გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117001875354
2-1097/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09/10/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ა------------–---–----------–------------ი“
წარმომადგენელი - რ-–--------–--–---–-------------------–---–ი
მოპასუხე - ა-------------------–----------------------------ო
წარმომადგენელი - მ-----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - ა-------------------–----------------------------ო
წარმომადგენელი - მ-----------
მოპასუხე - ა------------–---–----------–------------ი“
წარმომადგენელი - რ-–--------–--–---–-------------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა------------–---–----------–------------მა“ სარჩელი აღძრა ა-------------------–----------------------------ოს მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- გაუქმდეს აჭ--------------------------------–-----------–----------------------------ოს 2017 წლის 15 მარტის №03/253 გადაწყვეტილება;
- გაუქმდეს აჭ--------------------------------–-----------–----------------------------ოს გადაწყვეტილება სსიპ ს----–-–------–--------------------ოში ,,ა---–--–----------–------------ის“ შ------ში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2017 წლის 1 მარტს ა------------–---–----------–------------სა“ და ა-------------------–----------------------------ოს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ასოციაციამ იკისრა ვალდებულება „ა----------------------------------------ის“ 2017 წლის პროგრამის „აგ--------–---------–------–------ის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა. ხელშეკრულების მიხედვით, ასოციაცია ვალდებული იყო შეერჩია ფერმერები და საველე პირობებში მათთვის ჩაეტარებინა თეორიული და პრაქტიკული კურსი. ფერმერთა სია უნდა შეთანხმებულიყო სამინისტროსთან. 2017 წლის 2 მარტს სამინისტრომ ასოციაციას ელექტრონულად მიაწოდა სახელმძღვანელო სიები, რომელშიც მოცემული იყო ფერმერთა მონაცემები. ასეთი სიები მიაწოდა ამავე წლის 7 მარტს და 8 მარტს. ბოლო სიები მიწოდებულ იქნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით 13 მარტს. სიების დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ მონაცემები იყო ხარვეზიანი და არაზუსტი, რის შესახებაც სამინისტროს აცნობა წერილობით. ხარვეზი მდგომარეობდა მასში, რომ სიაში მითითებული ფერმერების მონაცემები მეორდებოდა, არასწორად იყო მითითებული მათი პირადი ნომრები, სიაში მითითებული პირების ნაწილი გარდაცვლილი იყო, ნაწილის მისამართი და სატელეფონო მონაცემი არასწორი იყო. ასევე სიას გააჩნდა სხვა ხარვეზებიც. ხელშეკრულების მიხედვით, სიაში მითითებულ ფერმერებთან უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია და მათთან საველე პირობებში უნდა ჩატარებულიყო ექსტენციები, მაგრამ ასეთი ექსტენციის მიწოდება რთულდებოდა სიის ხარვეზების გამო, რადგანაც ექსტენციის მიწოდება დამოკიდებული იყო ფერმერების მობილიზებაზე და მათთან შეხვედრაზე. სიის ნაკლოვანება ასოციაციამ დაადგინა ტენდერის ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. სწორედ აღნიშნულის გამო მას არ ჰქონდა საშუალება ხელშეკრულების გაფორმებამდე ევარაუდა სიის ხარვეზებზე. სიის მიწოდება წარმოადგენდა სამინისტროს ვალდებულებას. მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ მიაწოდა ჯეროვნად და ხარისხიანად მომზადებული ფერმერთა სიები, რამაც ასოციაციას ხელი შეუშალა დროულად დაეწყო ექსტენციის მიწოდება და შეესრულებინა სახელშეკრულებო პირობა. შესაბამისად, მან ვალდებულება ვერ შეასრულა სამინისტროს ბრალეული მოქმედების გამო. ასოციაციამ ხარვეზების შესახებ რამოდენიმეჯერ მიუთითა სამინისტროს და მოსთხოვა ხარვეზების გამოსწორება და დამატებითი ვადა. მიუხედავად ხარვეზის არსებობისა, სამინისტრომ უარყო ხარვეზებთან დაკავშირებით მისი ბრალეულობა და ასევე უარი თქვა ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებზე მისადაგებაზე. აღნიშნულის გამო ასოციაციამ უარი თქვა ხელშეკრულებაზე და სამინისტროსთან დადებული გარიგება ცალმხრივად მოშალა, თუმცა ხელშეკრულებიდან გასვლაზე ნების მიღებამდე სამინისტრომ თვითონაც გამოხატა ნება ასოციაციასთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. მიაჩნია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს, რადგანაც ხელშეკრულება ვერ სრულდებოდა თვით სამინისტროს ბრალეული ქმედების გამო. შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არაა მართლზომიერი ქმედება.
გარდა იმისა, რომ სამინისტრო ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გავიდა, 2017 წლის 22 მარტს სსიპ „ს----–-–------–--------------------ოს“ წერილობით აცნობა ასოციაციის შ------ში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი შ------ში შეყვანის საფუძველი, რადგანაც მას არ დაურღვევია სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება. შესაბამისად, შ------ში მისი რეგისტრაციით რიგი შეზღუდვები უწესდება უკანონოდ.
1.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------სა“ და ა-------------------–----------------------------ოს შორის 2017 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ასოციაციამ იკისრა ვალდებულება „ა----------------------------------------ის“ 2017 წლის პროგრამის „აგ--------–---------–------–------ის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა. სანაცვლოდ სამინისტროს უნდა გადაეხადა მიწოდებული ექსტენციის ღირებულება. ასოციაცია ვალდებული იყო აჭარის მ----–----–--------ში და მასში შემავალი სოფლების მიხედვით შეერჩია ფერმერები და მათთან ჩაეტარებინა თეორიული და პრაქტიკული კურსი. აგრომეწარმეების სია უნდა შეედგინა ასოციაციას და შეეთანხმებინა სამინისტროსათვის. იმისათვის, რომ ასოციაციას ვალდებულების შესრულება გაიოლებოდა და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, სამინისტრომ 2017 წლის 2 მარტს ასოციაციას მიაწოდა აგრარული ექსტენციის შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელოს PDF ვერსია. ასევე მ----–----–--------ში ყველა გამგებლის წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია, ქვეპროგრამით გათვალისწინებული კულტურების ფართობების საჰექტარო გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, ასევე ხ--–--------ის, ქ----ს, შ------ის და ხ---–--ს მ----–----–--------ის მიხედვით ფერმერთა სიები. 2017 წლის 4 მარტს მიწოდებულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერთა სიები. 2017 წლის 8 მარტს მიწოდებულ იქნა ხარვეზიანი ჯგუფების გასწორებული ვარიანტები. კერძოდ, დამუშავდა ადრე მიწოდებული სიები და გადაეგზავნა ასოციაციას. ეს მოქმედებები სამინისტრომ განახორციელა ასოციაციისათვის ხელშეწყობის მიზნით. სხვა სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა ასოციაციას, უნდა დაეზუსტებინა სიები, შეექმნა სამუშაო ჯგუფები და ამ გზით შეესრულებინა ნაკისრი მოვალეობები. მიუხედავად ამისა, ასოციაციამ არ ჩაატარა სიების დამაზუსტებელი სამუშაოები. დროულად არ დაიწყო სამუშაოთა ათვისება და სამინისტროს სიებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის მიმოწერებით გაუშვა ის დრო, რაც აუცილებელი იყო სამუშაოთა პირველი ფაზის დასრულებისათვის. იმის გამო, რომ გადიოდა ექსტენციის მიწოდების ვადები და ასოციაცია არ მუშაობდა ექსტენციის მიწოდებაზე, სამინისტროსათვის აზრი აღარ ჰქონდა ხელშეკრულების გაგრძელებას, რადგანაც ექსტენციის მიწოდება მკაცრადაა დაკავშირებული აგრო ვადებთან. მისი დაგვიანებით შესრულება კარგავს აზრს. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ამ და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.1. შეგებებული სარჩელი
ა-------------------–----------------------------ო შეგებებული სარჩელით მოითხოვს ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 8961.5 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელის წარმომადგენელი შეგებებულ სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით;
2017 წლის 16 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ა(ი)პ ასოციაცია „მო----–------------სა“ და ა-----------------–----------------------------ოს შორის 2017 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ასოციაციამ იკისრა ვალდებულება 2017 წლის პროგრამის „ა----------------------------------------ის“ ქვეპროგრამის „აგ--------–---------–------–------ის“ ფარგლებში განეხორციელებინა სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა. სანაცვლოდ სამინისტროს უნდა გადაეხადა მიწოდებული ექსტენციის ღირებულება. ხელშეკრულების მიხედვით სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ექსტენციის პირველი ფაზა სრულდებოდა მარტის თვეში. მათ შორის მანდარინისა და სუბტროპიკული კულტურების წარმოების ექსტენციის პირველი ფაზა უნდა დასრულებულიყო 15 მარტს, რაც ასოციაციისათვის ხელშეკრულების დადებისთანავე იყო ცნობილი. ფაზის ვადის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ, თითოეული ფაზის აგროვადის დარღვევისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში კი ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ასოციაცია ვალდებულების შესრულებას მიუდგა ზერელედ, არ შეუდგა მიწოდებული ფერმერთა სიების დამუშავებას და 2017 წლის 14 მარტისათვის პირველი ფაზის სამუშაოთა შესრულებისათვის არ განახორციელა სახელშეკრულებო სამუშაოები, რითაც საფრთხე შეუქმნა ა----------------------------------------ის პროგრამის შესრულებას. აღნიშნულის გამო სამინისტრომ ასოციაციასთან ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა. ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება მოშლილია მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო. რის გამოც მოპასუხე ვალდებულია პირგასამტეხლოს სახით გადაიხადოს 8961.5 ლარი.
2.2. მოპასუხის პოზიცია
ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ი“ სარჩელს არ ცნობს. ამტკიცებს, რომ სამინისტრო ვალდებული იყო მიეწოდებინა ფერმერთა სრული სია. მან არ მიაწოდა ფერმერთა სრული სია. მიწოდებული სია იყო არასრული, მასში არეული იყო სახელები და გვარები, მისამართები, პირადი ნომრები, ასევე მითითებული იყო გარდაცვლილი პირები და რამოდენიმეჯერ მეორდებოდა პირადი მონაცემები. რამოდენიმეჯერ მოთხოვნილ იქნა ხარვეზის გასწორება, ასევე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რაზეც სამინისტრო არ დათანხმდა. აღნიშნულის გამო ასოციაციამ გადაწყვიტა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლა. სამინისტროს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მას პირგასამტეხლო არ უნდა დაეკისროს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------სა“ და აჭარის არ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის 2017 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ასოციაციამ იკისრა ვალდებულება „ა----------------------------------------ის“ 2017 წლის პროგრამის „აგ--------–---------–------–------ის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ტ.2. ს.ფ. 115-124;
3.1.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 179 270 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ტ.2. ს.ფ. 115-124;
3.1.3. ექსტენციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დანართი №2-ში მითითებული აგროვადების და დამხმარე ექსტენციის ვადების შესაბამისად. სრული მომსახურების მიწოდება განხორციელდება არაუგვიანეს 2017 წლის 1 ნოემბრისა. ექსტენციის მიწოდების პირველი ფაზა სხვადასხვა აგროკულტურებისათვის სხვადასხვა პერიოდიდან იწყება. მაგალითად: - ექსტენცია კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან და აგრო მეწარმეებთან პირველი ფაზის პერიოდად ითვალისწინებს 1 მარტიდან 10 მაისამდე პერიოდს. თხილის ნარგავების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან 20 მარტამდე პერიოდს. სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან 15 მარტამდე პერიოდს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ტ.2. ს.ფ. 115-124;
3.1.4. ექსტენციის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებში დასაქმებულ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან. ფერმერების უნდა სია უნდა შეთანხმებულიყო სამინისტროსთან. ფერმერთა ბაზა უნდა მიეწოდებინა სამინისტროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ტ.2. ს.ფ. 115-124;
3.1.5. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ის ღონისძიებები, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ხელშეკრულების შეუსრულებლობას. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით აგროვადების დარღვევის შემთხვევაში ასოციაციას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით. 9.5 პუნქტით, ასოციაციის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ტ.2. ს.ფ. 115-124;
3.1.6. მხარეები არ დაობენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფერმერთა ბაზის შესახებ ინფორმაცია ასოციაციისთვის უნდა მიეწოდებინა სამინისტროს. ხოლო ასოციაციას უნდა შეექმნა აგრომეწარმეების სია და შეეთანხმებინა შემსყიდველ სამინისტროსთან. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სამინისტრომ ასოციაციას ელექტრონულად გადაუგზავნა ფერმერთა ბაზის მონაცემები, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ფერმერის (ან აგრომეწარმის) სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ნომერი, აგროკულტურის სახეობა, მიწის ფართობი, ადმინისტრაციული ერთეული, სოფლის მისამართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფერმერთა ბაზის მონაცემები ტ.1. ს.ფ. 237-360;
3.1.7. მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ ფერმერთა ბაზის მონაცემების ელექტრონული სია არ არის ზუსტი. იგი შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, კერძოდ: - მასში მითითებულია განმეორებული პირადი ნომრები, სახელი-გვარები, მითითებულია გარდაცვლილი პირები და შეიცავს სხვა უზუსტობებსაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-ფერმერთა ბაზის მონაცემები ტ.1. ს.ფ. 237-360;
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის მიმართვა ტ.1. ს.ფ. 47
3.1.8. 2017 წლის 9 მარტს ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------მა” წერილობით მიმართა სამინისტროს და აცნობა ფერმერთა ბაზის მიხედვით შედგენილ ელექტრონულ სიაში არსებული ხარვეზების შესახებ. ასევე აცნობა, რომ სიების ხარვეზი ართულებს ხელშეკრულების შესრულებას. ასევე უთითებდა აგროვადების კონკრეტულ რიცხვებში დასრულების პრობლემაზე. ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალისწინებით აგროვადების კონკრეტულ რიცხვებში დასრულებაზე შეთანხმებას მიიჩნევდა არასწორად. ამ ორი კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოეყენებინათ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 9 მარტის მიმართვა ტ.1 ს.ფ. 35-36
3.1.9 2017 წლის 13 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასოციაციას წერილობით უპასუხა და განუმარტა რომ 2017 წლის 2 მარტს და 3 მარტს ელექტრონულად გადაეცათ ფერმერებისა და აგრომეწარმეების სია იმ მონაცემების მიხედვით, რა მონაცემებიც გააჩნდა სამინისტროს. ამასთან გადაცემული ბაზა და მასში მითითებული სასოფლო სამეურნეო კულტურების ფართობები წარდგენილ იყო მეტობით, რაც ჯგუფების შექმნისას შესაძლებლობას იძლეოდა საჭიროების შემთხვევაში ფერმერების ჩანაცვლებას. ასევე ელექტრონულად გადაეგზავნათ მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელთან საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მეშვეობით შეეძლოთ დაეზუსტებინათ ფერმერებისა და აგრომეწარმეების სიები. აგროვადებთან დაკავშირებით კი განიმარტა, რომ აგროვადები განისაზღვრა გეოგრაფიული, კლიმატურ - ნიადაგური პირობებისა და მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებების მიხედვით, რაც მისთვის ცნობილი იყო ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე. შესაბამისად, არ არსებობდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი. ამასთან შეახსენა აგროვადის ფაზების დაცვის ვალდებულება და მისი დაუცველობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. იმავდროულად მოსთხოვა ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 13 მარტის მიმართვა ტ.1. ს.ფ. 37-39
3.1.10 2017 წლის 14 მარტს ასოციაციამ სამინისტროს კვლავ გაუგზავნა წერილი, სადაც კვლავინდებურად გაუმეორა აგრომეწარმეების და ფერმერების სიის ხარვეზების შესახებ. ასევე აცნობა, რომ რადგანაც სამინისტრო არ აღიარებდა ბაზის ხარვეზებს და არ აპირებდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 14 მარტის მიმართვა ტ.1. ს.ფ. 40-41
3.1.11. 2017 წლის 15 მარტს სამინისტრომ ,,ა---–--–----------–------------თან“ დადებული 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, გავიდა ხელშეკრულებიდან და მოსთხოვა პირგასამტეხლოს სახით 8961.5 ლარის გადახდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მიუთითა ,,ა---–--–----------–------------ის“ 2017 წლის 14 მარტის წერილი, რომლითაც ასოციაციამ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. ასევე ის, რომ პირველი ფაზის სამუშაოები ასოციაციამ არ დაასრულა შეთანხმებულ ვადაში და ამ სამუშაოთა შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ განახორციელა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 15 მარტის მიმართვა. ტ.1. ს.ფ. 42-44
3.1.12. 2017 წლის 22 მარტს სამინისტრომ სსიპ „ს----–-–------–--------------------ოს“ წერილობით აცნობა, რომ ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------მა“ არ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსთხოვა მისი შ------ში რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 22 მარტის მიმართვა. ტ.1. ს.ფ. 98-101
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადაოა აგრომეწარმეების და ფერმერების ზუსტი სიის მიწოდების ვალდებულება;
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ სამინისტროს გააჩნდა აგრომეწარმეების და ფერმერების ზუსტი სიის მიწოდების ვალდებულება. ამ ფაქტობრივი გარემოების არსებობა დამოკიდებულია მათ შეთანხმებაზე. ეს ვალდებულება თანაბრად შეიძლება, რომ გააჩნდეს როგორც მოპასუხეს, ისე მოსარჩელეს. თუმცა ვის ჰქონდა სიის წარდგენის ვალდებულება, ეს დამოკიდებულია ხელშეკრულებით შეთანხმებაზე. სწორედ ამიტომ ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება უნდა მოხდეს მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულების ანალიზით.
3.2.5. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ვალდებულების დამრღვევი მხარეა მოპასუხე. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულების დამრღვევ მხარედ ასახელებს მოსარჩელეს. ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა გადანაწილდეს თანაბრად.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით ასოციაციის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ სამინისტრო ვალდებული იყო მისთვის გადაეცა ფერმერთა და აგრომეწარმეთა ზუსტი სია. 2017 წლის 2 მარტს, 7 მარტს და 8 მარტს სამინისტრომ ასოციაციას ელექტრონულად მიაწოდა სახელმძღვანელო სიები, რომელშიც მოცემული იყო ფერმერთა მონაცემები. სიების დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ მონაცემები იყო ხარვეზიანი და არაზუსტი, რის შესახებაც სამინისტროს აცნობა წერილობით. ხარვეზი მდგომარეობდა მასში, რომ სიაში მითითებული ფერმერების მონაცემები მეორდებოდა, არასწორად იყო მითითებული პირადი ნომრები, მითითებული პირების ნაწილი გარდაცვლილი იყო, ნაწილის მისამართი და სატელეფონო მონაცემი არასწორი იყო. ასევე სიას გააჩნდა სხვა ხარვეზებიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სიის მიწოდების ვალდებულება ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ასეთი ვალდებულების არსებობის შესახებ. ასოციაციამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ სამინისტროს ზუსტი სიის მიწოდების ვალდებულება აქვს. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და ამიტომაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ზუსტი სიის მიწოდების ვალდებულების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. ყველა საკითხი ინდივიდუალურია, ამიტომ კონკრეტული მტკიცებულება რიგ შემთხვევაში შეიძლება ადასტურებდეს ზუსტი სიის მიწოდებაზე შეთანხმებას, რიგ შემთხვევაში კი არა. წინამდებარე შემთხვევაში ამ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად უნდა გადავიკითხოთ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მეოთხე მუხლი არეგულირებს მომსახურების გაწევის პირობებს, ვადებს და ადგილს. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელი (ანუ ასოციაცია) აგრონომიული თვალსაზრისით გათვალისწინებული ყოველი ფაზის შესაბამისად, მის მიერ შერჩეულ და შემსყიდველთან შეთანხმებულ არანაკლებ 20 პირიდან (არომეწარმე და ფერმერი) შემდგარ ჯგუფებს ჩაუტარებს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს საველე პირობებში. მიმწოდებელი, სასოფლო სამეურნეო კულტურების მიხედვით შექმნილ შექმნილ ჯგუფებთან საველე პირობებში ექსტენციას განახორციელებს მხოლოდ იმ სამუშაო-საჩვენებელ ნაკვეთებზე, რომლებსაც ბოლო 5 წლის მანძილზე ჩატარებული აქვს ნიადაგის ანალიზი. მიმწოდებლის მიერ ფერმერთა და აგრომეწარმეთა შერჩევა განხორციელდება შემსყიდველის მიერ მიწოდებული ფერმერთა ბაზის საფუძველზე. ხოლო მიმწოდებლის მიერ შერჩეული აგრომეწარმეების და ფერმერების სია შეთანხმებული უნდა იქნას შემსყიდველთან.
მოცემული დათქმის ანალიზით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამინისტროს ვალდებულებაა ასოციაციას მიაწოდოს ფერმერთა ბაზა. მიღებული ბაზიდან ასოციაციამ უნდა ამოირჩიოს ფერმერები და აგრომეწარმეები და მათგან უნდა შექმნას არანაკლებ 20 კაციანი ჯგუფი, რაც უნდა შეათანხმოს სამინისტროს. შერჩეულ ჯგუფებს საველე პირობებში უნდა ჩაუტაროს თეორიული და პრაქტიკული კურსი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ეს პირობა არ წარმოადგენს ბუნდოვანს. მასში გარკვევით და ნათლადაა მითითებული, რომ ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჯგუფები უნდა შექმნას ასოციაიციამ. ამისათვის მან უნდა იხელმძღვანელოს სამინისტროს მიერ მიწოდებული ფერმერთა ბაზიდან. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ ფერმერთა ბაზის მიწოდება სამინისტროს ვალდებულებაა, მაგრამ ამ ბაზიდან ჯგუფების შექმნა ასოციაციის ვალდებულებაა.
იხ. 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულება ტ.2. ს.ფ. 115-124;
3.2.8. მნიშვნელოვანი სადაო გარემოებაა ვინ არ შეასრულა ვალდებულება. ვალდებულების შესრულება, ვალდებულების დარღვევა, მისი არაჯეროვანი შესრულება სამართლებრივი კატეგორიის მსჯელობის საგანია, რადგანაც იგი დამოკიდებულია დადგენილი ფაქტების შეფასებაზე. ამ საკითხებზე სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ა---------------------------------–--------------------------------------------ოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასოციაციამ დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ი“ ამტკიცებს, რომ ა---------------------------------–--------------------------------------------ო ხელშეკრულებიდან გავიდა მართლსაწინააღმდეგოდ და ხელშეკრულება შეწყვიტა უსაფუძვლოდ, ასევე სსიპ ს----–-–------–--------------------ოს უსაფუძვლოდ მოსთხოვა მისი შ------ში რეგისტრაცია. თუ დადგინდება, რომ სამინისტო ცალმხრივად მართლსაწინააღმდეგოდ გავიდა ხელშეკრულებიდან, ბუნებრივია მოისპობა ასოციაციის სავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, შესაბამისად ასოციაციას უფლება აქვს შ------ში რეგისტრაციისაგან თავი დაიცვას სასარჩელის აღძვრის გზით.
6.2. ანალოგიური მიდგომა უნდა განვავითაროთ სამინისტროს მიმართებაშიც. ის ამტკიცებს, რომ ასოციაციამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მან უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. თუ ასოციაციამ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, მაშინ მისი ქმედება (ან უმოქმედება) უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეები მიუთითებენ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.4. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ აჭ--------------------------------–-----------–----------------------------ოს ერთერთი ფუნქციაა აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განსაზღვრა. მას 2017 წელში გააჩნდა „ა----------------------------------------ის“ 2017 წლის პროგრამა. თავის მხრივ პროგრამა შეიცავდა „აგ--------–---------–------–------ის“ ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც საჭირო იყო სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა. პროგრამის განხორციელების მიზნით 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. მისი შედეგების მიხედვით ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------სა“ და ა-----------------–----------------------------ოს შორის 2017 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ასოციაციამ იკისრა ვალდებულება „ა----------------------------------------ის“ 2017 წლის პროგრამის „აგ--------–---------–------–------ის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 179 270 ლარს. ექსტენციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დანართი №2-ში მითითებული აგროვადების და დამხმარე ექსტენციის ვადების შესაბამისად. სრული მომსახურების მიწოდება განხორციელდება არაუგვიანეს 2017 წლის 1 ნოემბრისა. ექსტენციის მიწოდების პირველი ფაზა სხვადასხვა აგროკულტურებისათვის სხვადასხვა პერიოდიდან იწყება. მაგალითად: - ექსტენცია კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან და აგრო მეწარმეებთან პირველი ფაზის პერიოდად ითვალისწინებს 1 მარტიდან 10 მაისამდე პერიოდს. თხილის ნარგავების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან 20 მარტამდე პერიოდს. სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან 15 მარტამდე პერიოდი.
6.5. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აჭ--------------------------------–-----------–----------------------------ოს, როგორც მომსახურების შემსყიდველს, უფლება ჰქონდა ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ისათვის“ მოეთხოვა ექსტენციის ფერმერებისა და აგრომეწარმეებისათვის მიწოდება იმ პირობების შესაბამისად, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ი“ მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ სამუშაოები შეესრულებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო შემდეგი პირობების შესაბამისად: - სამინისტროს ასოციაციიისათვის უნდა მიეწოდებინა ფერმერთა ბაზა. მიღებული ბაზიდან ასოციაციას უნდა ამოერჩია ფერმერბი და აგრომეწარმეები და მათგან უნდა შექმნას არანაკლებ 20 კაციანი ჯგუფი, რაც უნდა შეეთანხმებინა სამინისტროსთან. აღნიშნულის შემდეგ შერჩეულ ჯგუფებს შეთანხმებულ აგროვადებში საველე პირობებში უნდა ჩაუტაროს თეორიული და პრაქტიკული კურსი. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ სამინისტრომ ფერმერთა ბაზა მიაწოდა რამოდენიმეჯერ. უდაოა, რომ ბაზა არ იყო უნიკალური და იგი შეიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, მაგრამ მიწოდებული ბაზა იმდენად დიდია, რომ თავისუფლად შეიძლება მისგან არათუ 20 კაციანი, არამედ 50 კაციანი ჯგუფების დაკომპლეტქება და მათთვის საველე პირობებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსტენციის მიწოდება. თუმცა ჯგუფების შექმნას სჭირდებოდა მუშაობა. ასეთი სამუშაოები შეიძლება ყოფილიყო მუნიციპალიტეტის სოფლებში ვიზიტი, სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათთან ტექნიკური საშუალებებით დაკონტაქტება, სიების დაზუსტება და ჯგუფების დაკომპლექტება. ეს ვალდებულება ასოციაციას ეკუთვნის. სამინისტროს არ უკისრია ვალდებულება, რომ ფერმერთა ჯგუფები დაეკომპლექტებინა. ასეთი ჯგუფი უნდა შეეკრიბა ბაზის მიხედვით ასოციაციას. გასათვალიაწინებელია, რომ ბაზაში მეორდება რამოდენმე პირის სახლი და გვარი, ასევე პირადი ნომერი ან ტელეფონის ნომერი, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ასოციაციას ეკუთვნებოდა და თუ გამოიჩენდა გულისხმიერებას, შეძლებდა კიდეც სოფლების და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგად მის დაზუსტებას. მიუხედავად ამისა ასოციაციამ დაჟინებით მოითხოვა ზუსტი ბაზის წარდგენა ან ხელშეკრულების აგროვეადებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა. ამ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ ასოციაციამ დაარღვია ვალდებულება. არ დააკომპლექტა ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჯგუფები, არ წარუდგინა სამინისტროს შესათანახმებლად და არ დაიწყო ექსტენციის მიწოდებაზე ზრუნვა. მიუხედავად ამისა ჯერ თავად გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება, ხოლო შემდეგ ანალოგიურად სამინისტრომაც გამოხატა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ნება და ხელშეკრულებიდან გავიდა ცალმხრივად. ორივე მხარე მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა მართლსაწინააღმდეგოა.
6.6. დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია შეფასებული იქნას მხარეთა ცალმხრივი უარი ხელშეკრულებაზე და ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლა, არის თუ არა მართკლზომიერი. ორივე მხარე სარჩელში მოითხოვს გაუქმდეს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე გავიდა გარიგებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი მოთხოვნა არაა მართებული. ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, როგროც სამინისტროს გადაწყვეტილება, ისე ასოციაციის წერილი ნამდვილია და იგი ცალკე არ საჩივრდება. ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს, როგორც მართლზომიერად, ისე მართლსაწინააღმდეგოდ გავიდეს ხელშეკრულებიდან. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არა ამ გადაწყვეტილების გაუქმება, არამედ იმ ნეგატიური შედეგის აღმოფხვრა, რაც გარიგებაზე ცალმხრივად უარის თქმამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ სასამართლო ორივე მხარის მოთხოვნას განიხილავს, როგორც მოთხოვნა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მართლზომიერების დადგენის შესახებ.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია საქ. სკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრული პირობების დაცვით. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით:
,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლისა და ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:
- ხელშეკრულების ერთერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;
- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;
- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.
ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად. სასამართლო განმარტავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
6.8. სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულება არ შეასრულა ასოციაციამ. ვალდებულების შეუსრულებლობა მდგომარეობს შემდეგში - ასოციაცია ვალდებული იყო 2017 წლის 15 მარტამდე შეექმნა ფერმერთა და აგრომეწარმეთა 20 კაციანი ჯგუფები, შეეთანხმებინა სამინისტოსათვის და სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან 15 მარტამდე განეხორციელებინა ექსტენციის მიწოდება. ასოციაციამ ამ ვადაში არ შექმნა ფერმერთა და აგრომეწარმეთა 20 კაციანი ჯგუფები, არ შეათანხმა სამინისტოს და სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან 15 მარტამდე არ განახორციელა ექსტენციის მიწოდება. მან, ნაცვლად ამ პირობის შესრულებისა, დაკავდა სამინისტროსთან მიმოწერით. დაჟინებით მოითხოვდა ზუსტი სიების მიწოდებას და აგროვადების გადახედვას, ასევე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას. ზუსტი სიის მიწოდება არ წარმოადგენდა სამინისტროს ვალდებულებას. მას ასოციაციისათვის ზუსტი სია, რომ მიეწოდებინა ამისათვის საჭირო იყო ზუსტი სიის ჰქონა. ბუნებრივია სია პერიოდულად იცვლება. გარკვეულ ვადის განმავლობაში შეიძლება ვინმე გარდაიცვალოს, შეიცვალოს საქმიანობის პროფილი, ამ სიას ვინმე დაემატოს ან გამოაკლდეს. ფერმერთა სიები მუდმივად ცვალებადია და შესაბამისად სიის 100 % სიზუსტეზე აქცენტის გაკეთება არ იქნება გონივრული. მთავარია არსებობდეს გარკვეული სია, რომლითაც იხელმძღვანელებს დაინტერესებული პირი. ასეთი სია სამინისტრომ ასოციაციას მიაწოდა. სხვა სია მას არ ჰქონდა და ვერც მიაწოდებდა. დანარჩენი დამაზუსტებელი სამუსაოები ასოციაციის გასაკეთებელი იყო. მას უნდა დაეზუსტებინა და ამოერჩია ის პირები, ვისთანაც იმუშავებდა ექსტენციის მიწოდებაზე. სამინისტროს მიერ მიწოდებული სიები ასეთი მუშაობის საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა ექსტენციის მიწოდების ვადების შეთანხმება, არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას. ის, სამინისტრომ განსაზღვრა და ტენდერიც მის შესაბამისად გამოაცხადა. ამიტომ აგროვადების გადახედვაზე უარის თქმის გამო, ან ზუსტი სიების მიუწოდებლობის გამო ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა არაა გონივრული. ასეთი ცალმხრივი უარი წარმოადგენს ხელშეკრულებდან ცალმხვრივად მართლსაწინააღმდეგდ გასვლას. შესაბამისად ამ ნაწილში სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. დადგენილია, რომ გარდა იმისა, რომ ასოციაციამ გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება, ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გავიდა სამინისტროც. მას ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი ჰქონდა. ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ის, რომ ასოციაციამ დაარღვია ხელშეკრულება და მიუხედავად გაფრთხილებისა არ შეუდგა სახელშეკრულებო პირობების შესრულებას. ანუ არ შექმნა სამუშაო 20 კაციანი ჯგუფები, არ შეათანხმა სამინისტროს და არ დაიწყო ექსტენციის მიწოდება. ასეთ სიტუაციაში ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის საფუძველი სამინისტროს ჰქონდა, მაგრამ შესაფასებელია ხელშეკრულებიდან გასვლას სჭირდებოდა თუ არა დამატებითი ვადის დანიშნვა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სადაო ურთიერთობა, არაა ისეთი შემთხვევა, რომელზეც დამატებითი ვადის დანიშნვა იყოს საჭირო. საქმე ეხება აგროვადების გათვალისწინებით ექსტენციის მიწოდებას. 15 მარტამდე უნდა განხორციელებულიყო სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან ექსტენციის მიწოდება. მიუხედავად ამისა, უკვე 14 მარტს ასოციაციას სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჯგუფები დაკომლექტებული არ ჰქონდა. შესაბამისად პირველი ფაზის სამუშაოთა შესრულების თეორიული შესაძლებლობაც არ იყო. ექსტენციის მიწოდება გულისხმობს ხეხილის გასხლვის, დარგვის, ნიადაგის განოყიერების და სხვა საკითხების შესახებ ექსტენციის მიწოდებას. ეს მოქმედებები აგროვადებთან მკაცრადაა დაკავშირებული. თუ კონკრეტული მცენარის გასხვლის ვადა წარმოადგენს მარტის თვეს, ბუნებრივია გასხლვის ექსტენციის საველე პირობებში მაისში მიწოდება არავის არ სჭირდება. სწორედ ამიტომ არაგონივრული იყო აგროვადების გადახედვის მოთხოვნა და ასევე დამატებითი ვადის დანიშნვაც. 14 მარტის შემდეგ, 15 მარტამდე აღარ არსებობს გონივრული ვადა და ამიტომაც დამატებითი ვადა ვეღარ დაინიშნებოდა. გარდა ამისა უკვე სხვა კულტურების ექსტენციის მიწოდების ვადებიც დგებოდა და იმის გამო, რომ ასოციაციას ჯგუფების შექმნის სამუშაო დაწყებული არ ქონდა, და ასევე თავად განაცხდა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის სურვილი, დამატებით ვადის დაწესება სცილდება გონივრულობას. სწორედ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს დამატებით ვადის დანიშნვის აუცილებლობა. ვალდებულება აღარ სრულდება, ამიტომ ხელშეკრულება უნდა მოიშალოს. ანუ არსებობს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც მოსარჩელეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესრულებისათვის. აღნიშნულ გარემოებათა გათვალსწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარებს შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტრომ მოშალა მართლზომიერად, რის გამოც ამ ნაწილში ასოციაციის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს სამინისტრომ სსიპ „ს----–-–------–--------------------ოს“ წერილობით აცნობა, რომ ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------მა“ არ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსთხოვა მისი შ------ში რეგისტრაცია. ასოციაცია სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სადაოდ ხდის.
სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმეების შ------ში რეგისტრირების საკითხს აწერიგებს ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №19, რომლის მიხედვითაც შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შ------ში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. შ------ში რეგისტრაციის საფუძველი სხვადასხვაა. მათ შორის ერთერთი საფუძველია ხელშეკრულების შეწყვეტა იმის გამო, რომ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №19 შემსყიდველი ორგანიზაციას ავალდებულებს, შ------ში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვოს მეწარმის შ------ში რეგისტრაცია, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შ------ში რეგისტრაციის საფუძველი. წინამდებარე შემთხვევაში ასოციაციამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც გახდა მასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობაა შ------ში რეგისტრაციის საფუძველი. თავის მხრივ სამინისტრო ვალდებული იყო მიემართა სსიპ „ს----–-–------–--------------------ოსათვის“ და ეცნობებინა, რომ ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------მა“ არ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოეთხოვა მისი შ------ში რეგისტრაცია. ეს ვალდებულება სამინისტრომ შეასრულა სწორად, რის გამოც ამ ნაწილშიც არარსებობს ასოციაციის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.11. უდაო გარემოებაა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. სამინისტრო ამტკიცებს, რომ ასოციაციამ დაარღვია ხელშეკრულება, რის გამოც მას გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ის ღონისძიებები, რაც შესაძლებელია მოჰყვეს ხელშეკრულების შეუსრულებლობას. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით აგროვადების დარღვევის შემთხვევაში ასოციაციას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით. 9.5 პუნქტით, ასოციაციის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ ასოციაციამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. ამ ვალდებულების სათანადო შეუსრულებლობა წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას იმ წესის მიხედვით, რა წესით პირგასამტეხლოს გაანგარიშებაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. მართალია მან ვალდებულების დარღვევაში თავისი ბრალეულობა გამორიცხა, მაგრამ მისი არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა. ასოციაციას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს 8961,5 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. დავის საგნის ღირებულების მიხედვით ასოციაციის სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 270 ლარს.
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მისი გადახდა უნდა დაეკისროს ასოციაციას.
7.2. დავის საგნის ღირებულების მიხედვით ა---------------------------------–-----------–-----------------------------ოს სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 268,84 ლარს. სარჩელის დაკმაყოფიების გამო ბაჟის უნდა დაეკისროს ასოციაციას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებული იქნა ა------------------–----------------------------ოს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ის“ ე.წ. ‘’შ------ში’’ რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა------------–---–----------–------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერებული იყო ა------------------–----------------------------ოს წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ა(ა)იპ ,,ა---–--–----------–------------ის“ ე.წ. ‘’შ------ში’’ რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, გაუქმდეს.
4. აჭ--------------------------------–-----------–----------------------------ოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
5. ა------------–---–----------–------------ს“, ა---------------------------------–-----------–-----------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 8961,5 ლარის გადახდა;
6. ა------------–---–----------–------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 268,84 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30);
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე