გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2019
საქმის ნომერი
100210119003097308
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210119003097308

#2/222 -2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08.11.2019წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბანკი“

მოსარჩელის წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“ - წარმომადგენელი თ----- ფ-----ე

 

მოპასუხე: თ------ წ--------–ი

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” თ----- ბანკი”-ს (ს/კ 2-------- წარმომადგენელი შ.პ.ს.,,ტ-----“ წარმომადგენელი ნ---- ს--------) წარმომადგენელმა, მოპასუხე - თ------ წერეთლის (პ.№5----------, მის: ქ.ჭ--------- გ. ტ----ის N5 სართ.3.ბ.7) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.

1.2.სს „ თ----- ბანკი“-ს წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს , რომ სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 18 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2349.54 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 745 დღე 24 გადახდა. ხელშეკრულების ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისთვის 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 637.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-391.54 ლარი და ჯარიმა -245.91 ლარი.

1.3.მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს , რომ სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 09 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.5%-ით, კრედიტის ვადა- 2019 წლის 16 თებერვლამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 16 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისთვის 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 457,32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-287.03 ლარი, პროცენტი-26.19 ლარი, ჯარიმა-143.23 ლარი და დაზღვევა -0.87 ლარი.

1.4. სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 31 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 850 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 %-ით კრედიტის სს „ თ----- ბანკის “ ბანკომატით ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % როველ ვადა გადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 24 რიცხვი.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები. 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1460,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 844ლარი და 71 თეთრი, პროცენტი 175ლარი და 22 თეთრი და ჯარიმა 440 ლარი და 85 თეთრი.

1.5. სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 21 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 842 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 %-ით კრედიტის სს „ თ----- ბანკის “ ბანკომატით ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გადახდა, 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1404.17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-839.14. ლარი, პროცენტი-140.21ლარი, და ჯარიმა-424.82 ლარი.

მოსარჩელე ითხოვს თ------ წ--------–ს სს „ თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს:

1.2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 637.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-391.54 ლარი და ჯარიმა -245.91 ლარი.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 391.54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27 %-ის გადახდა ( რაც ყოველდღიურად შეადგენს 1.05 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

2. 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 457,32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-287.03 ლარი, პროცენტი-26.19 ლარი, ჯარიმა-143.23 ლარი და დაზღვევა -0.87 ლარი.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 287.03 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24.5 % სარგებლის რაც ყოველთვიურად შეადგენს 5.86 ლარს.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 287.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27 %-ის გადახდა ( რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.77 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა.

3. 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1460.78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-844.71. ლარი, პროცენტი-175.22 ლარი, და ჯარიმა-440.85 ლარი.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-844.71. ლარზე , აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 25.34 ლარს.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 844.71 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27 %-ის გადახდა ( რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.28 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

4. 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1404.17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-839.14. ლარი, პროცენტი-140.21ლარი, და ჯარიმა-424.82 ლარი.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე839.14 ლარზე , აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 25.17 ლარს.

დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ( 2019 წლის 10 ივლისიდან) 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 839.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.27 %-ის გადახდა ( რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.26 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე თ------ წერეთლის მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, სადაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ . თ------ წ--------–მა მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა, რომ სარჩელს ცნობს ძირისა და პროცენტის ნაწილებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 18 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2349.54 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 745 დღე 24 გადახდა. ხელშეკრულების ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისთვის 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 637.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-391.54 ლარი და ჯარიმა -245.91 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.19-22)

-დავალიანების ცნობა(ს.ფ.51)

-გრაფიკი (ს.ფ.34-42)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 09 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.5%-ით, კრედიტის ვადა- 2019 წლის 16 თებერვლამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 16 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისთვის 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 457,32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-287.03 ლარი, პროცენტი-26.19 ლარი, ჯარიმა-143.23 ლარი და დაზღვევა -0.87 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.19-22)

-დავალიანების ცნობა(ს.ფ.51)

-დანართი, პოლისი (ს.ფ.31)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია რომ სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 31 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 850 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 %-ით კრედიტის სს „ თ----- ბანკის “ ბანკომატით ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % როველ ვადა გადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 24 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად , ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს ( ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1460,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 844ლარი და 71 თეთრი, პროცენტი 175ლარი და 22 თეთრი და ჯარიმა 440 ლარი და 85 თეთრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

-ხელშეკრულება (ს.ფ.37-42)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.51)

 

3.2.4. დადგენილია რომ სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 21 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 842 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 %-ით კრედიტის სს „ თ----- ბანკის “ ბანკომატით ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5 % ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 20 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად , ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 7.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 7.6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს ( ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1404.17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-839.14. ლარი, პროცენტი-140.21ლარი, და ჯარიმა-424.82 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

-ხელშეკრულება (ს.ფ.43-66)

- დავალიანების ცნობა(ს.ფ.51)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, თი ბი სი ბანკი“-ს სარჩელი თ------ წერეთლის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში მოპასუხე ცნობს ძირს და პროცენტს , ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ძირი თანხის ათი პროცენტით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სადაზღვევო შენატანი სარჩელის შემოტანამდე. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელშეკრულებაზე გონივრულ ფარგლებში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 871-ე მუხლის შესაბამისად თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული.

 

6.2. სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 18 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2349.54 ლარის ოდენობით.

2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 637.45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-391.54 ლარი და ჯარიმა -245.91 ლარი.

 

6.3.სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 09 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 457,32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-287.03 ლარი, პროცენტი-26.19 ლარი, ჯარიმა-143.23 ლარი და დაზღვევა -0.87 ლარი.

 

6.4. დადგენილია რომ სს „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 31 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 850 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1460,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 844ლარი და 71 თეთრი, პროცენტი 175ლარი და 22 თეთრი და ჯარიმა 440 ლარი და 85 თეთრი.

 

6.5. დადგენილია რომ ს.ს. „ თ----- ბანკსა და თ------ წ--------–ს შორის 2017 წლის 21 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 842 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36 %-ით კრედიტის სს „ თ----- ბანკის “ ბანკომატით ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. თ------ წერეთლის მიერ დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულებები და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1404.17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-839.14. ლარი, პროცენტი-140.21ლარი, და ჯარიმა-424.82 ლარი.

 

6.6.სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოდინარე აღიარებს გადასახდელად ძირს და პროცენტს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

27. სსკ-ის 394.1-ე მუხლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. (საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებების დარღვევის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი თანხის 10 პროცენტი , , მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება. 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 28 ლარი და 70 თეთრი. 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი 84 ლარისა და 47 თეთრის ოდენობით. 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი 83ლარისა და 91 თეთრის ოდენობით.

 

უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

სარჩელის შემოტანით ხელშეკრულება შეწყდა , შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 0,87 ლარის გადახდა.

 

6.5.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N 2230228-8838892 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო არის 245.91 ლარი. სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 39,15 ლარით(ძირი თანხის 10 პროცენტი)

2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N 2230228-9117356 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო 143.23 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 28,7 ლარით(ძირი თანხის 10 პროცენტი)

მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო 440 ლარი და 85 თეთრი. სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 84,47 ლარით(ძირი თანხის 10 პროცენტი)

მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო 424.82 ლარი. სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 83,91 ლარით(ძირი თანხის 10 პროცენტი).

 

6.6. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ------ წ--------–მა ყველა ხელშეკრულებაზე ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში ცნო სარჩელი შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,, თ----- ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 81 (ოთხმოცდაერთი) ლარი და 12 (თორმეტი) თეთრი .

 

თ------ წ--------–ს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ 13 ლარისა და 03 თეთრის , 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს. ,, თ----- ბანკი“-ს (ს/კ2--------) სარჩელი თ------ წ--------–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.თ------ წ--------–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 18 მარტის საბანკო კრედიტის N2230228-8838892ხელშეკრულება) 430(ოთხასოცდაათი) ლარი და 69 (სამოცდაცხრა) თეთრი(საიდანაც 391,54 არის ძირი თანხა, პროცენტი არის 39 ლარი და 15 თეთრი).

 

1.2. თ------ წ--------–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 09 აგვისტოს საბანკო კრედიტის N2230228-9117356 ხელშეკრულება) 371 ლარი და 49 თეთრი (საიდანაც 287,03 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 26 ლარი და 19 თეთრი , პირგასამტეხლო არის 28,7 ლარი დაზღვევა არის 0,87 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 28,7 ლარი).

 

1.3. თ------ წ--------–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 31 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება) 1188,87 ლარის გადახდა (საიდანაც 844 ლარი და 71 თეთრი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 175,22 ლარი პირგასამტეხლო 84,47 ლარი და მიუღებელი სემოსავალი 84,47 ლარი).

 

1.4. თ------ წ--------–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 21 ივნისის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება) 1147 ლარისა და 17 თეთრის გადახდა (საიდანაც 839 ლარი და 14 თეთრი არის ძირი თანხა, პროცენტი 140,21 ლარი პირგასამტეხლო 83,91 ლარი და მიუღებელი შემოსავალი 83,91 ლარი).

 

2. სს. ,, თ----- ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 81.12 (ოთხმოცდაერთი ლარი და 12 თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება N6, გადამხდელის ბანკი - სს „თ----- ბანკი“, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 209.67 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბანკი“ ს.ნ.2--------, გადახდის თარიღი: 11.07.2019 წელი) კანონით დადგენილი წესით.

 

3.თ------ წ--------–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს. ,,თ----- ბანკი“-ს სასარგებლოდ 13 ლარისა და 03 თეთრის, 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და (რეგისტრაციის საფასური) 20 ლარის გადახდა.

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი