გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2019
საქმის ნომერი
330210019002859214
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3417-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - გ---–------------–---–ი

წარმომადგენელი - მ----------ი

მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - მ--------------ე

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

აღწერი-–--ბითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის წილი, აღრიცხული ტ--------------–---–-ს სახელზე.

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე გ---–------------–---–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის წილი, აღრიცხული ტ--------------–---–-ს სახელზე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ქ. თბილისში, ჯ---------------ში 1930-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ი-–-- და ტ------- ბ-----–---–ები, რომლებიც იყვნენ მოსარჩელის შორეული ნათესავები. 1950 წელს ტ------- ბ-----–---–მა გადაწყვიტა უძრავი ქონების თავისი კუთვნილი წილი გაეყიდა, რომელიც შეიძინა ი-–-- ბ-----–---–ის ახლადდაქორწინებულმა ვაჟმა ვ----–ი ბ-----–---–მა და გადავიდა ცალკე საცხოვრებლად. დღემდე ვ----–ი ბ-----–---–ის ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს. ის აღირიცხა აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ მოეძიებიათ ტ--------------–---–- ან მისი მემკვიდრეები, ინფორმაცია ვერ მოიძიეს, შესაბამისად, 2018 წელს სასამართლო დადგენილების საფუძველზე ტ--------------–---–- გამოცხადდა გარდაცვლილად და გაიცა გარდაცვალების მოწმობა. უძრავ ქონებაზე მოდავე არავინ არ არის. მოსარჩელე წარმოადგენს მოსარგებლე-,,ატსტუპნიკს‘’, ხოლო ქონება - უმკვიდროს.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 04 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:16:46).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ ს----–-–----- ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

არ დგინდება ვ----– ბ-----–---–ის მიერ 1950 წლებში ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების მოპოვების ფაქტი, რადგან არ არის წარმოდგენილი ვ----–ი ბ-----–---–ის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, ასევე არ არის კომუნალური გადახდის ქვითრები, რომლითაც გადამხდელად ვ----–ი ბ-----–---–ი ფიქსირდება.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 36-46, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 04 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:19:26).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი: 667.000 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 160.01 კვ.მ; ლიტერ ,,ვ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 32.30 კვ.მ; ლიტერი დ-ე-ფ-კ-ბ-ტ-ვც (სათავსო), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 97 კვ.მ. ნაკვეთის მესაკუთრეები არიან: ტ--------------–---–- და ი-–-- ბ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 21-22).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 15 ივნისს გაცემული №1----- ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებული არიან: ტუზორ ბ-----–---–ი - საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1940 წელს და ი-–-- ბ-----–---–ი - საფუძველი: სააღრიცხვო ბარათი, აღრიცხული 1940 წელს. სახელი ,,ი-–--’’ საარქივო მასალებში მითითებული არ არის.

 

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: ლიტერი ,,ა’’ საცხოვრებელი ფართით 160,01 კვ.მ. ლიტერი ,,ვ’’ საცხოვრებელი ფართით 32.30 კვ.მ; დამხმარე ნაგებობები: ლიტერი ,,დ-ე-ფ-კ-ბ-ტ-ვც’’ ფართით-97 კვ.მ.

 

აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთის ფართი მითითებულია 667 კვ.მ.

 

აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრირებული არ არის, ასევე ი-–-- (ი-–--) ბ-----–---–ის კუთვნილი ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 15 ივნისს გაცემული №1----- ცნობა (იხ. ს.ფ. 18).

 

3.1.3. ტ--------------–---–- გარდაიცვალა - 2018 წლის 5 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 15).

 

3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 2018 წლის 5 ივნისს გარდაცვლილი ტ--------------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ტ--------------–---–-ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის №------- და 2019 წლის 04 იანვრის №----- წერილები (ს.ფ. 16-17).

 

3.1.5. ვ----– ბ-----–---–ი გარდაიცვალა 2009 წლის 10 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა №403803 (ს.ფ. 23).

 

3.1.6. ვ----– ბ-----–---–ის შვილი თ-----ი ბ-----–---–ი გარდაიცვალა 1988 წლის 10 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა №------ (ს.ფ. 24).

- გარდაცვალების მოწმობა №------ (ს.ფ. 25).

 

3.1.7. თ----- ბ-----–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე გ---–----- ხოკერაშვილთან, რომელმაც ქორწინების შემდგომ შეიცვალა გვარი და გახდა ბ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა №------ (ს.ფ. 26).

 

3.1.8. თ----- ბ-----–---–ს და გ---–------------–---–ს რეგისტრირებულ ქორწინებაში 1974 წლის 28 მაისს შეეძინათ ვაჟი - ბ-----–---–ი ვ----–ი თ-----ის ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა №333284 (ს.ფ. 68)

 

3.1.9 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს მიერ 2019 წლის 27 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად ქ.თბილისში, ჯ---------------ში 1953 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებული იყო ვ----–ი ი-–--ს ძე ბ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს ცნობა (ს.ფ 70).

 

3.1.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს მიერ 2015 წელს გაცემული ცნობის თანახმად გ---–----- ვ----–ის ასული ბ-----–---–ი 2005 წლის 15 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ.თბილისი, ჯ--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს ცნობა (ს.ფ 27-28).

 

3.1.11. სს ,,თელასის’’ 2019 წლის 22 თებერვლის წერილის თანახმად სს ,,თელასის’’ მონაცემთა ბაზაში მისამართზე ჯ--------------, 1996 წლის საარქივო მონაცემებით აბონენტად რეგისტრირებული იყო ბ-----–---–ი ვ---- ი-–--ს ძე სააბონენტო ნომრით 2337019. 1996 წლამდე ინფორმაცია ხანდაზმულობის გამო კომპანიაში არ ინახება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თელასის" წერილი (ს.ფ 62);

 

3.1.12. 2019 წლის 27 მაისის სამკვიდრო მოწმობის თანახმად 2009 წლის 10 აგვისტოს გარდაცვლილი ვ----– ბ-----–---–ის მემკვიდრემ ვ----– ბ-----–---–მა როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ შვილიშვილმა - მიიღო საკუთრებაში სამკვიდრო სრულად, სამკვიდროს ქონებაში შემავალი აქტივებით და პასივებით. სამკვიდრო ქონება შეფასებულია 50000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა №1--------(ს.ფ. 72-74).

 

3.1.13. ვ----– ბ-----–---–მა როგორც 2009 წლის 10 აგვისტოს გარდაცვლილი ვ----– ბ-----–---–ის მემკვიდრემ მთლიანად დაუთმო თავისი მემკვიდრის და მესაკუთრის უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ჯ-------------- გ---–------------–---–ს, ხოლო გ---–------------–---–მა მიიღო ვ----– ბ-----–---–ისგან მემკვიდრის და მესაკუთრის უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ჯ--------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უფლების დათმობის აქტი (ს.ფ.75).

 

3.1.14. საჯარო რეესტრის 2018 წლის 11 ივნისის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისი, ჯ---ს ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე რეგისტრირებულია ნ--–-----–---–---–-ს საკუთრების უფლება. ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 667 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა-დახასიათება №T------------ დამოწმების თარიღი:02/02/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სამკვიდრო მოწმობა №180084887, დამოწმების თარიღი: 29/01/2018, ნოტარიუსი ნ. სალაძე; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი 09/06/2018, ნოტარიუსი ნინო სალაძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.77).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---–------------–---–ი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი (მოსარგებლის უფლებამონაცვლე), ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-6 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან - 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერი-–--ბითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერი-–--ბითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერი-–--ბითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.

 

მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსი-–-- მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან - 1997 წლის 25 ნოემბრამდე; 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

ამასთან, მოსარგებლედ კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევა პირი, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერი-–--ბითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მამამთილმა ვ----– ბ-----–---–მა 1950-იან წლებში ტ--------------–---–-სგან, ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი სადგომი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც. მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერი-–--ბითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა გამოკვლეული იქნეს, თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გარემოებები, რომელთა არსებობის პირობებშიც უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, ეს გარემოებებია: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, მოწმეთა ჩვენებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობით. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ გ---–------------–---–ი ნამდვილად წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტს - მოსარგებლის უფლებამონაცვლეს.

 

საქმის მასალებით დადგენი-–--, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეებად ირიცხებიან: ტ--------------–---–- და ი-–-- ბ-----–---–ი.

 

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ტ--------------–---–- გარდაიცვალა - 2018 წლის 5 ივნისს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2018 წლის 5 ივნისს გარდაცვლილი ტ--------------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე უძრავი ქონების წილი, აღრიცხული ტ--------------–---–-ს სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ ნ-------–-–---–ი, ა--------–---–ი და ნ--–-----–---–---–-.

 

მოწმე ნ-------–-–---–მა განმარტა, რომ დაიბადა 1951 წლის 26 ივნისს. ცხოვრობს ქ. თბილისში, ჯ---ს ქუჩა №---ში. 68 წელია იცნობს მოსარჩელის ოჯახს, იცნობდა მის მამამთილს ვ------ს, დედამთილს ანას, მოსარჩელის მეუღლეს თ-----ს და მის შვილს. ვ------ს ყავდა კიდევ ერთი ძმა - დ--------, რომელიც ეხლა გარდაცვლი-–--. მას ვ------მ მისცა ცალკე ფართი გვერდით და მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა. ნ-------–-–---–თან ძალიან ახლო მეზობლად ცხოვრობს მოსარჩელე, დაახლოებით 20 მეტრში. გ---–------------–---–ის სახლს აქვს ეზო, თვითონ ააშენა და გააკეთა. აქვს იზოლირებული ეზო და შესასვლელი. უძრავ ქონებაზე არავისგან პრეტენზია არ გაუგია. მისი გათხოვებიდან ორ კვირაში მივიდა ეზოში გ---–-----ც რძლად. გ---–----- შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე.

 

მოწმე ა--------–---–მა განმარტა, რომ დაიბადა 1941 წლის 10 იანვარს, ცხოვრობს თბილისში, ჯ---ს №---ში. იცნობს როგორც მოსარჩელეს, ასევე იცნობდა მის დედამთილ-მამამთილს, ასევე მამამთილის მამას. მითითბულ მისამართზე 60 წელია ცხოვრობს და თაობებს იცნობს. მოსარჩელე მე-3 თუ მე-4 თაობაა. ერთმანეთთან გზა ყოფთ, ისე ახლოს ცხოვრობენ. სახლები ერთმანეთს უყურებენ. მოსარჩელის ოჯახის გარდა საცხოვრებელ სადგომში არავინ ცხოვრობს. გვერდით თავის საკუთარ ფართში ცალკე იზოლირებულად ცხოვრობს ვ----–ის ძმის - დ--------ს ოჯახი. ერთმანეთთან სადავო არაფერი აქვთ.

 

მოწმე ნ--–-----–---–---–- განმარტავს, რომ დაიბადა 1958 წლის 14 მარტს. ცხოვრობს ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, მე-3 კორპუსი. არის ვ----– ბ-----–---–ის ძმის-დ--------ს შვილი. ი-–-- ბ-----–---–ს ყავდა ორი შვილი: ვ----–ი და დ--------. დ-------- რომ დაიღუპა მემკვიდრეობა მიიღო მისმა შვილმა. ი-–--ს მემკვიდრეობა მიიღო დ--------მ, ხოლო ვ----–ს უყიდა ტ-------ის ბინა და ის მისცა საკუთრებაში. დაბადებიდან, 1976 წლიდან ნ--–-----–---–---–- ცხოვრობდა იმ მისამართზე და გათხოვების შემდეგ კიდევ 10 წელი იცხოვრა. შემდგომ გადავიდა ვარკეთილში საცხოვრებლად. სადავო მისამართზე ნახევარი ფართი დაკავებული აქვს ვ----–ის ოჯახს, ხოლო მეორე ნახევარში ცხოვრობს დ--------ს მეუღლე, ნ--–-----–---–---–-ს დედა. ერთმანეთში აქვთ კარგი დამოკიდებულება და სადავო არაფერი აქვთ ერთმანეთთან. ტ-------ის მემკვიდრეები არ არსებობენ. გარდაცვალების შემდეგ ვ----–ის მემკვიდრეობა მიიღო შვილიშვილმა ვ----–მა. გ---–-----ს კიდევ ჰყავს ორი ქალიშვილი, მაგრამ ისინი გათხოვილები არიან და სხვაგან ცხოვრობენ. სადავო მისამერთზე ცხოვრობენ გ---–----- და მისი შვილი ვ----–ი ცოლშვილით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის ს----–-–-----ზე.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსი-–-- მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში ტ--------------–---–-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან ,,ს----–-–----- ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---–------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის წილი, აღრიცხული ტ--------------–---–-ს სახელზე;

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე გ---–------------–---–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ჯ---------------ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის წილი, აღრიცხული ტ--------------–---–-ს სახელზე.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე