განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1963-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 18 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ-------------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ---------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----------–--–---–-------------ში.
ადვოკატი - ვ-----------–----ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 20 მარტს, დილის საათებში, თ---–--–----------–--–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამავე მისამართზე მდებარე კაფე-ბარ „-----–-------––-- ნ---------------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშს, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის, სროლისათვის ვარგისს და ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ პისტოლეტს და 17 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიას და გამოსაყენებლად ვარგის ვაზნებს, რომლებიც ამოღებული იქნა შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომლების მიერ.
2019 წლის 20 მარტს, დღის საათებში, თ---–--–----------–--–---–-------------ში ნ---------------–---–ი საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ 8 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიას და გამოსაყენებლად ვარგის ვაზნებს, ასევე ინახავდა უკანონოდ შეძენილ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს, წონით 2,5493 გრამს, რომლებიც ამოღებული იქნა შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომლების მიერ.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ნ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ზ-------------ისა და მ-----------------ს გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის, ფიზიკო-ტექნიკური-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ---------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის და ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის დარღვევით მათ დაუფლებას, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში ან ნაპოვარის დაუფლებაში. დანაშაული დამთავრებულია, როდესაც მის მფლობელს მიეცემა ამ საგნების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მათ მართლსაწინააღმდეგო შენახვას, აღნიშნული გულისხმობს საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი N-------- პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის საშტატო ნიმუში, მოდელი „ПМ“. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. სამი ცალი მჭიდი არის 8 ცალი ვაზნის ტევადობის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტისთვის განკუთვნილი; 25 ცალი ვაზნა (8+8+9) არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის სისტემის პისტოლეტებისათვის „ПМ“ და სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის „АПС“, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: РА-63, Р-64, РК-59 და სხვა. ისინი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ეპიზოდურ მხარეს და კვალიფიკაციას. ნ---------------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება ორ ეპიზოდად აქვს დაყოფილი, პირველი ეპიზოდი მოიცავს ნ---------------–---–ის პირადი ჩხრეკისას (20.03.2019) მისგან ამოღებულ პისტოლეტის მჭიდს, რვა ცალი ვაზნით და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (20.03.2019) თბილისში, ზ-----–--–---–-------ში მდებარე კაფე „-----–-------–------, დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებულ ცეცხლსასროლი იარაღს მასში მოთავსებული ერთი ცალი მჭიდით, რვა ცალი ვაზნით, ასევე ლულის სავაზნე არხში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). ხოლო მეორე ეპიზოდს მოიცავს ნ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ნ---------------–---–ის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ ერთი მჭიდს, 8 ცალი ვაზნით (საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვა). სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის ზუსტი ადგილი და დრო არ იკვეთება, ხოლო ბრალდებული მის ბრალდებულად გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად იპოვა, აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ ორ ეპიზოდად წარდგენილი ქმედება (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვა) წარმოადენს ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით ჩადენილ ერთ ქმედებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (მანამდე წარდგენილი ორი ეპიზოდი 236-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ერთ-ერთი) უნდა ამორიცხოს როგორც ზედმეტად წარდგენილი.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ფსიქოტროპული ნივთიერების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ფსიქოტროპული ნივთიერების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - ზ-------------ისა და მ-----------------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით, ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერებით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ---------------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ---------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ---------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულების ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ---------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მას უნდა დაენიშნოს სასჯელი მითითებული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ:
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები, ყუთი მასში მოთავსებული მეტალისა და პლასტმასის ნივთები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, საფულე მასში არსებული ნივთები, ჯვარი, ქამარი და სამაჯური, ჯავშან ჟილეტი (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს
8 ცალი კაფსულა, ერთი ცალი შეფუთვა და ერთი ცალი კოვზი, ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი, ნ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ხელთათმანები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ერთი ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ნ---------------–---–ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2. ნ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 მარტიდან.
3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები, ყუთი მასში მოთავსებული მეტალისა და პლასტმასის ნივთები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, საფულე მასში არსებული ნივთები, ჯვარი, ქამარი და სამაჯური, ჯავშან ჟილეტი (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს
8 ცალი კაფსულა, ერთი ცალი შეფუთვა და ერთი ცალი კოვზი, ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი, ნ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ხელთათმანები (ინახება შსს ვ---------------–----------------–--------–-–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ერთი ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე