გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2019
საქმის ნომერი
190310019003007893
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-1---1- გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2-.--.201- წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე

მოსარჩელე - შპს ,,ჯ-------------–-"

წარმომადგენელი - ლ---- მ---------–-ა,მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი: პ----- ც------–---,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.

 

სარჩელში მითითებულია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 201- წლის 1--------–ის №0------- წერილით შპს ,,ჯ-------------–-ს" მოეთხოვა გარდაბნის საავადმყოფოს მიერ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება 9077,99 ლარი, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს მიერ შპს ,,ჯ-------------–-ისთვის" ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით მიმწოდებლის მიერ კონკრეტულ საანგარიშგებო თვის დოკუმენტაციასთან ერთად მიწოდებულია წინა 2 თვის დოკუმენტაცია. თუმცა ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდა არა იმავე თვეში, არამედ 2 თვის განმავლობაში. წერილის დანართში მოცემულ შემთხვევებზე შედგენილია შემთხვევათა რეესტრები, რომლებითაც დადგენილია ასანაზღაურებელი თანხის ოდენობები და აღნიშნულ რეესტრებს ხელს აწერს სოციალური მომსხურების სააგნეტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირები. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენეტოს 201- წლის 08 აპრილის №0------- წერილი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. 201- წლის 1--------–ის №0------- წერილი შპს ,,ჯ-------------–-ის" მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. 201- წლის 2------ის №0------- წერილით შპს ,,ჯ-------------–-ს" უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე ზემდგომი თანამდებობის პირის არარსებობის გამო.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოხდა დაგვიანებით, რითაც დარღვეულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილებით, ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით წარდგენის გამო, შპს ,,ჯ-------------–-ს" დაევალა შესაბამის შემთხვევებზე ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნება 9077,99 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (ს. ფ. 2-13);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 48-61);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 14);

 

3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებით, საჩივარი არ იქნა განხილული ზემდგომი თანამდებობის პირის არარსებობის გამო. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (ს. ფ. 2-12);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 48-61);

-ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 64-67);

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 69-70);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებები მიღებულია ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორი შეფასება არ მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებისათვის ჩაბარებული შემთხვევების №3----1/-----------2752-1-186 რეესტრით დგინდება, რომ შპს ,,ჯ-------------–-ის" წარმომადგენელმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2017 წლის 14 თებერვალს წარადგინა 2017 წლის პირველი საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების საფინანსო დოკუმენტაცია მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტების ფარგლებში, რაც დადასტურებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ხელმოწერით, თუმცა აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ადმინისტრაციული წარმოებისას არ უმსჯელია. გარდა აღნიშნულისა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ სამართლებრივი ნორმები და არ არის კონკრეტული შემთხვევის ნომრები, როგორც ეს ასახულია შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებისათვის ჩაბარებული შემთხვევების რეესტრში, ხოლო 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას, არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შესწავლილი.

 

3.2.2. მოსარჩელემ მოპასუხეს დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგინა შესრულებული სამუშაოების საფინანსო დოკუმენტაცია. სასამართლო აღნიშნულს ადგენს საქმის მასალებში წარმოდგენილი მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ-------------–-ის" წარმომადგენლის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილებით, ქაღალდმატარებელი დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით წარდგენის გამო, შპს ,,ჯ-------------–-ს" დაევალა შესაბამის შემთხვევებზე ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნება - გ---------- -9077,99 ლარის ოდენობით.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

მითითებული დადგენილების №1 დანართის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლები განმახორციელებელს წარუდგენენ საანგარიშგებო დოკუმენტაციას. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა, მისი წარდგენის წესი და ფორმა განსაზღვრულია ამავე დადგენილების მე-13 მუხლში, ხოლო მესამე და მეოთხე პუნქტების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმახორციელებელი უფლებამოსილია, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-11 მუხლის 31 და მე-15 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და/ან ელექტრონული სახით, ამავე მუხლში მოყვანილი პირობებით, ხოლო მესამე პუნქტის შესაბამისად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჯ-------------–-ის" წარმომადგენელმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2017 წლის 14 თებერვალს წარადგინა 2017 წლის პირველი საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების საფინანსო დოკუმენტაცია მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტების ფარგლებში (ს. ფ. 62-63); სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით წარდგენის თაობაზე და განმარტავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის მეოთხე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება ასევე გახდეს მოპასუხის წარმომადგენლის მითითება დოკუმენტაციის ვადის დარღვევით წარდგენის შესახებ კომპიუტერულად დათვლის გამო ვინაიდან უდავოა, რომ მოსარჩელემ დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა დოკუმენტაცია, და მოპასუხის მიერ ამ დოკუმენტაციის ორი თვის გასვლის შემდეგ ელექტრონულად შექმნა (პროგრამაში ატვირთვა) არ არის მოსარჩელის ქმედების შედეგი.

 

გარდა აღნიშნულისა, დასახელებული ნორმით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას უნდა მოხდეს აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც უნდა შედგეს ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია უნდა ჩაითვალოს არასრულყოფილად, არ მოხდეს მისი ჩაბარება და მიმწოდებელს მიეცეს ვადა აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, რასაც ასევე განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას ეკისრება დასაბუთების და არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების მითითების ვალდებულება.

 

ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყო მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა აქტის უფრო მაღალი ხარისხით დასაბუთების ვალდებულება, რამდენადაც, როგორც ამ აქტის ადრესატისათვის, ასევე სასამართლოსათვის შესაძლებელი უნდა იყოს იმ საფუძვლების შემოწმება, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ესა თუ ის გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია, ადმინისტრაციულმა ორგანომ რომ მოსარჩელის მიერ ქაღალდმატარებელი დოკუმენტაცია წარდგენილია ვადაგადაცილებით მაშინ როდესაც, მოსარჩელის მიერ იგი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილია 2017 წლის 14 თებერვალს. შესაბამისად, დასახელებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებით საერთოდ არ იქნა განხილული და მიეთითა სასამართლოში გასაჩივრების უფლების შესახებ, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ საერთოდ არ იმსჯელა გასაჩივრებული აქტის კანონიერების შესახებ.

 

საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის №ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილება, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებით საერთოდ არ იქნა განხილული ადმინისტრაციული საჩივარი სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას ზემდგომი თანამდებობის პირის არარსებობის გამო საჩივრის განუხილველობასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულიც არ გამომდინარეობს საქმის მასალის შინაარსიდან ვინაიდან, იგი მიღებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნულის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-17 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ჯ-------------–-ის" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 201- წლის 1--------–ის №0------- და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2------ის №0------- გადაწყვეტილებები;

 

2. მოპასუხე-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი