განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002985261
საქმე № 1/98-19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა
თინათინ მჭედლიშვილის მდივნობით,პროკურორ _ გ----------------ძის
ბრალდებულ _ გ---------------------–--ლის
ადვოკატ _ მ-------------–--ლის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040280319001
ბრალდებული გ---------------------–--ლის მიმართ
დაბადებული: 28.01.1---წ.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 1--------81
განათლება: ს-–----–ო
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–---ბული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)
რეგისტრირებული: დ--------–--–----ოს რაიონი სოფელი ს-------–-- მე-13 ქ. N20
ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–----ოს რაიონი სოფელი ს-------–-- მე-13 ქ. N20
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ---------------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასაწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით გ---------------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის ნაწილი 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი.
2019 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, დ--------–--–----ოს რაიონი სოფელ ს-------–--ში, ნ---- ჩ-------ის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში ოჯახური კონფლიქტის დროს, გ---------------------–--ლმა არასრულწლოვანი დისშვილის 06 წლის ლ---- გ------ის თანდასწრებით, ხელის სახეში რამდენიმე დარტყმით და ხელის ყელისა და კისრის არეში მოჭერით ძალადობა განახორციელა თავისთან მცხოვრები არასრულწლოვანი დისშვილის 10 წლის ნ-----–------------ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, გ---------------------–--ლმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ „ა“ ქვეპუნქტებით.
ასევე გ---------------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით გ---------------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის ნაწილი 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი.
2019 წლის 28 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, დ--------–--–----ოს რაიონი სოფელ ს-------–--ში, ნ---- ჩ-------ის საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში ოჯახური კონფლიქტის დროს, გ---------------------–--ლმა არასრულწლოვანი დისშვილების: 06 წლის ლ---- გ------ის და 10 წლის ნ-----–------------ის თანდასწრებით, ხელის თვალის არეში დარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი დედის ნ---- ჩ-------ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, გ---------------------–--ლმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - გ---------------------–--ლმა მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა გ---------------------–--ლის მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ადვოკატმა ითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას.
2019 წლის 18 ნოემბერს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ---------------------–--ლის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ---------------------–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ---------------------–--ლის ბრალეულობა, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ---- ჩ-------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ცხოვრობს შვილთან ერთად, მისი შვილი გ---------------------–--ლი იყო დაოჯახებული მაგრამ დაენგრათ ოჯახი ჰყავს სამი შვილი. მოწმემ განმარტა, რომ მის შვილს ქ------- ბ------------–ვილს აღმოაჩნდა სიმსივინე, ამის შემდგომ გ-------მ შესთავაზა დას, რომ მისი შვილები წამოეყვანათ სოფელში მას და დედამისს გაეზრდათ, გ------- ძალიან კარგი ბიძა იყო, მოწმემ განმარტა, რომ გ------- პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის დროს ალკოჰოლურ სასმელს არ იღებდა. გ------- დისშვილების აღზრდაში იღებდა მონაწილეობას. 2019 წლის 28 მარტის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი საღამოს დაბრუნდა სახლში და დახვდა მისი შვილი ქ-------ი, რომელმაც უთხრა რომ შვილების წასაყვანად იყო მისული, რადგან მისმა ძმამ გ---------------------–--ლმა 11 წლის ნ---ს ყელზე ხელი მოუჭირა და ყელი ჰქონდა გალურჯებული, 7 წლის ლ----მ უთხრათ, რომ გ---------------------–--ლმა დისშვილს 11 წლის ნ---ს სწავლასთან დაკავშირებით მისცა შენიშვნა და ყელზე მოუჭირა ხელი და ნ---მ ტირილი დაიწყო, ამ დროს ოთახში შევიდა გ------- რომელიც იყო ნასვამი, მას მოწმემ ჰკითხა თუ რა მოხდა? რა დროსაც გ------- წამოდგა სკამიდან, მოწმემ სცადა ხელი შეეშველებინა მისთვის ამ დროს გ------- მას ხელი აუქნია და მოვხდა მოწმე თვალში რა დროსაც მან გაიცადა ტკივილი, ამ დროს გ-------მ მოისურვა გარეთ გასვლა, რაშიც მოწმემ სცადა ხელი შეშლა, რა დროსაც გ------- მას ხელი ჰკრა მიეჯახა კარებს რა დროსაც მინა ჩამოვარდა დაიმტვრა, ბავშვებმა ამ დროს ტირილი დაიწყეს. მოწმემ განმარტა, რომ მას განზრახ მოქნეული ხელი არ მოხვედრია, შემთხვევით მოხვდა ხელი მას. სხვა დროს მსგავს ძალადობას არ ჰქონია ადგილი.
იხ. სხდომის ოქმი 23.09.2019წ
თავად ბრალდებულმა გ---------------------–--ლმა მიერ სასამართლოზე სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში, 2019 წლის 28 მარტს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვან ნ--- გ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე განმარტა, რომ მან ბავშვები დასვა სამეცადინოდ რაც დროსა ნ--- გ------ემ რომლიც არ სწავლობს კარგად, ხელს უშლიდა სწავლაში უმცროს ძმას ლ---- გ------ეს, ამის გამო მან ნ---ს კისერში ხელი წაავლო და მოუწოდა „თავის გაკვეთილებისთვის მიეხედა“ და განუსაზღვრა დრო სამეცადინოდ, საღამოს ჩამოვიდა მისი და ქ-------ი, ბავშვების დედა., ამის შემდგომ ბრალდებულის დედა როდესაც სახლში დაბრუნდა მან ემოციურად ჰკითხა თუ რატომ მოხდა ეს ფაქტი რა დროსაც მოუხდათ კამათი და ამის შედგომ იგი ოთახიდან გამოსვლის ს-–----–ებას არ აძლევდა და შემთხვეით მოხვდა დედამის მისი აქნეული ხელი. მას ნიკოლოზისთვი დაზიანება არ შეუნიშნავს, როდესაც მან ძალადობა განახორციელა ნიკოლოზის მიმართ ლ---- იქ იყო მაგიდასთან ერთად იჯდნენ, ბავშვს არაფერი უთქვამს, დედამ თვითონ შენიშნა რადგან კისერზე ეტყობოდა ნათითურები. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
იხ. სხდომის ოქმი 18.11.2019წ
ასევე შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმე ქ------- ბ------------–ვილის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულების: ნ---- ჩ-------ის და ნ-----–------------ის გამოკითხვიოს ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N002156419, გ---------------------–--ლის დაკავების ოქმი, ბრალდებულ გ---------------------–--ლის გამოკითხვის ოქმი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი გ---------------------–--ლის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გ---------------------–--ლის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ გ---------------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასაწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის., მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ---------------------–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ---------------------–--ლის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ გ---------------------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, გ---------------------–--ლის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს დანაშაულს.
გ---------------------–--ლის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ გ---------------------–--ლი არის ნასამართლევი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალდობის ფაქტზე, მის მიერ ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმდების ვადაში, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ თავის დროზე გამოყენებულმა ნაკლებად მკაცრმა სანქციამ ვერ გამოიღო შედეგი, გ---------------------–--ლმა ვერ გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი ამჟამად იგი ბრალდებულის არასრულწლოვანი დისშვილის და დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ამასთან, მხედველობაშია მისაღები გ---------------------–--ლის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------------------–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში.
დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით გ---------------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის ნაწილი 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 წელი. დადგენილია, რომ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება გ------- ბ------------–ილს ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ---------------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
2. გ---------------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ე“ „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ბარლდებულ გ---------------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ---------------------–--ლს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
6. გაუქმდეს გ---------------------–--ლის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ---------------------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 01 აპრილიდან.
8. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდგომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ გ---------------------–--ლის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ გ---------------------–--ლს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
9. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ---------------------–--ლმა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი