განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5082-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა
და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- გ-------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ------ ლ-------- ძე უ----------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 3------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–-------ი
ადვოკატი - ვ-–- ს-------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 8 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, დღის შუა მონაკვეთში, კ---ის მუნიციპალიტეტში, სოფელ დ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ----- უ----------–---–მა, რომელსაც ქალი და მამაკაცი სოციალურად უთანასწოროდ მიაჩნდა და რომლის შეფასებითაც დ---- უ----------–---–ი, როგორც მისი მეუღლე და ქალი ვალდებული იყო საყოფაცხოვრებო საქმეები მხოლოდ მას ეკეთებინა და ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებები უსიტყვოდ შეესრულებინა, ოჯახური ძალადობა განახორციელა დ---- უ----------–---–ის მიმართ, კერძოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანა იგი სახლიდან და წიხლი ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, რა დროსაც დ---- უ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. დ----- უ----------–---–ი, რომელსაც ქალი და მამაკაცი სოციალურად უთანასწოროდ მიაჩნდა და რომლის შეფასებითაც დ---- უ----------–---–ი, როგორც მისი მეუღლე და ქალი ვალდებული იყო საყოფაცხოვრებო საქმეები მხოლოდ მას ეკეთებინა და ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებები უსიტყვოდ შეესრულებინა, კ---ის მუნიციპალიტეტში, სოფელ დ----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების მანძილზე, მისი მოთხოვნის შეუსრულებლობისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატიურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით მეუღლე - დ---- უ----------–---–ს, მათ შორის, 2019 წლის 12 სექტემბერს 17:00 საათზე, მორიგი კონფლიქტისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ---- უ----------–---–ს. ასევე, 2019 წლის 16 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, დ----- უ----------–---–ი მიუვარდა, ქ.თბილისი, ბახმაროს შესახვევი N23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლე დ---- უ----------–---–ს და კვლავ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რომელსაც თითოეულ შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები; შემაკავებელი ორდერი და სხვ.) ერთობლიობა დ----- უ----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- უ----------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- უ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო სსკ-ი-ს 531-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედებების (ორივე ქმედების) ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების (არაა ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს დანაშაულებს), დანაშაულების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულის პოზიციის (არ აქვს პრეტენზია და შერიგებულია ბრალდებულთან) გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- უ----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წელი პირობითი მსჯავრი, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 1 (ერთი) წლის ვადით იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების აკრძალვა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- უ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8-9 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- უ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
დ----- უ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
დ----- უ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ----- უ----------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია