნატ--–-------ვას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ლე-–----------ს (29.10.2019 წ სხდომის ოქმი), მალ--------------ს (29.10.2019 წ სხდომის ოქმი), ეკ------------------ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), მაია ქარდავას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), გა-–--------–--ას 19.11.2018 წ სხდომის ოქმი) ჩვენებებით დადგენილია, რომ მინდობით აღზრდაში გადაცემული არასრულწლოვანი მა------------–-ას ნათესავები ეკ----------------–-ა, მა----------–--ა, ალ---------–-ია არასრულწლოვანთან შესახვედრად საჭირო პროცედურების გასავლელად 17.07.2018 წ დილიდან იმყოფებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში, სადაც მათთვის მოულოდნელად დაახლოებით 12:30 სთ-ზე მივიდა არასრულწლოვანის დედა ფატ----------–ია ეგ-----------–---–---–თან ერთად და დაიწყო კონფლიქტი და ჩხუბი შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და მხარეები ძალადობდნენ ერთმანეთის მიმართ, ჯერ ფატ----------–იამ ძირს დააგდო ალ---------–-ია, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ეჭირა ხელში, შემდეგ მათ გასაშველებლად მისული ალ---------–-იას მშობლები ეკ----------------–-ა და მა----------–--ა თვითონაც ჩაებნენ ძალადობაში. გამოძახებული იყო პოლიცია, თუმცა მათ მოსვლამდე კონფლიქტი განმუხტეს სააგენტოს თანამშრომლებმა და მოხერხდა მხარეების განცალკევება. გამოძახებაზე მისულმა პოლიციელებმა და-----------მ (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ბა--------------–-ამ (12.12.2018 წ სხდომის ოქმი) ირ---–--------–----ამ (12.12.2019 წ სხდომის ოქმი) თავიანთ ჩვენებებში აღწერეს მათ მიერ დაფიქსირებული სურათი მხარეთა მონაყოლი და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი, რაც მთლიანობაში არ ეწინააღმდეგება გამოძიებასა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს.

 

სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს უფრო დეტალურად აღწეროს ზემოთ მითითებული რამდენიმე მოწმის ჩვენება, რამაც საბოლოო ჯამში გადაწყვიტა საქმის ბედი:

 

მოწმე ნი-----------–--ამ განმარტა, რომ 17.07.2018 წ, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც იმყოფებოდა სამუშაო ოთახში შემოესმა კივილის ხმა, რა დროსაც ნახა, რომ ფატ----------–ია, ეკ----------------–-ა, მა----------–--ა, ალ---------–-ია და ფა-----ს მეუღლე აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოუწოდა სიმშვიდისაკენ და აუხსნა, რომ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ეშლებოდათ ხელი, მოწმე განმარტავს, რომ ადგილზე ასევე შეიკრიბნენ სოციალური სამსახურის სხვა თანამშრომლებიც. იმ პროცესში, როდესაც ის ცდილობდა დაემშვიდებინა მხარეები, დაინახა, რომ ფა-----მ მოულოდნელად ყურებში ჩაავლო ხელი ალ---ას და მოქაჩა მისკენ, რა დროსაც მან ასევე დაინახა, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ ფატ----------–იას სახის არეში მოხვდა მა----ას ხელი.

 

მოწმე კა---------------ამ განმარტა, რომ 17.07.2018 წ, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც იმყოფებოდა შენობის მეორე სართულზე არსებულ სამუშაო ოთახში დერეფნიდან შემოესმა ყვირილის ხმა, აღნიშნული ხმის გაგონებისთანავე იგი სწრაფად გამოვიდა ოთახიდან და ნახა, რომ დერეფანში ერთ-ერთი ოთახის წინ იდგნენ ფატ----------–ია, ეკ----------------–-ა, მა----------–--ა, ალ---------–-ია, ალ---ას მეუღლე და ფა-----ს მეუღლე ეგ-----------–---–---–ი, რომელიც იდგა მათგან მოშორებით და ტელეფონით იღებდა. ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნულზე კა---------------ამ მოუწოდა სიმშვიდისაკენ, მაგრამ ისინი მაინც არ წყნარებოდნენ. მოწმე განმარტავს, რომ მან მხოლოდ დაინახა თუ როგორ მოქაჩა თმებზე ფა-----მ ალ---ას ხელით, რა დროსაც ალ---ა წაიქცა, ასევე წაიქცა ფა-----ც. მოწმე აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ მან ალ---ა გაარიდა იქაურობას.

 

მოწმე/დაზარალებულმა - ფატ----------–იამ განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მისმა დამ - ეკ----------------–-ამ და მა----------–--ამ, კერძოდ, განმარტა, რომ ეკ----------------–-ამ ძლიერად მოუჭირა ხელი კისერზე მას, რის შემდგომაც წვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა თმები. ასევე მან განმარტა, რომ მა----------–--ამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ფატ----------–იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ეგ-----------–---–---–მა განმარტა, რომ მან უშუალოდ პირადად დაინახა, თუ როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ფატ----------–იას ეკ----------------–-ამ და მა----------–--ამ.

 

საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების მიხედვით ფატ----------–იას (იხ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #005367618, ს.ფ.76, ტ.1) 18.07.2018 წ 04:37-04:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმის მასალებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე/ექსპერტმა გია გობრონიძემ (11.10.2019 წ სხდომის ოქმი).

 

1.1.3.ეკ----------------–-ას ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე მათი პატივი და ღირსება.

 

ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი. მსხვერპლიც ოჯახის წევრია საქართველოს სსკ-ის მე-111-ე მუხლის შენიშვნის განსაზღვრების საფუძველზე.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობაში - თმების მოქაჩვაში და ხელის გარტყმაში, რასაც არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

 

სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა განსახილველი შემთხვევისთვის დადგენილია მისი ჩადენა შურისძიების, სამაგიეროს მიზღვის მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.

 

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ეკ----------------–-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა.

 

ასევე უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის კისერზე ხელის მოჭერით და თმების ძლიერად მოქაჩვით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

1.2. მა----------–--ას მიმართ:

 

17.07.2018 წ დაახლოებით 12:30 სთ-ზე, ქ. ზუ------ში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მყოფმა მა----------–--ამ- ფატ----------–იას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში, რის შედეგადაც ფატ----------–იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

1.2.1. მა----------–--ას ბრალად წარდგენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ფატ----------–იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), ეკ----------------–-ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), მა----------–--ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), ალ---------–-იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), ეგ-----------–---–---–ის (12.12.2018 წ სხდომის ოქმი), არასრულწლოვან მა------------–-ას (29.10.2019 წ სხდომის ოქმი) კა---------------ას (24.10.2018 წ სხდომის ოქმი), ნი-----------–--ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნატ--–-------ვას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ჩვენებებით სამეგრელო ზემო სვანეთის სალქო პროკურორისადმი ფატ----------–იას მიმართვით (ს.ფ.161, ტ.1) დადგენილია რომ დებს შორის კონფლიქტი და დაძაბული ვითარებაა, რადგან ფატ----------–ია ეკატერინე გა--–--ას და მისი ოჯახის წევრების (მა----------–--ას და ალ---------–-იას) მიმართ სხვადასხვა ფორმით უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ აუმხედრეს შვილი - მა------------–-ა, რომელიც არასრულწლოვანია და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით მინდობით აღზრდაშია.

 

ეკ----------------–-ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), მა----------–--ას (11.10.2019 წ სხდომის ოქმი), ალ---------–-იას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), კა---------------ას (24.10.2018 წ სხდომის ოქმი), ნი-----------–--ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ნატ--–-------ვას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ლე-–----------ს (29.10.2019 წ სხდომის ოქმი), მალ--------------ს (29.10.2019 წ სხდომის ოქმი), ეკ------------------ას (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), მაია ქარდავას (19.11.2018 წ სხდომის ოქმი), გა-–--------–--ას 19.11.2018 წ სხდომის ოქმი) ჩვენებებით დადგენილია, რომ მინდობით აღზრდაში გადაცემული არასრულწლოვანი მა------------–-ას ნათესავები ეკ----------------–-ა, მა----------–--ა, ალ---------–-ია არასრულწლოვანთან შესახვედრად საჭირო პროცედურების გასავლელად 17.07.2018 წ დილიდან იმყოფებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში, სადაც მათთვის მოულოდნელად დაახლოებით 12:30 სთ-ზე მივიდა არასრულწლოვანის დედა ფატ----------–ია ეგ-----------–---–---–თან ერთად და დაიწყო კონფლიქტი და ჩხუბი შეურაწმყოფელი სიტყვებით. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაიზარდა და მხარეები ძალადობდნენ ერთმანეთის მიმართ, ჯერ ფატ----------–იამ ძირს დააგდო ალ---------–-ია, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ეჭირა ხელში, შემდეგ მათ გასაშველებლად მისული ალ---------–-იას მშობლები ეკ----------------–-ა და მა----------–--ა თვითონაც ჩაებნენ ძალადობაში. გამოძახებული იყო პოლიცია, თუმცა მათ მოსვლამდე კონფლიქტი განმუხტეს სააგენტოს თანამშრომლებმა და მოხერხდა მხარეების განცალკავება. გამოძახებაზე მისულმა პოლიციელებმა და-----------მ (24.10.2019 წ სხდომის ოქმი), ბა--------------–-ამ (12.12.2018 წ სხდომის ოქმი) ირ---–--------–----ამ (12.12.2019 წ სხდომის ოქმი) თავიანთ ჩვენებებში აღწერეს მათ მიერ დაფიქსირებული სურათი მხარეთა მონაყოლი და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი, რაც მთლიანობაში არ ეწინააღმდეგება გამოძიებასა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს.

 

სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს უფრო დეტალურად აღწეროს ზემოთ მითითებული რამდენიმე მოწმის ჩვენება, რამაც საბოლოო ჯამში გადაწყვიტა საქმის ბედი:

 

მოწმე ნი-----------–--ამ განმარტა, რომ 17.07.2018 წ, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც იმყოფებოდა სამუშაო ოთახში შემოესმა კივილის ხმა, რა დროსაც ნახა, რომ ფატ----------–ია, ეკ----------------–-ა, მა----------–--ა, ალ---------–-ია და ფა-----ს მეუღლე აყენებდნენ ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოუწოდა სიმშვიდისაკენ და აუხსა, რომ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ეშლებოდათ ხელი, მოწმე განმარტავს, რომ ადგილზე ასევე შეიკრიბნენ სოციალური სამსახურის სხვა თანამშრომლებიც. იმ პროცესში, როდესაც ის ცდილობდა დაემშვიდებინა მხარეები, დაინახა, რომ ფა-----მ მოულოდნელად ყურებში ჩაავლო ხელი ალ---ას და მოქაჩა მისკენ, რა დროსაც მან ასევე დაინახა, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ ფატ----------–იას სახის არეში მოხვდა მა----ას ხელი.

 

მოწმე კა---------------ამ განმარტა, რომ 17.07.2018 წ, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც იმყოფებოდა შენობის მეორე სართულზე არსებულ სამუშაო ოთახში დერეფნიდან შემოესმა ყვირილის ხმა, აღნიშნული ხმის გაგონებისთანავე იგი სწრაფად გამოვიდა ოთახიდან და ნახა, რომ დერეფანში ერთ-ერთი ოთახის წინ იდგნენ ფატ----------–ია, ეკ----------------–-ა, მა----------–--ა, ალ---------–-ია, ალ---ას მეუღლე და ფა-----ს მეუღლე ეგ-----------–---–---–ი, რომელიც იდგა მათგან მოშორებით და ტელეფონით იღებდა. ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნულზე კა---------------ამ მოუწოდა სიმშვიდისაკენ, მაგრამ ისინი მაინც არ წყნარებოდნენ. მოწმე განმარტავს, რომ მან მხოლოდ დაინახა თუ როგორ მოქაჩა თმებზე ფა-----მ ალ---ას ხელით, რა დროსაც ალ---ა წაიქცა, ასევე წაიქცა ფა-----ც. მოწმე აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ მან ალ---ა გაარიდა იქაურობას.

 

მოწმე/დაზარალებულმა - ფატ----------–იამ განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მისმა დამ - ეკ----------------–-ამ და მა----------–--ამ, კერძოდ, განმარტა, რომ ეკ----------------–-ამ ძლიერად მოუჭირა ხელი კისერზე მას, რის შემდგომაც წვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა თმები. ასევე მან განმარტა, რომ მა----------–--ამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ფატ----------–იამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ეგ-----------–---–---–მა განმარტა, რომ მან უშუალოდ პირადად დაინახა, თუ როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ფატ----------–იას ეკ----------------–-ამ და მა----------–--ამ.

 

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით ფატ----------–იას (იხ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა #005367618, ს.ფ.76, ტ.1) 18.07.2018 წ 04:37-04:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმის მასალებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე/ექსპერტმა გია გობრონიძემ (11.10.2019 წ სხდომის ოქმი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, დადგენილია, რომ ბრალდებულმა მა----------–--ამ ერთხელ დაარტყა მუშტი სახეში ფატ----------–იას, რითიც ჩაიდინა ძალადობა.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.

 

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით, განსაკუთრებით კი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის განცდა.

 

სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობაში არის მითითება სსკ-ის 120-ე მუხლზე, აუცილებელია ამ უკანასკნელის გაცნობაც. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

 

დადგენილია, რომ დაზარალებულმა მიიღო დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებებში, არაფერია ნათქვამი დაზარალებულების მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვასა და მის ხარისხზე ან ხანგრძლივობაზე, რა დროსაც მოქმედებს ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი. ამასთან, საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების დადასტურება პროკურორის მოვალეობაა. იმის გატვალისწინებით, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ბრალდებულის ქმედებას დაზარალებულის საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა მოჰყვა, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულისთვის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

1.2.2. მა----------–--ას ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლის სამართლის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა ძალადობაში - ხელის გარტყმაში, რასაც არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

 

სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა განსახილველი შემთხვევისთვის დადგენილია მისი ჩადენა შურისძიების, სამაგიეროს მიზღვის მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, რომლის თანახმადაც მა----------–--ა მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

 

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერებისათვის საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა)ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ბ) ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, გ) ხელყოფა უნდა იყოს რეალური, დ) ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი, ე) ხელყოფის მოგერიება უნდა იყოს სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დავის მიზნით განხორციელებული.

 

განსახილველ შემთხვევაში კი ამგვარი გარემოებები სახეზე არ გვაქვს. საქმეზე დაკითხულმა ბრალდებულმა - მა----------–--ამ ჩვენების მიცემისას დაადასტურა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ფატ----------–იას მისამართით, თუმცა განმარტა, რომ მოქმედებდა მისი შვილის - ალ---------–-იას ე.ი. სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის თანამშრომელები: ეკ------------------ა, ნი-----------–--ა, კა---------------ა, ნატ--–-------ვა, ასევე თავად ბრალდებულები: ეკ----------------–-ა და მა----------–--ა, ასევე ბრალდებულის ახლო ნათესავები: გა-–--------–--ა, მალ--------------, რომლებიც მიუთითებენ, რომ კონფლიქტის დროს ადგილზე იყო შეკრებილი მრავალი ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ კონფლიქტის განეიტრალებას.

 

ამ მხრივ მნიშვნელოვანია, მოწმე კა---------------ას განმარტება, რომელიც აღნიშნავდა, რომ მას შემდეგ რაც ფატ----------–იამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ალ---------–-იას, სწორედ მან უზრუნველყო ალ---------–-იას ტერიტორიიდან განრიდება, შესაბამისად სხვა ძალის ჩართვა, რომელიც აუცილებელი იქნებოდა ალ---ა გა--–--ას ტერიტორიიდან გადასაყვანად (დასაცავად) საჭირო არ იყო.

ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ მა----------–--ამ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

2.1. მა----------–--ას მიმართ გამოყენებული სასჯელის დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი ან/და სახდელდადებული და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----------–--ას მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

 

სასჯელის ამ ზომის გამოყენებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

2.2. ეკატერინე ჩხაპელიას მიმართ გამოყენებული სასჯელის დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი ან/და სახდელდადებული და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეკ----------------–-ას მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 80 საათი.

 

სასჯელის ამ ზომის გამოყენებით საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

 

3. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებები: დისკი უნდა დაერთოს სს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

მსჯავრდებულების მიმართ ზუ------ის რაიონული სასამართლოს 05.08.2018 წ განჩინებით /საქმე #020802018002577171 (10/დ-401-18)/ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება გირაო თითოეულის მიმართ 1000 ლარის ოდენობით, რაც უნდა გაუქმდეს და შესაბამისად ზუ------ის რაიონული სასამართლოს 21.08.2018 წ განჩინებით (საქმე #020734318002596668, საქმე 12/717-18) ყადაღა უნდა მოეხსნას მა----------–--ას (პ/ნ 19--------9) უძრავ ქონებას ს/კ 43.27.42.098 მდებარეს ზუ------ის რაიონის სოფ. ორულუში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა----------–--ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2. ეკ----------------–-ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 80 სთ-ის ოდენობით.

 

საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახის და ყოველდღიური ხანგრძლივობის განსაზღვრა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

 

3. ნივთმტკიცება დისკი დაერთოს სს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა უძრავ ქონებას ს/კ 43.27.42.0---

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა