გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11464-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „თბ--–--------------ი“
მოსარჩელის წარმომადგენელი - გი------ ი-------, სო----------------ე
მოპასუხე - რო-–----------------ე
დავის საგანი - საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „თბ--–---------------ის“ სასარგებლოდ საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების - 795.36 ლარის დაკისრება.
2.1. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1.1. 2013 წლის 29 იანვარს ქ. თბ--–---------------------------------------------ოს N E-------- გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რო-–----------------ე და მხარეებს შორის დადებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით მოიჯარეს 2 წლის ვადით გადაეცა 21.76 კვ.მ ფართი (ს/კ 01.11.1-.---.3--). იჯარის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2013 წლის 18 თებერვალს.
ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 795.36 ლარს.
ქ. თბ--–----------–----–-------------------------------------------------ოს 2016 წლის 8 აგვისტოს 0------ ბრძენებით იჯარის საგანი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ერთი წლის ვადით, გადაეცა შპს „თბ--–---------------ს“.
უზრუფრუქტის უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 24 აგვისტოს.
201- წლის 12 აპრილს რო-–----------------ემ შპს „თბ--–---------------ს“ მიმართა 2013 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით. რო-–----------------ე იჯარის საგანს ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად უწყვეტად ფლობდა.
2019 წლის 19 აპრილის N6------------- წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ უძრავ ნივთზე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი (12 თვის) დავალიანება შეადგენდა 795,36 ლარს.
საიჯარო ქირის დავალიანების გამო, მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს კანონიერად გააჩნია და მოითხოვს 2016 წლის 24 აგვისტოდან 2017 წლის 24 აგვისტომდე (12 თვის) წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას.
მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, მე-400, 591-ე მუხლებს.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
2.2.1 მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგების დამტკიცების თაობაზე ქ. თბ--–----------------------------------------ოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2 წლის ვადით გადაცემული ჰქონდა უძრავი ქონება. ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 795.36 ლარს.
2013 წლის 29 იანვარს დადებული ხელშეკრულება ავტომატურად არ ითვალისწინებდა მოქმედების ვადის გაგრძელებას, რის გამოც 2017 წლის 12 აპრილს მიმართა შპს „თბ--–---------------ს“ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ თანხმობა არ მიუღია. მისი მოსაზრებით, მხოლოდ 2017 წლის 12 აპრილის მიმართვით არ წარმოშობილა სამართლებრივი ურთიერთობა, არ ყოფილა გამოხატული ნება კანონით დადგენილი წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და შეწყვიტა ფართით სარგებლობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ქ. თბ--–---------------------------------------------ოს 2013 წლის 29 იანვრის N E-------- გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ელექტრონული წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რო-–----------------ე. გადაწყვეტილების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულს სარგებლობის უფლებით გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბ--–--–ი, გლ-----------–-------------------------------რ-სა და მუ---------–----------–ი რ-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0----5) მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის 1-ლი სართულის ნაწილი, ს/კ 01.11.1-.---.3--.
სარგებლობის უფლების ვადად განისაზღვრა 2 წელი, ყოველწლიურ საიჯარო ქირად - 796.36 ლარი.
მოპასუხე ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 წლის საიჯარო ქირა გადახდილი აქვს სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი დანართით ს.ფ. 2-30,- შესაგებელი ს.ფ. 49- 59.
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ სხდომის ოქმი).
3.1.2 ქ. თბ--–----------–----–------ის სსიპ ქო------------------------ოს 2016 წლის 08 აგვისტოს N0------ ბრძანებით ქ. თბ--–--–ი, მ------------- მ/რ-სა და მუ---------–----------–ი რ-ის მიმდებარედ ს/კ 01.11.1-.---.6-- და 01.11.1-.---.8-- არსებული უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 1 წლით გადაეცა შპს „თბ--–---------------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქო------------------------ოს 2016 წლის 08 აგვისტოს N0------ ბრძანება. ს.ფ. 21-22.
3.1.3. 201- წლის 12 აპრილს შპს „თბ--–----------------ს“ განცხადებით მიმართა ი/მ რო-–----------------ემ ქ. თბ--–--–ი მ------------- მ/რ-სა და მუ---------–----------–ი რ-ის მიმდებარედ არსებულ შენობა N6-ში (ე.წ. რ--------------), 1-ელ სართულზე არსებული 22 კვ.მ ფართზე იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით, რომელიც განცხადებით მიმართვამდე დაკავებული ჰქონდა ქ.თ---–----------–----–-----------------------ის მართვის სააგენტოსთან 2013წ-ს გაფორმებული, იმ დროისათვის ვადაგასული ხელშეკრულების, საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რო-–----------------ის განცხადება ს.ფ. 23.
3.1.4. შპს „თბ--–---------------ის“ 29/04/2019 წ. წერილით რო-–----------------ეს განმეორებით ეცნობა, რომ 2013 წლის 29 იანვრის NE-------- ხელშეკრულების საფუძველზე მის სარგებლობაში არსებულ 21.76 კვ.მ ფართზე შპს „თბ--–---------------ის“ სასარგებლოდ ერიცხებოდა 12 თვის საიჯარო გადასახადი 795.36 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რო-–----------------ის განცხადება ს.ფ. 23 ს.ფ.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები იხ. სხდომის ოქმი
3.1.5 მოპასუხემ, მართალია, შესაგებელში სადავოდ გახადა ფაქტობრივი გარემოება, განაგრძობდა, თუ არა საიჯარო ქონების ფაქტობრივ ფლობას 2016 წლის 08 აგვისტოდან 2017 წლის 08 აგვისტომდე დროის მონაკვეთში და შეთანხმდნენ, თუ არა იჯარის ხელშეკრულების პირობებზე, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა, რომ მოპასუხე განაგრძობდა საიჯარო ქონების ფლობას და დღესაც სარგებლობს მისით, ქ. თბილისის მერიასთან სამომავლოდაც აპირებს შეთანხმებას საიჯარო ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება გააჩნდა.
საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულება ფორმადაუცველად გაგრძელდა, ამავე დროს, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აუქციონის გამართვის შემთხვევაში, სამომავლოდ მას შეეძლო დაუფლებოდა საიჯარო ქონებას, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელეს უძრავი ქონება გადაცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის სახელშეკრულებო ფორმით, მოპასუხე ვალდებული იყო მისთვის გადაეხადა საიჯარო ქირა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულეას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები იხ. სხდომის ოქმი
საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდოათ და არ მიუთითებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თბ--–---------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. რო-–----------------ეს შპს „თბ--–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 795.36 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 581-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამდგენი საიჯარო ურთიერთობა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოშობს შესაბამის უფლება-მოვალეობებს.
იჯარის ხელშეკრულების არსებითი პირობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილშია ჩამოყალიბებული, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების წარმოშობის ერთ-ერთი ფორმაა საიჯარო ურთიერთობა, რომლის არსებითი პირობები იჯარის ხელშეკრულებით განისაზღვრება. ამ პირობებით იჯარის საგანს მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს გარკვეული ვადით, საიჯარო დროით, რა დროშიც მოიჯარეს ამ ნივთით სარგებლობის შედეგად ეძლევა ნაყოფის, ან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. საიჯარო ურთიერთობისთვის დამახასიათებელია სასყიდლიანობა, მოიჯარე ვალდებულია იხადოს საიჯარო ქირა საიჯარო დროის განმავლობაში. ამასთან, მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2013 წლის 29 იანვარს ქ. თბ--–---------------------------------------------ოს NE-------- გადაწყვეტილებით აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რო-–----------------ე და ამ გადაწყვეტილების მიხედვით, სარგებლობის უფლებით გადაეცა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბ--–--–ი, გლ-----------–-------------------------------რ-სა და მუ---------–----------–ი რ-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 0----5) მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის 1-ლი სართულის ნაწილი, ს/კ 01.11.1-.---.3--. გადაწყვეტილებით განისაზღვრა სარგებლობის ფორმა, ნივთის გადაცემის ვადა და ყოველწლიური საიჯარო ქირა - 795.36 ლარი. უძრავ ნივთზე საიჯარო უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. რო-–----------------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ იგი ფლობდა აღნიშნულ უძრავ ნივთს და იხდიდა საიჯარო ქირას 2 წლის განმავლობაში.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბ--–----------–----–------ის სსიპ ქო------------------------ოს 2016 წლის 08 აგვისტოს N0------ ბრძანებით ქ. თბ--–--–ი, მ------------- მ/რ-სა და მუ---------–----------–ი რ-ის მიმდებარედ ს/კ 01.11.1-.---.6-- და 01.11.1-.---.8-- არსებული უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 1 წლით გადაეცა შპს „თბ--–---------------ს“. ამ უძრავი ნივთის ნაწილს წარმოადგენს რო-–----------------ისთვის იჯარით სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთი.
ქ. თბ--–---------------------------------------------ოსთან საიჯარო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, მოპასუხე რო-–----------------ემ განაგრძო საიჯარო ქონებით ფაქტობრივად სარგებლობა. მან საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების სურვილით, 2017 წლის 12 აპრილის წერილით მიმართა უძრავი ნივთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე უფლებამოსილ პირს, შპს „თბ--–---------------ს“, რომელსაც იჯარის საგანი 1 წლის ვადით ჰქონდა გადაცემული, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით. მოპასუხეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია მოსარჩელის ეს უფლებამოსილება. მან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების გამო განცხადებით მიმართვითა და იჯარის საგნით სარგებლობის გაგრძელებით გამოხატა საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების ნება, რაც, უდავოდ, გულისხმობდა იგივე სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმებას ახალ მხარესთან.
ამრიგად, უდავოა, რომ რო-–----------------ესთან არსებული საიჯარო ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა მოსარჩელესთან, რომელიც წარმოადგენდა ახალ მეიჯარეს. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის უძრავი ნივთის უზუფრუქტის სახელშეკრულებო გადაცემის პერიოდში ვერ მოხერხდა მოპასუხესთან იჯარის ხელშეკრულების წერილობით გაფორმება. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე აგრძელებდა საიჯარო საგნით სარგებლობას, მოსარჩელის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, საიჯარო ქირა არ გადაუხდია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაუცველობის მიუხედავად, 2013 წლის 29 იანვარს წარმოშობილი საიჯარო ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფაქტობრივად გრძელდებოდა 2016 წლის 08 აგვისტოდან 2017 წლის 08 აგვისტომდე პერიოდში. ასევე, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ რო-–----------------ემ 2017 წლის 12 აპრილის წერილის გაგზავნით შპს „თბ--–---------------თან“ გამოხატა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების წერილობით დადასტურების სურვილი. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება მოსარჩელის მიერ ასევე დადასტურებულ იქნა მოპასუხისთვის საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო ასკვნის, რომ მხარეებმა თავიანთი მოქმედებებით წერილობით დაადასტურეს მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის მოქმედება იმ თარიღიდან, რაც იჯარის საგანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა მოსარჩელეს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია წარმოშობილი საიჯარო ქირის დავალიანების არც ოდენობა და არც გადახდის ვალდებულება. ასევე, დადასტურებულია, რომ საიჯარო ვადის ამოწურვის მიუხედავად, რაც მოსარჩელესთან 2017 წლის 8 აგვისტომდე უნდა გაგრძელებულიყო, მოსარჩელის მხრიდან გაფრთხილების და დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის მიუხედავად, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის 19/04/2019 წერილის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია, კერძოდ არ გადაუხდია 12 თვის საიჯარო ქირა, რომლის გადახდის ვალდებულება იჯარის საგნით სარგებლობის გამო მოპასუხეს წარმოეშვა იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელეს გააჩნდა იჯარის საგნის გადაცემის გამო მოთხოვნის უფლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რო-–----------------ეს შპს „თბ--–---------------ის“ სასარგებლოდ უნდა დეკისროს 2016 წლის 8 აგვისტოდან 2017 წლის 8 აგვისტომდე წარმოშობილი საიჯარო ქირის დავალიანება 795.36 ლარის ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ამ თანხიდან მოსარჩელემ 50 ლარი გადაიხადა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული სახელმწიფო ბაჟის სახით, ხოლო 100 ლარი სასარჩელო მოთხოვნის გამო.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, რომელზეც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ზემოთხსენებული ოდენობის, დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის, ნახევარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება აღემატებოდეს 50 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მასვე უნდა დაუბრუნდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე,39-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „თბ--–---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. რო-–----------------ეს შპს „თბ--–---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 795.36 ლარის გადახდა.
3. რო-–----------------ეს შპს „თბ--–---------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. შპს „თბ--–---------------ს“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სს ,,ლიბერთი ბანკში“ 16.05.2019 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ნაწილი - 50 ლარი, რაც N6------- საგადახდო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდით 300773150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე