განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003180139 საქმე N1-848/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ან---------–---–ი, ად--–----–--------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ირ---–-----------–-ძე
მამის სახელი: და-----
დაბადებული: 1--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განთლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რ/მისამართი: ქ. ბათუმი, ხი-–--–---–-------.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - ბა------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის არაერთგზის.)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ - თანახმად :
1.1. 2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------ა და გ. მა-----–---–ის ქუჩების კვეთაში, გამოძალვისათვის ნასამართლევი ირ---–- ან-------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის აშკარად დაეუფლა პა---------------ის კუთვნილ ხელჩანთას და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ირ---–-----------–-ძის ქმედებით პა----------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი და ფიზიკური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
1.2. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ირ---–-----------–-ძის ბრალეულობას, რომ მან 2019 წლის 02 ივლისს, ქ. ბათუმში, ი. ჭა--------ა და გ. მა-----–---–ის ქუჩების კვეთაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის აშკარად დაეუფლა პა---------------ის კუთვნილ ხელჩანთას და მასში მოთავსებულ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, ირ---–-----------–-ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება;
1.3. 2019 წლის 02 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ი. ჭა--------ა და გ. მა-----–---–ის ქუჩების კვეთაში, ირ---–-----------–-ძემ პა---------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ სახის არეში და სხეულის სხვადასხვა არეში ხელი რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ძალადობას არ გამოუწვევია რაიმე ხარისხით ჯანმრთელობის დაზიანება;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი-
დაზარალებულმა პა---------------ემ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ 2019 წლის 01 ივლისს ღამით იმყოფებოდა კაზინოში ბათუმში, ჭა-------- ქუჩაზე; ითამაშა; ხან მოიგო ხან წააგო, გამოვიდა კაზინოდან დაახლოებით 01:00 საათზე, გადაკვეთა ქუჩა, საპატრულო პოლიციის მანქანა იდგა ქუჩაში, მივიდა ,პოლიციელებს გამოელაპარაკა, იქედან წამოსულს მისთვის უცნობი პირმა გადახვია ხელი და კითხა თუ ვინ იყო, საერთოდ არაადექვატურია სიმთვრალეში, მოუვიდათ ჩხუბი, დარტყა და თავადაც დაარტყა ამ დროს ჩანთა, როცა ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ, ჩანთა გადაძვრა თავზე და ამ უცნობს შერჩა ხელში და გაიქცა, დარეკა პოლიციის განყოფილებაში, იქ დაყო რამდენიმე საათი;
იმ ღამით კაზინოში შესვლისას ჰქონდა 700 ლარი, დარჩა 200 ლარი და ასეც უთხრა პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელს, შემდეგ გაახსენდა რომ ერთი ასლარიანიდან 40 ლარი გახარჯა, გადარიცხა ანგარიშზე და საერთოდ ჰქონდა დარჩენილი 160 ლარი; განყოფილებაში ყოფნისას ჩანთა გაიტანა სიგარეტის ამოსაღებად და ამ დროს ჩანთის ჯიბიდან თავად ამოიღო ეს თანხა, თუმცა ეს პოლიციელებისთვის არ უთქვამს;
ეს უცნობი პიროვნება უკვე იცის - იყო ირ---–-----------–-ძე, არ იცის რა უნდოდა, სიმართლე რომ თქვას, თან იყო ნასვამი; მათი ურთიერთობა დაიწყო შეკითხვით, თუ ვინ იყო და წავიდა კამათი; თავიდან ხელი გადახვია და უთხრა, რომ ირ---–- იყო ან-------–--ე და თავადაც უთხრა მის შესახებ, ისაუბრეს საერთო ნაცნობებზე; „ბათუმელი ბიჭები“ ახსენეს, თავადაც უთხრა ვის იცნობდა, თუმცა არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ იცნობდა ქუთაისში კანონიერ ქურდს, ამჟამად გარდაცვლილია, მასთან ახლოს ცხოვრობდა; სახელის ხსენება და ნაცნობობა დაჭირდა ალბათ იმიტომ, რომ არ გაერთულებინათ კიდე კამათი და თავიდან აერიდებინა ზედმეტი საფრთხე; აღიარებს, რომ ირ---–-----------–-ძის ტონი, როგორც ესაუბრებოდა, არ იყო მოსაწონი; ირ---–-მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ნასვამი იყო ალბათ, ამიტომ არ ახსოვს ეტკინა თუ არა; გულზე ჩანთით ყავდა დაკავებული და ისე ცემდა; ამ დროს ტელეფონი ამოიღო და თავზე გადაძვრა ჩანთა, რადგან ტელეფონის ამოღებასაც ცდილობდა; ჩანთა ხელში შერჩა ირ---–-----------–-ძეს და რადგან ის აპირებდა უკვე დარეკვას, ალბათ ამიტომ გაიქცა; გაეკიდა, ჩანთა დახვდა იქვე 70 მეტრში დაგდებული, აიღო, ტელეფონით დაუკავშირდა მის ძმას, რომელმაც იცის მისი სიმთვრალის ამბავი და ტელეფონი გაუთიშა, ამის შემდეგ მასთან პოლიციელები მივიდნენ მისივე შეტყობინების საფუძველზე;
ჩანთა გახსნა გამოკითხვამდე; გამოკითხვისას იცოდა, რომ თანხა ჩანთაში არ იყო და ამოიღო, სანამ გამოკითხვას დაიწყებდნენ კი აუხსნა თავიდანვე, რომ 200 ლარი ჰქონდა, არ თქვა სიმართლე, რადგან თანხა ჭირდებოდა და მისი ამოღება არ იქნებოდა მისთვის მისაღები;
მათი შეხლა შემოხლის დროს რაიმე სახით მოთხოვნას, მისი კუთვნილი ნივთის აშკარად დაუფლებას, თუნდაც მცდელობას, ადგილი არ ჰქონია; უბრალოდ მოიკითხა თუ ვინ იყო; ხელჩანთაში ჰქონდა სათვალე, სხვა პირადი ნივთები და ეს თანხა; ჩანთიდან წაღებული არაფერი არ იყო;
რაც შეეხება მა------------ასთან ურთიერთობას, განმარტავს, რომ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გაიცნო; ის იმ დღეს დატოვა კაზინოში; მა------------ას პატივს სცემდა, ცუდი ურთიერთობა მასთან არ ჰქონია; რამდენჯერმე თანხაც ჩაურიცხა, იმ ღამით მა------------ასთან დაკავშირებით საუბარი არ ახსოვს; აზუსტებს, რომ ირ---–-----------–-ძეს ჩხუბის დროს ამ ჩანთის გრძელი სახელური ეკავა ხელში და ამით ეჭირა მისი თავი, ჩხუბის დროს ის დაუსხლტა და გადაძვრა თავზე და შერჩა ხელში; (იხ ოქმი 15.10.2019წ 12:25:43სთ-13:11:54სთ)
ბრალდებულმა ირ---–-----------–-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ მას ძარცვა არ ჩაუდენია, მისმა მეგობარმა მა------------ამ თხოვა მას რომ პა---------------ე ავიწროებდა და მას ამ საკითხზე გასაუბრებოდა, მართლაც შეხვდა იმ ღამით ქუჩაში და მოიკითხეს საერთო ნაცნობები, მისმა წინააღმდეგობამ გააღიზიანა და მართლაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, ვეღარ მოითმინა და მხოლოდ ამ ნაწილში თვლის, რომ არ მოიქცა სწორად; თუმცა პა----ს მხრიდანაც მოხდა მისი ამ მოქმედების პროვოცირება; მან ძალადობა მართალია ჩაიდინა, მაგრამ არა იმ ხარისხის, რომ დაისაჯოს ამისთვის; როცა მას ამ შეხლა შემოხლის დროს დაცილდა და გაიქცა, ხელში ჰქონდა მისი ჩანთა, როგორც კი ეს აღიქვა დააგდო იქვე კუთხეში; მას არც თანხის მოთხოვნა, არც თანხის დაუფლების ან პა---------------ის ჩანთის დაუფლების მცდელობაც არ ჰქონია, ის შეხვდა სულ სხვა მიზნით და გააფრთხილა, რომ მა------------ასთვის დაენებებინა თავი და რაიმე სახით არ შეევიწროვებინა; მისთვის საერთოდ უცნობია ჩანთაში თანხა იყო თუ სხვა ნივთები, ის ამით არც დაინტერესებულა და იმ დროს იქ ქუჩაში ახლოს იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანა და აქედან გამომდინარეც მას არ ექნებოდა ამის განზრახვა, ანუ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი)
გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების გი-------------–-–-----------------------–------------------------–-----–--------------------–--------------------–-------------------------------–-–------–---–-----------------------–--------------–---------------------------–----------------–----------------------------------------------–---------------------–--ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მასთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებები: ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი , შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანხმობის ხელწერილები, ექსპერტი მამუკა მეტრეველი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ მტკიცებულებები) დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ მათგანს პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა და მიღებული იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სრულად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: არ დასტურდება უტყუარად ირ---–-----------–-ძის მიერ 2019 წლის 02 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტი და შესაბამისად ბრალეულობა; ხოლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების და სადავო მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება 2019 წლის 02 ივლისს ირ---–-----------–-ძის მიერ პა---------------ეზე ძალადობის ფაქტი;
სასამართლო მოცემული სახის დასკვნამდე მიდის მხარეთა მიერ გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რადგან საქმის მასალების მიხედვით შემთხვევის მონაწილე თვითმხილველი პირების გამოკითხვის ოქმების, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, სახეზე არ არის არცერთი სახის პირდაპირი მტკიცებულება,. რომელიც დაადასტურებდა ირ---–-----------–-ძის განზრახვას ძარცვის ჩადენის თაობაზე; დაზარალებულმა სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, უდავო მტკიცებულებებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით კი წარდგენილი ბრალი საერთოდ არ დასტურდება;
კერძოდ:
უდავო მტკიცებულებით მა------------ას გამოკითხვის ოქმით (26.06.2019წ) დადასტურებულია, რომ ის ხშირად დადიოდა ქ. ბათუმში ჭა-------- ქუჩა N--ში განთავსებულ ,,ვ---სის“ სლოტ კლუბში და 2019 წლის 01 ივლისსაც იქ იმყოფებოდა, სადაც გაიცნო პა---------------ე, თავდაპირველად მან თხოვა, რომ მისი მობილური ტელეფონით ესარგებლა, მობილური ტელეფონი ათხოვა ზარის გასაშვებად, იმ დღეს სხვა კომუნიკაცია მასთან არ ჰქონია. მეორე დღეს პა---------------ემ დაურეკა მობილურ ტელეფონზე და მოიკითხა, საღამოს დაბრუნდა კვლავ სლოტ კლუბ ,,ვ---სში“ სათამაშოდ, სადაც შეხვდა პა---------------ე, რომელსაც გამოელაპარაკა, თამაშის დროს პა---------------ემ ჩაურიცხა სათამაშო თანხა, თუ რამდენი არ ახსოვს, თამაშის დროს პა---------------ემ გამოელაპარაკა და უთხრა, რომ იმ ღამეს სახლში მარტო იყო და მასთან თუ წავიდოდა გასართობად, აღნიშნულზე მა------------ა ძალიან გაბრაზდა და უპასუხა, რომ ქუჩის ქალი არ იყო და სთხოვა არ მიახლოებოდა, ამაზე პა---------------ე ძლიერ გაბრაზდა და დაუწყო ლანძღვა-გინება, უთხრა, რომ ფული ტყუილად არ ჩაურიცხავს, ის განცალკევდა მისგან, მაგრამ მისი ლანძღვის და გინების ხმა მაინც ესმოდა. თავი ძალიან დამცირებულად იგრძნო და დაუკავშირდა მის მეგობარ ირ---–-----------–-ძეს, რომელსაც დაახლოებით 40 წელია იცნობს, ერთად გაიზარდნენ. ირ---–-ს სთხოვა მისულიყო სლოტ კლუბში, რადგან ვიღაც პირი გადაეკიდა და აგინებდა, დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ირ---–-----------–-ძე მივიდა მასთან და მოუყვა პა---------------ის ქმედებების შესახებ, რომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; შემდეგაც გამოვიდნენ გარეთ დაინახა რომ ქუჩის მოპირდაპირედ იდგა პა---------------ე, რომელზეც მიუთითა ირ---–-----------–-ძეს, აღნიშნულის შემდეგ ირ---–- გადავიდა ქუჩაზე და მივიდა პა---------------ესთან და ისინი წავიდნენ მა-----–---–ის ქუჩის მიმართულებით; შემდეგ გაიგო, რომ ირ---–-----------–-ძესა და პა---------------ეს შორის მოხდა კონფლიქტი, სხვა დეტალები მისთვის უცნობია, როდესაც იდგა სლოტ კლუბის ასასვლელ კიბეებთან და უყურებდა ირ---–-----------–-ძეს და პა---------------ეს აღნიშნულ დროში მივიდა ირ---–-ს შვილი ლუ------------–--ე, რომელსაც უთხრა, რომ ირ---–-მ სალაპარაკოდ გაიყვანა ერთი პიროვნება მა-----–---–ის ქუჩის მხარეს, აღნიშნულის შემდეგ ლუკა წავიდა მათი მიმართულებით. (იხ ს.ფ. 244-246);
ასევე უდავო მტკიცებულებით - 2019 წლის 22 ივლისის ლუ------------–--ის გამოკითხვის ოქმით (22.07.2019წ) დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმში ი. ჭა-------- ქუჩის N--ში სლოტ კლუბ ვ---სთან შეხვდა მა------------ა, რომელიც მისი ოჯახის მეგობარია, რომელმაც უთხრა, რომ მამამისი იყო ნასვამი და უცნობი პიროვნება წაყვანილი ჰყავდა ჭა-------- და მა-----–---–ის ქუჩების მიმართულებით. იგი წავიდა ამ მიმართულებით, რა დროსაც მა-----–---–ის ქუჩაზე, მარცხენა მხარეს, ქვეითთა სავალ ნაწილზე დაინახა მამამისი. რომელიც ყვიროდა და უცნობ პიროვნებას ეჩხუბებოდა, იგი მივიდა მათთან და დაიწყო გაშველება, ამ დროს უცნობ პიროვნებას მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ზურგჩანთა ე.წ ,,ბარსეტკა“ რომელზეც მამამისსაც და აღნიშნულ უცნობ პიროვნებასაც ხელი ქონდათ მოკიდებული და ორივე მათგანი ექაჩებოდა თავისკენ, ბოლოს აღნიშნულ ზურგჩანთას ხელი მოწყდა და ზურგჩანთა მამამის დარჩა ხელში. შემდეგ აღნიშნული უცნობი პირი, ანუ პა---------------ე გაიქცა ი. ჭა-------- ქუჩის მიმართულებით, მამამისმა ზურგჩანთა მა-----–---–ის ქუჩაზე რამდენიმე მეტრში გადააგდო და შემდეგ მამამისთან ერთდ წავიდა სახლში. არც მამამის და არც მას ზურგჩანთიდან რაიმე სახის ფულადი თანხა ან ნივთი არ ამოუღია, მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა აღნიშნულ უცნობ პიროვნება პა----ს მამამისმა ხელი ან პირიქით. მისთვის უცნობი პიროვნება სახელად პა----, იყო ს-–----–-- სიმაღლის, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის, წითური, მოგრძო პირისახის, რომლის ამოცნობა შეუძლია. (იხ ს.ფ. 241-243
ასევე უდავო მტკიცებულებებით: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით #0-------- (05.07.2019წ) დადგენილია, რომ საქმის გარემოებების მიხედვით პა---------------ეს გამოძიებით დაუდგენელმა პირმა მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის არეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს; შესამოწმებელი პირი წარმოდგენილია 02.07.2019წ 18:35საათზე, მას სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება; (იხ ს.ფ.19-21);
2019 წლის 05 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა გამომძიებლის მიერ ამ----------–----ის მონაწილეობით ქ. ბათუმში, მა-----–---–ის ქ. #4--ში განთავსებული შპს „ჯ----------ის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან გამოთხოვილი ჩანაწერი 2019 წლის 02 ივლისის 00:30:00 საათიდან 01:30:00 საათამდე პერიოდით;
ვიდეო ჩანაწერზე 01:04:54 საათზე ირ---–-----------–-ძე ჩერდება კადრის შუა ნაწილში და ესაუბრება მამაკაცს, რომელიც ჩერდება მასთან ერთად და აცვია წითელი ფერის მაისური. ვიდეო ჩანაწერზე 01:04:59 ირ---–-----------–-ძე აგრძელებს მოძრაობას, მამაკაცთან ერთად, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური, მათ ზურგის მხრიდან მიყვება დაახლოებით 35 წლის ასაკის მამაკაცი, რომელსაც თავზე უკეთია შავი ფერის სათვალე, ტანზე აცვია ღია ფერის მოკლემკლავიანი მაისური, ღია ფერის შორტი და წითელი ფერის ბოტასები. ვიდეო ჩანაწერზე 01:05:10 საათზე ირ---–-----------–-ძე ჩერდება ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად და ეკამათება მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური, ხოლო მეორე მამაკაცი დგას და უყურებს მათ. ვიდეო ჩანაწერზე 01:06:15 საათზე ირ---–-----------–-ძე ხელით შეეხება მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური, ვიდეო ჩანაწერზე 01:06:23 საათზე ირ---–-----------–-ძე მარჯვენა ხელს კიდებს მამაკაცს მხარზე, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური და ექაჩება რამოდენიმეჯერ, რის შემდეგ მარჯვენა ხელს დაარტყამს სახის არეში, ვიდეო ჩანაწერზე 01:06:40 საათზე ირ---–-----------–-ძე მარცხენა ხლით კიდებს მარჯვენა ხელზე მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური, რის შემდეგ მარჯვენა ხელს ურტყამს სახის არეში, რომელიც ცდილობს აცილებას და თავს დახრის ქვევით, რა დროსაც ირ---–-----------–-ძე ხელჩანთის საკიდს და მოქაჩვის შედეგად მხრიდან მოეხსნება ხელჩანთა, აღნიშნულ მომენტში მათთან მიდის დაახლოებით 25-30 წლის ასაკის მამაკაცი რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის შორტები და ღია ფერის ბოტასები, რომელიც დგება მათ შორის და ცდილობს განცალკევებას. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:02 საათზე ირ---–-----------–-ძე კვლავ ხელს ურტყამს მამაკაცს, რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური და ამავდროულად ექაჩება ხელჩანთას. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:07 საათზე ირ---–-----------–-ძე ხელის დარტყმის და მოქაჩვის შედეგად, მამაკაცს რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური გარბის კადრის ქვედა მხარეს და გადის კადრიდან . ვიდეო ჩანაწერზე 01:07:12 ირ---–-----------–-ძეს გაესაუბრება იქვე მდგარი მამაკაცი, რომელსაც თავზე უკეთია შავი ფერის სათვალე, რის შემდეგ ირ---–-----------–-ძე გარბის კადრის ქვედა მხარეს და გადის კადრიდან 01:07:22 საათზე, მის გვერდით მირბის მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის შორტები და რია ფერის ბოტასები. ვიდეო ჩანაწერზე 01:07:25 საათზე მამაკაცი რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური გარბის კადრის ზედა მხარეს, მარჯვენა ყურთან უჭირავს მობილური ტელეფონი. ვიდეო ჩანაწერზე 01:08:33 საათზე მამაკაცი რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური გადის კადრიდან. ვიდეო ჩანაწერზე 01:10:48 მამაკაცი რომელსაც აცვია წითელი ფერის მაისური ფიქსირდება კადრის მარცხენა მხარეს, მასთან მიდის მამაკაცი და ესაუბრება, რომელთანაც მიდის კიდევ ერთი მამაკაცი, რის შემდეგ სამი პირი გადის კადრიდან 01:11:45 საათზე, ვიდეო ჩანაწერი მთავრდება 01:30:00 საათზე.
ვიდეო ჩანაწერის გახსნის და დათვალიერების შემდეგ ამ-----------–----ემ, განმარტა რომ 2019 წლის 02 ივლისს დათარიღებულ ვიდეოჩანაწერზე 01:04:45, 01:04:54, 01:04:59, 01:05:10, 01:06:15, 01:06:23, 01:06:40, 01:07:02, 01:07:07 და 01:07:22 საათზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირი, რომელიც არის დაახლოებით 45 წლის მამაკაცი, ტანზე აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, წინა მხრიდან წარწერით, მუქი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი არის ირ---–- და-----ს ძე ან-------–--ე (დაბ.1--0--1---წ პ/ნ6----------), მცხოვრები ქ. ბათუმი ლე-----------------------------------ში, მისთვის კარგად ნაცნობი პირი, რომელსაც ქუჩაში არაერთხელ შეხვედრია და მასთან უსაუბრია, დათვალიერების შემდეგ კომპაქტ დისკი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა პოლიციის მე-3 განყოფილების მრგვალი ბეჭდით 26/10/6. რომელსაც დაედო შესაბამისი წარწერა და ხელწერილები ახალი ლუქის N26/0/6. იგივე ჩანაწერი დათვალიერებულია 09.07.2019წ გამომძიებლის კა-----------------ის მიერ ზა----------–--ის მონაწილეობით (იხ ს.ფ.61-63; 65-67);
ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით (09.07.2019წ) დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა გამომძიებლის კა-----------------ის მიერ ზა----------–--ის მონაწილეობით ქ. ბათუმში, ჭა-------- ქ. #1---ში მდებარე ინდ/მეწარმე მა-------------ის სავალუტე ჯიხურის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, - 02.07.2019წ 00:30:00სთ-01:30:00სთ პერიოდით, სადაც დაფიქსირებულია ირ---–-----------–-ძის, გი----------------–--ის და პა---------------ის გადაადგილებები; (იხ ს.ფ.68-69);
უდავო მტკიცებულებით ამ----------–----ის და ზა----------–--ის გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და საგამოძიებო მოქმედებებით მიღებული ინფორმაციის სისწორე; (იხ ს.ფ. 80-82; 107-109);
გი--------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე # 171020619003 მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ხელჩანთის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა ირ---–-----------–-ძეს; (იხ ს.ფ.97-98);
უდავო მტკიცებულებით - ლაშა ვარდანიძის გამოკითხვის ოქმით (02.07.2019წ ) დადგენილია, რომ 2019 წლის 02 ივნისს ღამის საათებში მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე დაურეკა მისმა ძმამ - პა---------------ემ და აცნობა, რომ პრობლემა ჰქონდა და იყო მთვრალი; პა---- ხშირად სვამს და მისი სიმთვრალით არის შეწუხებული, ამიტომ გაბრაზდა და გაუთიშა ტელეფონი, თუმცა მოგვიანებით მაინც დაუკავშირდა და შეეკითხა, თუ რა პრობლემა ჰქონდა; უპასუხა, რომ იყო პოლიციის განყოფილებაში; რაც შეეხება ინციდენტის დეტალებს, ამის შესახებ არაფერი იცის; (იხ გამოკითხვის ოქმი, ს.ფ. 99-100);
მოწმის სახით გამოკითხვისას ირ---–- ჯორბენაძე ადასტურებს, რომ 2019 წლის 02 ივლისს ღამის საათებში იმყოფებოდა ბათუში მა-----–---–ის ქუჩაზე განთავსებულ რესტორანში „ტონა ლუდი“, დაახლოებით 01:00 საათის იქნებოდა შესასვლელთან იდგა და დაინახა ორი მამაკაცი, მოძრაობდა ერთერთი მათგანი იყო მაღალი და მას ხელი ჰქონდა გადახვეული შედარებით დაბალ მამაკაცზე და მოძრაობდნენ მა-----–---–ის ქუჩაზე ქვეითთა სავალ ნაწილზე , ისინი ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, კამათობდნენ და ერთმანეთისკენ იწეოდნენ, ერთმანეთს ექაჩებოდნენ; მისთვის უცნობი პირები იყვნენ, რამდენიმე ხანში მათ შორის ჩადგა ერთი მამაკაცი და აშველებდა , მალევე შებრუნდა რესტორანში; შემდეგ შემოესმა მამაკაცის ხმა, რომ ხელჩანთა წაართვეს; ( იხ ს.ფ. 101-102);
მოწმის სახით გამოკითხვისას არ---–-----–---ძე ადასტურებს, რომ მუშაობს ბათუში მა-----–---–ის ქ. #---ში განთავსებული სს „ბ-----------ს“ დაცვის სამსახურში, 2019 წლის 02 ივლისის 01:00 საათი იქნებოდა როცა დაინახა, რომ მა-----–---–ის ქუჩიდან მორბოდა ორი პიროვნება, ერთერთ მათგანს ხელში ეჭირა ხელჩანთა შავი ფერის, რომელმაც სირბილის დროს დააგდო ძირს, 2-3 წუთში ამ ხელჩანთასთან მოირბინა სხვა მამაკაცმა და აიღო, ამ მამაკაცმა მას უთხრა რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელჩანთა წაართვეს; ასევე მანვე უთხრა, რომ თანხა 200 ლარი იყო ხელჩანთაში და იყო წაღებული; (იხ ს.ფ. 105-106)
2019 წლის 19 ივლისის ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა პირმა, წარმოდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ნომერ 2 (ორი) ფოტოსურათზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელმაც 2019 წლის 02 ივლისს ქ. ბათუმი მა-----–---–ის ქუჩაზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგ გასტაცა თავისი კუთვნილი ხელჩანთა. ფოტოსურათზე ამოცნობილი პიროვნების სახე კარგად ახსოვს და იგი არავისში არ ეშლება. დარწმუნებულია თავის ამოცნობაში.
ამომცნობმა პირმა, მოწმე პა---------------ემ, N2 ფოტოსურათზე მოთავსებული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: სახის მოყვანილობით და ნაკვთებით, შავი ფერის თმებით, ხშირი წარბებით, მოგრძო სახით, მოგრძო ცხვირით და თხელი ტუჩებით. მოწმე პა---------------ემ ფოტოსურათზე ამოიცნო ირ---–- და-----ს ძე ან-------–--ე დაბ. 1--0--1---წ პ/ნ6----------, რეგისტრირებული ქ. ბათუმი, მ. ლერმონტოვის ქუჩა N36, ბინა 65. (იხ ს.ფ. 238-239);
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 01 აგვისტოს 16:36 საათზე, ქ. ქობულეთში, მე---------ის ქუჩა მე-4 ზოლი 5 სექტორში განთავსებულ კაფე ბარი ,,ჯ-------აში“ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ირ---–-----------–-ძე;(ს.ფ 256-257);
სასამართლომ ასევე შეისწავლა მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ირ---–-----------–-ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პა---------------ის ცემას, ჩანაწერებით ნათლად ჩანს, რამდენჯერმე სხვადასხვა დროს ირ---–-----------–-ძის მიერ სახის არეში ხელის დარტყმა, რაზეც დაზარალებულად ცნობილი პირი არაორაზროვნად მიუთითებს, თუმცა ის სასამართლოში დაკითხვისას არ გამორიცხავს ტკივილის შეგრძნებას, უბრალოდ იყო მთვრალი;
მხარეთა მერ შეთანხმებული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლო თვლის, რომ საქმეში, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოცემულთან დაკავშირებით ირ---–-----------–-ძის ბრალეულობაზე არ შეიცავს.
კერძოდ, დაზარალებული პა---------------ე არ ადასტურებს, რომ ირ---–-----------–-ძემ მას აშკარად გასტაცა ხელჩანთა და ფულადი თანხა, მან თანხა არა 200 ლარის ოდენობით, არამედ 160 ლარი თავად ამოიღო რადგან თანხა ესაჭიროებოდა და არ სურდა ის ამოეღოთ საგამოძიებო უწყებაში; მან დაადასტურა მის მიმართ ძალადობა და ურთიერთშეხლა შემოხლა; განმარტავს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფით იგრძნო ტკივილი, ასევე განმარტავს, რომ იყო მთვრალ მდგომარეობაში და შესძლებელია ამის გამო ვერ გაიგო; ისე ადასტურებს, რომ რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ირ---–-----------–-ძემ მას ხელი სახის არეში;
ვიდეოთვალის ჩანაწერების დათვალიერებით დასტურდება, რომ ირ---–-----------–-ძეს და პა---------------ეს შორის შეხვედრისას ისინი ერთმანეთში საუბრობენ, რაც გრძელდენა რამოდენიმე წუთი და ამის შემდეგ იწყება გაწევა ერთმანეთისკენ და ირ---–-----------–-ძის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, სახის არეში რამდენჯერმე ხელის დარტყმა, ისინი ერთმანეთს ექაჩებიან და ამ დროს ვიდეოჩანაწერებით ჩანს, რომ ჩანთა პა---------------ეს გადაძვრება და ის რჩება ირ---–-----------–-ძეს ხელში, რის შემდეგაც ისინი ცილდებიან იმ სახით, რომ ირ---–-----------–-ძე თანმხლებ უცნობ პირთან ერთად გარბის, გარკვეული მანძილის შემდეგ ჩანთას აგდებს ქუჩაში და იღებს მას პა---------------ე;
საქმის განხილვისას ბრალდებულმა განმარტა, რომ მისი შეხვედრის მიზანი იყო პა----სა და მისი მეგობრის - მა------------ას - ურთიერთობა გაერკვია, რასაც ადასტურებს უდავო პირდაპირი მტკიცებულებები : თვით მა------------ას ჩვენება და ბრალდებულის შვილის ლუ------------–--ის ჩვენება; კერძოდ, მა------------ა ადასტურებს, რომ მან თხოვა ირ---–-----------–-ძეს დახმარება და ამის შემდეგ მის შვილს უთხრა, რომ მისი თხოვნით შეხვდა პიროვნებას და რაიმე სერიოზული კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, მოეძებნა მისი მამა; თან აჩვენა, თუ რა მიმართულებით წავიდნენ ისინი; ასევე მოწმის ირ---–- ჯორბენაძის ჩვენებით დაინახა ორი პიროვნება, ისინი კამათობდნენ და ერთმანეთს ექაჩებოდნენ; მოწმის არ---–-----–---ძის ჩვენებით, მან დაინახა თუ როგორ დააგდო ქუჩაზე მორბენალი ორი პიროვნებიდან ერთერთმა ხელთ არსებული ჩანთა და როგორ აიღო ის სავარაუდოდ მისმა მეპატრონემ რამდენიმე ხანში; მოწმეს არ დაუნახავს ჩანთიდან რაიმე ნივთის დაუფლების ფაქტი; თავად პა---------------ე კი აცხადებს, რომ ირ---–-----------–-ძეს მისგან თანხა არ წაუღია ; მათ შორის მოხდა კონფლიქტი და აღნიშნულს მოყვა გაუგებრობა;
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით იგივე დაზარალებულის პა---------------ის ჩვენებით, მოწმეთა უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–-----------–-ძემ 2019 წლის 02 ივლისს ჩაიდინა ძალადობა პა---------------ის მიმართ; სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სახეზეა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, პირის დამნაშავედ ცნობისათვის;
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით 2019 წლის 02 ივლისს დასტურდება პა---------------ის მიმართ ირ---–-----------–-ძის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ხოლო არ დასტურდება ირ---–-----------–-ძის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ და „დ“ ქ/პუნქტებით; შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: ოჯახში ძალადობაზე ან თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის. იგი ორ ობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს.
ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით არ დადასტურდა, რომ ირ---–-----------–-ძეს ჰქონდა ძარცვის განზრახვა; აღნიშნულს ადასტურებს მისი მოქმედება, პა---------------ესთან შეხვედრის მიზეზი, მიზანი და მოტივი; მათი კამათი და კამათისა და ურთიერთშელაპარაკებისას განვითარებული მოვლენები და ქმედება; გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი საერთოდ არ იძლევა იმის უტყუარ დასტურს, რომ ბრალდებულის ქმედება მიმართული იყო სხვისი ქონების აშკარა დაუფლებისკენ; ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებთან, ჩანს თუ რა სახით და რა ვითარებაში აღმოჩნდება ჩანთა ირ---–-----------–-ძის ხელში და შემდეგ რა ვითარებაში და როგორ ხდება ამ ხელჩანთის მიტოვება; არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ხელჩანთიდან თანხის (აქაც გაურკვეველია ოდენობა) დაუფლება. მითუმეტეს როცა დაზარალებული აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს საქმის განხილვისას აწვდის სხვა სახის ინფორმაციას, ვიდრე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას , როცა მისივე განმარტებით იყო ნასვამ მდგომარეობაში;
სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ირ---–-----------–-ძის მიმართ წარდგენილი ბარლდება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გამოკვლეული მტკიცებულებათა და მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებების ანალიზით არ დასტურდება; ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ირ---–-----------–-ძემ განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით და გამორიცხავს ძარცვის ჩადენას; არ უარყოფს, რომ ადგილი ჰქონდა ურთიერთ შელაპარაკებას და ძალადობას;
ამდენად, სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ირ---–-----------–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით მხოლოდ ძალადობის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების სახით წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს ქმნის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
ბრალდებულ ირ---–-----------–-ძის მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ის წარსულში არაერთხელაა გასამართლებული სხვადასხვა სახის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მათ შორის ის სასჯელს იხდიდა თავისუფლების აღკვეთის სახითაც; სასჯელის მოხდით ის ბოლოს გათავისუფლდა 2018 წლის 24 ოქტომბერს; მან კვლავ განზრახი ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი და ის უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით; საბოლოო სასჯელის ზომი განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი დანაწესი;
ამდენად, ზ/მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ირ---–-----------–-ძეს სასამართლო თვლის, რომ უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ირ---–-----------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციით - თავისუფლების აღკვეთა რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ირ---–-----------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული ირ---–-----------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ირ---–-----------–-ძე მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ირ---–-----------–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 01 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულება - პა---------------ისაგან ამოღებული ხელჩანთა, 1 (ერთი) პაკეტად დალუქული პოლიეთილენის პარკში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერი 2 (ორ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც დალუქული ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე