გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2019
საქმის ნომერი
190310019003182171
კატეგორია
დავის ტიპი
აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-2---1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2-.1--2----–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ----------

მოსარჩელე -------- გ-------–---–ი,მოპასუხე - სსიპ კ---–--------------,წარმომადგენელი - დ----- ჯ----–---–ი,მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,წარმომადგენელი - ნ--------------

დავის საგანი: საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტის დადასტურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ 1-------- წლებში ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარებას. მოსარჩელის მითითებით, 1-77 წელს სწავლა დაიწყო ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1-80 წელს. სწავლის დასრულებისას აიღო დიპლომი, რომელიც ც------–ში საომარი მოქმედების დროს დაიკარგა.------–-–------–--ის თვეში მიმართა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, თუმცა უარი ეთქვა ატესტატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ დადგინდა ამ უკანასკნელის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განათლების მიღების შესახებ რაიმე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე სადავო გახადა სსიპ კ---–--------------ს ქ. რუსთავის №-- პროფესიულ ტექნიკური სასწავლებლის სამართალმემკვიდრეობის საკითხი.

3. მესამე პირის პოზიცია

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ დაეთანხმა მოთხოვნას. წარმომადგენლის განმარტებით, სათანადო წესით ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ 1-------- წლებში ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ კ---–--------------.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დ----- გ-------–---–მა 1-------- წლებში დაასრულა ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელი და მიიღო სრული ზოგადი განათლების დიპლომი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-12);

-საბოლოო შეფასების ამონაწერი დიპლომის დანართი №3----9 (ს. ფ. 17);

 

3.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 05 აგვისტოს №MES 0---------- გადაწყვეტილებით დ----- გ-------–---–ს უარი ეთქვა ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში 1-------- წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-11);

-მესამე პირის წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 33-41);

-სსიპ განათლები ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 201- წლის 05 აგვისტოს №MES 0---------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 14-15);

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - დ----- გ-------–---–ის მიერ 1-------- წლებში ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სრული ზოგადი კურსის დასრულება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი. (საბოლოო შეფასების ამონაწერი დიპლომის დანართი №3----9, ს. ფ. 17)

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი შრომის უსაფრთხოების საკითხებში სერთიფიკატის მიღება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, კი შეილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ცნობს სარჩელს და ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მესამე პირის წარმომადგენელი ადასტურებს დ----- გ-------–---–ის მიერ განათლების სრული კურსის დასრულების ფაქტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ დ----- გ-------–---–მა 1-------- წლებში დაასრულა ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელი და მიიღო სრული ზოგადი განათლების დიპლომი.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა-ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი". აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.

 

დასახელებული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-8 და მე-16 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.

 

აღნიშნული პროცედურა მოსარჩელეს დაცული აქვს და მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო უარი ეთქვა ზოგადი განათლების პროგრამის დასრულების მოწმობის დუბლიკატის გაცემაზე, რამაც განაპირობა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა, რადგან ცხადია სხვა გზით ამ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას არასათანადოობის შესახებ სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 201- წლის 14 ნოემბრი №MES 7 1--------- წერილის შინაარსით ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ კოპლეჯი მოდუსი.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის ცნობის შემთხვევაში საპროცესო ხარჯის დაბრუნების შესახებ ნორმებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აღნიშნულის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- გ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; აღიარებული იქნას დ----- გ-------–---–ის მიერ 1-------- წლებში ქ. რუსთავის №-- საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;

 

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურევლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6)

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი