განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
330100115790938
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1928-15

(გამოძიების №-------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

თბილისი 25 სექტემბერი, 2019 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე, ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–-,დაზარალებულის უფლებამონაცვლე - თ---------------ე,დაცვის მხარე:

განსასჯელი - ა-–----------------- (მონაწილეობის გარეშე), პ--------------, დაბადებული 1----–-–------------–ს, რუსეთის ფედერაციაში, რეგისტრირებული: ს---------------------------–---------------ში.

 

ადვოკატი - მ--------–----ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ქმედების აღწერა, რაც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

ა-–-----------------ა 1999 წლის 03 ივნისს, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო შპს ,,ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროდან’’ აიღო ცნობა-დახასიათება N----- მის საკუთრებაში ქ-------–--–----------–---–--------–-------- N---ში საცხოვრებელი სახლის არსებობის შესახებ და 1999 წლის 8 ივნისს ნოტარიალური წესით დამტკიცებული ყიდვა-გაყიდვის N---- ხელშეკრულებით 4 000 ლარად მიყიდა ქ-------–--------------------------ში მცხოვრებ ვ-–---------------–-----–---–ს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ხელშეკრულება არ გაატარა საჯარო რეესტრში, რითაც თაღლითურად ისარგებლა ა-–-----------------ა და ხსენებული სახლის ხელმეორედ გაყიდვის მიზნით 2000 წლის 19 თებერვალს ვ-–---------------–-----–---–ის მოტყუებით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ამ სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანით კვლავ აიღო ცნობა-დახასიათება სახლის მის მფლობელობაში არსებობის შესახებ, ხოლო იმავე წლის 22 თებერვალს აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სანოტარო წესით დამტკიცებული ნასყიდობის N---- ხელშეკრულებით 16 500 ლარად მიყიდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს - ვ----–------------------–----ს, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულება 2000 წლის 22 თებერვალს გაატარა რეგისტრაციაში ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროში და გახდა საცხოვრებელი სახლის კანონიერი მფლობელი. ამდენად, ა-–-----------------ა ჩაიდინა თაღლითობა, რითაც 4 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოქალაქე ვ-–---------------–-----–---–ს.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა.

 

2.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებული ვ-–---------------–-----–---–ი და მოწმეები - ჟ------–---–---–ი და თ--------------–-----–---–ი გარდაიცვალნენ. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოხდა მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა, რომლის თანახმადაც:

 

2.3. დაზარალებულმა ვ-–---------------–-----–---–მა წინასწარ გამოძიებაში ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ 1999 წლის მაისში, გაზეთში წაიკითხა ა-–-----------------ს განცხადება თავის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის თაობაზე (მდებარე - ქ. თ---–------------–---–--------–--------------ში). ა-–----------------თან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა ზემოთხსენებული ბინის შესყიდვა. 1999 წლის 8 ივნისს მასსა და ა-–----------------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაზარალებულმა ა-–-----------------სგან 4 000 ლარის სანაცვლოდ შეისყიდა ქ-------–------------–---–--------–-------ში მდებარე ბინა N--. 2000 წლის 25 თებერვალს, ვ-–---------------–-----–---–მა ,,ტექბიუროს’’ (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო) წარუდგინა 1999 წლის 8 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება და ითხოვა გეგმა-დახასიათება. ,,ტექბიუროსთვის’’ მიმართვის შემდეგ დაზარალებულმა აღმოაჩინა, რომ აღნიშნული ბინა ა-–----------------ს ხელმეორედ ჰქონდა გაყიდული ვინმე ვ----–-----------------–----ზე. მასსა და ვ----–-----------------–----ს შორის დაიწყო სამოქალაქო დავა და საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის განჩინების საფუძველზე სადავო ბინა მიაკუთვნეს ვ----–-----------------–----ს. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ბინის ხელმეორედ გაყიდვით მას მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.

 

2.4. მოწმე თ--------------–-----–---–მა წინასწარი გამოძიების დროს განმარტა, რომ 1999 წელს მისმა შვილმა ვ-–---------------–-----–---–მა ა-–-----------------სგან შეიძინა ბინა მდებარე - ქ-------–------------–---–--------–-------ი, პ------–----ი, N---ში. შემდგომში აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ბინა ა-–----------------ს ასევე გაუსხვისებია ვ----–------------------–----ზე. მოწმის განმარტებით იგი მთლიანად ეთანხმება თავისი შვილის ვ-–---------------–-----–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებას.

 

2.5. მოწმე ჟ------–---–---–მა წინასწარი გამოძიების დროს განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, გ------–---–--------–-------–-, პ------–----ში, ბინა N---ში. 2000 წლამდე აღნიშნულ მისამართზე, ბინა N---ში ცხოვრობდა ა-–-----------------. მას შემდეგ, რაც ა-–-----------------ა გაყიდა ბინა ზემოთხსენებულ სახლში ცხოვრობს ვ-–---------------–-----–---–ი.

 

2.6. მოწმე მ-----------------მ განმარტა, რომ 1996 წლიდან არის ნოტარიუსი. მის მიერ დამოწმებული იქნა 1999 წლის 8 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება ა-–----------------სა და ვ-–---------------–-----–---–ს შორის. მხარეების მიერ მასთან კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი იყო წარდგენილი, შესაბამისად შეადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ა-–----------------სა და ვ-–---------------–-----–---–ს შორის, ხელშეკრულებას მის თვალწინ ხელი მოაწერეს ა-–-----------------ა და ვ-–---------------–-----–---–მა. ქონების უფლებრივად უნაკლოობას იმ პერიოდში ,,ტექბიუროდან’’ წარმოდგენილი ცნობა-დახასიათება ადასტურებდა. მოწმის განმარტებით, მან კანონით დადგენილი წესით მხარეებს გადასცა ხელშეკრულების სამი ეგზემპლარი, საიდანაც თითო-თითო რჩებოდა მათთან, ერთი კი უნდა მიეტანათ ,,ტექბიუროში’’ დასარეგისტრირებლად. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი დაიტოვა სანოტარო ბიუროში, რომელიც იმავე დღეს გაატარა სარეგისტრაციო ჟურნალში (N----). მოსამართლის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ მსგავსი სახის ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ ნოტარიუსთან იყო შესაძლებელი.

 

2.7. მოწმე კ-----------–-----ემ განმარტა, რომ 1986 წლიდან მუშაობდა ქ.------–---------------------------ში ინჟინრის პოზიციაზე. მის მოვალეობას წარმოადგენდა მოქალაქეების მიერ შესული განცხადებების შესაბამისად საქმეების შესწავლა: სახლის არსებობის, მიშენებების შემოწმება და შემდგომში შესაბამისი ცნობის გაცემა. 2000 წლის თებერვალში, მათ სამსახურს განცხადებით მიმართა მოქალაქე ა-–-----------------ა და ითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თ---–------------–---–--------–--------------ში, ცნობა-დახასიათების გაცემა. საქმის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ცნობა-დახასიათება აღნიშნულ მისამართზე გაცემული იყო 1999 წელს და განსასჯელი ხელმეორედ ითხოვდა. 1999 წელს გაცემულ ცნობაზე ა-–-----------------ა განმარტა, რომ დაკარგა. ვინაიდან მათთვის უცნობი იყო ნამდვილად დაკარგა თუ არა განსასჯელმა ცნობა-დახასიათება დამატებით მოსთხოვეს მყიდველის მიყვანა და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, იმის თაობაზე, რომ მყიდველმა იცოდა მანამდე გაცემული ცნობის შესახებ და მაინც სურდა აღნიშნული ბინის შეძენა. ა-–----------------- მათთან მივიდა მყიდველთან ვ----–------------------–----თან ერთად, რომელსაც განუმარტეს არსებული მდგომარეობა, თუმცა მან მაინც მოითხოვა ა-–-----------------ს სახელზე ხელმეორედ ცნობა-დახასიათების გაცემა. მოწმის განმარტებით, ხელახალი ცნობის გაცემა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ გაცემული ცნობის შემდეგ გასული იყო სამი თვე. ამ ყველაფრის შემდგომ და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ცნობის გაცემიდან გასული იყო სამ თვეზე მეტი აღნიშნულ მისამართზე ა-–-----------------ს სახელზე გაიცა ახალი ცნობა-დახასიათება.

 

2.8. მოწმე ი--------------მ განმარტა, რომ მუშაობდა ქ.------–---------------------------ში ინჟინრის პოზიციაზე. მოქალაქე ა-–-----------------ა 2000 წელს მიმართა მათ სამსახურს და მოითხოვა თავისი კუთვნილი ბინის (მდებარე - ქ-------–------------–---–--------–-------ი, ბინა N---ში) ცნობა-დახასიათება. ვინაიდან ა-–----------------ს 1999 წელს უკვე ჰქონდა აღებული აღნიშნული უძრავი ქონების ცნობა-დახასიათება, მას დამატებით მოსთხოვეს მყიდველის მიყვანა და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. ამის შემდეგ ა-–----------------- მათთან მივიდა მყიდველთან ვ----–------------------–----თან ერთად, რომელსაც განუმარტეს მოსალოდნელი რისკები, თუმცა მან მაინც მოითხოვა ა-–-----------------ს სახელზე ცნობა-დახასიათების გაცემა ხელმეორედ. ვ----–------------------–----მა მათ ასევე წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. გარკვეული დროის შემდეგ მოქალაქე ვ----–------------------–----მა მათ სამსახურს წარუდგინა 2000 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება და ითხოვა შენობის გეგმა ქ. თ---–------------–---–--------–--------------ში მდებარე ბინაზე, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე ნასყიდობის ხელშეკრულება ასევე წარდგენილი ჰქონდა ვ-–---------------–-----–---–ს მათ არცერთ მხარეს არ მისცეს გეგმა.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------–---მ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც განმარტა, რომ 1994 წლიდან არის ნოტარიუსი. 2000 წლის 14 თებერვალს, მის სანოტარო ბიუროში მივიდა მოქალაქე ვ----–-----------------–----ი, რომელსაც სურდა განცხადებაზე ხელმოწერის დადასტურება. განცხადების შინაარსი იყო შემდეგი: ვ----–-----------------–----ი ყიდულობდა ბინას ა-–-----------------საგან, რომელსაც ,,ტექბიუროდან’’ გატანილი ჰქონდა ცნობა-დახასიათება, მიუხედავად ამისა ვ----–-----------------–----ი თანახმა იყო ა-–----------------ს ხელახლა გაეტანა ახალი ცნობა, რომლის საფუძველზეც იყიდდა აღნიშნულ უძრავ ქონებას. მოწმის განმარტებით მოქალაქე ვ----–------------------–----ს ახლდა თარჯიმანი - მ-----------------ე, რომლის თანდასწრებითაც მოხდა სანოტარო მოქმედებები. მ--------------–--ის განმარტებით, მან მხოლოდ ხელმოწერები დაადასტურა და არა განცხადების შინაარსი. დაზარებულის უფლებამონაცვლის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ თუ მხარე ენდობა მის მიერ წარმოდგენილ თარჯიმანს ნოტარიუსი ვალდებული არ არის შეამოწმოს თარჯიმნის კვალიფიკაცია, რადგან თარგმანზე და მის ხარისხზე თარჯიმანია პასუხისმგებელი.

 

2.10. 1999 წლის 8 ივნისის საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ა-–-----------------ა ვ-–---------------–-----–---–ს 4 000 ლარად მიჰყიდა მთელი საცხოვრებელი სახლი - 119 კვ.მ, მდებარე - ქ-------–------------–---–--------–-------ი, ბინა N--. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ა-–----------------- და ვ-–---------------–-----–---–ი. ხელშეკრულების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუს მ-----------------ს მიერ.

 

2.11. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოს ,----------------------------–--------------–------- მიერ 1999 წლის 3 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ქა-–--------–--–----------–---–--------–-------ი, ბინა N--, სახლმფლობელობა რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციიის ბიუროს მასალებში პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქე - ა-–----------------ზე.

 

2.12. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოს ,----------------------------–--------------–------- მიერ 2000 წლის 17 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, ქა-–--------–--–----------–---–--------–-------ში ქუჩაზე, სახლმფლობელობა N-- რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციიის ბიუროს მასალებში პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქე - ა-–----------------ზე.

 

2.13. 2000 წლის 18 თებერვლის საცხოვრებელი ბინის (სახლის) ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ა-–-----------------ა ნ-----–-----------------–---ს 16 500 ლარად მიჰყიდა მთელი საცხოვრებელი სახლი, მდებარე - ქ-------–------------–---–--------–-------ი, ბინა N--. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ა-–----------------- და ნ-----–-----------------–---ი. ხელშეკრულების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუს ე------------------ის მიერ. ხელშეკრულების ტექსტი ითარგმნა მ-----------------ის მიერ.

 

2.14. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა-–-----------------ა მის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე - ქ. თ---–------------–---–--------–-------------, 1999 წლის 8 ივნისს 4 000 ლარის სანაცვლოდ მიყიდა ვ-–---------------–-----–---–ს. ასევე უტყუარად დასტურდება, რომ იგივე ბინა ა-–-----------------ა 2000 წლის 18 თებერვალს 16 500 ლარის სანაცვლოდ ხელმეორედ გაყიდა ბრიტანეთის მოქალაქე ვ----–------------------–----ზე. საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განსასჯელმა თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოს ტექნიკური ინვენტარიზაციიის ბიუროდან ორჯერ - 1999 წლის 8 ივნისს და 2000 წლის 17 თებერვალს აიღო ცნობა-დახასიათება, იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ბინა იყო მისი საკუთრება და არ იყო უფლებრივად დატვირთული. ა-–-----------------ა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომლებს განუმარტა, რომ 1999 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება დაკარგა, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უტყუარად დასტურდება, რომ განსასჯელმა წინასწარი განზრახვით, მოტყუებით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება ჯერ ვ-–---------------–-----–---–თან და შემდეგ ვ----–------------------–----თან. თავის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის სანაცვლოდ მან დაზარალებულ ვ-–---------------–-----–---–ს გამოართვა 4 000 ლარი, ხოლო ვ----–-----------------–-----–---–ს 16 500 ლარი.

 

2.15. ამდენად, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული ტყუილი ცნობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგალითად: შეიძლება ეხებოდეს მის პიროვნებას, უფლებამოსილებას, იურიდიულ ფაქტებს და სხვა.

 

3.2. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

 

3.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, თითქოს ა-–----------------ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რადგან საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა-–-----------------ა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 1999 წლის 8 ივნისს მოტყუებით, გააფორმა ხელშეკრულება ვ-–---------------–-----–---–თან ქ-------–--–----------–---–--------–-------- საცხოვრებელი ბინა N---ის 4 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ვ-–---------------–-----–---–მა სრულად გადაუხადა ა-–----------------ს, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა-–-----------------ა ხსენებული საცხოვრებელი ბინა მოგვიანებით, 2000 წლის 18 თებერვალს ხელახლა, ოთხჯერ უფრო ძვრიად გაასხვისა ბრიტანეთის მოქალაქე ვ----–------------------–----ზე. რის შემდგომაც ვ-–---------------–-----–---–სა და ვ----–------------------–----ს შორის წარმოიშვა სამოქალაქო დავა სახლის კანონიერი მესაკუთრის დასადგენად. საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის განჩინების საფუძველზე სადავო ბინა მიაკუთვნეს ვ----–-----------------–----ს. ა-–----------------ს 1999 წლის 8 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ აღნიშნული ბინა გადაეცა ვ-–---------------–-----–---–ისათვის. მიუხედავად ამისა, განსასჯელმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან მოტყუებით, თითქოსდა 1999 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება დაკარგა, ხელახლა გამოითხოვა აღნიშნულ მისამართზე ცნობა-დახასიათება, იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა არ იყო უფლებრივად დატვირთული. ცნობა-დახასიათების მიღების შემდეგ განსასჯელმა ბინა, რომელიც აღარ იყო მისი საკუთრება, ხელმეორედ ოთხჯერ უფრო ძვირად გაყიდა. ზემოაღნიშნული ხერხით ა-–----------------- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ-–---------------–-----–---–ის კუთვნილ 4 000 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-----------------ს მხრიდან სახეზეა მოტყუება და, შესაბამისად, მის მიერ ნათქვამი ტყუილი გახდა ძირითადი მიზნის (ფულადი თანხის დაუფლების) განხორციელების უზრუნველყოფის საშუალება.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - მნიშვნელოვანი ზიანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–-----------------ს მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის - 150 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა - თაღლითობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–-----------------ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთი დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 სასამართლო, აღნიშნავს, რომ ა-–-----------------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა-–----------------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე.

 

5.4. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებაზე, კერძოდ: ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არ არსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები - 932აპ-09, 19.02.10 და 1053აპ-08, 145.04.09). აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ა-–----------------- თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამასთან ა-–-----------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს საქმეზე არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეეხებოდა ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და არც სასამართლო განხილვის დროს მიუთითებიათ აღნიშნულზე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას სასჯელის დანიშვნისას იმსჯელოს და შეაფასოს ა-–-----------------ს წარსული ცხოვრება, მისი ამჟამინდელი პირადი/ეკონომიკური პირობები და მისი პიროვნება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, ა-–-----------------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ დადგენილა. სასამართლო ა-–-----------------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ქმედების ხასიათს - დაზარალებულის მოტყუებით დაეუფლა მის თანხას, ასევე დამდგარ მძიმე შედეგს - დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი და მიაჩნია, რომ ა-–----------------ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

5.5. ამასთან, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

5.6. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლემ უარი განაცხადა განსასჯელ ა-–----------------ზე ამ კანონის გამოყენების თაობაზე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ა-–----------------ზე გაავრცელოს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი და სრულად გაათავისუფლოს სასჯელისგან.

 

5.7. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ გავრცელდა ამ კანონის პირველი−მეთხუთმეტე მუხლების მოქმედება.

 

5.8. ამდენად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გათვალისწინებით ა-–----------------ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/4 -ით და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-498-ე, მე-500, 503-ე, 504-ე, 507-509-ე, 512-ე, 514-ე 523-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-–----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼ -ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 წლისა და 9 თვის ვადით.

 

2. ა-–----------------ს სასჯელის მოხდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

5. მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე