განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
120100119002798260
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/002-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

27 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ------------------ (დაბ. 0---------წ., პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ა------- რაიონი, სოფელი თ----, ფაქტ. მცხოვრები დაბა ა------, ყ-------- ქ. N--)

კანონიერი წარმომადგენელი - მ-----------------

 

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტები

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------------------ს ბრალი ედება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 04 დეკემბერს არასრულწლოვანი გ------------------ დაბა ა------ში, ს---------- ქ.N---ის მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა-–-----------–---–------- მართვის ქვეშ არსებულ, 2--- წელს გამოშვებული „------“-ს მარკის, ,,---------”-ის მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით T--------- რითაც დაზარალებულს მიაყენა 5000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტები.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1. ბრალდებული გ------------------ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით ყველა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ ა-–-----------–---–-------, მოწმეების კ----------–-–---–--- გ----------------, გ------------ს, გ----------–---–-ს, გ----------------, ა-----–------------–---–--- თ--------------- არასრულწლოვანი ბრალდებულის გ------------------- გამოკითხვის ოქმებისა და მათი ჩვენებებისა, ცნობილი იქნა უდავოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათ გარდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

დაზარალებულ ა-–-----------–---–------- მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სურდა მის საკუთრებაში არსებული ,,-----------–-------ს ფირმის ავტომობილის გაყიდვა, რომელიც დალომბარდებული იყო შპს ,,მ-----–-" და გაფორმებული იყო მის მეგობარ კ----------–-–---–---, რომელსაც კარგი საკრედიტო ისტორია ჰქონდა, თუმცა სალომბარდე ვალდებულებას თავად იხდიდა. მანქანის ყიდვაზე მას დაუკავშირდა გ------------------, რომელსაც მოელაპარაკა და შეთანხმებისამებრ გ------------------ მეგობართან ერთად ჩავიდა ქალაქ თ---–--–-- სადაც შეხვდა ა-–-----------–---–------. გ------------------მ შეამოწმა ავტომანქანა და შეთანხმდნენ თახნის გადახდის პირობებზე, კერძოდ 20 ოქტომბერს გ------------------ ა-–-----------–---–------ გადაუხდიდა 2000 ლარს, ასევე გადაიფორმებდა სალომბარდე ვალდებულებას. ამასთან, ა-–---–------- გადასცა გ------------ ავტომანქანა. 20 ოქტომბერს გ------------------მ ა-–-----------–---–------ გადაურიცხა 1050 ლარი, ასევე განუმარტა, რომ დარჩენილ თანხას 950 ლარს მისცემდა 2 დღეში, თუმცა დადგენილ დროს გ----------- ა-–---–------ არ დაუკავშირდა და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. შემდეგ ისევ დაუკავშირდა გ------------, რომელმაც თანხის გადასახდელად ითხოვა 2-3 დღე, თუმცა ამ ვადაშიც მან ა-–---–------ თანხა არ გადაუხადა, რის გამოც ა-–---–------- უთხრა გ------------, რომ მანქანას წამოიყვანდა, რაზეც თ--------- უთხრა, რომ მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული, სოფელში იყო გაჩერებული და თუ უნდოდა წაეყვანა, თუ არადა ააწყობდა და თავად ჩაუყვანდა მანქანას, რაზეც ა-–-----------–---–------- უთხრა, რომ მანქანისთვის ხელი არ მოეკიდა და როგორც იყო ისევე დაეტოვებინა. როდესაც ა-–-----------–---–------ ჩავიდა ა------ში, შეხვდა გ------------------- სიძეს ა-----–----, რომელსაც მანქანა სანდო ადგილას ჰქონდა გადაყვანილი. თავად გ------------------ ვერ ნახა, ა-----–------- ერთად მივიდა გ------------ სახლში და მის დას გამოართვა მანქანის გასაღები. მანქანას ვიზუალურად არაფერი ეტყობოდა, თუმცა არ დაიქოქა, რადგან ძრავი ჰქონდა გაფუჭებული. ამიტომ ა-–-----------–---–------- ავტომანქანა დაკეტა და დატოვა ადგილზე. ძრავი რაც გაფუჭებული იყო ღირდა დაახლოებით 400-დან 500 დოლარამდე, ამიტომ ა-–---–------- უთხრა ა-----–----, რომ აენაზრაურებინათ აღნიშნული თანხა და რადგან გ------------ გადახდილი ჰქონდა 1050 ლარი, ა-----–----- ა-–---–------ უთხრა, რომ 250 ლარს ნაწილ-ნაწილს თვითონ აუნაზღაურებდა, რაც გადაუხადა კიდევაც. ვინაიდან ავტომანქანის წასაყვანად საჭირო იყო ევაკუატორი, რისი საშუალებაც იმ მომენტისათვის ა-–---–------ არ გააჩნდა, მან ჩაკეტა ავტომანქანა, ჩაიდო გასაღები და წავიდა თ---–--–ი. გარკვეული დროის შემდეგ მას დაუკავშირდა ა-----–---- და შეატყობინა, რომ გ-----------მ წაიყვანა მანქანა და შლის ჯართის მიმღებ პუნქტში. რის გამოც ა-–-----------–---–------- დარეკა შსს ა------- რაიონულ სამმართველოში და ითხოვა რეაგირება.

 

მოწმე კ----------–-–---–-- მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არის ა-–-----------–---–------- მეგობარი, რომლის თხოვნითაც ავტომანქანა ,,ს----------–-----“ დაალომბადა შპს „მ-----–-“ თავის სახელზე, რადგანაც ჰქონდა კარგი საკრედიტო ისტორია, ფაქტიურად კი ავტომანქანა ა-–---–------ ეკუთვნოდა. გ------------------ს შეხვდა იმ დროს, როდესაც მან ა-–---–----------- იყიდა მანქანა და შეუთანხმდა, რომ თანხის ნაწილს 20 რისცხვისთვის გადაუხდიდა. როგორც შემდეგში გაიგო გ------------------მ თანხა არ გადაიხადა და მანქანა დაშალა ნაწილებად.

 

მოწმე ა-----–------------–---–-- მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გ------------------ არის მისი მეუღლის ძმა. ა-–-----------–---–------ მაშინ გაიცნო, როდესაც იგი ჩამოსული იყო ა------ში და ეძებდა გ------------------ს, რადგან გ-------- მისგან მანქანა იყიდა და ფული არ გადაიხადა, რაზეც ა-----–------------–---–-- უთხრა, რომ თანხას თავად მიცემდა და მანქანა წაეყვანა. სახლში მისულებს გ------- არ დახვდათ, მანქანის გასაღები გამოიტანა გ------------------- დამ. წავიდნენ და მანქანა ნახეს, რომელიც გაჩერებული იყო გ------- ტ----------. ვინაიდან მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული და საჭიროებდა ევაკუატორით გადაყვანას, ა-----–------------–---–-- სთხოვა გ------- ტ-----ს, რომ სანამ ა-–---–------ წაიყვანდა მანქანას, იქამდე ყოფილიყო მასთან. ამასთან ა-----–----- ა-–---–------ გადაურიცხა 250 ლარი გაფუჭებული ძრავის შესაკეთებლად. იგი რამდენჯერმე დაუკავშირდა ა-–---–------, რათა მას წაეყვანა მანქანა, თუმცა უშედეგოდ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი მან აღნიშნული ავტომანქანა დაინახა გ---- ტ----------, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა დისკები და იდო ჯირკებზე, რაზეც იქ მყოფმა პირებმა განუმარტეს, რომ მანქანა იყო გ-------------------. როდესაც ა-----–------------–---–-- ჰკითხა გ------------------ს, თუ რატომ შლიდა მანქანას, მან უპასუხა, რომ მისი იყო. აღნიშნული ა-----–------------–---–-- შეატყობინა ა-–-----------–---–------.

 

მოწმე გ---------------- მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე მას დაურეკა ა-----–------------–---–-- და სთხოვა, რომ ,,ს-------------------- ავტომანქანა იყო გაფუჭებული და მის სახლთან გააჩერებდა. მანამდე დაახლოებით ერთი თვე ამ მანქანით რაიონში გადაადგილდებოდა გ------------------. მანქანა ორ კვირაზე მეტი ხანი იყო გაჩერებული. დროის გასვლის შემდეგ გ---- ტ-----, რომელიც იბარებს ჯართს და გ------------------ მივიდნენ და სთხოვეს გ------- ტ-----ს მისი სატვირთო ავტომანქანით აღნიშნული მანქანის გადაყვანა. მან მანქანა გადაიტანა გ---- ტ----------. მანქანას სანამ გადაიყვანდნენ საბურავები არ ჰქონდა, როგორც ოჯახის წევრებისგან გაიგო ისინი მოხსნა გ------------------მ. გადაყვანის დღიდან 3-4 დღის მერე მასთან მივიდა ა-----–------------–---–- და სთხოვა მანქანის ისევ უკან გადმოყვანა. მანქანა დააბრუნეს ისევ ძველ ადგილას, თუმცა იგი დაშლილი იყო.

 

მოწმე გ----------–---–-ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში გ-------------------გან იყიდა ,,ს-------------------- ავტომობილის 4 დისკი, 80 ლარად. საბურავები კი უნდა დაებრუნებინა. მანამდე გ------------------ დადიოდა ,,----------- ფირმის ავტომანქანით, ამიტომ ჩათვალა, რომ მისი საკუთრება იყო.

 

მოწმე გ------------ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში მასთან მივიდა გ------------------, რომელმაც უთხრა, რომ მანქანას ვეღარ აკეთებდა, უნდოდა დაეშალა და გაეყიდა. როგორც გ---- ტ-----მ იცოდა ,,ს-------------------- ავტომანქანა წარმოადგენდა გ-------ს საკუთრებას, რადგან მანამდე 2-3 თვის მანძილზე დადიოდა ამ მანქანით რაიონში. მანქანა გ---------------- ამწეკრანით გადაიყვანეს გ---- ტ----------, რომელსაც არ ჰქონდა საბურავები და ,,აკუმლიატორი“, არც გასაღები ჰქონდა, მწყობრიდან იყო გამოსული ძრავი. გ---- ტ---------- მანქანა გაჩერებული იყო 2 დღე. შემდეგ გ------------------- დის ქმარმა ა-----–------------–---–-- დაინახა ეს მანქანა, გადაუღო სურათები, რის შემდეგაც მივიდა პოლიცია და წაიყვანეს მისგან მანქანა.

 

მოწმე გ---------------- მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა------- რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 7 დეკემბერს ა------- რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ა-–-----------–---–------- კუთვნილი ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მანქანა მოპარული იქნა დაბა ა------ში მცხოვრები გ------------------- მიერ, ავტომანქანა ნაწილობრივ იყო დაშლილ მდგომარეობაში და იმყოფებოდა დაბა ა------ში ს---------- ქუჩა N---ში, ასევე მიიღო მეორე ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ავტომანქანა ს---------- ქუჩა N---ში გადატანილი იქნა დაბა ა------ში მცხოვრები გ------- ე-–------- ძე ტ------ მიერ, აღნიშნულის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაკითხული იქნა მოწმის სახით.

 

მოწმე თ-----–------- (ქორწინებამდელი გვარი თ--------) მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ გ------------------- და, რომელთან ერთადაც 2018 წლის ოქტომბერში ცხოვრობდა დაბა ა------ში. მისმა ძმამ „ს---------“ ფირმის ავტომანქანა იყიდა თ---–--–-- თანხაც 1050 ლარი ოქტომბერში გადაურიცხა ა-–-----–---–------. მანქანას ფლობდა მისი ძმა, თუმცა მალევე გაფუჭდა და მის გაკეთებას აპირებდა გ-------. ერთ საღამოს მათთან სახლში მივიდა სიძე ა-----–------------–---–- ა-–---–--------- ერთად, რომელმაც მოითხოვა მანქანის გასაღები, უთხრა რომ გ-------სთან იყვნენ შეთანხმებულები, რაზეც თ-----–------- გამოუტანა გასაღები. როგორც შემდგომში გაიგო შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

 

ბრალდებულ გ------------------- მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სურდა ავტომობილის შეძენა, ფეისბუქზე ნახა „ს-------------------- ავტომანქანა, რომლითაც დაინტერესდა და ჩავიდა თ---–--–-- მოეწონა და იყიდა ა-–-----–---–---------- მანქანა. როგორც მისგან გაიგო მანქანა იყო ლომბარდში ჩადებული სხვის სახელზე, მაგრამ თანხას ა-–---- იხდიდა. სიტყვიერად შეთანხმდნენ და იმავე დღეს წამოიყვანა მანქანა, საჭესთან დაჯდა მისი მეგობარი ხ-------------. შეთანხმებისამებრ რამდენიმე დღეში გ-------- ა-–----ს გადაურიცხა 1050 ლარი, სულ კი უნდა გადაერიცხა 1800 ლარი. ფულის გადარიცხვიდან მალევე ძრავი გამოვიდა მწყობრიდან და იფიქრა, რომ ა-–---- წ---–------- შემოაპარა გაფუჭებული მანქანა, რის გამოც დანარჩენი თანხის გადახდას აღარ აპირებდა. ფულის გადარიცხვის შემდეგ მას ა-–---- წ---–-------ან საუბარი მანქანასთან დაკავშირებით აღარ ჰქონია. მან გადავწვიტა დაეშალა და გამოსადეგი ნაწილები გაეყიდა, მანქანას ძრავი ჰქონდა გაფუჭებული და ამიტომ ამწეკრანით გადაიყვანა გ---- ტ----------. ა-–---- წ---–------ ყოფილა მისული ა------ში მის ოჯახში და მისი სახელით დისთვის გამოურთმევია მანქანის გასაღები, თუმცა მან არ იცოდა, რომ ა-–---–------ აპირებდა მანქანის წაყვანას. ამასთან, ვერც აუკრძალავდა მანქანის ნაწილებად გაყიდვას, ვინაიდან მისი საკუთრება იყო.

 

რაც შეეხება კ-----------------------, ა---------------, გ------- ს----------, ლ---------–-–---–- და მ-----------------ს, ისინი არიან სხვადასხვა საგამოძიები/საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირები, შესაბამისად გამოძიებისას უშუალოდ გამოკითხულები არ ყოფილან.

 

2018 წლის 09 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლ---------–-–---–-- მიერ დაბა ა------ში, ს---------- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებულ იქნა „ს---------“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა, სახ. ნომრით T--------- ნახევრადდაშლილ მდგომარეობაში.

 

2018 წლის 09 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლ---------–-–---–-- მიერ დაბა ა------ში, ე---------–-- ქუჩა N--ში მდებარე გ------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულ იქნა „ს---------“ მარკის ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილები: დინამო, სტრატერი, ღუმელის რადიატორი თავისივე ძრავით, მაგნიტოფონი, კარნიზების, კოვრიკების და ალუმინის სხვადასხვა დეტალები.

 

2018 წლის 10 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლ---------–-–---–-- მიერ დაბა ა------ში, გ--------–-- ქუჩა N--ში მდებარე გ----------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულ იქნა „ს---------“ ავტომანქანის 4 ცალი ალუმინის დისკი და 4 ცალი საბურავი.

 

2018 წლის 11 დეკემბრის დოკუმენტების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ა------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ლ---------–-–---–-- მიერ დათვალიერებული იქნა მოწმის ა-----–------------–---–-- მიერ წარმოდგენილი ,,ს---------“ მარკის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და შპს მ-----–- გაფორმებული დოკუმენტაცია. ავტომანქანა ,,---------“, სახ. N T--------- შპს მ-----–- რეგისტრირებულია 2018 წლის 21 ივნისს, გამოშვების წელი 2--- წელი, რეგისტრაციის ნომრის მიხედვით საწვავის სახეობა ბენზინი. შპს ,,მ------“ მიერ გაცემული დოკუმენტაცია: მინდობილობა კ----------–-–---–-- სახელზე ერთ ფურცლად 14.08.2018წ. ბეჭედდარტყმული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ქ. რ-------- 20.06.2018წ. 5 ფურცლად, რომელშიც აღნიშნულია ლიზინგის მნიშვნელოვანი პირობები და გადახდის გრაფიკი. დათვალიერებული დოკუმენტები დაერთო სს საქმეს.

 

ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს ,,მ------” და კ----------–-–---–ს შორის 20.06.2018წ. გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლიზინგის თანხა განისაზღვრა 4732 ლარით; სატრანსპორტო საშუალების ფასი კი - 4550 ლარით; ავტოსატრანსპორტო საშუალება - S----- L-----, VIN კოდი B--------, გამოშვების წელი 2---, ძრავის მოცულობა 1---- შავი ფერის.

 

რეგისტრაციის მოწმობით N A--------- დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება S----- L-----, სარეგისტრაციო ნომრით T--------- VIN კოდი B--------, გამოშვების წელი - 2---, ძრავის მოცულობა - 1---- ფერი - შავი, რეგისტრირებულია შპს ,,მ------" სახელზე.

სასაქონლო ექსპერტიზის დაკვნის თანახმად ავტომანქანის S----- L-----, სარეგისტრაციო ნომრით T--------- საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე (მისი ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება 5000 (ხუთი ათას) ლარს.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ------------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა სახეზე არ არის.

 

სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

გ------------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არსებულ დოკუმენტაციას და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, რის გამოც არსებული ეჭვები უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.

 

ბრალდების მხარე ბრალდებულს ბრალს სდებს მასში, რომ გ------------------ ფარულად დაეუფლა ა-–-----------–---–------- კუთვნილ „------ L----- B4“ მარკის ავტომანქანას, თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა გ------------------- მიერ აღნიშნული ავტომანქანის ფარულად დაუფლების ფაქტი, კერძოდ:

 

წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–-----------–---–------ა და გ------------------ს შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე, მისი გადახდის წესზე, ასევე გამყიდველმა ა-–-----------–---–------- მყიდველს გ------------------ს გადასცა ნასყიდობის საგანი - „------ L----- B4“ მარკის ავტომანქანა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე (ფასი, გადახდის წესი), რის შემდეგადაც გამყიდველმა გადასცა მყიდველს ნივთი. შესაბამისად, ა-–-----------–---–------ა და გ------------------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად satransporto saSualebis registracia ar warmoadgens samoqalaqo-samarTlebriv aqts. am valdebulebis ganxorcieleba warmoadgens mxolod erTerT aucielebel pirobas sagzao moZraobis usafrTxoebis uzrunvelyofisaTvis da ara avtosatransporto saSualebaze sakuTrebis uflebis warmoSobisaTvis. kanoni ar adgens specialur formas avtomanqanis SeZenasTan an sxva gvari masze mflobelobis gadacemisaTvis. avtosatransporto saSualeba aris moZravi nivTi da amdenad masze unda gavrceldes moZrav nivTebis SeZenisaTvis dadgenili wesebi

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების, გ-------------------ათვის ავტომანქანის გადაცემის და მის მიერ ავტომანქანის მფლობელობის საფუძველზე, გ------------------მ შეიძინა საკუთრების უფლება ავტომანქანაზე, რაც თავისთავად გამორიცხავს მის მიერ აღნიშნული ნივთის ქურდობას, ე.ი. ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკურების მიზნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში ეს ფაქტი ვერ დაედება საფუძვლად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

ისევე როგორც ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონედ ის ფაქტი, რომ გარიგების დადებისას გ------------------ იყო არასრულწლოვანი და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების გამო ა-–-----------–---–------ა და გ------------------ს შორის დადებული გარიგება უპირობოდ ბათილი არ არის და მისი ნამდვილობა შესაძლებელია გახდეს სამოქალაქო დავის საგანი.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, გ------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გ------------------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა გ------------------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ------------------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა გ------------------- მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობა, ე.ი. სხვისი სატრანსპორტო საშუალების ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნებოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებებით გ------------------- მიერ სხვისი მოძრავი ნივთის - ავტოსატრანსპორტო საშუალების, ფარული დაუფლების ფაქტი არ დადასტურდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------------------- მიერ საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- „ს--------“-ს მარკის შავი ფერის ავტომობილი, სახ. ნომრით T------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ------------------ს;

 

- გ------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული „ს--------“-ს მარკის ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები: დინამო, სტრატერი, ღუმელის რადიატორი თავისივე ძრავით, მაგნიტოფონი, კარნიზების, კოვრიკების და ალუმინის სხვადასხვა დეტალები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------------------ს;

 

- გ----------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული „ს--------“-ს მარკის ავტომობილიდან, სახ. ნომრით T--------- მოხსნილი 4 ცალი დისკი და 4 ცალი საბურავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------------------ს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------------ (პ/ნ 0----------) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

2. გ------------------- (პ/ნ 0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფილი არ არის.

 

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- „ს--------“-ს მარკის შავი ფერის ავტომობილი, სახ. ნომრით T------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ------------------ს;

 

- გ------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული „ს--------“-ს მარკის ავტომობილის სხვადასხვა ნაწილები: დინამო, სტრატერი, ღუმელის რადიატორი თავისივე ძრავით, მაგნიტოფონი, კარნიზების, კოვრიკების და ალუმინის სხვადასხვა დეტალები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------------------ს;

 

- გ----------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული „ს--------“-ს მარკის ავტომობილიდან, სახ. ნომრით T--------- მოხსნილი 4 ცალი დისკი და 4 ცალი საბურავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------------------ს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა