გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/54-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ე-–------------–--ე, ნ-------------–--ე
წარმომადგენელი - თ---------------ი
მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ვ-–--------------–---–ის სახელზე რიცხული წილი (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე ქ. თბილისი, გ---------------------.
1.2. გადაეცეთ უსასყიდლოდ საკუთრებაში თანაბარწილად მოსარჩელეებს ე-–------------–--ეს და ნ-------------–--ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ვ-–--------------–---–ის სახელზე რიცხული წილი (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე ქ. თბილისი, გ---------------------.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ----------------------ში ირიცხება 1964 წლის 4 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–--------------–---–ის სახელზე. მოსარჩელე ნ-------------–--ის აწ გარდაცვლილმა მამამ - ო-------------–--ემ და მოსარჩელე ე-–------------–--ის აწ გარდაცვლილი მეუღლის აწ გარდაცვლილმა მამამ - ა-–------------------–--ემ 1960 წელს მუდმივი დათმობის საფუძველზე შეიძინეს აღნიშნული საცხოვებელი სადგომი მისი მესაკუთრის - ვ-–--------------–---–ისგან.
მოსარჩელეები, ისევე, როგორც მათი მშობლები რეგისტრირებულები არიან აღნიშნულ მისამართზე და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. ვ-–--------------–---–ს მემკვიდრეები არ დარჩენია, შესაბამისად, ქონება წარმოადენს უმკვიდროს, ხოლო მოსარჩელეები წარმოადგენენ საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლე პირებს. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს ცნობა-დახასიათებაში მითითებული ვ----------------–---–ის შვილი, მ--------------–---–ი, რომელმაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ქონება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ ცნობა-დახასიათებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ვახტანგ ოქროაშვილის ნაცვლად მითითებულია ვ----------------–---–ი.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 25 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:10:57, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მესაკუთრის გვარი (გ----–---–ი)10:07:14).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
არ არის წარმოდგენილი ა-–------------------–--ის და ო-------------–--ის სადავო საცხოვრებელ სადგომში 1997 წლის 25 ნოემბრამდე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, ასევე არ დგინდება ვ-–--------------–---–ის კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეების არარსებობის ფაქტი.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 64-72, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 25 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:14:47).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით, ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი: 532.000 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 78,92 კვ.მ; ლიტერ ,,გ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 23,35 კვ.მ; ლიტერი ,,ვ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 44,36 კვ.მ; ლიტერ ,,ე’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 83,83 კვ.მ; ლიტერ ,,ბ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 27,06 კვ.მ; ლიტერ ,,დ-ს-უ-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 52 კვ.მ. ნაკვეთის მესაკუთრეები არიან: ვ-–--------------–---–ი და ვ----------------–---–ი, სააღრიცხვო ბარათი №0-----, აღრიცხულია 1982 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 17-18).
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 ივნისს გაცემული №2----- ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.
აღნიშნულ უძრავ ნივთზე იჯარის, ქვეიჯარის, ქირავნობის, ქვექირავნობის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, თხოვების, ლიზინგის და იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 ივნისს გაცემული №2----- ცნობა (ს.ფ. 19).
3.1.3. ვ-–--------------–---–ი გარდაიცვალა - 1964 წლის 4 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 23).
3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 1946 წლის სექტემბერში გარდაცვლილი ვ-–-----------–----------ს ძე გ----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 1964 წლის 4 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–-----------–----------ს ძე გ----–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 07 აგვისტოს №1------ და 16 აგვისტოს №1------- წერილები (ს.ფ. 21-22).
3.1.5. მოსარჩელე ნ-------------–--ის მამა ო--------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელის დედასთან ლ--------------–---სთან (ქორწინებამდელი გვარი-დ--------–---–ი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა №7----- (ს.ფ. 30).
3.1.6. ო--------------–--ეს და ლ--------------–---ს რეგისტრირებულ ქორწინებაში 1972 წლის 8 ივლისს შეეძინათ ქალიშვილი - ნ-------------–--ე (მოსარჩელე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №5----- (ს.ფ. 28)
3.1.7. მოსარჩელე ნ-------------–--ის მამა ო--------------–--ე გარდაიცვალა 1975 წლის 29 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №3----- (ს.ფ. 31).
3.1.8. მოსარჩელე ნ-------------–--ის დედა - ლ--------------–--- გარდაიცვალა 2012 წლის 14 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №6----- (ს.ფ. 29).
3.1.9 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს მიერ 2017 წლის 17 მაისს გაცემული ცნობის თანახმად ქ. თბილისში, წ---------ს გას. №9-ში 1988 წლის 17 დეკემბრიდან რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ნ---------------------–---------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს ცნობა (ს.ფ. 24-27).
3.1.10. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ჩანაწერის თანახმად მოსარჩელის დედა - ლ--------------–--- გიორგის ასული (1938 წლიდან) და მოსარჩელე - ნ-------------–--ე ოთარის ასული (1972 წლიდან) რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში, 1 გ----------ს №---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბინაო წიგნი (ს.ფ. 48-52).
3.1.11. სს ,,თელასის’’ 2017 წლის 07 აგვისტოს წერილის თანახმად სს ,,თელასის’’ მონაცემთა ბაზაში პირველადი მასალით მისამართზე ქ. თბილისი, წ---------ს №9, 1996 წლის საარქივო მონაცემებით აბონენტად რეგისტრირებული იყო ლ----------------------–---------–--ე, სააბონენტო ნომრით 3------- 1996 წლამდე ინფორმაცია ხანდაზმულობის გამო კომპანიაში არ ინახება. 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასის’’ აბონენტად რეგისტრირებულია რ-----–--- ლ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის" წერილი (ს.ფ. 44);
- ქვითარი (ს.ფ. 46).
3.1.12. მოსარჩელე ე-–------------–--ის მამამთილს - ა-–---- რ-----–---ს და დედამთილს - ა-–---------ა რ-----–---ს რეგისტრირებულ ქორწინებაში 1950 წლის 30 იანვარს შეეძინათ ვაჟი - ნ-----------–----ს ძე რ-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა №------ (ს.ფ. 41).
3.1.13. მოსარჩელე ე-–------------–--ე (ქორწინებამდელი გვარი - სვანიშვილი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნოდარ რ-----–---სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა №01171021266 (ს.ფ. 38).
3.1.14. მოსარჩელე ე-–------------–--ის მამამთილი ა-–---- რ-----–--- გარდაიცვალა 2002 წლის 06 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №0----- (ს.ფ. 43).
3.1.15. მოსარჩელე ე-–------------–--ის მეუღლე - ნოდარ რ-----–--- გარდაიცვალა 2006 წლის 14 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა №1----- (ს.ფ. 42).
3.1.16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს მიერ 2017 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ცნობის თანახმად ქ.თბილისში, წ---------ს 1 ჩიხი №9-ში 1979 წლის 31 იანვრიდან რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ე-–------------–--ის მეუღლე ნოდარ ა-–----ს ძე რ-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს ცნობა (ს.ფ 39-40).
3.1.17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს მიერ 2017 წლის 15 მაისს გაცემული ცნობის თანახმად ქ.თბილისში, წ---------ს გას. №9-ში 1993 წლის 19 მარტიდან რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ე-–---- ს---–----ს ასული რ-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს ცნობა (ს.ფ 35-37).
3.1.18. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ჩანაწერის თანახმად მოსარჩელის მამამთილი - ა-–---- გიორგის ძე რ-----–--- (1909 წლიდან), მოსარჩელის დედამთილი - ა-–---------ა რ-----–--- იაკობის ასული (1922 წლიდან), მოსარჩელის მეუღლე - ნ-------- რ-----–--- ა-–----ს ძე (1950 წლიდან) რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში, 1 გ----------ს №---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბინაო წიგნი (ს.ფ. 48-52).
3.1.19. სს ,,თელასის’’ 2017 წლის 07 აგვისტოს წერილის თანახმად სს ,,თელასის’’ მონაცემთა ბაზაში პირველადი მასალით მისამართზე ქ. თბილისი, წ---------ს №9, 1996 წლის საარქივო მონაცემებით აბონენტად რეგისტრირებული იყო ა-–---------ე გიორგის ძე რ-----–---, სააბონენტო ნომრით 3------. 1996 წლამდე ინფორმაცია ხანდაზმულობის გამო კომპანიაში არ ინახება. 2017 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასის’’ აბონენტად რეგისტრირებულია რ-----–--- ა.გ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის" წერილი (ს.ფ. 45);
- ქვითარი (ს.ფ. 47)
3.1.20. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ოქტომბრის წერილის თანახმად ქ. თბილისში, გ----------ს ქუჩა №---–- მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში მისამართად ასევე დაფიქსირებულია 1 გ---------------------, წ---------ს ქუჩა №9.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის წერილი (ს.ფ. 20).
3.1.21. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ 01.12.13.025.026, რეგისტრირებულია მ--------------–---–ის თანასაკუთრება. (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 532 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა-დახასიათება N------------, დამოწმების თარიღი: 12/06/2019; სამკვიდრო მოწმობა N---------, დამოწმების თარიღი: 13/08/2018, ნოტარიუსი ნ-----------; წერილი N--------------, დამოწმების თარიღი: 19/04/2019, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 93-94)
3.1.22. საქმეში წარმოდგენილია მ--------------–---–ის განცხადება, რომლის თანახმად ის თანხმობას აცხადებს ტექ. ბიუროში ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე უძრავი ქონების, აწ გარდაცვლილი ვ-–--------------–---–ის სახელზე აღრიცხული კუთვნილი წილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხოს ნ-------------–--ის და ე-–------------–--ის სახელზე, რაზეც არანაირი პრეტენზია არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 92)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე-–------------–--ე და ნ-------------–--ე არიან ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-6 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან - 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;
მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან - 1997 წლის 25 ნოემბრამდე; 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
ამასთან, მოსარგებლედ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევა პირი, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ნ-------------–--ის მამამ ო-------------–--ემ და მოსარჩელე ე-–------------–--ის მამამთილმა ა-–---- რ-----–---მ 1960-იან წლებში ვ-–--------------–---–ისგან, ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინეს საცხოვრებელი სადგომი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც. მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების ემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა გამოკვლეული იქნეს, თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გარემოებები, რომელთა არსებობის პირობებშიც უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, ეს გარემოებებია: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობით. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ ნ-------------–--ე და ე-–------------–--ე ნამდვილად წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტს - მოსარგებლეებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით, ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე უძრავი ნივთი (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი: 532.000 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 78,92 კვ.მ; ლიტერ ,,გ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 23,35 კვ.მ; ლიტერი ,,ვ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 44,36 კვ.მ; ლიტერ ,,ე’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 83,83 კვ.მ; ლიტერ ,,ბ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 27,06 კვ.მ; ლიტერ ,,დ-ს-უ-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 52 კვ.მ. ირიცხება ვ-–--------------–---–ის და ვ----------------–---–ის სახელზე.
ვ----------------–---–ის მემკვიდრემ, დავის განხილვის განმავლობაში, 2019 წლის 13 ივნისს დაირეგისტრირა კუთვნილ წილზე საკუთრების უფლება, ასევე წარმოდგენილი იქნა მისი ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც ის თანხმობას აცხადებს, რომ ვ-–--------------–---–ის სახელზე რიცხული წილი აღირიცხოს მოსარჩელეთა სახელზე და მიუთითებზე, რომ მათ წილზე მას არანაირი პრეტენზია არ აქვს.
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ვ-–--------------–---–ი გარდაიცვალა - 1964 წლის 4 სექტემბერს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1964 წლის 4 სექტემბერს გარდაცვლილი ვ-–--------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე უძრავი ქონების წილი, აღრიცხული ვ-–--------------–---–ის სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, გ----------------------ში ვ-–--------------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეებს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-------------–--ის და ე-–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ვ-–--------------–---–ის სახელზე რიცხული წილი (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე ქ. თბილისი, გ---------------------.
1.2. გადაეცეთ უსასყიდლოდ საკუთრებაში თნაბარწილად მოსარჩელეებს ე-–------------–--ეს და ნ-------------–--ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ვ-–--------------–---–ის სახელზე რიცხული წილი (საცხოვრებელი სადგომი), მდებარე ქ. თბილისი, გ---------------------.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე