გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
140210019003203690
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210019003203690

საქმე № 2/1440-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

 

მოსარჩელე - ლ------–--ე

მოპასუხეები - ლ---–------------ე, მ-----------------ე

დავის საგანი - მამობის დადგენა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2018 წლის 26 მარტს გარდაცვლილი გ------------------ე აღიარებული იქნეს 2013 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ-----–--------–--ის მამად და ნ-----–----ს მიეკუთვნოს მამის გვარის - ბურძენაძე.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2012 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------------------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი: ნ-----–--------–--ე (დაბ. 30.07.2013 წ) და გ-------–-----------ე (დაბ. 12.05.2016 წ). ქორწინების შემდეგ ლ------–--ე და გ------------------ე ცხოვრობდნენ გ------------------ის საცხოვრებელ ბინაში, გ------------–----–----------------–-----------ში. მოსარჩელ;ე მიუთითებს, რომ როდესაც შეეძინათ შვილი - ნ-----–--------–--ე, გ------------------ე არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც ვერ მოხერხდა ნ-----–--------–--ის მამად - გ------------------ის ჩაწერა. გ------------------ემ ვერ მოახერხა მიემართა სამოქალაქო რეესტრისათვის ნ-----–--------–--ის მამად დასარეგისტრირებლად. 2018 წლის 26 მარტს გარდაიცვალა გ------------------ე. გ------------------ის გარდაცვალების შემდეგაც ლ------–--ე თავის შვილებთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას გ------------------ის საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის მამობის დადგენის მოთხოვნით, სარჩელში მოპასუხეებად მითითებულნი არიან გარდაცვლილი გ------------------ის მშობლები: მ-----------------ე და ლ---–------------ე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. 2019 წლის 24 ოქტომბერს გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა მოპასუხეების მ-----------------ის და ლ---–------------ის შესაგებლები, რომლებმაც სრულად სცნეს სარჩელი და ასევე თანხმობა განაცხადეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ (იხ. შესაგებლები).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ლ------–--ე და 2018 წლის 26 მარტს გარდაცვლილი გ------------------ე 2012 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- გარდაცვალების მოწმობა

 

3.1.2. თანაცხოვერების პერიოდში ლ------–--ეს და 2018 წლის 26 მარტს გარდაცვლილი გ------------------ეს შეეძინათ ორი შვილი: ნ-----–--------–--ე (დაბ. 30.07.2013წ) და გ-------–-----------ე (დაბ. 12.05.2016 წ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- შესაგებელი

- დაბადების მოწმობები

 

3.1.3. მოპასუხეები მ-----------------ე და ლ---–------------ე არიან 2018 წლის 26 მარტს გარდაცვლილი გ------------------ის მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- შესაგებელი

- გ------------------ის დაბადების მოწმობა

 

3.1.4. 2018 წლის 26 მარტს გარდაცვლილი გ------------------ე არის ნ-----–--------–--ის (დაბ. 30.07.2013წ) მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- შესაგებელი

 

მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ მათიუ გარდაცვლილი შვილი გ------------------ე ნ-----–--------–--ის მამაა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოახდინა რა მათი ანალიზი და ურთიერთშეჯერება და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ლ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანხმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

6.3. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე სრულად სცნეს სარჩელი და დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მამობის დადგენის თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და ასევე წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8,55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. 2013 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ-----–--------–--ის (პირადი №5----------) მამად აღიარებულ იქნეს 2018 წლის 26 მარტს გარდაცვლილი გ------------------ე (დაბადებული 1980 წლის 25 აპრილს, პ/ნ: 5----------) და შევიდეს სათანადო ცვლილება ნ-----–--------–--ის დაბადების სააქტო ჩანაწერში - რეგისტრაციის თარიღი 2013 წლის 01 აგვისტო, აქტის ჩანაწერი №67131001176, დაბადების მოწმობის №67136003685 - ნ-----–----ის გვარი მელაძე შეიცვალოს და მის ნაცვლად ჩაიწეროს ბურძენაძე, ხოლო მამის გრაფაში მიეთითოს - გ------------------ე.

 

3. მოსარჩელე ლ------–--ეს (პ/ნ: 0----------) დაუბრუდეს მის მიერ 2019 წლის 26 სექტემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №21621861).

 

4. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი