განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
330100119002846286
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/583-19

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------------–-–---–--

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-----------------–--------–------------–---- დაბადებული 1-----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა---––----------------------–------–-. ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–-------------–----------------–---------------–--

ბრალდებული - ნ------–------------–-----–-–---–-- დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა---––----------------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–-------------–----------------–---------------–--

ბრალდებული - მ----------–------–------–-–---–-, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–-------------–----------------–---------------–--

ადვოკატები - გ------------------------–--------

 

კვალიფიკაცია:

მ-------–------–-–---–-- და მ-----------------–------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

ნ---------–-–---–-- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ------–--–---------–------–-------–----------------–---------–- ყოფნისას მ-----------------–---- ჯგუფურად მეუღლესთან მ-------–------–-–---–---- და დედასთან ნ---------–-–---–---- ერთად, მამამთილს - გ--–--–------–-–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მ-------–------–-–---–-- დაარტყა მუშტი სახის არეში, ამ დროს გ--–--–------–-–---–ი დაეცა, ამის შემდგომ კი მ-----------------–---- დაარტყა სკამის ფეხი ტანის არეში, ნ---------–-–---–-- დაარტყა ხელები და ფეხები რამდენჯერმე ტანის, თავის და სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

1). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა გ--–--–------–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მხოლოდ მისი ახლო ნათესავის, შვილის - მ-------–------–-–---–-- წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდებულების ნ---------–-–---–-- და მ-----------------–------------- წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით განმარტა, რომ 2019 წლის 4 იანვარს იმყოფებოდა-----–----------------–---------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა მის რძალთან მ-----------------–-------- და მ-------- დედასთან ნ---------–-–---–----. კონფლიქტის ამოწურვის შემდგომ, შევიდა სახლში დასაძინებლად. 05 იანვარს დაახლოებით 00:30 საათზე, შემოესმა საცხოვრებელი სახლის კარის შენგრევის ხმა, რა დროსაც მის ოთახში შევიდნენ მისი შვილი მ-------–------–-–---–-, რძალი - მ-----------------–----------------- დედა ნ---------–-–---–-, რომლებმაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატებოდა სახის და ტანის არეში ხელების და ფეხების დარტყმაში. ფიზიკური დაპირისპირების დროს იგრძნო სკამის ფეხის ტანის არეში დარტყმა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მოწმე ჟ------------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 05 იანვარს დაახლოებით 00:30 საათზე, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე დ----–-------------–----------------–---------------–-- რა დროსაც შემოესმა კარის ძლიერად გაღების ხმა და დაინახა, რომ მისი მამამთილის - გ--–--–------–-–---–ის ოთახში იმყოფებოდნენ მ-------–------–-–---–-, მ-----------------–--- და ნ---------–-–---–-, რომლებიც გ--–--–------–-–---–ს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, მ-------–------–-–---–--, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით, გ--–--–------–-–---–ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც იგი დაეცა, რის შემდეგაც ნ---------–-–---–- ხელებით და ფეხებით აყენებდა ფიზიკურ დაზიანებას სახის და ტანის არეში, ხოლო მ-----------------–---ს ხელში ეჭირა სკამის ფეხი, რასაც გ--–--–------–-–---–ს ურტყამდა ტანის არეში.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ კ--------------–-----–---–-- ჩვენებით, 2----–-–-------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებით, 2019 წლის 09 იანვარს, მოქ. გ--–--–------–-–---–ს სხეულზე აღენიშებოდა ნაჭდევები, კერძოდ: თხემ-კეფის მიდამოში უსწორო ფორმის, კანის დონიდან წამოწეული მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით 1X0,3 სმ, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, ზომით: 1X0,7 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ---–------------- ჩვენებით, 2019 წლის 05 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე დ----------–------- ერთად გამოცხადდა ძ---–-------–--------------------–------------------–----– შენობასთან, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც დაზარალებულმა გ--–--–------–-–---–მა მიუთითა-----–----------------–---------------–-- სადაც მისმა შვილმა, რძალმა და რძლის დედამ მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ადგილზე ნანახი იქნა დაზიანებული სკამი, რაზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული სკამი დაზიანებული იყო მასზე ძალადობის შედეგად.

მოწმე შ--------------- ჩვენებით, 2019 წლის 05 იანვარს გ--–--–------–-–---–ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გ--–--–------–-–---–ი გამოკითხა დაზარალებულის სახით, რის შემდეგაც მისი და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა სკამის ფეხი.

მოწმე მ------------–-–---–-- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა ბრალდებულები მ-----------------–--- და ნ---------–-–---–- და წარუდგინა მათ დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ--–--–------–-–---–მა მიუთითა დ----–-------------–----------------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომლის მეორე სართულზე მდებარე კოლიდორში დგას დამტვრეული ხის სკამი და მისივე მომტვრეული ფეხი, რითაც გ--–--–------–-–---–ის განმარტებით ცემდა მისი შვილის მეუღლე, მ-----------------–---. გ--–--–------–-–---–მა ასევე მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც იგი იწვა, როდესაც მასთან ოთახში შევიდნენ მისი შვილი მ-------–------–-–---–-, რძალი მ-----------------–----------------- დედა ნ---------–-–---–-, რომლებმაც მიაყენეს მას ფიზიკური დაზიანებები.

ამოღების ოქმის თანახმად, დ----–-------------–----------------–---------------–- მდებარე გ--–--–------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან, ღია კოლიდორში ხის ძველი დივანის გვერდით, მარჯვენა მხარეს მდებარე ხის სკამიდან, ამოღებული იქნა დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძის სკამის მოტეხილი ფეხი, რომელსაც შუა ნაწილში, ოდნავ ზევით დამაგრებული აქვს ე.წ. „შურუპი“.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-------–------–-–---–-- და მ-----------------–------------- ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ---------–-–---–-- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედება, დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მ-------–------–-–---–--, მ-----------------–---- და ნ---------–-–---–-- მხრიდან, 2019 წლის 05 იანვარს გ--–--–------–-–---–ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, დაზარალებულმა გ--–--–------–-–---–მა მართალია მ-------–------–-–---–-- მიმართ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, თუმცა მისი ჩვენებით სრულად დადასტურა მისი რძლის - მ-----------------–---- და მ-------- დედის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 იანვარს იმყოფებოდა დ----–------–-------–-----------------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მისმა შვილმა - მ-------–------–-–---–--, მ-----------------–---- და ნ---------–-–---–-- მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატებოდა სახის და ტანის არეში ხელების და ფეხების ჩარტყმაში, ამასთან იგრძნო ტანის არეში სკამის ფეხის ჩარტყმა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბრალდებულების ნ---------–-–---–--, მ-------–------–-–---–-- და მ-----------------–---- მხრიდან გ--–--–------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ჟ------------–---–--- კერძოდ, მოწმე თავად შეესწრო გ--–--–------–-–---–ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 05 იანვარს დაახლოებით 00:30 საათზე, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე დ----–-------------–----------------–---------------–-- რა დროსაც შემოესმა კარის ძლიერად გაღების ხმა და დაინახა, რომ მისი მამამთილის - გ--–--–------–-–---–ის ოთახში იმყოფებოდნენ მ-------–------–-–---–-, მ-----------------–--- და ნ---------–-–---–-, რომლებიც გ--–--–------–-–---–ს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ-------–------–-–---–-, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიულობით, მუშტი დაარტყა სახის არეში გ--–--–------–-–---–ს, რის შემდეგაც იგი დაეცა და ნ---------–-–---–-- ხელებით და ფეხებით განაგრძო მისი ცემა სახის და ტანის არეში, ხოლო მ-----------------–---ს ხელში ეჭირა სკამის ფეხი, რასაც გ--–--–------–-–---–ს ურტყამდა ტანის არეში.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ შ--------------- და მ------------–-–---–-- ჩვენებებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი გ--–--–------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა ბრალდებულ პირთა მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, რითაც დადგენილია, რომ გ--–--–------–-–---–მა ყოველგვარი იძულების გარეშე, ნებაყოფლობით მიუთითა ს---–----------------–---------–-, სადაც მისმა შვილმა მ-------–------–-–---–--, რძალმა მ-----------------–---- და მ-------- მეუღლემ ნ---------–-–---–-- მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. შემთხვევის ადგილზე ასევე ნანახი იქნა დაზიანებული სკამი, რაზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული სკამი დაზიანებული იყო მასზე ძალადობის შედეგად.

ბრალდებულების ნ---------–-–---–--, მ-------–------–-–---–-- და მ-----------------–---- მხრიდან გ--–--–------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ გ--–--–------–-–---–ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ--–--–------–-–---–- სხეულზე აღენიშებოდა ნაჭდევები, კერძოდ: თხემ-კეფის მიდამოში უსწორო ფორმის, კანის დონიდან წამოწეული მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით 1X0,3 სმ, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, ზომით: 1X0,7 სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–---

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის პოზიცია, რომელმაც უარყო ნ---------–-–---–--, მ-------–------–-–---–-- და მ-----------------–---- მხრიდან გ--–--–------–-–---–ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მათ ამ პერიოდის განმავლობაში აქვთ კონფლიქტი ერთმანეთთან.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულების მ-------–------–-–---–-- და მ-----------------–------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნ---------–-–---–-- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-------–------–-–---–--, ნ---------–-–---–-- და მ-----------------–---- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, რომ არ არიან ნასამართლევები, ბრალდებულების ნ---------–-–---–-- და მ-----------------–---- ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ბრალდებულებს მ-------–------–-–---–- და მ-----------------–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ხოლო ნ---------–-–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-------–------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 260 (ორასსამოცი) საათის ვადით.

სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-------–------–-–---–-- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (-----–-–-------------------------–-–---------------------–---- შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ მ-------–------–-–---–- სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

მ-------–------–-–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მ-----------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

მ-----------------–------------- შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს.

ნ---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

ნ---------–-–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს.

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ელექრონულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

_ ამოღებული სკამის ფეხი, რაც ინახება-----–-------–---------–-–-------------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ გ--–--–------–-–---–ს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი