გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2019
საქმის ნომერი
330310019002948860
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/2833-19

11 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - გე-–---------ია

წარმომადგენელი - სა-–-----–-------ძე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თა----------ა

მესამე პირი - შპს „სა---------–----------------–----------–---------------------ი“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გე-–---------იას სახელზე გაცემული S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 2019 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 149-153).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის

 

მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს „სა---------–----------------–----------–---------------------ის“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარეს სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ გე-–---------ია 2001 წლის 25 აგვისტოს №--- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა სო----------------------ას (შემდგომში ნი----------–--ის) სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პირველ კურსზე. 200- წლის 04 ოქტომბრის №------ ბრძანების საფუძველზე გადაყვანილ იქნა მეორე კურსზე, 2003 წლის 10 სექტემბრის №--------- ბრძანების საფუძველზე - მესამე კურსზე, 2004 წლის 28 სექტემბრის №--------- ბრძანების საფუძველზე - მეოთხე კურსზე, 2005 წლის 15 სექტემბრის №--------- ბრძანების საფუძველზე - მეხუთე კურსზე. 2006 წლის 23 ივნისის №-- ბრძანებით, გე-–---------ია დაშვებულ იქნა საატესტაციო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე. 2006 წლის 01 ივლისის №------- ბრძანების საფუძველზე, საატესტაციო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე გაუსვლელობის გამო, გე-–---------ია ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან. 2009 წლის 16 მარტის №- ბრძანების საფუძველზე, იგი აღდგენილ იქნა სტუდენტის უფლებებში და დაშვებულ იქნა საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე.

 

სა---------–----------------–----------–---------------------ის ჟურნალისტიკის სპეციალობის საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის 2009 წლის 10 ივნისის №-- გადაწყვეტილებით გე-–---------იას მიენიჭა ჟურნალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გაიცა დიპლომი S----------, სარეგისტრაციო ნომერი - 0------

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს „სა---------–----------------–----------–---------------------ის“ 2019 წლის 18 თებერვლის №0- წერილი (ს.ფ. 29);

- 2001 წლის 25 აგვისტოს №--- ბრძანება (ს.ფ. 108-109);

- 200- წლის 04 ოქტომბრის №------ ბრძანება (ს.ფ. 110-111);

- 2003 წლის 10 სექტემბრის №--------- ბრძანება (ს.ფ. 112-113);

- 2005 წლის 15 სექტემბრის №--------- ბრძანება (ს.ფ. 115-116);

- 2006 წლის 23 ივნისის №-- ბრძანება (ს.ფ. 117);

- 2006 წლის 01 ივლისის №------- ბრძანება (ს.ფ. 118);

 

- 2009 წლის 16 მარტის №- ბრძანება (ს.ფ. 119);

- 2009 წლის 10 ივნისის №-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 120);

- 2010 წლის 19 ნოემბრის S---------- დიპლომი (ს.ფ. 21).

 

4.1.2. 2018 წლის 23 ოქტომბერს გე-–---------იამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სა---------–----------------–----------–---------------------ის მიერ გაცემული S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით გე-–---------იას უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2009 წლის ჩათვლით გე-–---------იას სწავლის პერიოდი, 2009 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 23 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 72-73);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22-25).

 

4.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 27 დეკემბრის სარეგისტრაციო მოწმობით 1994 წლის 12 ივლისს №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „ცხ-----“ აკა--------------------–----ს სოხ----- ინ----------ი.

 

საქართველოს განათლების სამინისტრომ 2000 წლის 05 ივნისის №0------- ლიცენზიით შპს „ცხ-----“ სოხ----- აკად--------------------------–----ს ინ----------ს მიანიჭა უფლებამოსილება დამატებით განეხორციელებინა ჟურნალისტიკის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის №--/4-3-- დადგენილებით შპს „ც-----“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „შპ--–-----------------------------------–----------------------“.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №------- გადაწყვეტილებით, შპს სოხ----- ი. ვე-----------–-------------------ტს უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 8 თებერვლის №-------- გადაწყვეტილებით, შპს სოხ----- ი. ვე-----------–-------------------ტის თბილისის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3----------------–-- ბრძანების საფუძველზე, შპს სოხ----- ი. ვე-----------–-------------------ტს ეწოდა შპს სა---------–----------------–----------–---------------------ი. შპს სა---------–----------------–----------–---------------------ი განისაზღვრა შპს სოხ----- ი. ვე-----------–-------------------ტის უფლებამონაცვლედ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 01 აგვისტოს №7-- ბრძანებით ცვლილება შევიდა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და შპს სოხ----- ი. ვე-----------–-------------------ტს ეწოდა შპს სა---------–----------------–----------–---------------------ი. შპს სა---------–----------------–----------–---------------------ი წარმოადგენს შპს სოხ----- ი. ვე-----------–-------------------ტის უფლებამონაცვლეს.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №---- გადაწყვეტილებით, შპს სა---------–----------------–----------–---------------------ს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე.

 

შპს სა---------–----------------–----------–---------------------ს (ს------------) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ჩარიცხულ პირთა სია და 2015 წლის 01 ივნისამდე ახორციელებდა საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 07 დეკემბრის №----------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 89-96).

 

4.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 22 თებერვლის №M---------------- ცნობით დგინდება, რომ გე-–---------ია (პირადი ნომერი - 6----------) მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლის 1 მარტიდან. 2018 წლის 4 აპრილიდან დაკავებული აქვს ს-------------–------------–----------------------------------------------------------------------------–-------------------------------------–----–-----------–---–----ის თანამდებობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 22 თებერვლის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 28).

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ

 

მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი

 

ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

7.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

 

(შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით

 

გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სა---------–----------------–----------–---------------------ის ჟურნალისტიკის სპეციალობის საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის 2009 წლის 10 ივნისის №-- გადაწყვეტილებით გე-–---------იას მიენიჭა ჟურნალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და 2010 წლის 19 ნოემბერს გაიცა დიპლომი S----------.

 

მოპასუხე მოსარჩელის კვალიფიკაციის აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს „სა---------–----------------–----------–---------------------ში“ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებიდან 2009 წლის ჩათვლით გე-–---------იას სწავლის პერიოდი, 2009 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2007 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №4-- ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ხოლო რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, აღნიშნული პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1999 წლის 27 დეკემბრის სარეგისტრაციო მოწმობით 1994 წლის 12 ივლისს №------------ ლიცენზიის მფლობელ სუბიექტად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „ცხ-----“ აკა--------------------–----ს სოხ----- ინ----------ი, რომელსაც ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 მარტის №3----------------–-- ბრძანების საფუძველზე ეწოდა შპს სა---------–----------------–----------–---------------------ი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინ----------ის მხრიდან პროგრამული აკრედიტაციის შემდგომი განუხორციელებლობის მიუხედავად, 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე ინ----------ის პროგრამა, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ითვლებოდა აკრედიტებულად, რაც მას ამ პერიოდში აძლევდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები, შესაბამისად უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.

 

7.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა გე-–---------იას კანონიერი ნდობა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან

 

გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (CASE OF CATAN AND OTHERS v. MOLDOVA AND RUSSIA): იმისათვის, რომ უფლება ქმედითი იყოს, აუცილებელია, მათ შორის, რომ, უფლებით მოსარგებლე ინდივიდს გააჩნდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა, ანუ უფლება, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოიპოვოს ოფიციალური აღიარება განათლებისა, რომლის მიღება დაასრულა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შპს „სა---------–----------------–----------–---------------------ში“ სწავლება და სრული კურსის დამთავრება წარმოადგენდა საკმარის საფუძველს, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს მიეჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა ყველა საჭირო მოქმედება კვალიფიკაციის დამადასტურებლად შესაბამისი დიპლომის მისაღებად. დიპლომის გაცემას საფუძვლად არ უდევს მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის უკანონო ქმედება.

 

7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გე-–---------იას სასარგებლოდ S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - გე-–---------იას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გე-–---------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 8 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „სა---------–----------------–----------–---------------------ის“ მიერ გე-–---------იას სახელზე გაცემული S---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

4. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს გე-–---------იას სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა აფციაური