გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
831210019003186933
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 831210019003186933

საქმე №2/75-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.11.2019 წ. ქ. თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი გელა ცხორაგაული

მოსარჩელე - შპს „ბ-----ი“

წარმომადგენელი –თა--------------–---–ი

მოპასუხე - რუ---------------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რუ---------------–-–---–ისათვის შპს „ბ-----ის“ სასარგებლოდ 800 ა.შ.შ. დოლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ბ-----ი" წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექს ,რომლის ძირითადი საქმიანობაა ავტომანქანით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 2015 წლის 08 იანვარს შპს „ბ-----სა“ და მოპასუხე რუსუდაან მოსახლიშვილს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ბ-----მა“ მოპასუხეს გადასცა თანხა 2 150 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, (სესხის ხელსეკრულება N3/1). მხარეთა შეთანხმებით, სესხის ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 6%-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 129 ა.შ.შ. დოლარს თვეში. სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 08 იანვარს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N3, რომლის თანახმადაც სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა რუ---------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა TOYOTA HIACE (გამოშვების თარიღი 2000წელი) სახელმწიფო ნომერი ML----A, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი AL39---9, საიდენტიფიკაციო ნომერი RCH47------6. 2015 წლის 07 მარტს შპს „ ბ-----მა“ დამატებით გასცა რუ---------------–-–---–ზე თანხა 350 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, (სესხის ხელშეკრულება 3/2) ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება აღარ ხორციელდებოდა, შპს „ბ-----ის“ მიერ 2015 წლის 7 აგვისტოს გაგზავნილი იქნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა 2015 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით მიმდინარე დავალიანება: ძირითადი ვალდებულება -2500 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული გადაუხდელი პროცენტი -300 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 25 აშშ დოლარი, მოპასუხეს ასევე ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შესაძლო შდეგების შესახებ. გაფრთხილების შემდეგ მოპასუხემ გირავნობის საგანი ნებაყოფლობით გადასცა შპს „ ბ-----ს“. ამის შემდგომ, მოსარჩელე მხარემ ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა 2016 წლის 13 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი დავით აღდგომელაშვილი (პ/ნ01--------9), ნასყიდობის ფასმა შეადგინა 2000 ა.შ.შ. დოლარი. აღნიშნული 2000 ა.შ.შ. დოლარით დაიფარა პირველ რიგში დარიცხული სარგებელი 300 ა.შ.შ. დოლარი, ხოლო 1700 ა.შ.შ. დოლარით დარჩენილი ვალდებულებების ნაწილი, მოპასუხეს შესასრულებელ ვალდებულებად დარჩა 800 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:

 

მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, ძირითადმა ვალმა შეადგინა 2500 აშშ დოლარი. მოპასუხე რამდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა პროცენტს, როდესაც ვეღარ შეძლო დავალიანების გადახდა მივიდა მოსარჩელე მხარესთან და გააფორმა მინდობილობა, რომ შპს „ბ-----ი“ გაყიდიდა სესხის უზრუნველყოფის საგანს-მის ავტომობილს, რის შემდეგაც განუმარტეს, რომ იგი იყო თავისუფალი და მას რაიმე ვალდებულება შპს ,,ბ-----ის' მიამრთ აღარ ჰქონდა. გავიდა მას შემდეგ 4 წელი, მაგრამ არავის დაურეკავს ამ საკითხზე. ამასთან ერთად, მოპასუხე რუ---------------–-–---–ი ასევე უთითებს, რომ მისი აზრით მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 08 იანვარს და 2015 წლის 07 მარტს, მისმა დავალიანებამ 2015 წლის 07 აგვისტოსათვის შეადგინა 2500 აშშ დოლარი შპს „ბ-----ის“ მიმართ მოსარჩელე მხარეს 2016 წლის 13 ივნისიდან უკვე წარმოეშვა დავალიანების მოთხოვნის უფლება. მოპასუხის აზრით ასეთის არსებობის შემთხვევაში სარჩელი მაინც ხანდაზმულია, რადგან დავა შეეხება 2016 წლის 13 ივნისამდე არსებულ დავალიანების თანხას, რომლის შესახებ სარჩელი აღძრულია 2019 წლის 16 სექტემბერს. გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობით მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ბ-----ი" წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ავტომანქანით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. 2015 წლის 08 იანვარს შპს „ბ-----სა“ და მოპასუხე რუ---------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ბ-----მა“ მოპასუხეს გადასცა თანხა 2150 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, (სესხის ხელშეკრულება N3/1). მხარეთა შეთანხმებით სესხის ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 6%-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 129 ა.შ.შ. დოლარს თვეში.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება N3/1

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.2. სესხის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 08 იანვარს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N3, რომლის თანახმადაც სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა რუ---------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა TOYOTA HIACE ( გამოშვების თარიღი 2000 წელი) სახელმწიფო ნომერი ML----A, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი AL39---9,საიდენტიფიკაციო ნომერი RCH47------6.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გირავნობის ხელშეკრულება N3

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.3. 2015 წლის 07 მარტს შპს „ ბ-----მა“ დამატებით გასცა რუ---------------–-–---–ზე თანხა 350 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, (სესხის ხელშეკრულება 3/2) სესხის ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 6%-ით, რაც ყოველთვირად შეადგენდა 21 აშშ დოლარს. იმავე გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა მხარეებს შორის 2015 წლის 08 იანვარს

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება N3/2

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.4. შპს „ბ-----ის“ მიერ 2015 წლის 7 აგვისტოს გაგზავნილი იქნა რუ---------------–-–---–ისათვის გაფრთხილების წერილი, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა 2015 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით მიმდინარე დავალიანება: ძირითადი ვალდებულება -2500 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული გადაუხდელი პროცენტი - 300 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 25 აშშ დოლარი. შესაბამისად 2015 წლის 07 მარტის მდგომარეობით მოპასუხის ძირითადი ვალდებულება შეადგენდა 2500 აშშ დოლარს, მოპასუხეს ასევე ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინების წერილი რუ---------------–-–---–ისადმი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.5. მოპასუხემ გირავნობის საგანი ნებაყოფლობით გადასცა შპს „ბ-----ს“. ამის შემდგომ მოსარჩელე მხარემ ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა 2016 წლის 13 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი დავით აღდგომელაშვილი (პ/ნ01--------9), ნასყიდობის ფასმა შეადგინა 2000 აშშ დოლარი. აღნიშნული 2000 აშშ დოლარით დაიფარა პირველ რიგში დარიცხული სარგებელი 300 აშშ დოლარი ,ხოლო 1700 დოლარით დარჩენილი ვალდებულებების ნაწილი, მოპასუხეს შესასრულებელ ვალდებულებად დარჩა 800 აშშ დოლარი. აღნიშნულ თანხაზე მოსარჩელე წარმოეშვა მოთხოვნის უფლება

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- ნასყიდობის ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ N3/1 და N3/2 სესხის ხელშეკრულებების, 2016 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებების და 2015 წლის 07 აგვისტოს რუ---------------–-–---–ისადმი გაფრთხილების წერილის თანახმად მოსარჩელე შპს „ბ-----ის“ მიერ მოთხოვნილი თანხა არის 2016 წლის 13 ივნისამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალინების თანხა.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ხელშეკრულება N3/1

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა რუ---------------–-–---–ისათვის 800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია 2015 წლის 08 იანვრის და 2015 წლის 07 მარტის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალინების თანხა, რომელზეც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 13 ივნისის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

სესხის ხელშეკრულებების თანახმად რუ---------------–-–---–ი წარმოადგენდა მსესხებელს, ხოლო სადაო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის 08 იანვრიდან 2016 წლის 13 ივნისამდე პერიოდში. მხარეთა შორის 2015 წლის 08 იანვარს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების თანახმად „დამგირევებელი„ ვალდებულია ხელშეკრულების ვადის გასვლის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად ან/და რაიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში , გააჩეროს გირავნობის საგანი (ანუ ავტომანქანა) მოგირავნის (შპს „ბ-----ის) მიერ მითითებულ მისამართზე, გადასცეს გასაღები, გირავნობის საგანი და დოკუმენტები.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხე რუ---------------–-–---–მა, როგორც „დამგირავებელმა„ გადასცა მოგირავნეს, ამ შემთხვევაში შპს „ბ-----ს“ გირავნობის საგანი, რის შემდეგაც მოხდა მისი რეალიზაცია 2016 წლის 13 ივნისს. გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოპასუხის დავალიანების დარჩენილმა ოდენობამ შეადგინა 800 აშშ დოლარი. შესაბამისად, ამ მომენტიდან უკვე მოგირავნეს წარმოეშვა აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელე ითხოვს ზემოაღნიშნული დავალიანების თანხის 800 აშშ დოლარის დაკისრებას მოპასუხე რუ---------------–-–---–ისადმი, რომელზეც შპს „ბ-----ის“ სარჩელით ამ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 13 ივნისის შემდეგ. შესაბამისად, სადაო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2019 წლის 14 ივნისს, რაც სარჩელის აღძვრით არ განუხორციელებია.

 

განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2019 წლის 16 სექტემბერს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხე რუ---------------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 129-ე, 130-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადაოა სესხის თანხის დავალიანების დაკისრება, რაც თავის არსით არის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების შეახებ მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა სესხისა და გირავნობის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს სესხის თანხის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2016 წლის 14 ივნისიდან. სარჩელი აღძრულია 2019 წლის16 სექტემბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელისათვის მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ ცნობილი გახდა გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ - 2016 წლის 13 ივნისს, რომლის მომდევნო სამი წლის განმავლობაში - 2019 წლის 14 ივნისამდე მას სარჩელით უნდა მოეთხოვა ამ დავალიანების დაკისრება. განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ამ ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან მოსარჩელე შპს“ ბ-----ის „ სარჩელი არ დაკმაყოფილდა , მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე შპს „ბ-----ის“ (ს/კ 20------7) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ;

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე