განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119002884780
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/974-19 (--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------------–-–---–--

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ----------------------–-–---–-- დაბადებული------–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–--------------–--

ადვოკატი - გ--–------–--–-–---–--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ------–--–---------------------------------------------- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ------------–-–---–-------------------------- ორივე ხელი მოჰკიდა თავზე და ძლიერად მიარტყმევინა თავი სკოლის კედელზე. აღნიშნულის შემდგომ მიჰყავდა იგი იძულებით გ---------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც რამოდენიმეჯერ ძლიერად მუშტი დაარტყა სახის და ზურგის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ--------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები:

დაზარალებულ თ--------------------- ჩვენებით, ორი წლის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ შ------------–-–---–----. 2019 წლის 19 იანვარს საღამოს საათებში შეხვდა შ------------–-–---–ს, რომელიც სთხოვდა შერიგებას და ერთად თანაცხოვრების გაგრძელებას. პასუხად უარის მიღების შემდგომ,------------------------------------------- სკოლასთან ყოფნისას, შ------------–-–---–მა თავდაპირველად ხელი მოკიდა ძლიერად, შემდეგ ფეხი წამოკრა და თავი მიარტყა კედელს, რის გამოც მიიღო დაზიანება. შემდეგ შევიდნენ სკვერში სადაც ასევე ფეხი წამოკრა და წაიქცა. სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 243 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჯაროდ იქნა წაკითხული მისი გამოკითხვის ოქმი სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ბრალდებულის მიერ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა თავი მიარტყმევინა კედელზე, ძალის გამოყენებით მიყავდა სკვერისაკენ, მიმართავდა ხმამაღლა შეურცხმყოფელი სიტყვებით და რამდენჯერმე მუშტიც ჩაარტყა. თავად ემოციას გამოხატავდა ხმამაღლა, რის გამოც შ------------–-–---–ი ცდილობდა მისთვის პირზე ხელის აფარებას და გაჩუმებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვერ მოახდინა გამოკითხვის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფა, შეეცადა შეერბილებინა მომხდარი ფაქტი. საბოლოოდ დაადასტურა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და ითხოვა ბრალდებულის მსუბუქად დასჯა. ვერ უარყო ის გარემოება, რომ სასწრაფო დახმარების მიერ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში და ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მისული. აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის კონფლიქტი ამოწურულია.

მოწმე ნ--–--------–---–-- ჩვენებით, ცხოვრობს--–-------------------–-. 2019 წლის 19 იანვარს საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში. აივანზე გასვლისას დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თანმხლებ ქალბატონს, რომელზეც ხელი ჰქონდა მოკიდებული და მიჰყავდა ძალის გამოყენებით. გოგო სთხოვდა ხელის გაშვებას, თუმცა მამაკაცმა იგი შეიყვანა ე.წ. „-----–--- ბაღში, საიდანაც კვლავ ისმოდა ხმაური, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. მას შემდეგ რაც სსსკ-ის 243 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჯაროდ იქნა წაკითხული მისი გამოკითხვის ოქმი სადაც აღნიშნული იყო, რომ მამაკაცი ქუჩაში ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას ქალბატონზე. აღნიშნულთან მიმართებით, მოწმემ განმარტა, რომ სახეზე არავინ დაუნახავს და ასევე არ ახსოვს მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა გოგოსთვის სახეში ხელის გარტყმის ფაქტს. მომხდარი ფაქტის შემდგომ, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში და ვერ იხსენებს კონფლიქტის დროს მამაკაცის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მსგავსი განუცხადა თუ არა გამომძიებელს გამოკითხვისას. მან ასევე განმარტა, რომ არ სურს, მისი ჩვენების გამო მიადგეს სხვას ზიანი, დაინგრეს ოჯახი, ვინმე აღმოჩნდეს ციხეში და ამაში თავად იყოს დამნაშავე.

მოწმე გ-------------------- ჩვენებით, მისი შვილი თ-------------------- ქორწინებაში იმყოფებოდა ბრალდებულ შ------------–-–---–----. მეუღლეებს ერთმანეთში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 19 იანვარს მეუღლისგან ცნობილი გახდა, რომ თ--------------------- და შ------------–-–---–ს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც შ------------–-–---–ს უცემია თ--------------------, რომელიც მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში.

მოწმე დ--------------–---–-- ჩვენებით, გამოძიება დაიწყო თ--------------------- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და შ------------–-–---–ს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მოწმე ვ----–----–----- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ნ--–--------–---–-, რომელმაც აივნიდან ყურების დროს თავად დაინახა თუ როგორ მიათრევდა ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას, რომელსაც ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. მოწმეს ჩვენების მიცემისას არ აღუნიშნავს რომ იმ პერიოდისათვის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, პირიქით ქალბატონი ჩვენების მიცემისას ფაქტებს და იმ დროს განვითარებულ მოვლენებს ყვებოდა თანმიმდევრულად და დაზუსტებით. მოწმე გამოკითხვისას აღნიშნავდა, რომ ორჯერ დარეკა 112 ცხელ ხაზზე დახმარების სათხოვნელად.

ექსპერტ ს------------–------ ჩვენებით, 2----–-–------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად ს-------–---------------–------------------–-----------–---------------–--------------------ის ჩანაწერების მიხედვით, თ--------------------- პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 1---------–- 20:56 საათზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით თ------------- აღენიშნებოდა ჰემატომები თავის არეში, ნაკაწრი სახის არეში. შპს „------–-----------–--------–----–------------ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ ჩანაწერების მიხედვით, თ-------------------- აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 1---------–- 21:52 საათზე, საიდანაც გაეწერა 2---------–------- საათზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით თ--------------------- აღენიშნებოდა მარჯვნივ პარაორბიტალური ჰემატომა, ასევე ჰემატომა საფეთქლის მიდამოში. ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. დაზიანებები ჰემატომების და თავის ტვინის შერყევის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება ნაკაწრის სახით, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 1---------–- თარიღს. ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი ჰემატომების და ნაკაწრის მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.

მოწმე ვ----–--------------- ჩვენებით, მუშაობს კლინიკა „------–-----------––-- გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის პოზიციაზე. 2019 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მიერ კლინიკაში მიყვანილი იქნა თ--------------------, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას და საერთო სისუსტეს. ვიზუალური დათვალიერებით, მას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის არეში კანქვეშა ჰემატომა და მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა წარბის არეში. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, თ--------------------- დაუდგინდა ტვინის შერყევის დიაგნოზი, რის გამოც კლინიკაში დატოვებული იქნა 24 საათის განმავლობაში. როგორც თ-------------------- განმარტავდა, მას დაზიანება მიაყენა ყოფილმა მეუღლემ, რომელმაც კედელზე მიარტყმევინა თავი.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ------------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ შ------------–-–---–ის მხრიდან, 2019 წლის 19 იანვარს თ--------------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლო დაზარალებულ თ------------- სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ თავდაპირველ ჩვენებას დამაჯერებლად არ მიიჩნევს და განმარტავს, რომ მათ მიერ ორაზროვანი ინფორმაციის გადმოცემა მიმართული იყო შ-------–-–---–-- მდგომარეობის შემსუბუქებისაკენ. ამასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულს ჩვენების მიცემამდე განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ თუმცა მის მიერ ჩვენების მიცემამ და შემდგომ გამოკითხვის ოქმით გამოქვეყნებული ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგობამ სასამართლოს მისცა საფუძველი დარწმუნებულიყო, რომ დაზარალებულის პოზიცია იყო მიმართული ბრალდებულის მდგომარეობის შემსუბუქებისაკენ. თუმცა ამავე სხდომაზე დაზარალებულმა საბოლოოდ დაადასტურა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

დანაშაულის ჩადენის ადგილას მამაკაცს და ქალბატონს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს ფაქტის თვითმხილველი მოწმე ნ--–--------–---–-, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 19 იანვარს საღამოს საათებში საცხოვრებელი სახლის აივნიდან დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გოგოსთვის მოკიდებული, აგინებდა მას და მიჰყავდა ძალით. გოგო სთხოვდა ხელის გაშვებას, თუმცა მამაკაცმა იგი შეიყვანა „-----–--- ბაღში, საიდანაც კვლავ ისმოდა ხმაური, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

მოწმე ნ-------–---–-- ჩვენების შეფასებისას სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული ჩვენება დამაჯერებელი არ არის და მისი განცდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნათლად ჩანს მისი სიტყვებიდანაც, კერძოდ, არ უნდა მისი ჩვენების გამო ვინმე ციხეში წავიდეს, თურმე თვითონ გამოდის ოჯახის დანგრევის მიზეზი და იმ გარემოებით გამართლება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ახსოვს რა ჩვენება მისცა გამომძიებელს სასამართლოსთვის არ არის დამაჯერებელი. არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია რითაც შეიძლებოდა დადასტურებულიყო, რომ მას მეხსიერებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. გამომძიებელმა რომელმაც მოახდინა ნ-------–---–-- გამოკითხვა განმარტა, რომ ქალბატონი მოწმე ჩვენების მიცემისას იყო თანმიმდევრული და მისი აქტიურობა განპირობებული იყო, რომ არ მომხდარიყო მძიმე დანაშაულის ჩადენა, რადგან ხედავდა გოგონას რომელიც ხმამაღლა ტიროდა, ითხოვდა ხელის გაშვებას და განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას. ის, რომ თ--------------------- ფიზიკური დაზიანება მიიღო შ-------–-–---–-- ქმედებით დასტურდება მოწმე გ------------- ჩვენებით, სადაც ის აღნიშნავს, რომ მან 2019 წლის 19 იანვარს მეუღლისაგან შეიტყო მის შვილს თ---------------------ა და შ------------–-–---–ს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კერძოდ შ-------–-–---–- უცემია თ-------------------- რის გამოც იგი მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმ ვ--------------- ჩვენებით დასტურდება, რომ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა პაციენტი თ--------------------, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები, მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ თ--------------------ზე მიყენებული დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულ თ--------------------ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ თ--------------------- აღენიშნებოდა მარჯვნივ პარაორბიტალური ჰემატომა, ასევე ჰემატომა საფეთქლის მიდამოში. დაზიანებები ჰემატომების და თავის ტვინის შერყევის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო დაზიანება ნაკაწრის სახით, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-------

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-------–-–---–-- სწორედ მის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიაყენა თ-------------, კერძოდ 2019 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ------–--–---------------------------------------------- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ------------–-–---–-------------------------- ორივე ხელი მოჰკიდა თავზე და ძლიერად მიარტყმევინა თავი სკოლის კედელზე. აღნიშნულის შემდგომ მიჰყავდა იგი იძულებით გ---------–-------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც რამოდენიმეჯერ ძლიერად მუშტი დაარტყა სახის და ზურგის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ--------------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ შ------------–-–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით შ------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლებოს აღკვეთა 7 წლის და 4 თვის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავსუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 2 წელი და 6 თვე.

მოცემულ შემთხვევაში შ------------–-–---–ის მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა, თუმცა იგი არ იძლევა დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან ქმედება, რისთვისაც 2----–-–---------------- კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრი დაედოთ შ------------–-–---–ს, ჩადენილი არის არასრულწლოვნობის პერიოდში, ხოლო სსკ-ის 17-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის. რაც შეეხება შ------------–-–---–ის ნასამართლობას, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, როდესაც მის მიერ განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ შ------------–-–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობის მხედველობაში მიღებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს შ------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–-- განჩინებით, შ------------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ შ------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------–------

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი