გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010210016001600252
საქმე N2-3582/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი,2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი თენგიზ ბოლქვაძე
მოსარჩელე - გ------- კ------.
წარმომადგენელი - დ-----–--------------------------.
მოპასუხე - შპს „ საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ,,ს------–-“
წარმომადგენლები; თ------–---–------------------------------–-----------.
დავის საგანი - ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების მოშლა და ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტა; თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოიშალოს გ------- კ------სა (პ/ნ 6----------) და შპს „საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ს------–-“-ს (ს/ნ 2--------) შორის 2001 წლის 02 ივლისს დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულება და შეწყდეს ერთობლივი საქმიანობა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს „საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ს------–-“-ს გ------- კ------- სასარგებლოდ 375 000 ლარი.
1.3. დაეკისროს მოპასუხე შპს. „საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ს------–-“-ს გ------- კ------- სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი და აუდიტის მომსახურების თანხა 500 ლარი.
2. მოსარჩელის პოზიცია
2.1. მოსარჩელე გ------- კ------სა და შპს „საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ს------–-ს“ შორის 2001 წლის 02 ივლისს დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ამ ხელშეკრულების მიხედვით პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობდნენ სამაცივრე მეურნეობას და სამაცივრე მეურნეობის გაქირავებით მიიღებდნენ ეკონომიკურ სარგებელს, ხოლო ეკონომიკური სარგებლის მიღების შემდგომ წმინდა მოგებას გაინაწილებდნენ ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების შესაბამისად მხარეებმა განახორციელეს შესაბამისი შენატანები, კერძოდ: ა) მოპასუხემ ერთობლივ საქმიანობაში განახორციელა შენატანი საზოგადოების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობით, კერძოდ, 280 კვ/მ ფართი, რომელიც 2001 წლისთვის შეფასებული იყო - 18 760 აშშ დოლარად; ბ)მოსარჩელემ ერთობლივ საქმიანობაში განახორციელა ფულადი შენატანი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით მხარეებმა განსაზღვრეს წმინდა მოგების განაწილების წესი - მოსარჩელეს 75%, მოპასუხეს 25%. აღნიშნული განაწილების წესი მოქმედებდა მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანის სრულად ამოღებამდე, ხოლო მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანის სრულად დაფარვის შემდეგ 3.2 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის წევრთა შორის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განაწილდებოდა თანაბრად (50-50%).
ხელშეკრულების დადების შემდგომ მხარეებმა 2002 წლის 27 მაისს განახორციელეს ხელშეკრულების ცვლილება, რომლითაც შეიტანეს ცვლილება 3.1 და 3.2 პუნქტში (მოგების განაწილების წესში) მოსარჩელეს 75% და მოპასუხეს 25% - აღნიშნული პირობა იმოქმედებდა ექსპლუატაციაში გაშვებიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომ განაწილდებოდა არა მიღებული შემოსავალი, არამედ წმინდა მოგება თანაბრად (50-50%). ამავე ცვლილებით ექსპლუატაციაში გაშვების თარიღად განსაზღვრეს 2002 წლის 01 აგვისტო. 2003 წლის 07 აგვისტოს გაიმართა მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგეობის სხდომა, რომელზეც გადაწყდა შემდეგი საკითხები:
ა) დადასტურდა, რომ გ------- კ------მ განახორციელა შენატანი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში, რომლითაც განხორციელდა სამაცივრო დანადგარების შეძენა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და რეკონსტრუქცია (რაც დადასტურდა აუდიტის დასკვნითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით) ბ)დადასტურდა, რომ სამაცივრე დანადგარების შეძენა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და რეკონსტრუქცია დასრულდა 2003 წლის ივნისის თვეში და წარმატებით გაიარა ექსპლუატაციის საცდელმა პერიოდმა და ობიექტი შევიდა საბოლოო ექსპლუატაციაში. გ) დადასტურდა, რომ გ------- კ------ს როგორც ამხანაგობის წევრს სამი წლის განმავლობაში წმინდა მოგებიდან უნდა მიეღო 75%, ხოლო სამი წლის თავზე მას უნდა ამოეღო ინვესტირებული თანხა - 35 000 აშშ დოლარი, ხოლო ამ ფაქტის დადგომის შემდეგ მხარეთა შორის წმინდა მოგება განაწილდებოდა თანაბრად - 50-50%-ზე;
დ) ამავე ოქმით დასტურდება, რომ გ------- კ------- მიერ თანხები გაიხარჯა როგორც ამხანაგობის წევრის მიერ დამოუკიდებლად (მოპასუხის სალაროს გვერდის ავლით), რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, მხარეთა მიზანი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შექმნისა და სამომავლო იურიდიული ურთიერთობის გაგრძელებისა. ე) ამავე კრების ოქმით მოპასუხის დამფუძნებელმა გამოხატა თანხმობა, რომ გ------- კ------სა და შპს „ს------–-ს“ შორის დადებულ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულებას ემოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ასვე დასტურდება, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა და შესაბამისობა კანონთან და მოპასუხის წესდებასთნ.
280კვ.მ სამაცივრე მეურნეობის შექმნისა და რეკონსტრუქციის შემდეგ, მოსარჩელემ და მოპასუხემ განახორციელეს კვლავ იგივე მოქმედებანი და 1-ლ სამაცივრე მეურნეობას შემატეს მე-2 სამაცივრე მეურნეობა, რომლის შესაქმნელად გ------- კ------მ განახორციელა 15 000 აშშ დოლარის შენატანი ინვესტირება ამხანაგობაში. აღნიშნულ გარემოებაზე შედგა 2005 წლის 28 სექტემბერს შეთანხმების აქტი, მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომა 2005 წლის 30 სექტემბერს, რომლის ოქმითაც დადასტურდა მე-2 სამაცივრე მეურნეობის შექმნა და გ------- კ------- მიერ შენატანის განხორციელება.
2005 წლის 28 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლითაც გ------- კ------ს დაბანდებული თანხების ამოღებისა და დაბანდებული თანხების ამოღებამდე განაწილების წესის 75/25%-ს სანაცვლოდ გ------- კ------მ 10 წლის ვადით აიღო ერთობლივი საქმიანობის შედეგად შექმნილი სამაცივრე მეურნეობა (როგორც 1-ლი, ისე მე-2; სულ 480 -კვ.მ). გ------- კ------- მიერ ამ ეტაპისთვის განხორციელებული სრული შენატანი შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს.
2005 წლის 05 დეკემბერს დაიდო მიღება- ჩაბარების აქტი რომლითაც დასტურდება, რომ გ------- კ------- მიერ ინვესტირებული თანხების მე-2 ნაკადით (15 000 აშშ დოლარით) მოეწყო მე-2 სამაცივრე მეურნეობა და აშენებულ იქნა 200 კვ.მ სამაცივრე მეურნეობის ფართი.
2006 წლის 01 თებერვალს, 2005 წლის 28 სექტემბრის და 2005 წლის 30 სექტემბრის მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომის ოქმის და ასევე მხარეთა შორის დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- კ------- კომპანიამ - შპს „ე---“ 10 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით აიღო სამაცივრე მეურნეობა ( როგორც 1-ლი, ისე მე-2; სულ 480 -კვ.მ).
გ------- კ------ თავის კომპანია შპს „ე--“-ზე ექსკლუზიური საიჯარო ხელშეკრულების დადების მიუხედავად ერთობლივი საქმიანობის წევრს - პარტნიორს უხდიდა ყოველთვიურად წმინდა მოგების ხელშეკრულებით შეთანხმებულ თანხას იჯარის ქირის სახით - 650 ლარის ოდენობით.
2008 წლის 01 დეკემბერს მხარეთა შორის შეთანხმების აქტის გაფორმებით შევიდა ცვლილება იჯარის ხელშეკრულებაში, კერძოდ, საიჯარო ქირა გაიზარდა 750 ლარამდე.
შპს „ე--“-სა და შპს „ს------–-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რამოდენიმე თვით ადრე გ------- კ------მ დაიწყო წერილობითი შეტყობინება მოპასუხისა მასზედ, რომ იჯარის ვადა იწურებოდა და საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა მოლაპარაკების დაწყება შემდგომი ურთიერთობის მიზნით. მიუხედავად არაერთი მიმართვისა მოპასუხემ იგნორირება გაუკეთა გ------- კ------ს და უთხრა, როგორც წერილობით, ისე მოქმედებით სამომავლო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ერთ-ერთი წერილით მოპასუხემ შესთავაზა გ------- კ------- კომპანიას 2400 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის გადახდით საიჯარო ხელშეკრულების დადება, ხოლო სხვა ყველა უფლება და პირობა, რომელიც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის დადებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ხელშეკრულებით შპს „ს------–-მ“ უარყო და უარი განაცხადა მის შესრულებაზე. ამის შემდგომ შპს „ს------–-ს“ დააცლევინა გ------- კ------- კომპანია შპს „ე--“-ს ფართი, გ------- კ------ გამოაძევა სამაცივრე მეურნეობის ტერიტორიიდან და ექსკლუზიური ძალაუფლებით დაეპატრონა საერთო შენატანებითა და ხელშეკრულებით შექმნილ სამაცივრე მეურნეობას. შემდგომ შპს „ს------–-მ“ იჯარით გასცა სამაცივრე მეურნეობა რამოდენიმე სხვადასხვა კომპანიაზე, ხოლო გ------- კ------ს უარი უთხრა კუთვნილი 50% წმინდა მოგების გადახდაზე. 8 თვის მანძილზე გ------- კ------მ არაერთხელ სცადა ურთიერთობის აღდგენა, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელება, თავისი კუთვნილი ეკონომიკური შემოსავლის მიღება თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე თავს არიდებს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, აზრს კარგავს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაგრძელება და გ------- კ------ს აღარ გააჩნია ინტერესი არაკეთილსინდისიერ პარტნიორთან ერთად იქონიოს ერთობლივი საქმიანობა.
3. მოპასუხის პოზიცია;
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს რომ გ------- კ------ს ფულადი შენატანები 35000 +15000 აშშ დოლარი არ განუხორციელებია, მაგრამ არ დაობს იმაზე რომ გ------- კ------ს მიერ 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის შექმნილი და აშენებული სამაცივრე მეურნეობა აღირიცხა შპს ,,სინათლის’’ ბალანსზე.
ასევე არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს მოსარჩელე 2005 წლის 28 სექტემბრის შეთანხმებაზე, რადგან აღნიშნული შეთანხმებით შეწყდა მხართა შორის ერთობლივი საქმიანობა, და მის სანცვლოდ შპს. ,,ს------–-მ’’ იჯარის ხელშეკრულება გააფორმა შპს. ,,ე--სთან’’ 10 წლის ვადით შეღავათიანი პირობებით. საიჯარო ქირა შეადგენდა 650 ლარს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
გ------- კ------სა და შპს „საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ს------–-“-ს (ს/ნ 2--------) შორის 2001 წლის 02 ივლისს დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების (1.2 მუხ) პარტნიორების საქმიანობის მიზანია სამაცივრო მეურნეობის მოწყობა და საქმიანობა. ხელშეკრულები (1.3 მუხ) შესაბამისად ერთობრივი სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მხარეებმა განახორციელეს შესაბამისი შენატანები, კერძოდ: შპს. ,,ს------–-მ’ ერთობლივ საქმიანობაში განახორციელა შენატანი საზოგადოების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობით, კერძოდ, 280 კვ/მ ფართი, რომელიც 2001 წლისთვის შეფასებული იყო - 18 760 აშშ დოლარად, გ------- კ------ს ერთობლივ საქმიანობაში უნდა განახორციელა ფულადი შენატანი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2001 წლის 02 ივლისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება.
-
3.2. 2003 წლის 07 აგვისტოს გაიმართა მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომა, რომელზეც გადაწყდა შემდეგი საკითხები:
ა) დადასტურდა, რომ გ------- კ------მ განახორციელა შენატანი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში, რომლითაც განხორციელდა სამაცივრო დანადგარების შეძენა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და რეკონსტრუქცია (რას დადასტურდა აუდიტის დასკვნითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით)
ბ)დადასტურდა, რომ სამაცივრე დანადგარების შეძენა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და რეკონსტრუქცია დასრულდა 2003 წლის ივნისის თვეში და წარმატებით გაიარა ექსპლუატაციის საცდელმა პერიოდმა და ობიექტი შევიდა საბოლოო ექსპლუატაციაში.
გ) დადასტურდა, რომ გ------- კ------ს როგორც ამხანაგობის წევრს სამი წლის განმავლობაში წმინდა მოგებიდან უნდა მიეღო 75%, ხოლო სამი წლის თავზე მას უნდა ამოეღო ინვესტირებული თანხა - 35 000 აშშ დოლარი, ხოლო ამ ფაქტის დადგომის შემდეგ მხარეთა შორის წმინდა მოგება განაწილდებოდა თანაბრად - 50-50%-ზე;
დ) ამავე ოქმით დასტურდება, რომ გ------- კ------- მიერ თანხები გაიხარჯა როგორც ამხანაგობის წევრის მიერ დამოუკიდებლად (მოპასუხის სალაროს გვერდის ავლით), რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, მხარეთა მიზანი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შექმნისა და სამომავლო იურიდიული ურთიერთობის გაგრძელებისა.
ე) ამავე კრების ოქმით მოპასუხის დამფუძნებლებმა გამოხატა თანხმობა, რომ გ------- კ------სა და შპს „ს------–-ს“ შორის დადებულ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულებას ემოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ასვე დასტურდება, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა და შესაბამისობა კანონთან და მოპასუხის წესდებასთნ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2003 წლის 07 აგვისტოს დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომა.
3.3.280კვ.მ სამაცივრე მეურნეობის შექმნისა და რეკონსტრუქციის შემდეგ, მოსარჩელემ და მოპასუხემ განახორციელეს კვლავ იგივე მოქმედებანი და 1-ლ სამაცივრე მეურნეობას შემატეს მე-2 სამაცივრე მეურნეობა, რომლის შესაქმნელად გ------- კ------მ განახორციელა 15 000 აშშ დოლარის შენატანი ინვესტირება ამხანაგობაში. აღნიშნულ გარემოებაზე შედგა 2005 წლის 28 სექტემბერს შეთანხმების აქტი, მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომა 2005 წლის 30 სექტემბერს, რომლის ოქმითაც დადასტურდა მე-2 სამაცივრე მეურნეობის შექმნა და გ------- კ------- მიერ შენატანის განხორცეიელება. ( როგორც 1-ლი, ისე მე-2; სულ 480 -კვ.მ). გ------- კ------- მიერ ამ ეტაპისთვის განხორციელებული სრული შენატანი შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2005 წლის 28 სექტემბერს შეთანხმების აქტი, დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგეობის სხდომის 2005 წლის 30 სექტემბრის ოქმი.
3.4.2005 წლის 05 დეკემბერს დაიდო მიღება- ჩაბარების აქტი რომლითაც დასტურდება, რომ გ------- კ------- მიერ ინვესტირებული თანხების მე-2 ნაკადით (15 000 აშშ დოლარით) მოეწყო მე-2 სამაცივრე მეურნეობა და აშენებულ იქნა 200 კვ.მ სამაცივრე მეურნეობის ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2005 წლის 05 დეკემბერს დაიდო მიღება- ჩაბარების აქტი.
3.5.2006 წლის 01 თებერვალს 2005 წლის 28 სექტემბრის და 2005 წლის 30 სექტემბრის მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომის ოქმის და ასევე მხარეთა შორის დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე - შპს „ე---“ 10 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით აიღო სამაცივრე მეურნეობა (როგორც 1-ლი, ისე მე-2; სულ 480 -კვ.მ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2006 წლის 01 თებერვლის იჯარის ხელშეკრულება.
- 2005 წლის 28 სექტემბრის და 2005 წლის 30 სექტემბრის მოპასუხის დამფუძნებლის - საქართველოს უ-------–----- კ--–----- გამგებობის სხდომის ოქმი
3.6.2008 წლის 01 დეკემბერს მხარეთა შორის შეთანხმების აქტის გაფორმებით შევიდა ცვლილება იჯარის ხელშეკრულებაში, კერძოდ, საიჯარო ქირა გაიზარდა 750 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შეთანხმების აქტი;
3.7.შპს „ე--“-სა და შპს „ს------–-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2016 წლის 1 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2006 წლის 01 თებერვლის იჯარის ხელშეკრულება.
3.8.2016 წლის 18 ოქტომბრის აუდიტის დასკვნის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა შპს ,,ს------–-დან გასული წევრისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ქონების მთლიანი ღირებულების 750 000 ლარის ნახევარს 375 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აუდიტის დასკვნა.
3.9.2018 წლის 11 სექტემბრის ინტელექტ აუდიტის მიერ შედგენილი აუდიტის დასკვნის ს/კ 05.27.31.0-- რეგისტრირებულ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 480კვ.მ და მასში განთავსებული სამაცივრე მეურნეობა, ასევე 17,5 კვ.მ ფართის წყლის ავზი ღირებულება 2016 წლის მარტის თვის მდგომარეობით ჯამურად განისაზღვრა 726 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- აუდიტის დასკვნა.
4. დასადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1 2005 წლის 28 სექტემბერს გ------- კ------სა და შპს ,,ს------–-ს’’ შორის გაფორმებულ შეთანხმების აქტს, რომლის თანახმადაც, გ------- კ------ უარს ამბობს როგორც პირველ ასევე მეორე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაზე დაბანდებულ თანხის მიღებაზე, სანაცვლოდ, ითხოვს შპს „ე--ს“ და შპს „ს------–-ს“ შორის გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. 2005 წლის 5 დეკემბრის მიღება ჩაბარების აქტით შპს ,,სინათლის’’ დირექტორსა და პარტნიორ გ. კ------ს შორის 2005 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმების აქტის საფუძველზე ინვესტორი (მოპასუხე) უარს ამბობს 1-ლ და მე-2 სამაცივრო მეურნეობის მოწყობაზე დაბანდებულ თანხებზე შპს ,,სინათლის’’ სასარგებლოდ გარკვეული პირობით, რაც აისახება ხელშეკრულებაში.
ზემოთაღნიშნულ გარემოებებს, მხარეები ხედავენ განსხვავებულად; კერძოდ; მოსარჩელის განმარტებით ,,უარს ამბობს როგორც პირველ ასევე მეორე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაზე დაბანდებულ თანხის მიღებაზე, სანაცვლოდ, ითხოვს შპს „ე--ს“ და შპს „ს------–-ს“ შორის გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულებას 10 წლის ვადით’’ გულისხმობდა 2001 წლის 2 ივლის მხარეთა შორის გაფორმებულ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე 75% მოგებაზე უარის თქმას და არ როგორც პარტნიორის წილზე უარის თქმას.
მოპასუხის განმარტებით - ზემოთაღნიშნული შეთანხმების აქტით მხარეთა შორის ამხანაგობის ხელშეკრულება შეწყდა და მოხდა სამართლებრივი ურთიერთობის ტრანსფორმაცია გრძელვადიანი იჯარის სახით. 2005 წლის 28 სექტემბერს გ------- კ------სა და შპს ,,ს------–-ს’’ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით გ------- კ------მ უარი თქვა ყველა მოთხოვნაზე წილზეც და მოგებაზეც და ამ წლების განმავლობაში არ მოუთხოვია წილი.
საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია პირველ რიგში გაირკვეს მხარეთა უფლება მოვალეობები ხელშეკრულებიდან გამომდინარე; უდაოდ დადგენილია რომ 2001 წლის 2 ივლის მხარეთა შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, განუსაზღვრელი ვადით, ხელშეკრულების (1.2 მუხ) პარტნიორების საქმიანობის მიზანია სამაცივრო მეურნეობის მოწყობა და საქმიანობა. (1.3 მუხ) შესაბამისად ერთობრივი სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად მხარეებმა განახორციელეს შესაბამისი შენატანები, კერძოდ: შპს. ,,ს------–-მ’ ერთობლივ საქმიანობაში განახორციელა შენატანი საზოგადოების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობით, კერძოდ, 280 კვ/მ ფართი, რომელიც 2001 წლისთვის შეფასებული იყო - 18 760 აშშ დოლარად, გ------- კ------ს ერთობლივ საქმიანობაში უნდა განახორციელა ფულადი შენატანი 35 000 აშშ დოლარის ოდენობით. უდაოდ დადგენილია, რომ თანხის სანაცვლოდ გ------- კ------მ გააკეთა 35 000 აშშ დოლარის ღირებულების 1-ლი სამაცივრე მოურნეობა რაც 2003 წლის ივლის აღირიცხა შპს „ს------–-ს“ ბალანსზე. ასევე ააშენა 200 კვ.მ ფართი და მე-2 სამაცივრე მეურნეობა ღირებული 15000 აშშ დოლარად, რაც აღირიცხა შპს „ს------–-ს“ ბალანსზე. რითაც შესრულდა ხელშეკრულების 1.4 პუნქტი, რადგან მხარეები შეთანხმდენ, რომ პარტნიორების მიერ შეტანილი ქონება წარმოადგენს შპს. ,,სინათლის“ საკუთრებას.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით მხარეებმა განსაზღვრეს წმინდა მოგების განაწილების წესი - გ------- კ------ს 75%, შპს. ,,ს------–-ს’’ 25%. აღნიშნული განაწილების წესი მოქმედებდა გ------- კ------ის მიერ განხორციელებული შენატანის სრულად ამოღებამდე, ხოლო მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანის სრულად დაფარვის შემდეგ 3.2 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის წევრთა შორის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განაწილდა თანაბრად (50-50%). 2002 წლის შეთანხმების აქტით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და ზემოთაღნიშნული პროცენტულობით მოგება უნდა განაწილებულიყო 3 წლით.
2003 წლიდან ფუნქციონირებდა 1-ლი სამაცივრე მეურნეობა, ხოლო მე-2 სამაცივრო მეურნეობა ფუნქციონირებდა 2005 წლიდან და მხარეები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობიდან გამომდინარე ინაწილებდნენ მოგებას, სანამ 2005 წლის 28 სექტემბერს გ------- კ------სა და შპს ,,ს------–-ს’’ შორის არ გაფორმდა სადაო შეთანხმების აქტი და აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 1 თებერვალს შპს „ე--ს“ და შპს „ს------–-ს“ შორის არ გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით.
მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებს, რაც შეეხებოდა საერთო საქმიანობიდან გამომდინარე მოგების განაწილებას, სამაცივრე მეურნეობის შემოსავალში აღებას თუ მესამე პირზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას იხილებოდა უ-------–----- კ--–----- გამგეობის სხდომაზე და მისი თანხმობის გარეშე არ გადაწყვეტილა არცერთი ზემოთაღნიშნული საკითხი.
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების ანალიზის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით რომ მხარეთა შორის მოლაპარაკების, უთანხმოების თუ შემდეგ ახალი შეთანხმების საგანი ყოველთვის იყო მხოლოდ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოგების განაწილების წესი და ერთობლივ საქმიანობის დაწყების დღიდან სადაო შეთანხმების მიღებამდე წილთან დაკავშირებით მხარეთა შორის არასდროს არ ყოფილა საუბარი. ასევე არცერთ მხარეს არ განუხორციელებია ის მოქმედებები რასაც საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლით ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი ითვალისწინებს, (კერძოდ ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად). სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2005 წლის 28 სექტემბერს გ------- კ------სა და შპს ,,ს------–-ს’’ შორის შეთანხმების აქტი ადგენს მხოლოდ მოგების განაწილების წესის სანაცვლოდ განსხვავებული წესს.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-932-ე, 935-ე, 939-940-ე მუხლებით.
7. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე მოითხოვს, 2001 წლის 2 ივლის მასსა და შპს. ,,ს------–-ს’’ შორის დადებული ერთობრივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება შეწყვეტას და წილის გამოყოფას.
სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
დადგენილია, რომ გ------- კ------სა და შპს „საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ს------–-ს“ (ს/ნ 2--------) შორის 2001 წლის 02 ივლისს დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით.
2005 წლის 28 სექტემბერს გ------- კ------სა და შპს ,,ს------–-ს’’ შორის შეთანხმების აქტით, რომლის თანახმადაც, გ------- კ------ უარს ამბობს როგორც პირველ ასევე მეორე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობაზე დაბანდებულ თანხის მიღებაზე და სანაცვლოდ, ითხოვს შეღავათიანი პირობით შპს „ე--ს“ და შპს „ს------–-ს“ შორის იჯარის ხელშეკრულებას 10 წლის ვადით გაფორმებას, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმებით მხარეებმა მოგების განაწილების წესის სანაცვლოდ დაადგინეს განსხვავებული წესი - იჯარის ხელშეკრულება და არა წილზე თქვა უარი მოსარჩელემ, შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმების აქტით, მხარეთა შორის 2001 წლის 02 ივლისს განუსაზღვრელი ვადით დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.
სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 938-ე 940-ე მუხლით გათვალისწინებული შემაფერხებელი გარემოებები, შესაბამისად მხარეთა შორის 2001 წლის 02 ივლისს დადებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეწყდეს. მოპასუხე შპს „ საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ,,ს------–-ს“ გ------- კ------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 375 000 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი აუდიტის მომსახურების თანხა 500 ლარი რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს გ------- კ------ს სასარჩელო მოთხოვნა შპს. ,,საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ,,ს------–-ს’’ მიმართ.
2. გ------- კ------ს და შპს. ,,საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ,,ს------–-ს’’ შორის 2001 წლის 02 ივლისს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეწყდეს.
3.შპს. ,,საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ,,ს------–-ს’’ გ------- კ------ს სასარგებლოდ დაეკისროს 375 000 ლარის გადახდა.
4.შპს. ,,საქართველოს უ-------–----- კ--–----- ა------ შ------------–- პ------------–----- ს-------------- ,,ს------–-ს’’ გ------- კ------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის და აუდიტის მომსახურების თანხა 500 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
როინ კახიძე