გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3149070-2/522-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--’’
წარმომადგენელი - გ---------------–---–ი
მოპასუხე - ი/მ რ------------–-–---–ი, რ---------------–---–ი,მ-----------ე, ბ------------–-–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს რ------------–-–---–ს, რ---------------–---–ს, ბ-------------–---–სა და მ-----------ეს სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 10399.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 8483.31 ლარი, პროცენტი - 1258.37 ლარი, პირგასამტეხლო - 647.11 ლარი და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური - 11 ლარი.
1.2. რ------------–-–---–ს სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების - 2732.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2078.15 ლარი, პროცენტი - 625.06 ლარი, პირგასამტეხლო - 25.09 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.24 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 22 მარტს N2------3----0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–-–---–მა სს ფ----------------------–--საგან სესხად მიიღო 18000 ლარი, 1097 დღის ვადით, 22.03.2017წ-23.03.2020 წლამდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო გაანკვეთი განისაზღვრა 22.83% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1%. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულება უზრუნველყოფილია რ---------------–---–თან, ბ------------–-–---–თან და მ-----------ესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრუელბით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 25100 ლარის ოდენობით.
2017 წლის 22 დეკემბერს N2------3----0-- სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა რ------------–-–---–მა სს ფ----------------------–--საგან სესხად მიიღო 3000 ლარი, 738 დღის ვადით, 22.12.2017წ-30.12.2019წ-მდე. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 45% წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, პირველი ვადაგადაცილებული დღის საურავი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
2018 წლის 22 დეკემბერს სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი. მზღვეველი სს ,,ს--------------------------------------–------’’, დამზღვევი რ------------–-–---–ი, მოსარგებლე სს ფ----------------------–--. საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 3000 ლარით, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მოცემულია სესხის დაფარვის გრაფიკში. სადაზღვევო პოლისის დანართის 3.1. პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზრვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად 93 დღის შმედგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც.
22.03.2017წ. სესხის ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ დავალიანება აქვთ 10399.79 ლარის ოდნეობით, აღნიშნულიდან სესხის ძირი თანხაა 8483.31 ლარი, სარგებელი 1258.37 ლარი, საურავი 647.11 ლარი, ამონაწერის განახლების საფასური 11 ლარი.
22.12.2018წ. სესხის ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე რ------------–-–---–ს სს ფ----------------------–--ს მიმართ ვალდებულება შეადგენს 2732.54 ლარს, სესხის ძირი თანხაა 2078.15 ლარი, სარგებელი 625.06 ლარი, პირგასამტეხლო 25.09 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა 4.24 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს სს ,,ფ----------------------–--სა’’ და რ------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------3----0--, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 18000 ლარი, 1097 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური - 22.83%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.03.2017წ. სესხის ხელშეკრულება N2------3----0--;
- 22.03.2017წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 22.03.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბრის თავდებობის წერილით რ---------------–---–მა, ბ------------–-–---–მა და მ-----------ემ იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის რ------------–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 25100 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.03.2017წ. სესხის ხელშეკრულება N2------3----0--;
- 22.03.2017წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 22.03.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 22.03.2017 თავდებობის წერილები;
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს სს ,,ფ----------------------–--სა’’ და რ------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------3----0--, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 3000 ლარი, 738 დღის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური - 45%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.12.2017წ. სესხის ხელშეკრულება N2------3----0--;
- 22.12.2017წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 22.12.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.1.4. 2017 წლის 22 დეკემბერს რ------------–-–---–თან გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, საწყისი სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 3000 ლარი. სადაზღვევო პრემია მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.6%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.12.2017წ. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი;
3.1.5. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი; მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.03.2017წ. სესხის ხელშეკრულება N2------3----0--;
- 22.03.2017წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 22.03.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 22.03.2017 თავდებობის წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გადახდების ისტორიები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების რ------------–-–---–ის, რ---------------–---–ის, ბ--------------–---–ის და მ-----------ის დავალიანება სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიმართ 22.03.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10399.79 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 8483.31 ლარი, პროცენტი - 1258.37 ლარი; ჯარიმა 647.11 ლარი, ამონაწერის განახლების საფასური - 11 ლარი;
3.2.2. მოპასუხეის რ------------–-–---–ის დავალიანება სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიმართ 22,12.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2732.54 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2078.15 ლარი, პროცენტი - 625.06 ლარი; ჯარიმა 25.09 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.24 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.03.2017წ. სესხის ხელშეკრულება N2------3----0--;
- 22.03.2017წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 22.03.2017წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 22.03.2017 თავდებობის წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გადახდების ისტორიები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარგებლის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ლაშა მარტინენკოს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ფ----------------------–--სა’’ და რ------------–-–---–ს) შორის გაფორმებული 2017 წლის 22 მარტის და2017 წლის 22 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა რ------------–-–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 22.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 8483.31 ლარი, ხოლო 22.12.2017წ. ხელშეკრულებიდან - 2078.15 რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები არ შეუსრულებია, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 25.09 ლარის ოდენობით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, რ---------------–---–მა, ბ--------------–---–მა და მ-----------ემ თავდებობის წერილით იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 25100 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2017 წლის 22 მარტის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების გადახდის ვადლებულება.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 500 ლარით და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 147.11 ლარით.
6.6. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების 5.2., ასევე 18.01.2017წ. იპოთეკის ხელშეკრულების 15.2. პუნქტში და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 11.2. პუნქტში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს მოსარეჩლე სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 297 ლარის გადახდა ასევე უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა. ასევე რ------------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 81.97 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ფ----------------------–--ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე რ------------–-–---–ს, რ---------------–---–ს, ბ--------------–---–ს და მ-----------ეს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 9899.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 8483.31 ლარი, პროცენტი - 1258.37 ლარი, პირგასამტეხლო - 147.11 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასური 11 ლარი.
1.2. სს ,,ფ----------------------–--ს’’ უარი ეთქვას მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს 500 ლარის დაკისრებაზე
1.3. რ------------–-–---–ს სს ფ----------------------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს 2732.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2078.15 ლარი, სარგებელი 625.06, პირგასამტეხლო 25.09 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 4.24 ლარი.
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებილვ აღსასრულებლად.
3. მოპასუხე რ------------–-–---–ს, რ---------------–---–ს, ბ--------------–---–ის და მ-----------ეს მოსარჩლე სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 297 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარისწ გადახდა.
4. მოპასუხე რ------------–-–---–ს, მოსარჩლე სს ,,ფ----------------------–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 81.97 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია